გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №225367-2/037-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
მოსარჩელე: ა-–----------------–---–ი
წარმომადგენელი: ნ------------------–---–ი
მოპასუხე: ჯ--–-----–---–---–ი
მოპსუხე: გარემოს დაცვის ზედამხედველობის ს/ჯ რეგიონალური სამმართველო
წარმომადგენელი: თ-------–-----ე
მოპასუხე: სს ,,ს-----–----------------------------–-ა’’
წარმომადგენლის დასწრების გარეშე
დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს ს--–------------ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ა-–-------------------–---–ის მიერ 2017 წლის 28 ნოემბრის აქტით დაყადაღებული ა-–----------------–---–ის კუთვნილი ავტომანქანა SUBARU LEGACY B4, სახელმწიფო ნომრით Q--------
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 25 ნოემბერს მ-----–------------აგან 2200 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა SUBARU LEGACY B4, სახელმწიფო ნომრით Q-------- ავტომანქანის შესაძენად თანხა 500 აშშ დოლარი ისესხა ჯ--–-----–---–---–ისაგან, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა დაებრუნებინა. ვინაიდან ვალის დაბრუნება ვერ შეძლო, ჯ--–-----–---–---–მა მოსთხოვა ავტომანქანის მის სახელზე გადაფორმება, მანამ სანამ მოსარჩელე შეძლებდა თანხის დაბრუნებას. 2016 წლის 14 დეკემბერს ავტომანქანა გადააფორმა ჯ--–-----–---–---–ის სახელზე. აღმოჩნდა, რომ ჯ--–-----–---–---–ს ჰქონდა დავალიანება გარემოს დაცვის ზედამხედველობის და სს ,,ს-----–----------------------------–-ის’’ მიმართ, რის გამოც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. მოსარჩელემ ვალი დაუბრუნა ჯ--–-----–---–---–ს, თუმცა ვერ ახერხებს ავტომანქანის მის სახელზე გადაფორმებას, ვინაიდან 2017 წლის 28 ნოემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა აღწერეს და დააყადაღეს მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ჯ--–-----–---–---–მა სხდომაზე სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ ავტომანქანა არ წარმოადგენს მის საკუთრებას, იგი არის ა-–----------------–---–ის საკუთრება. მანვე დაადასტურა, რომ ა-–----------------–---–მა ვალის გამო, რომელიც გააჩნდა ჯ--–-----–---–---–ის მიმართ, გარანტიის სახით დროებით, ვალის დაბრუნებამდე გადაუფორმა ავტომანქანა.
2.2. მოპასუხე გარემოს დაცვის ზედამხედველობის ს--–------------ის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ ავტომანქანა ნამდვილად ეკუთვნის მას. ავტომანქანის საკუთრების უფლება რეგისტრირდება შსს მომსახურების სააგენტოში და მის მიერ გაცემული დოკუმენტი განსაზღვრავს ავტომანქანის მესაკუთრის სტატუსს. მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანა არის ჯ--–-----–---–---–ის საკუთრება. შესაბამისად ჯ--–-----–---–---–ის დავალიანების აღსრულების უზრუნველსაყოფად დაყადაღებული იქნა მის საკუთრებაში არსებული ქონება.
2.3. მოპასუხე სს ,,საქართველოს ს-----–----------------------------–-ის’’ წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სადავო სატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი - Q------- , მარკა-მოდელი - სუბარუ ლეგასი B4, ფერი თეთრი, გამოშვების წელი - 2000, შასის ნომერი B--------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - K-------- გაცემული 14.12.2016წ. მესაკუთრე არის ჯ--–-----–---–---–ი.
3.1.2. ავტომანქანა სუბარუ ლეგასი B4, სანომრე ნიშანი - Q------- 10.07.2015-19.07.2016 რეგისტრირებული იყო პ---------–--ის სახელზე, 19.07.2016-25.11.2016 - მ-----–------------ სახელზე, 25.11.2016-14.12.2016 - ა-–----------------–---–ის სახელზე, 14.12.2016 - დღემდე ჯ--–-----–---–---–ის სახელზე.
3.1.3. მოვალე ჯ--–-----–---–---–ს, კრედიტორის სს ,,საქართველოს ს-----–----------------------------–-ის’’ მიმართ აქვს დავალიანება 2788.45 ლარი, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ს--–------------ის რეგიონალური სამმართველოს (სახელმწიფო ბიუჯეტი) მიმართ - 1380 ლარი.
3.1.4. ს--–------------ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ა-–-------------------–---–ის მიერ 2017 წლის 28 ნოემბრის აქტით დაყადაღებული იქნა ავტომანქანა SUBARU LEGACY B4, სახელმწიფო ნომრით Q--------
3.1.5. სადავო ავტომანქანა დაყადაღებული იქნა მოვალე ჯ--–-----–---–---–ის დავალიანების გადახდევინების მიზნით, რომლიც გააჩნია სს ,,საქართველოს ს-----–----------------------------–-ის’’ და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
· შსს მომსახურების სააგენტოს 11.01.2018 ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომაროების შესახებ, ავტომანქანის ისტორია;
· მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 28.11.2017წ. აქტი;
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. ავტომანქანა SUBARU LEGACY B4, სახელმწიფო ნომრით Q-------, იმყოფება მოსარჩელე ა-–----------------–---–ის ფაქტობრივ მფლობელობაში.
4.2.2. საპატრულო პოლიციის ინსპექტორის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის დროს, მას მართავდა ა-–----------------–---–ი.
4.2.3. მოსარჩელე ა-–----------------–---–ს ჯ--–-----–---–---–ისაგან ჰქონდა აღებული სესხი, რომლიც ვადაში ვერ დააბრუნა. მოსარჩელე ა-–----------------–---–მა სესხის დაბრუნებამდე, სესხის უზრუნველყოფის მიზნით გადააფორმა ავტომანქანა ჯ--–-----–---–---–ის სახელზე.
4.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ავტომანქანა წარმოადგენს მოსარჩელე ა-–----------------–---–ის საკუთრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ავტომანქანაზე მისი საკუთრების არსებობის ფაქტი, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს ა-–----------------–---–ის საკუთრებას და იგი იმყოფებოდა ა-–----------------–---–ის მფლობელობაში. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მოპასუხე ჯ--–-----–---–---–ი, რომლემაც განმარტა, რომ ავტომანქანის მის სახელზე დარეგისტრირება მოხდა მის მიერ მოსრჩელისთვის მიცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით სესხის თანხის დაბრუნებამდე. დადასტურებული ისიც, რომ ავტომანქანის ჩამორთმევის დროსაც ავტომანქანა იმყოფებოდა ა-–----------------–---–ის მფლობელობაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.
‘‘საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლი, რომლის თანახმად სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს სსიპ მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მომენტიდან, ვერ გამორიცხავს ალექქსანდრე მექოშვილის მესაკუთრისეულ უფლება-მოვალეობებს. ამ ნორმატიული აქტით ვერ შეიცვლება იმ სახის ურთიერთობათა შინაარსი, რომელიც სამოქალაქო კოდექსითაა მოწესრიგებული.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-187-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას. ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, იგი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამართლებრივ საფუძველს. მითითებული კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება.
სასამართლო აქვე უთითებს, რომ აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.03.2014წ განჩინება საქმეზე №ას-33-32-2014, ასევე 28.01.2013წ განჩინება საქმეზე №ას-1685-1579-2012; ასევე 27.10.2011წ. განჩინება საქმეზე №ას-914-954-2011,).
‘‘საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ’’ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული დებულება, მიზნად არ ისახავს სანივთო-სამართლებრივ უფლებათა დადგენას, მისი ამოცანაა სამოქალაქო კანონმდებლობიდან მომდინარე ურთიერთობის ფარგლებში წარმოქმნილი უფლების აღნუსხვა-რეგისტრაცია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფაქტი რეგისტრაციისა არ განაპირობებს საკუთრების უფლების შეძენას. ამდენად, შესაძლებელია პირი რეგისტრირებული იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ, თუმცა ის არ იყოს მესაკუთრე, რადგან არარეგისტრირებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ავტომანქანაზე საკუთრების უფლება დაეთმო სხვას. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჯ--–-----–---–---–ის სახელზე რეგისტრირებულია ავტომანქანა ,,SUBARU LEGACY B4’’ არ ადასტურებს მასზე ჯ--–-----–---–---–ის საკუთრების უფლების არსებობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას და ა-–----------------–---–ს მიიჩნევს სადავო ავტომობილის მესაკუთრედ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელე არის სადავო ავტომანქანის მესაკუთრე და ის არ წარმოადგენს მოვალეს, სადავო ავტომანქანაზე ყადაღის არსებობაც გაუმართლებელია, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლი, ‘‘საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლი, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 44-ე, 45-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე.
ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ ავტომანქანა იმყოფებოდა მოსარჩელე ა-–----------------–---–ის მფლობელობაში. მოპასუხე ჯ--–-----–---–---–ის ახსნა-განმარტებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ა-–----------------–---–ი წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ‘‘საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის შესაბამისად, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან, მაგრამ აღნიშნული წესის შესაბამისად განხორციელებული რეგისტრაცია არ არის აუცილებელი და ერთადერთი პირობა მოძრავ ქონებაზე (ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე) საკუთრების გადაცემისათვის. აღნიშნული რეგისტრაცია შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ავტომანქანა იმ პირის საკუთრებად ჩაითვალოს, ვინც რეგისტრირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში საწინააღმდეგოს დადასტურებამდე.
6.2. ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, იგი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამართლებრივ საფუძველს. მითითებული კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება.
სასამართლო აქვე უთითებს, რომ აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.03.2014წ განჩინება საქმეზე №ას-33-32-2014, 28.01.2013წ განჩინება საქმეზე №ას-1685-1579-2012; 27.10.2011წ. განჩინება საქმეზე №ას-914-954-2011, 06/05/2016 წლის განჩინება საქმე №120210115773039/საქმე №ას-237-225-2016).
6.3. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს. კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები). მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს ჯ--–-----–---–---–ის ვალდებულებებზე, ყადაღადადებული ავტომანქანა მოსარჩელის საკუთრებაა და ამდენად, ამ ნივთის რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნათა დაკმაყოფილება დაუშვებელია. მოვალე ჯ--–-----–---–---–ის ვალდებულებების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მისი ქონებიდან.
6.4. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. ამავე კანონის 44-ე მუხლის მიხედვით ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ავტოსტრანსპორტო საშუალება არ წარმოადგენს მოვალე ჯ--–-----–---–---–ის საკუთრებას და იგი არის ა-–----------------–---–ის საკუთრება, რომელიც მოვალეს არ წარმოადგენს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური შეფასებით, მხარეთა განმარტებებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან დასტურდება სადავო სატრანსპორტო საშუალებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს მიქცეული სარეალიზაციოდ სხვა პირის ვალების უზრუნველსაყოფად. ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 185 ოდენობით, იმის გათვალისწინებით რომ მოპასუხე ჯ--–-----–---–---–მა მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ს--–------------ის რეგიონული სამმართველო განთავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე სს ,,საქართველოს ს-----–----------------------------–-ას’’.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის #2253567-2/037-18წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სააღსრულებო წარმოება და დაყადაღებული ავტომანქანის რეალიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის N2253567-2/037-18წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა-–----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან ს--–------------ის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 28 ნოემბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთი - ავტომანქანა SUBARU LEGACY B4, სახელმწიფო ნომრით Q--------
3. მოპასუხე სს საქართველოს ს-----–----------------------------–-ას მოსარჩელე ა-–----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 185 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი