გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2018
საქმის ნომერი
210210017002108374
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017002108374

საქმე №2/770-17 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი 2018 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნანა გოშნიაშვილი, მარი მირიანაშვილი

 

მოსარჩელე: მ-----–----------–---–-

წარმომადგენელი: ზ------------–--ე

მოპასუხე: ნ-----–--------–-–---–ი

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ნ-----–--------–-–---–ს მ-----–----------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 35 965 (ოცდა თხუთმეტი ათას ცხრაას სამოც და ხუთი) ლარის გადახდა.

 

სარჩელის დასაბუთება

 

2017 წლის 06 ივნისს შპს „ ლ------- “ დირექტორის გ---------------–-–---–ის (მოთხოვნის უფლების დამთმობის) და მ-----–----------–---–-ს (მოთხოვნის უფლების მიმღები) შორის გაფორმდა მოთხოვნის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გ---------------–-–---–მა, როგორც შპს „ ლ------- “ ს/ნ:4-------- დირექტორმა მ-----–----------–---–ს (მოსარჩელეს) დაუთმო მცირე მეწარმე ნ-----–--------–-–---–ის (მოპასუხის) მიმართ არსებული დავალიანების თანხის მოთხოვნის უფლება, კერძოდ უფლება შპს „ ლ------- “ ნაცვლად მოითხოვოს დავალიანების თანხის 35 965 ლარის მისთვის გადახდა.

 

მოთხოვნის უფლების გადაცემის ხელშეკრულების თანახმად მოთხოვნის უფლება წარმოშობილია მცირე მეწარმე ნ-----–--------–-–---–ისათვის საქონლის (დაშლილი ავტომობილების ცხვირების) მიწოდებით, რაც დასტურდება სსიპ შემოსავლების სამსახურის ვებ - გვერდზე გამოწერილი შემდეგი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე:

 

1.სასაქონლო ზედნადები № ელ- 008872748 – 6200 ლარი, გამოწერის თარიღი: 10/11/2013წ, გამყიდველი: შპს „ ლ------- “ - მყიდველი: ნ-----–--------–-–---–ი.

 

2. სასაქონლო ზედნადები № ელ –0104650835 - 4325 ლარი, გამოწერის თარიღი: 06/03/2014წ, გამყიდველი: შპს „ ლ------- “ - მყიდველი: ნ-----–--------–-–---–ი.

 

3.სასაქონლო ზედნადები № ელ- 0136703395 – 10500 ლარი, გამოწერის თარიღი: 24/09/2014წ, გამყიდველი: შპს „ ლ------- “ - მყიდველი: ნ-----–--------–-–---–ი.

 

4.სასაქონლო ზედნადები № ელ- 0084876862 – 4 470 ლარი, გამოწერის თარიღი: 14/10/2013წ, გამყიდველი: შპს „ ლ------- “ - მყიდველი: ნ-----–--------–-–---–ი.

 

5.სასაქონლო ზედნადები № ელ- 0084875245 – 3 320 ლარი, გამოწერის თარიღი: 14/10/2013წ, გამყიდველი: შპს „ ლ------- “ - მყიდველი: ნ-----–--------–-–---–ი.

 

6.სასაქონლო ზედნადები № ელ- 0084875045 – 4 150 ლარი, გამოწერის თარიღი: 14/10/2013წ, გამყიდველი: შპს „ ლ------- “ - მყიდველი: ნ-----–--------–-–---–ი.

 

მოსარჩელის განმარტებით ყველა სასაქონლო ზედნადებზე მიღებულია დასტური მყიდველის მიერ. მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადები საკმარისია იმის დასტურად, რომ ზედნადებში მითითებული საქონელი ნამდვილად მიეწოდა მოპასუხეს, რომელსაც არ აქვს წარმოდგენილი მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ადასტურებს, რომ მოპასუხემ დავალიანება არ გადაიხადა და შესაბამისად მას უნდა დაეკისროს სარჩელში მითითებული თანხის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რამდენიმე წლის წინ ეწეოდა მცირე ბიზნესს და ჰქონდა ავტონაწილების მაღაზია. შპს „ ლ-------სთან" პირადად მას არანაირი საქმიანი ურთიერთობები არ ქონია. მას ყავს ორი ვაჟი გ------- და ე-----–-, რომლებიც ასევე ახორციელებდნენ ავტონაწილებით ვაჭრობას. შპს „ ლ------- “-ს დირექტორთან გ---------------–-–---–თან მას არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია და გ---------------–-–---–ს მისთვის პირადად რაიმე დავალიანების დაფარვა არასოდეს არ მოუთხოვია.

 

სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენელ ზედნადებებზე მითითებული თანხები თავის დროზე გადახდილი იყო და რაიმე დავალიანება შპს „ ლ------- -ს “ მიმართ არ გააჩნია, რის გამოც ითხოვა სარჩელზე უარის თქმა. ამავე დროს შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

მოწმის სახით გამოკითხულმა გ---------------–-–---–მა აჩვენა, რომ 2017 წლის 06 ივნისს მან, როგორც შპს „ ლ------- “ დირექტორმა მ-----–----------–---–ს დაუთმო მცირე მეწარმე ნ-----–--------–-–---–ის (მოპასუხის) მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება, კერძოდ უფლება შპს „ ლ------- “ ნაცვლად მოთხოვოს ნ-----–--------–-–---–ს დავალიანების თანხა 35 965 ლარი.

 

მოწმემ განმარტა, რომ დაახლოებით 2012 წლიდან მან დააფუძნა შპს „ ლ------- “, რომლის დირექტორიც თვითონ იყო. სამეწარმეო საქმიანობისათვის იქირავა საწყობი და საზღვარგარეთიდან შემოქონდა დაშლილი ავტომანქანის ცხვირები, რომელთა რეალიზაციას ახდენდა ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე. გ---------------–-–---–მა აჩვენა, რომ ბავშვობიდან იცნობდა მოპასუხე ნ-----–--------–-–---–ის შვილებს გ-------ს და ე-----–-ს, რომლებსაც ნასყიდობით ატანდა დაშლილი ავტომანქანის ცხვირებს. ანაზღაურება ხდებოდა ზოგჯერ ადგილზევე ნაღდი ფულით მთლიანი ან ნაწილობრივი ანგარიშსწორებით, ზოგჯერ კი ატანდა საქონელს კონსიგნაციაზე და ვალის დაფარვა ხდებოდა მოგვიანებით. მანვე განმარტა, რომ შპს „ ლ------- “ და ნ-----–--------–-–---–ს შორის წერილობითი ფორმით ნასყიდობის ან სხვა რაიმე ხელშეკრულება არ დადებულა რადგან ენდობოდა მის შვილებს გ------- გ--–-–---–ს და ე-----–- გ--–-–---–ს და მათი მამის სახელზე იწერებოდა სასაქონლო ზედნადები, რაც ნიშნავდა საქონლის გაყიდვას. მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ თანხის გადახდის ვადები კონსიგნაციის შემთხვევაში მხარეთა შორის შეთანხმებული არ იყო.

 

გ---------------–-–---–მა განმარტა, რომ გ------- გ--–-–---–ს მისი ფირმის მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნია, ხოლო ე-----–- გ--–-–---–ს აქვს წაღებული საქონელი 35 965 ლარის ღირებულების, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებებით და საქონლის ღირებულება არ გადაუხდია დღემდე.

 

გ---------------–-–---–მა განმარტა, რომ პირადად მოპასუხე ნ-----–--------–-–---–ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა და მისთვის პირადად დავალიანების თანხის გადახდა არასოდეს მოუთხოვია. მისი ჩვენებით, დავალიანება გააჩნდა მის შვილს ე-----–- გ--–-–---–ს და ე-----–-ს თხოვდა დავალიანების გადახდას წაღებული საქონელისათვის.

 

მოწმის სახით გამოკითხულმა გ------- გ--–-–---–მა აჩვენა, რომ თანამშრომლობდა შპს „ ლ------- “-ს დირექტორთან, რომელის იყო მისი ყოფილი თანაკლასელი. მათი ურთიერთობები დამყარებული იყო ნდობაზე, მას მოქონდა ავტომანქანების ცხვირები მამამისის ფირმის სახელზე და საქონლის ღირებულებას ყოველთვის დროულად იხდიდა. მის ძმას ე-----–-ს თავისი ფირმა ჰქონდა გახსნილი და თვითონ ურთიერთობდა შპს „ ლ------- “-ს დირექტორთან. გ------- გ--–-–---–მა ასევე აჩვენა, რომ ყველა ის საქონელი, რომელიც იწერებოდა ნ-----–--------–-–---–ის სახელზე წამოღებულია საწყობიდან მის მიერ და ამ საქონელზე დავალიანება მას არა აქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 06 ივნისს შპს „ ლ------- “ დირექტორის გ---------------–-–---–ის (მოთხოვნის უფლების დამთმობის) და მ-----–----------–---–-ს (მოთხოვნის უფლების მიმღები) შორის გაფორმდა მოთხოვნის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გ---------------–-–---–მა, როგორც შპს „ ლ------- “ ს/ნ:4-------- დირექტორმა მ-----–----------–---–ს (მოსარჩელეს) დაუთმო მცირე მეწარმე ნ-----–--------–-–---–ის (მოპასუხის) მიმართ არსებული დავალიანების მოთხოვნის უფლება, კერძოდ უფლება შპს „ ლ------- “ ნაცვლად მოითხოვოს 35 965 (ოცდა თხუთმეტი ათას ცხრაას სამოც და ხუთი) ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- 2017 წლის 06 ივნისს ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების გადაცემის შესახებ;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრების საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებელის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლად წარმოდგენილი იქნა სასაქონლო ზედნადებები. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს ელექტრონული სასაქონლო ზედნადების სამართლებრივ ბუნებაზე. ??????????? ???????? ????????? ???????? №996 2010 ???? 31 ????????? ?. ??????? ????????????? ??????????????? ??????? (??????????) ‎ 251 მუხლის თანახმად, სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი. ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ზედნადების ელექტრონულად შევსების მიზნით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განახორციელოს რეგისტრაცია სამსახურის ვებგვერდზე. ამ მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოახდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,, ა “, „ ბ “ და ,, დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა).

‎

ელექტრონული ზედნადების შევსება სავალდებულოა საქონლის მიწოდების შემთხვევაში. მან სრულიად ჩაანაცვლა ზედნადები, რომელიც ქაღალდზე სრულდებოდა. ამასთან, არ შეცვლილა პასუხისმგებლობის ნორმები და ცვლილებები შეეხო მხოლოდ შევსების ფორმას. ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შევსების შემდეგ ხდება მისი გააქტიურება ტრანსპორტირების დროის მითითებით. ამის შემდეგ ზედნადებს ენიჭება უნიკალური ნომერი. ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საქონლის მიმღები პირის შესახებ მონაცემების შევსება და ელექტრონული ზედნადების დახურვა. ამავდროულად თუ გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედნადებში მითითებულ ინფორმაციას მას შეუძლია გააუქმოს იგი ან მოახდინოს მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება.

საქონლის მიწოდებად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 16-ე მუხლი მიიჩნევს, პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემას სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

სასამართლოს განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც გამგზავნი წოდებულია გამყიდველად, ხოლო მიმღები მყიდველად და რომელშიც მითითებული მიწოდებული საქონლის ფასი შეიცავს ნასყიდობის ხელშეკრულების ყველა პირობას. ყოველივე ზემოაღნიშნული, სასამართლოს აძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება მოპასუხის მიერ ამ დოკუმენტებში მითითებული საქონლის მიღების ფაქტი.

 

სასამართლო აღნიშნავ, რომ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით დამტკიცებულია, რომ გამყიდველმა საკუთრებაში გადასცა მოპასუხეს (მყიდველს) ზედნადებებში მითითებული ღირებულების პროდუქცია და ამრიგად თავისი (გამყიდველის) ვალდებულება შეასრულა. მოპასუხეს არანაირი მტკიცებულება, გარდა სიტყვიერი განმარტებისა პროდუქციის ღირებულების გადახდის თაობაზე არ წარმოუდგენია, რის გამოც თანხის გადახდა არ დასტურდება.

 

ამრიგად, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს „ ლ------- “ დირექტორის გ---------------–-–---–ის და ნ-----–--------–-–---–ის შორის ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად შპს „ ლ-------მ “ ნ-----–--------–-–---–ს მიაწოდა დაშლილი ავტომანქანების ნაწილები (ე. წ. მანქანის ცხვირები) 32 965 (ოცდა თორმეტი ათას ცხრაას სამოც და ხუთი) ლარის ღირებულების, რაც დასტურდება სსიპ შემოსავლების სამსახურის ვებ - გვერძე გამოწერილი შემდეგი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე:

 

1.სასაქონლო ზედნადები № ელ- 008872748 – 6200 ლარი, გამოწერის თარიღი: 10/11/2013წ, გამყიდველი: შპს „ ლ------- “ - მყიდველი: ნ-----–--------–-–---–ი.

 

2. სასაქონლო ზედნადები № ელ –0104650835 - 4325 ლარი, გამოწერის თარიღი: 06/03/2014წ, გამყიდველი: შპს „ ლ------- “ - მყიდველი: ნ-----–--------–-–---–ი.

 

3.სასაქონლო ზედნადები № ელ- 0136703395 – 10500 ლარი, გამოწერის თარიღი: 24/09/2014წ, გამყიდველი: შპს „ ლ------- “ - მყიდველი: ნ-----–--------–-–---–ი.

 

4.სასაქონლო ზედნადები № ელ- 0084876862 – 4 470 ლარი, გამოწერის თარიღი: 14/10/2013წ, გამყიდველი: შპს „ ლ------- “ - მყიდველი: ნ-----–--------–-–---–ი.

 

5.სასაქონლო ზედნადები № ელ- 0084875245 – 3 320 ლარი, გამოწერის თარიღი: 14/10/2013წ, გამყიდველი: შპს „ ლ------- “ - მყიდველი: ნ-----–--------–-–---–ი.

 

6.სასაქონლო ზედნადები № ელ- 0084875045 – 4 150 ლარი, გამოწერის თარიღი: 14/10/2013წ, გამყიდველი: შპს „ ლ------- “ - მყიდველი: ნ-----–--------–-–---–ი.

 

აღნიშნული პროდუქციის ყიდვას და საწყობიდან გატანას აწარმოებდნენ მოპასუხე ნ-----–--------–-–---–ის შვილები გ------- და ე-----–- გ--–-–---–ები, რომლებიც პროდუქციის ყიდვისას და საწყობიდან საქონლის ტრანსპორტირებისას მოქმედებდნენ როგორც ნ-----–--------–-–---–ის წარმომადგენლები. პროდუქციის ღირებულების გადახდის ვადები მხარეთა შორის ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულებით ან სხვა რაიმე დოკუმენტით განსაზღვრული არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა და მოწმეთა განმარტებები;

- სასაქონლო ზედნადებები;

 

3.2.2. მოპასუხე ნ-----–--------–-–---–ს მიღებული აქვს სასაქონლო ზედნადებებში მითითებული პროდუქცია, რომლის ღირებულება 32 965 ლარი მის მიერ გადახდილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა და მოწმეთა განმარტებები;

- სასაქონლო ზედნადებები;

 

3.2.3. მოსარჩელე შპს „ ლ-------ს “ პირადად მოპასუხე ნ-----–--------–-–---–ისათვის სარჩელში მითითებული დავალიანების თანხის გადახდა არასოდეს მოუთხოვია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ-----–--------–-–---–ის განმარტება;

-შპს „ ლ------- “ დირექტორის გ---------------–-–---–ის ჩვენება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ გამოიყენა:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 199-ე, 129-ე, 130-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სასამართლო ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით ზეპირი ფორმით დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება ნასყიდობის ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულებას - მიწოდებული საქონლის ღირებულების (ნასყიდობის ფასის) გადახდას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით: ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით: მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე შპს „ ლ------- “ ან მისი უფლებამონაცვლე მ-----–----------–---–- უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ნ-----–--------–-–---–ისაგან დავალიანების დაფარვა სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი ადგენს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ამავე კოდექსის 507-ე მუხლის შესაბამისად: თუ ხელშეკრულება დადებულია 506-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, მაშინ ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან. ამ შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ნივთის ფასი პროცენტების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით: ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასამართლო თვლის, რომ მხარეები იმყოფებოდნენ რა სახელშეკრულებო ურთირთობაში მოთხოვნის მიმართ მოქმედებს დასახელებული მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რაც შეადგენს სამ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არ გამორიცხავს სუბიექტურ მომენტს – იცოდა თუ არა დაზარალებულმა ან უნდა სცოდნოდა თუ არა საკუთარი უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა.

 

საქმეზე წარმოდგენილი იქნა ექვსი სასაქონლო ზედნადები, რომელთა გამოწერის თარიღებია:14/10/2013 წელი, 10/11/2013 წელი, 06/03/2014 წელი და 24/09/2014 წელი. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 28 სექტემბერს და შესაბამისად სასაქონლო ზედნადების გამოწერიდან (პროდუქციის გადაცემიდან) სარჩელის აღძვრამდე გასულია სამი წელი. მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ზეპირი შეთანხმებით არ იყო განსაზღვრული საფასურის გადახდის ვადები, რის გამოც სასამართლო თვლის, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს ხელშეკრულების დადების დღიდან, როდესაც რეალურად ხდებოდა საქონლის (მოძრავი ნივთის) გადაცემა მყიდველზე საკუთრებაში. ამ მომენტიდან შპს „ ლ-------ს “ უფლება წარმოეშვა მოეთხოვა მიყიდული საქონელის ფასის გადახდა სამი წლის მანძილზე. სასამართლო სხდომაზე შპს „ ლ-------ს “ დირექტორმა დაადასტურა, რომ გაყიდული საქონლის ფასის გადახდა მას მოპასუხე ნ-----–--------–-–---–ისათვის არასოდეს მოუთხოვია და მოთხოვნის უფლება გადასცა მოსარჩელე მ-----–----------–---–-სათვის.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და ამ საფუძვლით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

აღნიშნულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნები არ ცნო, სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელწიფო ბაჟი 1 080 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ-----–----------–---–-ს სარჩელი მოპასუხე ნ-----–--------–-–---–ის მიმართ 35 965 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მოსარჩელე მ-----–----------–---–-ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 1080 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე