განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002288357
1-121/18
განაჩენი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2017 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე
პროკურორი - ა----–----–---------
ბრალდებული - ბ-----------------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
გამოძიების ნომერი N 1-----------
ბრალდებული: ბ-----------------
მამის სახელი: ა-------
დაბადებული: 12.0--1----–--–---------–--------------------–-----------–------------–-----------------------------------------------–----------------------------------------------------------–----–----------------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის განაჩენით ბ----------------- ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ნასამართლევი პირია.
2017 წლის 12 დეკემბერს ბ-----------------ს ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ბუპრენორფინის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება:
ექსპერტიზის №9011372 დასკვნის თანახმად, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 2017 წლის 12 დეკემბერს ბ-----------------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ბუპრენორფინის მიღება.
ბ-----------------მ განაცხადა, რომ მან მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება.
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ25 ნაწილის თანახმად უკანონო მომხმარებელია - პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს I, II ან III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, მაგრამ არა აქვს ჩამოყალიბებული მასზე დამოკიდებულება.
ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა, იგი შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების მე-2 სიაში, ნომერი 10 და მისი მოხმარება საჭიროებს ექიმის სპეციალურ ნებართვას.
ბ-----------------ს ექიმის სპეციალური ნებართვა ზემოთაღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის არ აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ-----------------მ ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება.
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ:
როგორც სასამართლომ აღნიშნა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის განაჩენით ბ----------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და თ/აღკვეთა 03(სამი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ;
ბ-----------------ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის განაჩენით დაკისრებული აქვს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 19 დეკემბრის წერილით დგინდება, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული N010100114496254 სააღსრულებო ფურცელი (2014 წლის 29 მაისის განაჩენი), რომლის თანახმად ბ-----------------ს ძირითადისასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ბ-----------------ს არ წარმოუდგენია ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ მიმდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ბ----------------- 2017 წლის 12 დეკემბერს ითვლებოდა ნასამართლევად ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-----------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ბესიკ თურმანიძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.
ბესიკ თურმანიძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბ-----------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბესიკ თურმანიძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ბ-----------------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 03 წლით უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებული ბ----------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბესიკ თურმანიძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 03 ივლისის კანონის საფუძველზე, 03 (სამი) ბ-----------------ს 3 წლის ვადით ჩამოერთვას ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი