განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№020100117001904286(1/292-2017)
განაჩენი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი -მარიამ თოდუას
პროკურორ- მი--------–---------ს და ლი-----------
ადვოკატ- ნა-----------------მი----------
ბრალდებულ- სა--------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: სა-------------- მიმართ
მამის სახელი ვლ---------
დაბადებული 0-.0-.19-- წელს
პირადი ნომერი 42---------
საქართველოს მოქალაქე
უმაღლესი განათლების მქონე
ნასამართლობა არ მქონე
მისამართი ქ. ფო-----–--------------------
რეგისტრირებული ქ. ფო-----–--------------------
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა: დადგენილია, რომ სა-------------მ ჩაიდინა მითვისება ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება დიდი ოდენობით, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზო-
მიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
სა------------- 2015 წლის 17 ივნისიდან 2015 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით მუშაობდა ქ. ფო--–---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შ-------------–------------------- სასურსათო მაღაზიაში გამყიდველის პოზიციაზე. შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად ის ვალდებული იყო გაფრთხილებოდა დამსაქმებლის ქონებას. მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა შპს ,,ბე-----------------საგან’’ №20-ე მაღაზიაში მიღებული სასურსათო პროდუქტის რეალიზაცია და ნავაჭრი თანხის ყოველი დღის ბოლოს შპს ,,ბე----------------ს’’ მოლარისათვის გადაცემა. ამდენად სა--------------, როგორც სასურსათო მაღაზიის გამყიდველის, მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მოქცეული იყო შპს ,,ბე----------------ს’’ ფულად-მატერიალური სახსრები და სარეალიზაციო სასურსათო პროდუქტი.
სა-------------მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 2015 წლის 17 ივნისიდან 2015 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით ქ. ფო--–- მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მოქცეული შპს ,,ბე----------------ს’’ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 11------ ლარი, რითაც ქონებრივი ზიანი მიაყენა შპს ,,ბე---------------ს’’.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
ბრალდებულ სა-------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე გამოკვლეული ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.
დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელი ზა--------------------ი განმარტავს, რომ მუშაობს შპს ,,ბე----------------–ი“ საგუშაგოს სამსახურის უფროსად და დირექტორის მოადგილედ. N20 მაღაზიის გამყიდველმა სა-------------მ მია----ვა სავაჭრო ობიექტი და გასაღები და----ვა N18 მაღაზიაში. ყველგან ეძებეს, მაგრამ სა-------------ს ვერ მიაკვლიეს, მაღაზიაში ჩაატარეს ინვენტარიზაცია და მთავარმა ბუღალტერმა წარმოადგინა აღწერის შედეგი, ბევრი დასახელების პროდუქტი, რომელიც მას სარეალიზაციო ფასში ეწერა, ადგილზე არ აღმოჩნდა. ამ პროდუქტის თვითღირებულების ფასი არის 6504 ლარი, ხოლო მისი სარეალიზაციო ფასი 11.055 ლარს შეადგენს, რაც წარმოადგენს დანაკლისს და შპს ,,ბე-----------------’’ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
მოწმე მ----------–--- განმარტებით დადასტურებუ-–--, რომ მუშაობს შპს ,,ბე----------------ს“ N18 მაღაზიაში. 2015 წლის 10 სექტემბერს N20 მაღაზიის გამყიდველმა სა-------------მ დაუტოვა კორპორატიული ტელეფონი და გასაღები, რომელიც იმავე დღეს გადასცა ვაიზერს. მაღაზიის გადაბარების დროს ყოველთვის ხდებოდა აღწერა.
მოწმე მ-–-----–---ს განმარტებით დადასტურებუ-–--, რომ 2013 წლიდან მუშაობს შპს ,,ბე----------------–ი“. 2015 წელს მუშაობდა ქსელის სუპერვაიზერად, ქ. ფო--–- შპს ,,ბე---------------ს“ აქვს 25 ჯიხური, სა------------- N20 ჯიხურში მუშაობდა გამყიდველად. 2015 წლის 10 სექტემბერს მე-18-ე მაღაზიის გამყიდველმა გადასცა სა-------------- მიერ და----ვებული კორპორატიული ტელეფონი და გასაღები, რომელიც შემდეგ გა------–----------ნს ჩააბარა, ხოლო მაღაზია პოლიციამ აიყვანა მკაცრ დაცვაზე, იმ დღეს გამყიდველი არ გამოჩნდა, მეორე დილით დაცვის თანამშრომლის თანდასწრებით გააღეს მაღაზია და ლი------------სთან და ნი--------------ნთან ერთად აღწერეს. მონაცემები გადასცეს მთავარ ბუღალტერს, შედგა ინვენტარიზაციის აქტი, დაჯამდა პროდუქტების ღირებულება და მოაწერა ხელი, გარკვეული რაოდენობის საქონლის დანაკლისი გამოვლინდა. გამყიდველის გარდა მაღაზიის გაღება არავის შეეძლო, გასაღების დუბლი--ტი არ არსებობდა. აღწერის შემდეგ პროდუქცია გადაიტანეს საწყობში და ჯიხური აიღეს.
მოწმე სო--------–-- განმარტავს, რომ არის დაცვის პოლიციის თანამშრომელი, ცვლის ოპერატიული ჯგ-----ს ხელმძღვანელი, დაცვის მიზნით ქ. ფო--–- ემსახურება შპს ,,ბე-----------------ს“ მაღაზიათა ქსელის უსაფრთხოებას. ასევე აღნიშნული სამსახური დამატებით უზრუნველყოფს ნავაჭრი თანხის ინკასაციას. N20-ე მაღაზიის გამყიდველმა თვითნებურად დაკეტა ობიექტი და მია----ვა, რის გამოც ვაიზერმა თხოვა მაღაზიის განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანა. 11 სექტემბერს გააღეს მაღაზია და ჩატარდა აღწერა, შედმეგ ჯიხური აიღეს და ობიექტი გაითიშა.
მოწმე ნი--------------ნი განმარტავს, რომ 2015 წელს მუშაობდა შპს ,,ბე---------------ში“ ოპერა----რად. გამყიდველებისგან იღებდა შეკვეთას, ახდენდა პროდუქციის გაწერას, დისტრიბუციის მეშვეობით საწყობიდან გაცემას, ინფორმაცია პროგრამულად შეჰქონდა კომპიუტერში, ადგენდა ზედნადებს და ააქტიურებდა RS.GE-ს, მაგრამ გარე მიმწოდებელთან ურთიერთობა ჰქონდა გამყიდველს, რომელიც იღებდა საქონელს და ატარებდა პროგრამულად. 2015 წლის 11 სექტემბერს მიიღო მონაწილეობა N20-ე მაღაზიის ინვენტარიზაციაში, რადგან სა-------------მ მობილური ტელეფონი და გასაღები დაუტოვა N18-ე მაღაზიის გამყიდველს და სავაჭრო ობიექტი და----ვა. ელოდებოდნენ ერთი დღე, მაგრამ ის არ გამოჩნდა და ლი------------მ, გა------–----------ნმა და თვითონ აღწერეს მაღაზია. ყველა მაღაზიას გააჩნია ლეპტოპი და სალაროს აპარატი, შტრიხკოდით მოხდა პროდუქციის სკანირება და დაფიქსირდა ნაშთი, აღწერისას ყველა დასახელების პროდუქტს აკლდა. ჯიხურში იყო ანტისანიტარია, მიყრილი იყო მისი ტანსაცმელი, ეყარა დაობებული პურები და გახსნილი სიგარეტები, რომელიც მენეჯერმა მის სასარგებლოდ ნაშთში ჩაუთვალა. პროგრამულად მოხდა ნაშთის გამოვლენა, რომელიც განმეორებით გადაამოწმეს, რის შემდეგ მონაცემები ელექტრონულად გადაუგზავნეს მთავარ ბუღალტერს.
მოწმე ლი------------ განმარტავს, რომ მუშაობს შპს ,,ბე----------------ს“ მოლარედ, რომელსაც ფო--–- გააჩნდა 25 მაღაზია. ახდენდა ინკასაციას, მიდიოდა მაღაზიაში დაცვის თანამშრომელთან ერთად, გამყიდველი ნავაჭრ თანხას შემოსავლის ორდერთან ერთად გადასცემდა და რიცხავდა საქართველოს ბანკში შპს ,,ბე----------------ს“ ანგარიშზე. 2015 წლის 09 სექტემბერს ინკასაციაზე მივიდა N20-ე მაღაზიაში, მაგრამ დაკეტილი დახვდა, დაურეკა მენეჯერს და გაიგო, რომ სა-------------მ ტელეფონი და გასაღები დაუტოვა N18-ე მაღაზიის გამყიდველს, ეძებდნენ მას, მაგრამ ორი დღე არ გამოჩნდა და 11 სექტემბერს უფროსის დავალებით გა------–----------ნთან და ნი--------------ნთან ერთად აღწერა N20-ე მაღაზია. სათითაოდ შეიყვანეს საქონელი კომპიუტერულ პროგრამაში, რომელიც აჩვენებს თუ რამდენი საქონელი უნდა ყოფილიყო და რამდენი იყო დანაკლისი, საქონლის საბოლოო ნაშთიც პროგრამამ დააჯამა, აღწერის მონაცემები ელექტრონულად გადაუგზავნეს მთავარ ბუღალტერს და მასთან მოაწერა ინვენტარიზაციის აქტს ხელი.
მოწმე მა------------------–--ის განმარტებით დადასტურებუ-–--, რომ მუშაობდა შპს ,,ბე-----------------ს“ სუპერმარკეტების ქსელის N20-ე მაღაზიაში მოლარე-ოპერა----რად. ყიდდა პროდუქტს, აკეთებდა გასაყიდი პროდუქტის სკანირებას და ინფორმაცია შეჰქონდა კომპიუტერში. ყოველ მეორე დღეს მიჰქონდათ ნავაჭრი თანხა. შემდეგ დედის ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა შეეწყვიტა მუშაობა და მაღაზია გადააბარა სა-------------ს. გადაბარების წინ ვაიზერმა სა-------------- თანდასწრებით აღწერა საქონელი და მაღაზია დანაკლისის გარეშე ჩაიბარა სა-------------მ. აღწერის შესახებ ინფორმაცია გადაეგზავნა ბუღალტერს, მეორე დღეს დოკუმენტს მოაწერა ხელი და მოგვიანებით აიღო ხელფასიც. დანაკლისი, რომ ჰქონოდა ხელფასს არ გასცემდნენ.
მოწმე ეკ--------------–-------ს განმარტებით დადასტურებუ-–--, რომ მუშაობდა შპს ,,ბე----------------ს“ მაღაზიათა ქსელის მთავარ ბუღალტრად. მის ფუნქციას წარმოადგენდა ბუღალტრული კონტროლი, მაღაზიების პროგრამული უზრუნველყოფა, საწყობის კონტროლი და ინვენტარიზაციის შედეგების განხილვა. 2015 წლის სექტემბრის თვეში ჩატარდა N20-ე მაღაზიის ინვენტარიზაცია, რადგან გამყიდველმა მია----ვა ობიექტი, სხვას დაუტოვა გასაღები და არ გამოდიოდა კონტაქტზე. მენეჯერმა გააღო მაღაზია და საინვენტარიზაციო ჯგ----მა, გა------–----------ნმა, მ-–-----–---მ, ნი--------------ნმა და ლი------------მ შპს ,,ბე-----------------ს“ მიერ სპეციალურად შეძენილი ბუღალტრული პროგრამით, რომელსაც გააჩნია ინვენტარიზაციის ფუნქციაც, ჩაატარეს მაღაზიის აღწერა. პროგრამულად შეიტანეს იმ საქონლის რაოდენობა, რომელიც იყო მაღაზიაში, რადგან პროგრამაში ტექნიკურად შეუძლებელია ისეთი საქონლის შეტანა, რომელიც მაღაზიას არ მიუღია და შტრიხ კოდის გამოყენებით დადგინდა ნაშთი. შემდეგ ფაილი ელექტრონულად გაეგზავნა მას სათავო ოფისში, სადაც სპეციალურ ღილაკზე დაჭერით პროგრამულად მოხდა დანაკლისის დაანგარიშება და ხელისმოწერა. მოცემულ საქმეზე გამომძიებელს წარუდგინა ინვენტარიზაციის აქტი, 20-ე მაღაზიის სასაქონლო ზედნადებები, Z ანგარიშები. სასაქონლო ზედნადებების გამეორება გამორიცხუ-–--, რადგან ორი, ერთი და იგივე დოკუმენტის ელექტრონული სახით შედგენა არ ხდება, ზედნადებს გააჩნია უნი--ლური ნომერი. დაფასება შეიძლება იყოს თარიღის გარეშე ექსელის ცხრილში.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტი ო--------------–---–- განმარტავს, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს სე---------–---სთან ერთად ჩაატარა საფინანსო-სა---ღალტრო ექსპერტიზა. საექსპერტო კვლევისათვის წარედგინათ სა---ღალტრო დოკუმენტაცია, სასაქონლო ნაშთების შესახებ სალარო შემოსავლის ორდერები, Z ჩეკები, სხვა კომპანიიდან მიღებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებები და შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები. ხელმოუწერავი და ორჯერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები ამოირიცხა და დაანგარიშების დროს არ ყოფილა გათვალისწინებული. დანაკლისმა ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით შეადგინა 6565.41 ლარი. ეს თანხა წარმოადგენდა საქონლის შესასყიდ ფასს. ამიტომ გამოძიებისგან დამატებით მოითხოვა ინფორმაცია საქონლის სარეალიზაციო ფასების შესახებ. ექსპერტიზით დადგინდა სა-------------მ თუ რა პროდუქცია გაყიდა, რა ფასად და რა დააკლდა, გაითვალისწინეს თავის დროზე სა-------------- მიერ მაღაზიის ჩაბარებისას არსებული ნაშთი, დანაკლისი საქონლის სარეალიზაციო ფასით დაიანგარიშეს და შეადგინა 11099,96 ლარი, რასაც გამოაკლდა 44 ლარი და საბოლოოდ დანაკლისი განისაზღვრა 11.055.96 ლარით.
პროკურორის შუამდგომლობით საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან გა------–----------ნი არ იმყოფება საქართველოში ბრალდების მხარის მიერ საჯაროდ წაკითხვის გზით გამოკვლეული იქნა გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნავს, რომ მუშაობდა შპს ,,ბე---------------ში“ საფირმო მაღაზიათა ქსელის მენეჯერად. 2015 წლის სექტემბრის თვეში N20 მაღაზიის გამყიდველს სა-------------ს დაუტოვებია მაღაზია და გასაღები გადაუცია N18 მაღაზიის გამყიდველისთვის, მ-–-----–---მ გამოართვა გასაღები. 10 სექტემბერს ყველგან ეძებდნენ სა-------------ს, სახლში, სამარშრუტო ტაქსებში და N20 მაღაზიის ინვენტარიზაცია დაავალა მ-–-----–---ს, ნი--------------ნს და სხვებს. ვინაიდან 10 სექტემბერს არ გამოჩნდა სა-------------, მეორე დღეს 11 სექტემბერს, დილის საათებში დაცვის პოლიცია ჩააყენა საქმის კურსში, რომ N20 მაღაზიას აღებდნენ ინვენტარიზაციის მიზნით, რის შემდეგ დაიწყეს ინვენტარიზაცია. მაღაზიაში იყო ანტისანიტარია და საქონელი იდო დაულაგებლად. მათ აღწერეს საქონლის ნაშთი მაღაზიაში, გაფუჭებული საქონელიც შეიტანეს ნაშთში, ხოლო ფასები დაიანგარიშა ბუღალტერმა დანაკლისის მიხედვით. აღწერის ფაილი პროგრამულად გადაუგზავნეს ბუღალტერს. მაღაზიის გასაღები მი----ს გარდა არავის ჰქონდა. 2015 წლის 15 სექტემბერს ოფისში მოვიდა სა-------------, იქ იმყოფებოდა მ-–-----–---ც, უთხრეს, რომ აღმოაჩნდა 6500.04 ლარის დანაკლისი და ჰკითხეს თუ სად წაიღო საქონელი. მან თავი დახარა და თქვა, რომ ერთ კვირაში დააბრუნებდა თანხას. /ტომი Vსფ:119-123/
გამომძიებელ გრ-----–------–--ს ჩვენებით დადასტურებუ-–--, რომ შპს ,,ბე-----------------დან“ შემოვიდა მასალები სა-------------- მიერ მითვისების ფაქტზე, გამოძიების დაწყების შემდეგ შპს-დან გამოითხოვა ბრძანება სა-------------- დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ, ამოიღო დოკუმენტები, ჩაატარა დათვალიერება, დანიშნა საფინასო-სა---ღალტრო ექსპერტიზა, ინვენტარიზაციის აქტისა და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად გამოვლინდა 11.055.96 ლარის ღირებულების პროდუქციის დანაკლისი, დაკითხა მოწმეები და ჩაატარა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიება.
სა-------------- ბრალეულობა ასევე დადასტურებუ-–-- ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა №1) დადასტურებუ-–--, რომ 2015 წლის 01 ოქტომბერს დაიწყო გამოიძიება №90----------- ქ. ფო--–-, მზ-----–---ს ქუჩაზე მდებარე შპს ,,ბე----------------ს’’ №20-ე მაღაზიის გამყიდველის სა-------------- მიერ შპს ,,ბე----------------ს’’ კუთვნილი 6504,79 ლარის მითვისების ფაქტზე, დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (ს.ფ.1, ტომი №1)
2015 წლის 17 ივნისს შპს ,,ბე-----------------ს’’ დირექტორ ნო-----------–---–--ნს და სა-------------ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად დასაქმებულს უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომითი უფლება-მოვალეობები ქ. ფო--–- მდებარე შპს ,,ბე-----------------ს’’ საფირმო მაღაზიათა ქსელის გამყიდველის პოზიციაზე (ტომი V ს.ფ 15-17)
შპს ,,ბე-----------------ს’’ დირექტორ ნო-----------–---–--ნის 2015 წლის 14 სექტემბრის №გ/1----- ბრძანებით ქ. ფო--–- მდებარე შპს ,,ბე-----------------ს’’ საფირმო მაღაზიათა ქსელის გამყიდველი სა------------- გათავისუფლდა სამსახურიდან.
შპს ,,ბე----------------ს’’ დირექტორის მოადგილე ზა--------------------ის 2015 წლის 25 სექტემბრის №1-- მომართვით დადასტურებუ-–--, რომ 2015 წლის 16 ივნისიდან 2015 წლის 11 სექტემბრის პერიოდში ქ. ფო--–-, მზ-----–---ს ქუჩაზე მდებარე №20 მაღაზიაში მუშაობისას სა-------------მ მიიღო 25054,95 ლარის ღირებულების საქონელი, ობიექტი ჩაიბარა 6046,84 ლარის ღირებულების სასაქონლო ნაშთით, რეალიზებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 24597,53 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 6504,79 ლარის თვითღირებულების საქონლის დანაკლისი (ტომი N1 სფ:2)
შპს ,,ბე----------------ს’’ მაღაზიათა ქსელის №20 მაღაზიის ინვენტარიზაციის აქტით დადასტურებუ-–-- 2015 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით სავაჭრო ობიექტში არსებული საქონლის რაოდენობა, კოდი და საცალო ფასი. მაღაზიაში დანაკლისმა შეადგინა 6504,79 ლარი (ს.ფ. 2-14, ტომი №5)
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 29 თებერვლის №00------- საფინანსო-სა---ღალტრო ექსპერტიზის დასკვნით ქ. ფო--–-, მზ-----–---ს ქუჩაზე მდებარე შპს ,,ბე----------------ს’’ №20 საფირმო მაღაზიაში (სხვაობით) დანაკლისად გამოვლენილი თანხა შეადგენს 11------ ლარს (ს.ფ. 69-72, ტომი №5)
N0----------------------------------------------------------------------------- N0-------------------------------------------------------------------------, N0--------------------------------------------------------------------------, N0----------------------------------------------------------------, N01-------------------------------------------------------------, N01------------------------------------------------------------ N01-------------------------------------------------------------------------, N01---------------------------------------------------------------------------, N01--------------------------------------------------------------------------0, N01-----------------------------------------------------------------6, N01------------------------------------------------------1, N01--------------------------------------------------------------------4, N017--------------------------------------------------------------4, N01-------------------------------------------------------------------------, N01-------------------------------------------------------------------------7, N01--------------------5, N01------------------------------------------------------------------------3, N01------------------------------------------------------------------------8, N01------------------------------------------------------------------------5, N01------------------------------------------------------------------------4, N01------------------------------------------------------------------------8, N01-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------, N01-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------7, N01-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------, N01-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------7, N01-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------9, N0-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------1, N01-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------4, N01-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------, N01-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------3, N018-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------5, N01-------------------------------------------------------------------------------------6, სასაქონლო ზედნადებებით დადასტურებუ-–-- ქ. ფო--–-, მზარულუას ქუჩაზე მდებარე N20-ე მაღაზიაში გამყიდველი კომპანიების მიერ სხვადასხვა დასახელების და ღირებულების პროდუქციის მიწოდება და მიმღების, სა-------------- მიერ ამ საქონლის ჩაბარების თარიღი და დრო (52-193, ტომი №1)
2016 წლის 11 იანვრის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ მოწმე ეკ--------------–-------მ გამოძიებას წარუდგინა დოკუმენტები-ინვენტარიზაციის აქტი პროგრამული ასლის სახით 12 ფურცელზე, ინვენტარიზაციის აქტი სა-–---ე მი----სთვის №20 მაღაზიაში ნაშთის სახით არსებული საქონლის გადაბარების შესახებ 13 ფურცლად, №20 მაღაზიაში სალაროს ბრუნვის ამსახველი დოკუმენტის ასლი 8 ფურცლად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან ამოღებული №20 მაღაზიის სალარო აპარატის №00------ ბრუნვის ამსახველი დოკუმენტი 3 ფურცლად, შიდა გადაზიდვით მოწოდებული პროდუქციის ნუსხა 1 ფურცელზე. (ს.ფ. 183-184, ტომი №4)
სა-------------- ბრალეულობა ასევე დადასტურებუ-–-- პრეუდიციული ძალის მქონე უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით.
№20 მაღაზიის 2015 წლის 15 ივნისის მდგომარეობით არსებული საქონლის ინვენტარიზაციის აქტით, საქონლის დასახელების, რაოდენობის, ნაშთის, ერთეულის ფასის და საერთო თანხის-9556.46 ლარის- მითითებით, რომლის თო--ოეულ გვერდზე დაფიქსირებუ-–-- სა-------------- ხელმოწერა (ს.ფ. 16-47, ტომი №3)
შპს ,,ბე----------------ს’’ მიერ ქ. ფო--–- №20 მაღაზიაში სხვადასხვა დასახელების და რაოდენობის საქონლის შიდა გადაზიდვის საფუძველზე მიწოდების შესახებ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით (ს.ფ. 194-202 ტომი №1, ს.ფ. 1-169 ტომი №2, ს.ფ. 48-236 ტომი №3)
სა-------------- მიერ ხელმოწერილი სალაროს შემოსავლის ორდერებით. (ს.ფ. 2-174, ტომი №4)
დაცვის მხარის მიერ მოწმის სახით დაკითხული ნო-----------–---–--ნი განმარტავს, რომ მუშაობს შპს ,,ბე-----------------ს“ ხელმძღვანელად, საზოგადოებაში დასაქმებუ-–-- 750 თანამშრომელი, ფო--–- ხუთი წელია გააჩნია ობიექტები, მაგრამ მხოლოდ ორჯერ არის ნამყოფი. ხელმძღვანელობითი პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს ზა--------------------ს, ადგილზე ფორმდება შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შემუშავებუ-–-- იურისტების მიერ და შემდეგ აწერს ხელს. ის არ იცნობს სა-------------ს, მაგრამ იცის მაღაზიაში ჩატარებული ინვენტარიზაციის შესახებ და რომ იგი თანხის მითვისებაში არის პასუხისგებაში მიცემული.
მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე და სამართლებრივი შეფასება:
დაცვის მხარე ითხოვს სა-------------- საქმეზე გამოკვლეული საფინანსო-სა---ღალტრო ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას, იმ საფუძვლით, რომ არ არის დადგენილი თუ რა დოკუმენტების შესაბამისად არის ის გაცემული და ასევე გამოძიების მიერ წარდგენილი იყო გაორებული მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ 2016 წლის 29 თებერვლის საფინანსო-სა---ღალტრო ექსპერტიზის დასკვნით და მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ო--------------–---–-ს ჩვენებით დადასტურებუ-–--, რომ კომისიურმა ექსპერტიზამ საექსპერტო კვლევისათვის გამოიყენა მონაცემები სასაქონლო ნაშთების შესახებ, სალაროს შემოსავლის ორდერები, Z ჩეკები, სხვა კომპანიიდან მიღებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებები და შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები, ანუ ყველა ის სა---ღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა საფინანსო-სა---ღალტრო ექსპერტიზის დასკვნის გასაცემად, ასევე ექსპერტებმა გაითვალისწინეს ხელმოუწერავი და ორჯერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა ამორიცხვის შედეგად ისინი დანაკლისის დასაანგარიშებლად არ ყოფილა გამოყენებული. ამდენად, სა---ღალტრო ექსპერტიზის დასკვნის ობიექტურობაში, სრულყოფილებასა და სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ის ჩატარებუ-–-- კანონის მო--ხოვნათა სრული დაცვით და არ არის აღნიშნული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველი.
საფუძველს მოკლებუ-–-- დაცვის მხარის პრეტენზია იმის შესახებ, რომ გა------–----------ნი მარტო შევიდა მაღაზიაში და მას შეეძლო საქონლის გატანა, ან პროგრამულად საქონლის რაოდენობაში ცვლილებების შეტანა და რომ შეგნებულად არ დაასწრეს სა------------- ინვენტარიზაციის პროცესს.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 11 სექტემბერს შპს ,,ბე-----------------ს“ კუთვნილი N20 მაღაზიის გაღება მოხდა დაცვის პოლიციის თანდასწებით საინვენტარიზაციო ჯგ----თან ერთად, ხოლო სა-------------- ადგილსამყოფელის დადგენა შპს ,,ბე-----------------ს“ ადმინისტრაციამ მიუხედავად დიდი მონდომებისა და ძალისხმევისა, ორი დღის განმავლობაში ვერ მოახერხა, ხოლო მაღაზიაში მალფუჭებადი პროდუქციის არსებობამ წარმოშვა ინვენტარიზაციის დროულად ჩატარების აუცილებლობა, რითაც მოხერხდა შპს-სათვის უფრო მეტი მატერიალური ზიანის მიყენების თავიდან აცილება.
ასევე დაუსა---თებელია დაცვის მხარის მოსაზრება თითქოს 2015 წლის 15 ივნისის ინვენტარიზაციის აქტზე, რითაც სა-------------მ ჩაიბარა N20 მაღაზია, გაყალბებუ-–-- მისი ხელმოწერა. აღნიშნული რაიმე მტკიცებულებით არ არის გამაგრებული და თუ ასეთი გარემოება არსებობდა დაცვის მხარეს შეეძლო ჩაეტარებინა ხელწერის ექსპერტიზა, რაც გახდებოდა ამ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის უპირობო საფუძველი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით სა-------------სა და შპს ,,ბე---------------ს“ შორის დადებული ხელშეკრულებით და-დასტურებუ-–--, რომ სა------------- 2015 წლის 17 ივნისიდან 09 სექტემბრამდე შპს ,,ბე----------------ს“ N20 მაღაზიაში გამყიდველის ფუნქციას ახორციელებდა.
მოწმე მა------------------–--ის ჩვენებით და 2015 წლის 15 ივნისის ინვენტარიზაციის აქტით დადასტურებუ-–--, რომ სა-------------მ N20 მაღაზია ჩაიბარა დანაკლისის გარეშე.
მოწმეთა ჩვენებებით და სასაქონლო ზედნადებებით დადასტურებუ-–-- სა-------------მ თუ რა ოდენობის, დასახელებისა და ღირებულების საქონელი მიიღო მუშაობის პერიოდში სარეალიზაციოდ.
მოწმეების სო--------–--ს, გა------–----------ნის, მ-–-----–---ს ჩვენებებით დადასტუ-
რებუ-–--, რომ N20 მაღაზია აყვანილი იყო სპეციალურ დაცვაზე, გამყიდველს შეყავდა დაცვის კოდი, მაღაზიის გასაღები მხოლოდ მას გააჩნდა, მატერიალურ ფასეულობებზე და ნავაჭრ თანხასთან შეხება გამყიდველის გარდა სხვა პირს არ ჰქონდა და შესაბამისად სა------------- იყო მატერიალურად პასუხისმგებელი პირი.
მოწმეების ეკ--------------–-------ს, მ-–-----–---ს, გა------–----------ნის, ნი--------------ნის, ლი------------ს ჩვენებებით და 2015 წლის 11 სექტემბრის ინ- ვენტარიზაციის აქტით დადასტურებუ-–-- N20 მაღაზიაში 2015 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით 6504.79 ლარის თვითღირებულების პროდუქციის დანაკლისი.
საფინანსო-სა---ღალტრო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ ო--------------–---–-ს ჩვენებით N20 მაღაზიაში აღმოჩნდა 11055.96 ლარის სარეალიზაციო ღირებულების საქონლის დანაკლისი.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია სა-------------- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი მტკიცებულებათა ერთობ-ლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას სა-------------- საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში უდანაშა-
ულოდ ცნობისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაუ-–-- და შესაბამისად მითვისების ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები.
ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, რაც მიზნად ისახავს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თავის სასარგებლოდ უკანონო დაუფლებას, მაგრამ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულისგან განსხვავებით მითვისე- ბისათვის დამახასიათებელია, რომ დამნაშავეს, მისი სამსახურებრივი ან სხვა უფლე-
ბამოსილებიდან გამომდინარე, ქონება გააჩნია მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.
მოცემული დანაშაული დამთავრებულად ითვლება პირის მიერ მისთვის მინდობილი ქონების დაუფლების მომენტიდან.
დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას, დამნაშავეს შეგნებული აქვს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურს ასეთი შედეგის დადგომა. დანაშაულის ჩადენის მოტივი ანგარებითია და მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლის მიღებას.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა მითვისების ჩადენა სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით და დიდი ოდენობით, რომელიც წარმოადგენს ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დასჯად ქმედებას.
დადგენილია, რომ სა-–---ე მ----- მუშაობდა შპს ,,ბე----------------ს’’ №20 საფირმო მაღაზიაში გამყიდველის თანამდებობაზე და სამსახურებრივი ფუნქციიდან გამომდინარე მის გამგებლობაში მოქცეული იყო შპს ,,ბე----------------ს’’ ფულად-მატერიალური სახსრები, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ანუ მან დანაშაული ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით, ხოლო ბრალდებულმა სა-------------მ საფინანსო-სა---ღალტრო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი შპს ,,ბე----------------ს’’ კუთვნილი 11------ ლარი.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასა---თებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუ-
ციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მო--ხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასა---თებუ-–--, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიო-
ბას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასა---თებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არის დადასტურებული, რომ სა-------------მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა მითვისება ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება დიდი ოდენობით, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.
სა-------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სა-–---ე მი----ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ხასიათდება დადებითად, ყავს არასრუწლოვანი, ავადმყოფი შვილი.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასა---თება:
სა-------------- მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი.
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათავლისწი-ნებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ გათვალიწინებუ-–-- მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიაჩნია, რომ სა-------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტი--სთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დაადგინა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ სა------------- (პირადი ნომერი №42---------) საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განე- საზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
2.სა-------------ს (პირადი ნომერი №42---------) ჩამოერთვას სამეწარმეო და მატერიალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
3.სა-------------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2018 წლის 26 თებერვლის 14:00 საათიდან.
4. სა-------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე: ნატრული აკობია