გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.02.2018
საქმის ნომერი
080210016001262630
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
09.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/338-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე -მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი- გიორგი ესაძე

მოსარჩელე - ზ---- დ---–-

წარმომადგენელი - ციცინო ბ------–---–-

მოპასუხე - ა-- ე-----

წარმომადგენელი - ნათია ჩ--------

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მისი შვილის - დაჩი დ---–-ს სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის - 300 (სამასი) ლარის შემცირება 80 (ოთხმოც) ლარამდე, შვილის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მოპასუხე ა-- ე-----სთან. თა--ცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 09 მარტს შეეძინათ შვილი დაჩი დ---–-, მხარეებს შორის უთანხმოების გამო 2012 წელს მოხდა განქორწინება.

2016 წლის 18 იანვარს სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ---- დვალს დაეკისრა მისი შვილის დაჩი დ---–- სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 300 ლარის ოდენობით.

გაურკვეველია რა კრიტერიუმით მოხდა უმუშევრისთვის, აღნიშნული ალიმენტის ოდენობის დადგენა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის და 1222-ე მუხლის საფუძველზე თუ შეიცვალა ალიმენტის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, სასამართლოს შეუძლია შეცვალოს ალიმენტის ოდენობა. მოსარჩელემ, 2016 წლის იანვარში იქორწინა ნათია კილაძეზე, აგრეთვე არის უმუშევარი და აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამსახურში იყო დარეგისტრირებული, როგორც მცირე მეწარმე, თუმცა ვერ შეძლო საქმის წამოწყება და არის უმუშევარი, თან ურთავს ცნობას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან. მოსარჩელე თა--ხმა არის, რომ სამართლიანი შეფასების საფუძველზე საკუთარ შვილს, დაჩი დვალს გადაუხადოს ალიმენტი 80 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოპასუხე ა-- ე-----მ შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის სახით 300 ლარის გადახდა მათი არასრულწლოვანი შვილის დაჩი დ---–-ს სასარგებლოდ, იგი განმარტავს, რომ საქმეში არ არსებობს ისეთი ახალი გარემოება, რომელიც გახდება ალიმენტის შემცირების საფუძველი და რომლის წარმოდგენაც ობიექტურად შეუძლებელი იყო სასამართლოში საქმისწარმოების პროცესში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოსარჩელე ზ---- დ---–-სა და ა-- ერაძის თა--ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, დაჩი დ---–-, დაბადებული 2008 წლის 09 მარტს. არასრულწლოვანი დაჩი დ---–- ამჟამად ცხოვრობს დედასთან, ა-- ე-----სთან.

მტკიცებულება: დაბადების მოწმობა. სარჩელი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ზ---- დვალს დაეკისრა მისი შვილის, დაჩი დ---–-ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, მისი სრულწლოვანების მიღწევამდე.

მტკიცებულება:

- 2016 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

3.2.2.მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით დადგენილია, რომ ზ---- დვალმა შექმნა ახალი ოჯახი ნათია კილაძესთან, მოსარჩელე აღნიშნავს რომ იგი იყო საგადასახადო სამსახურში დარეგისტრირებული, თუმცა ვერ შეძლო საქმის წარმოება და ამჟამად არის უმუშევარი.

მტკიცებულება:

სარჩელი. ჯვრისწერის მოწმობა.

 

3.2.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ---- დ---–-ს განცხადების საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ინდივიდუალური მეწარმის ზ---- დ---–-ს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

მტკიცებულება:

- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან.

3.2.4. მოსარჩელე ზ---- დ---–- მიიჩნევს, რომ მისი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა. გაუარესებად მიიჩნევს, რომ არის უმუშევარი, შექმნა ახალი ოჯახი და ვერ შეძლო საქმის წამოწყება, რის შესდეგადაც გააუქმა ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 300 ლარის გადახდა წარმოუდგენელია და არ შეესაბამება მის მატერიალურ მდგომარეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, რომ შეუმცირდეს ალიმენტის ოდენობა 80 ლარამდე.

მტკიცებულება:

სარჩელი. მოსარჩელის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.5. საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ალიმენტის შემცირების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სსს კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 103-ე მუხლით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მითითებული ნორმის და--წესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თა--ხმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თა--ბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.6. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თა--ხმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცა--ც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (ალიმენტის შემცირება) ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თა--ხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თა--ხმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის ეს დებულება თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია რომ ზ---- დვალსა და ა-- ე-----ს თა--ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2008 წლის 09 მარტს დაბადებული დაჩი დ---–-, რომელიც ცხოვრობს და იზრდება დედასთან - მოპასუხე ა-- ე-----სთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე და 1212-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენის მოვალეობა აკისრია ორივე მშობელს, მათ თა--ბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა შვილის აღზრდა-განვითარებაში, მათ ასევე თა--ბრად აკისრიათ შვილის რჩენის მოვალეობა, რაც უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით, წინააღმდეგ შემთხევაში სარჩო ბავშვის სასარგებლოდ მშობლებს ეკისრებათ სასამართლო წესით, ალიმენტის სახით. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის – დაჩი დ---–-ს აღზრდაში მონაწილეობის მიღება ეკისრებათ მის მშობლებს: ზ---- დვალსა და ა-- ე-----ს. დადგენილია, რომ დაჩი დ---–- იზრდება დედასთან და ის ახორციელებს მის მოვლა-პატრონობასა და აღზრდას.

 

ზ---- დ---–- და ა-- ე----- ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, რის გამოც ა-- ე-----მ სარჩელი აღძრა და მოითხოვა ზ---- დ---–-საგან ალიმენტის სახით 300 ლარის გადახდის დაკისრება. სასამართლომ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და ზ---- დვალს მისი შვილის - დაჩი დ---–-ს სასარგებლოდ დააკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თა--ხმად, მშობელი, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად, იმ მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა, მაგრამ ამისათვის უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი საფუძველი. ალიმენტის ოდენობის შეცვლა განპირობებული უნდა იყოს იმ გარემოებათა შეცვლით, რომელიც საფუძვლად დაედო თავდაპირველი ოდენობის განსაზღვრას. ასეთად მიჩნეული უნდა იქნეს ახალ გარემოებათა წარმოშობა, რაც არ არსებობდა, მაგრამ შეიცვალა. ამასთან, ვინაიდან ალიმენტი თავისი სამართლებრივი ბუნებით პერიოდულად, სამომავლოდ შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს, ამ ახალი გარემოების არსებობა დროის მცირე მონაკვეთით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და სტაბილურ ხასიათს უნდა ატარებდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლი ითვალისწინებს, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ცვლილება შეიტანოს ადრე განსაზღვრულ ალიმენტის ოდენობაში. მოცემულ შემთხვევაში ალიმენტის შემცირება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი ქონებრივი მდგომარეობა, შეიძლება ნაწილობრივ იქნეს გაზიარებული, ვინაიდან დადგენილია, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოსარჩელე არ იმყოფებოდა მეორე ქორწინებაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ შეიცვალა მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა. ამასთან დადგენილია, რომ მას შეუძლია თავისი ფიზიკური შრომით სარჩო მოუპოვოს თავის შვილს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თა--ხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მოსარჩელე ვალდებული იყო წარმოედგინა მტკიცებულებები და დაემტკიცებინა, რომ მისი ეკონომიური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ დაკისრებული ალიმენტი 300 ლარიდან უნდა შემცირდეს 80 ლარამდე. მოსარჩელეს ასეთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მან ეკონომიური მდგომარეობის გაუარესების დასამტკიცებლად დაასახელა შემდეგი გარემოებები: რომ ის არის უმუშევარი, აღარ არის ინდივიდუალური მეწარმე და იმყოფება მეორე ქორწინებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად, ალიმენტის ოდენობის შემცირება შეიძლება მოხდეს იმ მშობლის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომელიც ალიმენტის სახით იხდის მტკიცე თანხას. ამდენად, ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველად კანონმდებელი უთითებს ალიმენტის გადამხდელის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. ზ---- დ---–-ს მიერ მითითებული გარემოებები, შეიძლება მიჩნეული იქნეს მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის გარემოებებად, რადგან ეს გარემოებები წარმოშობილია ალიმენტის დაკისრების შემდეგ, ეს გარემოებები არ არსებობდა ალიმენტის დაკისრების დროისათვის და ამდენად ამ გარემოებებით შეცვლილია მისი მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების შემდეგ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) გა--წილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაჩი დ---–- იზრდება დედასთან. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ---- დ---–- არის უმუშევარი, აღარ არის ინდივიდუალური მეწარმე და იმყოფება მეორე ქორწინებაში. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ზ---- დ---–-ს მიერ მითითებული გარემოებები არის მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები და აღნიშნულის გამო მისი სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მას შვილის, დაჩი დ---–-ს სარჩოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად უნდა დაეკისროს 130 ლარის გადახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი - 300 ლარი უნდა შემცირდეს 170 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (ალიმენტის შემცირება) ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 108 (ას რვა) ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ზედმეტად გადაიხადა სახ. ბაჟი 8 (რვა) ლარი, რადგან სარჩელით ითხოვს დაკისრებული ალიმენტის 300 ლარის 80 ლარამდე შემცირებას. სახ. ბაჟი უნდა გამოითვალოს 220X12=2640 ლარი, რომელზედაც სახ. ბაჟი შეადგენს არა--კლებ 100 ლარს სსს კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი; 41-ე მუხლი.

 

ამასთან, დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკისრებული ალიმენტი შემცირდა 170 ლარით და ყოველთვიურმა ოდენობამ შეადგინა - 130 ლარი. ე.ი. 1560X3:100= 46.80 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე ა-- ე-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 46.80 ლარის გადახდა, ხოლო 53.20 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ამასთან 8 (რვა) ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან, რადგან სს კოდექსის 42-ე მუხლით - თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით- 3. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლია--დ ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ზ---- დ---–-ს სარჩელი.

 

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ზ---- დ---–-სთვის მისი შვილის - დაჩი დ---–-ს სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტი - 300 ლარი შემცირდეს 170 ლარით და ზ---- დვალს მისი შვილის - დაჩი დ---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი სარჩელის აღძვრის დღიდან - 2016 წლის 26 თებერვლიდან, ყოველთვიურად 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

3. მოპასუხე ა-- ე-----ს მოსარჩელე ზ---- დ---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 46.80 ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 53.20 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. მოსარჩელე ზ---- დვალს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 26 თებერვალს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 8 (რვა) ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300183150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (გადამხდელი: ზ---- დ---–-, გადახდის თარიღი: 26.02.2016; საგადახდო დავალება: №1, გადამხდელის ბანკი: სს „ბანკი რესპუბლიკა”);

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე