განაჩენი

სისხლის სამართლის 01.03.2018
საქმის ნომერი
020100118002301353
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
01.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№02010011800230--53(1/55-20--)

განაჩენი

საქართველოს სახელით

01 მა-----, 20-- წელი ქ.ზუ------ი

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორების -ან----------ს და გი----------------ს

ადვოკატ -მა------–-----–--ს

ბრალდებულ-მუ-------------

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: მუ------------- მიმართ

მამის სახელი: მა----ა

დაბადებული: 1--0-.1--- წელს

პირადი ნომერი:19--------1

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

დაოჯახებული

ნასამართლობა -არ მქონე

მისამართი: ქ. ზუ----------------------------

რეგისტრირებული: ქ. ზუ-------------------------------------------

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მუ------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

20-- წლის 0- თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ზუ------–-----------------------–ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მუ------------მ მეუღლეს -კლ-----------ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მუშტი დაარტყა შუბლში, ზურგში დაარტყა ჩანგალი და კისერზე მოუჭირა ხელი, რა დროსაც კლ-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

20-- წლის 20 თებერვალს ჩატარებულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.19-3); Hermi v. Italy (18.10.2006).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

ბრალდებულ მუ------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსა- წინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდი- ციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, რელევანტური და უდავო მტკიცებულე- ბათა ერთობლიობით.

 

ბრალდებულ მუ------------- აღიარებით.

 

20-- წლის 04 თე------–-ს ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კლ-----------ს მიმართ ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ. 8-10)

 

ზუ------ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20-- წლის 05 თე------–-ს განჩინებით კლ-----------ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ 72-74)

 

20-- წლის 04 თე------–-ს ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მუ------------- საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ (ს.ფ. 27-33)

 

ზუ------ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20-- წლის 05 თე------–-ს განჩინებით მუ------------- საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ 76-78)

 

2012 წლის 29 ოქ---------ს ქორწინების №28--------- სააქტო ჩანაწერით (ს.ფ 58-59)

 

კლ-----------ს ფოტოსურათით

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 20-- წლის 06 თე------–-ს №00------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 107-109).

 

დაზარალებულ კლ-----------ს ჩვენებით.

 

მოწმეების გე-–------------------------------------–-–-------------- დაკითხვის ოქმებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთე- ლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.

 

პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.

 

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მუ------------ და კლ----------- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთ ოჯახად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი.

 

ქალთა დისკირიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის მესამე მუხლის შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, სახელდობრ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითა- რება და პროგრესი, მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა განხორციელება და გამოყენება მამაკაცებთან თანასწორობის საფუძველზე.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის, ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს-საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ მეუღლის, კლ-----------ს მიმართ ჩადენილია ძალადობრივი ქმედება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სუბიექტური მხრივ მუ------------- მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნო- ბიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუ- ციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთო- ბლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დაგადაწყვე- ტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნო- ბისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილე- ბლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასე- ბით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (პრეიუდიციული ძალის მქონე) მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ მუ------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ამდენად, ბრალდებულ მუ------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მუ------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდე- ბულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

მუ------------მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საგამოძიებო მოქმედებებზე განაცხადა თანხმობა, დაეთანხმა და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, შერიგებულია დაზარა- ლებულთან, რომელიც სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ითხოვს შეღავათის გავრცელებას და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და ხერხის გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულ მუ------------- მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა და შესაბამისად პირობითი მსჯავრის გამოყენება,რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს, რაც არის გამართლებული და საკმარისი მისი შემდგომი რესოციალიზაციისათვის, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“

 

მუ------------ ზუ------ის რაიონული სასამართლოს 20-- წლის 21 ია-----ს განა- ჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 2 ოქ---------ს №02-----1 განკარგულებით ის შეწყალებულია, მოხსნილი აქვს ნასამართლობა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის შესაბამისად ითვლება ნასამართლობის არ მქონე პირად.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლე- ბამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან მუ------------ ადრე არ არის ნასამართლევი, ბრალად ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა და მის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა სრულ შესაბამისობაშია, როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებთან.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალის- წინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.

 

პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნე- ლოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცი- ლებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულის კუთვნილი ყველა ნივთი უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, კლ-----------სგან ამოღებული მონაცრისფრო ფერის ჯემპრი ყვავილების ორნამენტებით, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ------ის რაიონულ სამმართველოში, შემდგომი განკარგვის უფლებით დაუბრუნდეს დაზარალებულ კლ-----------ს.

 

მუ-------------გან ამოღებული დაზიანებული მობილური ტელეფონის აპარატი, წინა მხარეს საფირმო ლოგოთი, ქართულენოვანი წარწერით ”ბილაინი”, იმეი კოდით 35------------2 და ვერცხლისფერი და ოქროსფერი მეტალის ოთხწვერიანი ჩანგალი, უკანა მხარეს სახელურზე უცხოენოვანი წარწერით “BERGOFF”, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ------ის რაიონულ სამმართველოში, შემდგომი განკარგვის უფლებით დაუბრუნდეს მუ-------------.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით

დაადგინა:

 

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ მუ------------ (პირადი ნომერი 19--------1) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. მუ------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 20-- წლის 01 მა-----ს 14:20 საათიდან.

 

3. მუ------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 20-- წლის 4 თე------–-დან 20-- წლის 01 მა-----ს ჩათვლით.

 

4.მუ------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, ასევე გაუქმდეს მის მიმართ გამოყენებული პასპორტის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და მართვის მოწმობის გამოძიების ორგანოში ჩაბარების და გამოძიების მწარმოებელ ორგანოში კვირაში ერთხელ გამომძიებლის მიერ განსაზღვრულ დროს გამოცხადების ვალდებულება.

 

5.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად მუ------------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. (ქ. ზუ----------------------------)

 

6.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად მუ------------- დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

7. ნივთიერი მტკიცებულება, კლ-----------სგან ამოღებული მონაცრისფრო ფერის ჯემპრი ყვავილების ორნამენტებით, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ------ის რაიონულ სამმართველოში, შემდგომი განკარგვის უფლებით დაუბრუნდეს დაზარალებულ კლ-----------ს.

 

მუ-------------გან ამოღებული დაზიანებული მობილური ტელეფონის აპარატი, წინა მხარეს საფირმო ლოგოთი, ქართულენოვანი წარწერით ”ბილაინი”, იმეი კოდით 35------------2 და ვერცხლისფერი და ოქროსფერი მეტალის ოთხწვერიანი ჩანგალი, უკანა მხარეს სახელურზე უცხოენოვანი წარწერით “BERGOFF”, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ------ის რაიონულ სამმართველოში, შემდგომი განკარგვის უფლებით დაუბრუნდეს მუ-------------.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუ------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნატრული აკობია