გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2018
საქმის ნომერი
080210117001965720
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
20.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210117001965720

№2/1629-17წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

 

მოსარჩელე - და---- მა------–--–---–ი

წარმომადგენელი - ე-–---- და--------, ლ---- ჭელიძე;

 

მოპასუხე - ნა----–- მა------–--–---–ი;

წარმომადგენელი - შო----- სა-----–-ძე;

 

დავის საგანი სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა და მესაკუთრედ ცნობა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.1. ცვლილება შევიდეს სამკვიდრო მოწმობაში (რეესტრში რეგისტრაციის N2-815) და და---- მა------–--–---–ი ცნობილი იქნას მამის ნიკოლოზ მა------–--–---–ის სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი ფ-------ზ მე---- ქ. №28 მესაკუთრედ, დედასთან ნა----–- მა------–--–---–თან ერთად, თანაბარი უფლებით.

1.2. და---- მა------–--–---–ი დარეგისტრირდეს მესაკუთრედ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი ფ-------ზ მე---- ქ. №28, ნა----–- მა------–--–---–თან ერთად, თანაბარი უფლებით.

მოსარჩელის განმარტებით, მისი მამა ნიკოლოზ მა------–--–---–ი გარდაიცვალა 1998 წლის 13 მაისს, მას დარჩა სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ფ-------ზ მე---- ქ. №28-ში. ახლახანს შეიტყო, რომ დედას ნა----–- მა------–--–---–ს მიუღია სამკვიდრო ქონება სანოტარო წესით, ისე რომ დაუმალია სხვა მემკვიდრეთა არსებობა. ვინაიდან იგი დედასთან ერთად არის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელიც ფლობს და განკარგავს სამკვიდრო ქონებას, მიაჩნია, რომ აქვს შესაბამისი წილის მიღების უფლებაც.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ნა----–- მა------–--–---–მა შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ გამოცემისთანავე იცოდა 2006 წლის 13 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობის თაობაზე, რაც სადავოდ არ გაუხდია. არც მემკვიდრეთა არსებობა დაუმალია ნოტარიუსისათვის, სხვა მემკვიდრეებმა უარი განაცხადეს მემკვიდრეობაზე.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ 2006 წლის 13 ოქტომბერს ნოტარიუსმა ეთერ გზირიშვილმა გამოსცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N2-815), რომლის მიხედვითაც ნა----–- მა------–--–---–მა, როგორც ნიკოლოზ მა------–--–---–ის მეუღლემ - პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო 1998 წლის 13 მაისს გარდაცვლილი ნიკოლოზ მა------–--–---–ის დანაშთი უძრავი ქონება - მდებარე ქ. ქუთაისი ფ-------ზ მე---- ქუჩა და თავისუფლების ქუჩა N28/1-ში (ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩა N22).

2012 წლის 25 ოქტომბერს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ნა----–- მა------–--–---–ი მესაკუთრედ დარეგისტრირდა, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი ქუთაისი, ქუჩა თავისუფლება N1, (ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩა N22), ქ. ქუთაისი ფ-------ზ მე---- ქუჩა N28 საკადასტო კოდი 0------------ (შენობაN1-ის ერთი გამოყოფილი ნაწილი - 82.89 კვ.მ).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვიდრო მოწმობა (იხ.ს.ფ. 14-16.);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ერთვის სასამართლოს სხდომის ოქმს);

3.1.2. დადგენილია, რომ ნა----–- და ნიკოლოზ მა------–--–---–ები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1963 წლის 23 თებერვლიდან. მათ ჰყავდათ სამი შვილი - და---- მა------–--–---–ი, დაბადებული 1965 წლის 07 მარტს, აპოლონ მა------–--–---–ი, დაბადებული 1967 წლის 17 იანვარს და სპარტაკ მა------–--–---–ი, დაბადებული 1970 წლის 29 მაისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობები, ქორწინების მოწმობა (ერთვის შესაგებელს);

3.2. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნიკოლოზ მა------–--–---–ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში (გარდაცვალების თარიღი -1998 წლის 13 მაისი) მისი სამკვიდრო ქონების ფლობას ერთობლივად შეუდგნენ მეუღლე ნა----–- მა------–--–---–ი და შვილი და---- მა------–--–---–ი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია თავად მოპასუხე ნა----–- მა------–--–---–ის აღიარებით, რომ მას და მის შვილს არასოდეს უცხოვრიათ ცალ-ცალკე და დღესაც ერთად ცხოვრობენ სამკვიდრო ქონებაში. მართალია ორივე მხარე განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე, დაახლოებით 2004 წლამდე ცხოვრობდნენ სოფელში, თუმცა მათივე განმარტებით სამკვიდრო უძრავი ქონება დაკეტილი ჰქონდათ, შემდგომში კი მიიღეს გადაწყვეტილება სოფლის სახლის გაყიდვის და ქალაშში გადასვლის თაობაზე, რაც ადასტურებს, რომ ისინი ერთობლივად წყვეტდნენ სამკვიდრო ქონების მფლობელობის და სარგებლობის საკითხებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 04.01.2018, კითხვა-პასუხების სტადია, 29.01.2018 საპაექრო სტადია).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მოცემულ შემთხვევაში თავად მოპასუხის აღიარებით დადასტურებულია, რომ და---- მა------–--–---–ი მასთან ერთად ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, ნიკოლოზ მა------–--–---–ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში, რაც საკმარისი მტკიცებულებაა სადავო გარემოების დასადასტურებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმგვარად ნაწილდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელე და---- მა------–--–---–ი, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე არ დაუფლებია მამის სამკვიდროს, მოპასუხე ნა----–- მა------–--–---–ს ეკისრება. იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ და---- მა------–--–---–ი ნიკოლოზ მა------–--–---–ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში დაეუფლა მამის სამკვიდროს, მოსარჩელეს მტკიცების ვალდებულებაა.

განსახილველ შემთხვევაში თავად მოპასუხის აღიარებით დადასტურებულია და---- მა------–--–---–ის მიერ მამის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლება, ნა----–- მა------–--–---–ს კი არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ და---- მა------–--–---–ი, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე არ დაუფლებია მამის სამკვიდროს, ასევე, ის გარემოება, რომ მან უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე, როგორც ეს შესაგებელშია მითითებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან დადასტურებული მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1336-ე და 1421-ე,1424-ე მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

 

ამავე კოდექსის 1320-ე მუხლით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სამკვიდრო ქონება მდებარე ქ. ქუთაისი ფ-------ზ მე---- ქ. №28 ირიცხებოდა ნიკოლოზ მა------–--–---–ის სახელზე. იგი გარდაიცვალა 1998 წლის 13 მაისს, შესაბამისად, ამ დროს მითითებულ ქონებაზე გაიხსნა მემკვიდრეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან, პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

ნიკოლოზ მა------–--–---–ს დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე ნა----–- მა------–--–---–ი, ასევე შვილები და---- მა------–--–---–ი, დაბადებული 1965 წლის 07 მარტს, აპოლონ მა------–--–---–ი, დაბადებული 1967 წლის 17 იანვარს და სპარტაკ მა------–--–---–ი, დაბადებული 1970 წლის 29 მაისს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306 -ე მუხლით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

ნიკოლოზ მა------–--–---–ს ანდერძი არ დაუტოვებია, შესაბამისად, სახეზეა კანონით მემკვიდრეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

სასამართლო განმარტავს რომ სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება. მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს - მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვითა და ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების შემთხვევაში, ცალსახად უნდა იკვეთებოდეს პირის ნება სამკვიდროს მიღებისა, რაც გულისხმობს მემკვიდრის სამკვიდრო ქონების ფლობას და სარგებლობას როგორც საკუთარისა. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს, კერძოდ მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში, სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით, მამკვიდრებლის ნივთების როგორც საკუთარის მიღებითა და განკარგვით, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვით, მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ანგარიშების დაუფლებით, სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით, სამკვიდრო ქონების გაქირავებით და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია მემკვიდრემ მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში თავად მოპასუხის განმარტებით დასტურდება, რომ ნა----–- და და---- მა------–--–---–ები ნიკოლოზ მა------–--–---–ის გარდაცვალებამდეც და შემდგომაც ცხოვრობდნენ ერთად, ისინი ერთად მართავდნენ სამკვიდრო ქონებას და ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებებს მისი ფლობის და სარგებლობის შესახებ. ამდენად, სახეზეა მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლება, რაც დანაშთი სამკვიდროს 1/2 ნაწილის მოსარჩლის მიერ მიღებულად მიჩნევის და ამ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312.1. მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმის გათვალისწინებით, რომ და---- მა------–--–---–მა ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის დანაშთი სამკვიდროდან 1/2 წილი, იგი გახდა ამ ქონების მესაკუთრე, შესაბამისად, მოპასუხის სახელზე, მთელს სამკვიდრო ქონებაზე მოწმობის მიღება და ამ ქონების საკუთრებაში აღრიცხვა სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად არასწორია.

ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ცვლილება შევიდეს ნა----–- მა------–--–---–ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და და---- მა------–--–---–ი ცნობილ იქნეს ქ. ქუთაისი ფ-------ზ მე---- ქ. №28-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ, დასაბუთებულია. ასეთი მსჯელობა გამომდინარეობს მოცემული ტიპის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან (სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-572-543-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 10 ოქტომბრის №ას-555-526-2014 განჩინება).

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 600 ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი.

8. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო ნა----–- მა------–--–---–ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, საკადასტო კოდი 0------------ უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. და---- მა------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. ცვლილება შევიდეს ნა----–- მა------–--–---–ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (რეესტრში რეგისტრაციის N2-815) და და---- მა------–--–---–ი ცნობილი იქნას მამის ნიკოლოზ მა------–--–---–ის სამკვიდრო ქონებზე, მდებარე ქ. ქუთაისი ფ-------ზ მე---- ქ. №28 მესაკუთრედ, დედასთან ნა----–- მა------–--–---–თან ერთად, თანაბარი უფლებით (1/2 წილი).

1.2. და---- მა------–--–---–ი დარეგისტრირდეს მესაკუთრედ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი ფ-------ზ მე---- ქ. №28, ნა----–- მა------–--–---–თან ერთად, თანაბარი უფლებით (1/2 წილი).

2. ნა----–- მა------–--–---–ს და---- მა------–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 650 ლარი.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო ნა----–- მა------–--–---–ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი 0------------ დარჩეს ძალაში.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე