განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2018
საქმის ნომერი
010100118002263936
დავის ტიპი
187 1
თარიღი
21.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002263936

1-38/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე

 

პროკურორი - შ----------–---–-

 

ბრალდებული - ლ-–-----------

ადვოკატი - და-------------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

საქმის გამოძიების ნომერი №17----------

 

ბრალდებული: ლ-–-----------

მამის სახელი: დ------

დაბადებული: 17.04.1-----–--–---------–--------------------–-----------–------------–-------–----–-----------------------------------------------------------------–------------------------–----–----------–-

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 19 დეკემბერს ქ.ბათუმში, მაიაკოვსკის ქN1 მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე თემურ ბერიძის მართვის ქვეშ მყოფ შპს „ბათუმის წყლის“ კუთვნილი „ივეგო“-ს მოდელის სპეციალურ ავტომანქანას ლ-–-----------მ განზრახ, ქვით ჩაუმტვრია საქარე მინა. ლაშა დუმბაძის ქმედებით შპს „ბათუმის წყალს“ მიადგა 1040 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

ბრალდებულმა დაადასტურა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს აღელვების ნიადაგზე განზრახ დააზიანა შპს „ბათუმის წყლის“ კუთვნილი „ივეგო“-ს მოდელის ავტომანქანის საქარე მინა.

 

სასაქონლო ექსპერტიზის №493/ს დასკვნის თანახმად:

 

- ავტომანქანის „IVEGO EUROGARGO” სახN BA 040 TS წინა საქარე მინისა და მარჯვენა კარის მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა აღდგენითი ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 1040 (ათასორმოც) ლარს.

 

საქართველოს სსკ-ის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მიყენებული ზიანი 150 ლარზე მეტია და იგი შეადგენს 1040 (ათასორმოც) ლარს.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-–-----------მ დააზიანა შპს „ბათუმის წყლის“ კუთვნილი „ივეგო“-ს მოდელის ავტომანქანის საქარე მინა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–-----------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

ლაშა დუმბაძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება.

 

ლ-–-----------ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ჩადენილი დანაშაულის მოტივის და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ ლ-–-----------ს უნდა დაენიშნოს ისეთი სახის სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

ლაშა დუმბაძის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას - მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, ადრე სამართალში არ არის ნამყოფი, შესაბამისად ლ-–-----------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითად სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ბრალდებული ლ-–----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 (ასსამოცდაათი) საათის ოდენობით

 

მსჯავრდებულ ლაშა დუმბაძის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.

 

ლაშა დუმბაძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ავტომობილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ქვა- განადგურდეს

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი