გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2404-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.02.2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე
მოსარჩელე - სს მ----------------- ო---------–-- ”კ-------”
წარმომადგენელი - ქ------- ყ---–----
მოპასუხეები - 1. შ------- რ---–---–ი,2. ნ---- მ---------–-- (არ გამოცხადდა),3. გ------- ჭ-------- (არ გამოცხადდა)
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს შ------- რ---–---–ს, ნ---- მ---------–--ს და გ------- ჭ--------ს მოსარჩელე სს მ----------------- ო---------–-- ”კ-------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ არსებული დავალიანების 1663.20 (ერთიათას ექვსასსამოცდასამი აშშ დოლარი და ოცი ცენტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.
1.2. მოპასუხეებს მოსარჩელე სს მ----------------- ო---------–-- ”კ-------ს” სასარგებლოდ, ასევე სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახბაჟის 49.90 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში თანხის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახბაჟის 150 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი 22 ლარის და სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის - 42 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2015 წლის 30 სექტემბერს შპს ”მ----------------- ო---------–-- კ-------სა” და შ------- რ---–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მან ისესხა 1400 აშშ დოლარი, 18 თვის ვადით. 1.71% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.
სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.9. პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის გრაფიკის ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება ვადაგადაცილებიდან მაქსიმუმ 150 დღემდე).
2015 წლის 29 სექტემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა ნ---- მ---------–--მ და გ------- ჭ--------მ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.
მსესხებლისა და თავდებების მიერ დარღვეულ იქნა ხსენებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, მათ არაერთხელ ჩაბარდა გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.
ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ,,გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, მომსახურების საკომისიოს, ასევე პირგასამტეხლოს ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება’’.
მოპასუხეებს ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარულად გადასახდელი აქვთ: 1313.20 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 812.74 აშშ დოლარი, პროცენტი -271.26 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 42.42 აშშ დოლარი, საკომისიო - 06.37 აშშ დოლარი, ერთჯერადი ჯარიმა ძირზე - 152.41 აშშ დოლარი, 28.00 აშშ დოლარი არის 5% ერთჯერადი ჯარიმა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მოპასუხემ გადაიხადა გარკვეული თანხა და მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 1313.20 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი ერთობლივი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სარჩელის მოთხოვნები, თუმცა რომელ ნაწილში არ მიუთითებიათ.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა შ------- რ---–---–მა მთლიანად ცნო სარჩელი.
მოპასუხეები ნ---- მ---------–-- და გ------- ჭ-------- სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, შესაბამისად უცნობია მათი პოზიცია სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 30 სექტემბერს შპს ”მ----------------- ო---------–-- კ-------სა” და შ------- რ---–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მან ისესხა 1400 აშშ დოლარი, 18 თვის ვადით. 1.71% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს/ფ 160-163),-სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ 20-21 ).
3.1.2. მსესხებელმა შ------- რ---–---–მა აითვისა შპს ”მ----------------- ო---------–-- კ-------ს” მიერ გაცემული კრედიტის თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს/ფ 160 -163),-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ- 23),-ცნობა დავალიანების შესახებ (ს/ფ -39 ).
3.1.3. მსესხებელმა 2015 წლის თებერვლიდან შეწყვიტა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახადის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს/ფ160-163),-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ 23),-ცნობა დავალიანების შესახებ (ს/ფ -39).
3.1.4. 2015 წლის 29 სექტემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა ნ---- მ---------–--მ და გ------- ჭ--------მ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.
მსესხებელსა და თავდებებს არაერთხელ ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ არის გადახდილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს/ფ 160-163 ),-თავდებთა განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები (ს/ფ 24-27 )
-გაფრთხილების წერილი (ს/ფ 32 ),-გაფრთხილების წერილი (ს/ფ 33-34),-გაფრთხილების წერილი (ს/ფ 35).
3.1.5. მოპასუხეებს ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარულად გადასახდელი აქვთ: 1663.20 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1162.73 აშშ დოლარი, პროცენტი -271.26 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 42.42 აშშ დოლარი, საკომისიო - 06.37 აშშ დოლარი, ერთჯერადი ჯარიმა ძირზე - 152.41 აშშ დოლარი, 28.00 აშშ დოლარი არის 5% ერთჯერადი ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს/ფ 160-163).
ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ 23).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს/ფ 39).
3.1.6. 09/09/2016 წელს შპს ,,მ---- კ-------’’ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და საფირმო სახელწოდებაა: სააქციო საზოგადოება მ----------------- ო---------–-- ,,კ-------’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს/ფ160-163 ),-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს/ფ 36-37).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე შ------- რ---–---–მა ცნო სარჩელი, ხოლო მოპასუხეები ნ---- მ---------–-- და გ------- ჭ-------- სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 30 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების 1313.20 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა - 812.73 აშშ დოლარი, პროცენტი -271.26 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 42.42 აშშ დოლარი, საკომისიო - 06.37 აშშ დოლარი, ერთჯერადი ჯარიმა ძირზე - 152.41 აშშ დოლარი, 28.00 აშშ დოლარი არის 5% ერთჯერადი ჯარიმა) - გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 427-ე, მე-400, 361-ე, 316-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე მუხლები,-სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთათვის თანხების სოლიდარულად დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ”მ----------------- ო---------–-- კ-------სა” და მოპასუხე შ------- რ---–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება გაეცა მსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებებით შეთანხმებული სესხის თანხები, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხის დაბრუნების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოვალე შ------- რ---–---–ს კრედიტორის სს ”მ----------------- ო---------–-- კ-------ს” წინაშე ვალდებულება არ აქვს შესრულებული ჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს 2015 წლის 30 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული მოთხოვნის ფარგლებში 1313.20 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 812.73 აშშ დოლარი, პროცენტი -271.26 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 42.42 აშშ დოლარი, საკომისიო - 06.37 აშშ დოლარი, ერთჯერადი ჯარიმა ძირზე - 152.41 აშშ დოლარი, 28.00 აშშ დოლარი არის 5% ერთჯერადი ჯარიმა.
კრედიტორი სს ”მ----------------- ო---------–-- კ-------” უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისაგან ვალდებულების შესასრულებლად ამ თანხის გადახდის დაკისრება.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეებს სს ”მ----------------- ო---------–-- კ-------სა” და შ------- რ---–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად, მისი გადახდის ვალდებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ვინაიდან მოპასუხე შ------- რ---–---–მა ცნო სარჩელი, მოთხოვნა ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სს ”მ----------------- ო---------–-- კ-------ს”, ნ---- მ---------–--ს და გ------- ჭ--------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებებმა სოლიდარულად იკისრეს კრედიტორის წინაშე შ------- რ---–---–ის ფულადი ვალდებულების შესრულება, რაც გამომდინარეობს 2015 წლის 30 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან.
ამდენად, თავდებობის ხელშეკრულებების შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების 1663.20 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდევინება მოითხოვოს სოლიდარულად თავდები პირებისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურების ვალდებულება. მოპასუხე შ------- რ---–---–ი, სარჩელის ცნობის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სახ.ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხეებს ნ---- მ---------–--ს და გ------- ჭ--------ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 91.96 ლარის გადახდა.
მოპასუხეებს ნ---- მ---------–--ს და გ------- ჭ--------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო გ------- ჭ--------ს (პ/ნ 6----------) კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე- ქ. ქუთაისი, ხ--------- ქ. #-, ზონა ქუთაისი---, სექტორი: ა----------------, კვარტალი---, ნაკვეთი ----, კოდი: 0-----, დაუზუსტებელი ფართობი: 720კვ.მ, ბინა 1-, საკად. კოდი - 0------------------ - უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ”მ----------------- ო---------–-- კ-------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს შ------- რ---–---–ს, ნ---- მ---------–--ს და გ------- ჭ--------ს სოლიდარულად მოსარჩელე სს ”მ----------------- ო---------–-- კ-------ს” სასარგებლოდ 1313.20 (ძირი თანხა - 812.74 აშშ დოლარი, პროცენტი - 271.26 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 42.42 აშშ დოლარი, საკომისიო - 06.37 აშშ დოლარი, ჯარიმა ძირზე - 152.41 აშშ დოლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 28.00 აშშ დოლარი) აშშ დოლარის გადახდა;
2. დაეკისროთ მოპასუხეებს ნ---- მ---------–--ს და გ------- ჭ--------ს მოსარჩელე სს ”მ----------------- ო---------–-- კ-------ს” სასარგებლოდ 91.96 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 150 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ”მ----------------- ო---------–-- კ-------ს” 2016 წლის 05 ოქტომბრის №303 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 24.51 ლარი (გადამხდელი სს მ----------------- ო---------–-- კ-------, გადამხდელის ბანკი: სს ,,საქართველოს ბანკი“, მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი 300183150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22);
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე გ------- ჭ--------ს (პ/ნ 6----------) კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე- ქ. ქუთაისი, ხ--------- ქ. #-, ზონა ქუთაისი---, სექტორი: ა----------------, კვარტალი---, ნაკვეთი ----, კოდი: 0-----, დაუზუსტებელი ფართობი: 720კვ.მ, ბინა 1-, საკად. კოდი - 0------------------ - დარჩეს უცვლელად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში(მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე