გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080210116001350817
N2/815-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი 2018წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი: სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე ფრ------ გე–---
მოპასუხე: ს----------–ო პ---–-–--ს დ----------ნტის ი-------ის მთავარი სამმართველო;
წარმომადგენელი: გი------ მინდაძე
მოპასუხე: პრ----–--ს ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი თ---რ ალ----ე;
მოპასუხე: გი------ ბა-–-------ე;
დავის საგანი: ყადაღისგან მოძრავი ნივთების გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან განთავისუფლდეს ი-------ის ს----------–--ო ბიუროს აღმასრულებლის მიერ ნივთების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები: „ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, პლაზმური ტელევიზორი;
სარჩელის საფუძვლები:
1.2. მოსარჩელის მითითებით ცხოვრობს ქ. ქუთაისში თა-----–---–-ს ქ. N19-----ში. 2016 წლის 27 აპრილს მასთან სახლში მივიდნენ ი-------ის ს----------–--ო ბიუროს აღმასრულებლები და დაუყადაღეს მისი კუთვნილი მოძრავი ნივთები, სიძის გი------ ბა-–-------ის ვალის გამო, აღნიშნული ნივთები არის მისი საკუთრება და გი------ ბა-–-------ეს მათ შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე ს----------–ო პ---–-–--ს დ----------ნტის წარმომადგენელმა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი მითითებით არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს მოსარჩელის საკუთრებას სადავო მოძრავ ქონებაზე (იხ. შესაგებელი, იხ. სხდომის ოქმი);
2.2. მოპასუხე პრ----–--ს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი მითითებით საცხოვრებელ სახლში რეგისტრაციის არარსებობა, არ ნიშნავს რომ გი------ ბა-–-------ე იქ არ ცხოვრობს. შესაძლოა პირის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი და იურიდიული მისამართი არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, გი------ ბა-–-------ის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს მსჯავრდებულის სარეგისტრაციო ფორმის მიხედვით წარმოადგენს ფრ------ გ-–--ის საცხოვრებელი სახლი, ამიტომ იგულისხმება რომ დაყადაღებული ნივთები არის მისი საკუთრება, ფრ------ გ-–--ის მიერ ვერ დასტურდება, რომ მოძრავი ნივთები არის მისი საკუთრება და გი------ ბა-–-------ეს არანაირი მონაწილეობა არ აქვს მიღებული მათ შეძენაში (იხ. შესაგებელი, იხ. სხდომის ოქმი);
2.3. მოპასუხე გი------ ბა-–-------ემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო (იხ. სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღ------–---ს ეროვნული ბიუროს ი-------ის ს----------–--ო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2----–-–------------–-- აქტით დაყადაღებულ იქნა ქ. ქუთაისში რ. თა-----–---–-ს ქ. N1------- საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: „ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, პლაზმური ტელევიზორი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი იხ, ს. ფ 1-14
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება,-ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი. იხ ს. ფ 16;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2----–-–------------–-- აქტით დაყადაღდა ფრ------ გ-–--ის კუთვნილი ნივთები. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები და---- უგ------–-ძე და თ---რ უ-------–იძე.
საქმის მასალებით არ დადასტურდა გი------ ბა-–-------ის მიერ სადავო ნივთების ფლობა. სახლი სადაც დაყადაღდა მოძრავი ნივთები, როგორც მხარის და მოწმეების სასამართლოზე მიცემული განმარტებით დგინდება, წარმოადგენს მოსარჩელის ფრ------ გ-–--ის საკუთრებას. ასევე მის მიერ მოხდა ნივთების შეძენა. რაც შეეხება გი------ ბლ-------ეს, იგი დროებით, მისი სახლის გაყიდვის შემდეგ ცხოვრობდა მეუღლის მამის სახლში, ამჯამად კი ცხოვრობს ცალკე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმეების ახსნა-განმარტება (იხ. 28.02.2018წ. სხდომის ოქმი);
- ბინის ორდერი (იხ.ს.ფ.21)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო მიიჩნევს, წინამდებარე დავის განხილვისას, გასათვალისწინებელია როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტები, კერძოდ, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მხარეზეა და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოსარჩელის პოზიციისა და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასება.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტების და მოწმეების ჩვენების მიხედვით გამოიკვეთა, რომ მოვალეს არ შეუძენია დაყადაღებული ქონება, დაუშვებელია კვლავ მოსარჩელეს მხარეზე დარჩეს მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მოსარჩელის არაუფლებამოსილება აღნიშნულ ნივთებზე და ამ ნივთების მოვალისადმი კუთვნილების ფაქტი. ასეთი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ფრ------ გ-–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„ს----------–--ო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე მუხლები, 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
6. სამართლებრივი შეფასება
„ს----------–--ო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის (მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ) თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავა ქონების შემძენს, კრედიტორსა და მოვალეს შორის განიხილება სასამართლო წესით.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.
სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტებით (ორდერის ასლით) დადგენილია, რომ მოსარჩელე ფრ------ გე–---ს მეუღლესთან და შვილებთან ერთად 1982 წელს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ქუთაისი მ-----ის ქ. N-----, ამჟამად თა-----–---–-ს ქ. N19----, როგორც ახსნა-განმარტებით დგინდება ფრ------ გ-–--ის შვილები დაოჯახდნენ, ერთ-ერთი ქალიშვილის მეუღლე არის გი------ ბა-–-------ე, მაგრამ იმის გამო, რომ გი------ ბა-–-------ის ოჯახს ბანკთან შეექმნა პრობლემები და დარჩნენ საცხოვრებლის გარეშე, ფრ------ გ-–--ის შვილი და შვილიშვილები დროებით საცხოვრებლად გადავიდნენ მის სახლში.
მოწმეებმა და---- უგ------–-ძემ და თ---რ უ-------–იძემ და ასევე მოპასუხე გი------ ბა-–-------ემ დაადასტურეს, რომ 2--------- წლის აღწერა - დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები შეძენილია ფრ------ გ-–--ის მიერ.
ამის საწინააღმდეგოდ მოპასუხეებმა ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, ამასთან საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ გი------ ბა-–-------ე წარმოადგენს დაყადაღებული ნივთების მესაკუთრეს.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დადგენილია, რომ ყადაღადადებული ნივთები არ წარმოადგენს გი------ ბა-–-------ის საკუთრებას, ეს ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა და შესაბამისად უნდა მოხდეს მათი ყადაღისაგან გათავისუფლება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, იმის გათვალისწინებით, რომ გი------ ბა-–-------ემ სარჩელი ცნო, 100 ლარის გადახდა მოპასუხეებს ს----------–ო პ---–-–--ს დ----------ნტის ი-------ის მთავარ სამმართველოს და პრ----–--ს ეროვნულ სააგენტოს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. იმის გათვალისწინებით, რომ ფრ------ გ-–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის განჩინების გაუქმების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ფრ------ გ-–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2.ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღ------–---ს ეროვნული ბიუროს, ი-------ის ს----------–--ო ბიუროს 2----–-–------------–-- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები - „ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, პლაზმური ტელევიზორი;
3. მოპასუხეებს ს----------–ო პ---–-–--ს დ----------ნტის ი-------ის მთავარ სამმართველოს და პრ----–--ს ეროვნულ სააგენტოს ფრ------ გ-–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 6 მაისის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე