გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017001798311
საქმე №2/143 - 17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.02.2018 წ. ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე: ს-------------–---–ი (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე);
წარმომადგენელი: დ-------------–---–ი;
მოპასუხე: ა-–--------------------–ი (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე);
წარმომადგენელი: ვ----–-----------–---–ი;
მცირეწლოვნების: გ-----------------–ის (დაბ.02.09.2---), ს-------------–ის (დაბ. 18.01.2---წელს) და მ---------------–ის (დაბ. 10.09.2--- წელს) წარმომადგენელი: თ----------------ე;
დავის საგანი: ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (ძირითად სარჩელში); ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა (ძირითად სარჩელში);
1.1.მოსარჩელე ს-------------–---–ი ითხოვს მისი შვილების - მცირეწლოვნების გ-----------------–ის (დაბადების თარიღი:02.09.2---), ს-------------–ის (დაბ. 18.01.2---წელს) და მ---------------–ის (დაბ. 2--- წლის 10 სექტემბერს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის ს-------------–---–ის საცხოვრებელი ადგილი, ქალაქი ს---------------------–---–------------.
ძირითადი სარჩელის დასაბუთება.
მოსარჩელე ს-------------–---–ი სარჩელში მიუთითებს, რომ 2004 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა-–--------------------–თან და ქორწინების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი გ-----------------–ი (დაბადების თარიღი:02.09.2---), ს-------------–ი (დაბ. 18.01.2---წელს) და მ---------------–ი (დაბ. 2--- წლის 10 სექტემბერს). ოჯახური უსიამოვნების გამო მეუღლეები გაცილდნენ ერთმანეთს და 2017 წლის იანვრიდან მან დატოვა მეუღლის ა-–--------------------–ის საცხოვრებელი სახლი და ამჟამად ცხოვრობს მშობლების სახლში ქალაქ საგარეჯოში, მ--------–---–-------------ში. მათი შვილები გ-----------------–ი, ს-------------–ი და მ---------------–ი საცხოვრებლად დარჩნენ მამის საცხოვრებელ სახლში ქალაქ საგარეჯოში, ქ----–---–-------------ში.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ მოპასუხე ა-–--------------------–ი დღის უმეტეს ნაწილს სამუშაოზე და სახლის გარეთ ატარებს, და ბავშვები მეთვალყურეობის გარეშე რჩებიან. ბავშვებზე შეძლებისდაგვარად ბებია ზრუნავს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ბავშვებზე სათანადო ზრუნვის განხორციელება. ბავშვებს არა აქვთ სათანადო ზრუნვა-პატრონობა და თუ ბავშვები დარჩებიან მამასთან საცხოვრებლად საფრთხე შეექმნებათ მათ ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ა-–--------------------–ი უფლებას არ აძლევს მას სათანადო ურთიერთობა იქონიოს თავის შვილებთან. უმცროსი შვილი მ---------------–ი მას პერიოდულად თავის სახლში მოყავს ხოლმე რამდენიმე დღით და შემდეგ უკან მამის სახლში აბრუნებს. ამრიგად, ს-------------–---–ი ითხოვს შვილების მასთან დაბრუნებას, სადაც იგი შვილებს შეუქმნის ყველა პირობას.
2. მოპასუხის (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეს) პოზიცია და შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და საქმეზე წარმოდგენილ შეგებებულ სარჩელში და სასამართლო პროცესზე მიუთითა, რომ ბავშვებს მასთან აქვთ ყველანაირი პირობები იმისთვის, რომ იცხოვრონ და ისწავლონ და მათ ურჩევიათ მამასთან ყოფნა. მისმა ყოფილმა მეუღლემ ს-------------–---–მა ნებაყოფლობით მიატოვა ბავშვები იმ დროს, როდესაც იგი (ა-–--------------------–ი) თურქეთში იმყოფებოდა, სადაც წასული იყო სამუშაოდ. ბავშვების მიტოვების დღეს მათი შვილი ს-------------–ი ავად იყო, რის გამოც მას მოუწია სასწრაფოდ თურქეთიდან ჩამოსვლა. ამის შემდეგ ს-------------–---–ი ბავშვებს ყურადღებას არ აქცევდა. მან ასევე განმარტა, რომ არასდროს არ აუკრძალავს მოსარჩელისათვის შვილების ნახვა, იგი თანახმაა ყოფილი მეუღლე მოვიდეს და ინახულოს შვილები, რათა მათ ჩამოუყალიბდეთ ნორმალური ურთიერთობა. ა-–--------------------–მა განმარტა, რომ უმცროსი შვილი მ---------------–ი დედამისს პერიოდულად თავის სახლში მიჰყავს რამდენიმე დროთ და მ----- დედას პრობლემის გარეშე მიყვება. ა-–--------------------–ის განმარტებით ბიჭებს გ-------ს და ს---ს დაძაბული ურთიერთობა აქვთ დედასთან და დედის მშობლებთანაც, დედას საერთოდ არ ელაპარაკებიან და კატეგორიული წინააღმდეგები არიან იცხოვრონ ან რაიმე ურთიერთობა ქონდეთ დედასთან. ამის მიზეზია, რომ ბავშვებმა არ აპატიეს დედამის, რომ ისინი მიატოვა.
2.2 შეგებებულ სარჩელში ა-–--------------------–ი (ძირითად სარჩელში მოპასუხე) ითხოვს მისი შვილების - მცირეწლოვანი გ-----------------–ის (დაბ.02.09.2---), ს-------------–ის (დაბ. 18.01.2---წელს) და მ---------------–ის (დაბ. 2--- წლის 10 სექტემბერს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის ა-–--------------------–ის საცხოვრებელი ადგილი, ქალაქი საგარეჯო, ქ----–---–------------.
2.3. ა-–--------------------–ი ასევე ითხოვს მოპასუხე ს-------------–---–ს მცირეწლოვანი გ-----------------–ის (დაბ.02.09.2---), ს-------------–ის (დაბ. 18.01.2---წელს) და მ---------------–ის (დაბ. 2--- წლის 10 სექტემბერს) სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის ალიმენტის გადახდა თითოეული ბავშვის სასარგებლოდ.
3. არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენელმა თ----- ტ--------მ მხარი დაუჭირა 2017 წლის 14 ივლისის სოციალური მომსახურების სააგენტოს (გ------- და ს-------------–ის) ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნას და განმარტა, რომ გ------- და ს-------------–ები უნდა დარჩნენ მამასთან საცხოვრებლად, რადგან ბავშვებს დედის მიმართ და დედის მხრიდან ბებიის და პაპის მიმართ მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, მამის სახლში ისინი კომფორტულად და დაცულად გრძნობენ თავს და კატეგორიული წინააღმდეგები არიან საცხოვრებლად დედასთან გადავიდნენ. რაც შეეხება მ---------------–ს შესაძლებელია მის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი, რადგან იგი პატარაა, დედასთან კარგად გრძნობს თავს და ასაკიდან გამომდინარე დედის მოვლა ესაჭიროება.
4. სასამართლო სხდომაზე ბავშვების წარმომადგენელის თანდასწრებით გამოკითხულ იქნენ გ------- და ს-------------–ები. მათ გამოკითხვისას განაცხადეს, რომ ისინი ცხოვრობენ მამასთან, სადაც თავს გრძნობენ კარგად, მათზე ზრუნავს მამა და ბებია, არ ეჩხუბებიან და კარგად უვლიან, მათ არ სურთ დედასთან წასვლა და დედასთან ერთად ცხოვრება, რადგან დედა მათ ცუდად ექცეოდა, არ უვლიდა და როცა მშობლები ერთად ცხოვრობდნენ დედა მათ ცემდა. ბავშვებმა ასევე აჩვენეს, რომ დედამ ისინი მამის სახლში მიატოვა იმ დროს, როდესაც მათი მამა თურქეთში იყო წასული და ერთ-ერთი მათგანი ავად იყო.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნაში მითითებულია გამოკვლევის შემდეგი შედეგები: ორივე ბავშვში შეინიშნება ემოციური ტრამვა, მამასა და შვილებს შორის არის კარგი ურთიერთობა, ხოლო დედის მიმართ ორივე ბიჭი აგრესიულად არის განწყობილი. ბავშვების დამოკიდებულება დედის ს-------------–---–ის ოჯახის მიმართ ასევე ნეგატიურია, პაპას ადანაშაულებენ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარაში. დასკვნაში მითითებულია, რომ ბავშვების (გ------- და ს-------------–ის) სურვილია იცხოვრონ მამასთან ერთად მამის სახლში, რადგან იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ. მათზე ზრუნავს მამა და ბებია, რომლებიც მათთვის არიან ავტორიტეტები.
5. ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.1.1. ს-------------–---–ი და ა-–--------------------–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2004 წლიდან და ამ პერიოდში მეუღლეებს შეეძინათ სამი შვილი გ-----------------–ი (დაბადების თარიღი:02.09.2---), ს-------------–ი (დაბ. 18.01.2---წელს) და მ---------------–ი (დაბ. 2--- წლის 10 სექტემბერს). ოჯახური უსიამოვნების გამო მეუღლეები გაცილდნენ ერთმანეთს და 2017 წლის იანვრიდან ს-------------–---–მა მიატოვა მეუღლის ა-–--------------------–ის საცხოვრებელი სახლი და ამჟამად ცხოვრობს მშობლების სახლში ქალაქ საგარეჯოში, მ--------–---–-------------ში. მათი შვილები გ-----------------–ი, ს-------------–ი და მ---------------–ი საცხოვრებლად დარჩნენ მამის საცხოვრებელ სახლში ქალაქ საგარეჯოში, ქ----–---–-------------ში. ბავშვებზე ზრუნავს მათი მამა ა-–--------------------–ი და ბებია მ----- ლომიძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა, მოწმეთა და ბავშვების განმარტებები,5.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.2.1. მამასა და შვილებს შორის არის კარგი ურთიერთობა. მამასთან, ბავშვები თავს კარგად გრძნობენ, მამის სახლი არის ბავშვების ბუნებრივი გარემო, მათზე კარგად ზრუნავს მამა ა-–--------------------–ი და ბებია, და ბავშვების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ საცხოვრებლად დარჩნენ მამასთან, მამის საცხოვრებელ სახლში ქალაქ საგარეჯოში, ქ----–---–-------------ში. მათ არ სურთ დედასთან წასვლა და მასთან რაიმე სახის ურთიერთობა.
დედის ს-------------–---–ის მიმართ ორივე ბიჭი აგრესიულად არის განწყობილი. ბავშვების დამოკიდებულება დედის ს-------------–---–ის ოჯახის მიმართ ასევე ნეგატიურია, პაპას ადანაშაულებენ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა, მოწმეთა და ბავშვების განმარტებები,- ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ ძირითად სარჩელს უარი უნდა ეთქვას, ხოლო შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე ,1200-ე მუხლები, ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენცია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. მოსარჩელეების მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას სასამართლოს მიაჩნია, რომ მცირეწლოვანების გ-----------------–ის, ს-------------–ის და მ---------------–ის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მამის ა-–--------------------–ის საცხოვრებელი ადგილი (ქალაქი საგარეჯო, ქ----–---–------------), შემდეგ გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი უკრძალავს იმ მშობელს შეზღუდოს მეორე მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მასთან ცხოვრობს. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.
ბავშვის უფლებათა კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შეს---მისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეს---მისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შეს---მისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შეს---მისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.
ზემოთაღნიშნული ნორმების საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას ბავშვების მცირე ასაკის გათვალისწინებით გადაწყვეტილება მირებული უნდა იყოს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ იმ არგუმენტაციით, თუ რა პირობები შეიძლება მიჩნეული იქნეს ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის საუკეთესოდ. ასეთ პირობებში პირველ რიგში მოაზრებული უნდა იქნეს ის სოციალური გარემო და კონკრეტული ჰუმანური რესურსები, რაც აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიის პოზიტიური განვითარებისათვის. საუკეთესოდ ფასდება ის გარემო, სადაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ემოციური რესურსები. ამასთან ყველა ბავშვის უფლებაა, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, ეს წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას.
კონვენციის ამ მოთხოვნებიდან, მხარეთა და არასრულწლოვანების წარმომადგენლის განმარტებიდან, საქმეში წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს და ფსიქოლოგის მიერ წარმოდგენილი დასკვნებიდან გამომდინარე, ასევე თავად არასრულწლოვანი ბავშვების სასამართლო სხდომის დარბაზში მოსმენის შემდეგ სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მამის ოჯახის სანიტარულ-ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოა, ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ აქვთ თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება, ოჯახში დამაკმაყოფილებელია ბავშვის ძირითადი მოთხოვნები, ბავშვები უზრუნველყოფილი არიან ადეკვატური საკვებით, არიან სუფთად მოვლილები, აქვთ კარგი საცხოვრებელი პირობები, ოჯახის წევრებისგან გარემოცული არიან მზრუნველი გარემოთი, ოჯახში ბავშვის საჭიროებები დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება ს-------------–---–ის, დადგენილი იქნა, რომ ბავშვების დამოკიდებულება დედის და მისი ოჯახის მიმართ მკვეთრად ნეგატიურია. საქმეზე წარმოდგენილი დასკვნით, ასევე სასამართლოს სხდომაზე ბავშვების გამოკითხვისას დადგინდა, რომ ბავშვებსა და დედას შორის ცუდი ემოციური კავშირია, ბავშვებს კატეგორიულად არ სურთ დედასთან ცხოვრება და ურთიერთობა და ეს ბავშვებმა აშკარად გამოხატეს სასამართლო სხდომაზე. ისინი განიცდიან შექმნილ ვითარებას და გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ არასრულწლოვანი ბავშვები მამასთან უკვე ერთი წელია ცხოვრობენ და იქ თავს გრძნობენ დაცულად და არ სურთ არსად გადასვლა.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დედის სურვილია ბავშვები მასთან ცხოვრობდნენ, თუმცა იგი ვერ აცნობიერებს, რომ მის მიერ ბავშვების წაყვანა მათი ნების საწინააღმდეგოდ უფრო მეტ ფსიქოლოგიურ ტრამვას მიაყენებს მის არასრულწლოვან ბავშვებს გ------- და ს-------------–ებს.
სასამართლო არ იზიარებს სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების წარმომადგენლის პოზიციას, რომ შესაძლებელია მცირეწლოვანი მ---------------–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის ს-------------–---–ის საცხოვრებელი ადგილი, რადგან ეს გამოიწვევს და-ძმების დაშორებას და მათთვის დამატებითი სტრესის მიყენებას, რაც დაუშვებელია. ამავე დროს, მ---------------–ის ასაკიდან (3 წელი) და დედასთან კარგი დამოკიდებულებიდან გამომდინარე შესაძლებელია მისი დროებით, რამდენიმე დღით წაყვანა დედის მიერ თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მამას და ძმებს მისი მონახულების საშუალება ექნებათ.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რეალურად არსებული ვითარებიდან გამომდინარე ისეთი რადიკალური ღონისძიების გატარება, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მათი იძულება დატოვონ მამის სახლი და საცხოვრებლად გადავიდნენ დედასთან სახლში გაუმართლებელია. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ბავშვებს ესაჭიროებათ სტაბილური და უსაფრთხო გარემო და ამ თვალსაზრისით ნებისმიერი ძალდატანებით ცვლილებამ შესაძლებელია გააუარესოს ბავშვების სტრესული მდგომარეობა. ამავე დროს მიზანშეწონილია, რომ დედას მიეცეს უფლება ნებისმიერ დღეს მოინახულოს თავისი შვილები, ხოლო მცირეწლოვანი მ----- წაიყვანოს თავის სახლში რამდენიმე დღით რათა მოხდეს დედის და ბავშვების შორის ურთიერთობის აღდგენა.
8.2. შეგებებული სარჩელით დაყენებული ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა მცირეწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შეს---მისად, მშობლებს ან შეს---მის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოპასუხეს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის (300 ლარის) დაკისრება არ შეიძლება გონივრული იყოს. ალიმენტი არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომლის გადახდაც მხარეს რეალურად არ შეუძლია ან მას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.
აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად და გონივრულად მიაჩნია, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხე ს-------------–---–ს არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტი 20 (ოცი) ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე მათ სრულწლოვანებამდე.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტის თანახმად: დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. სარჩელი დაკმაყოფილდა 60 ლარის ნაწილში, ხოლო მოპასუხემ სარჩელის ეს მოთხოვნა არ ცნო. მოსარჩელე მხარე კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული სარჩელის მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს 21.60 (ოცი და ერთი ლარი და 60 თეთრი) ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს-------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, რომ მცირეწლოვანი შვილების გ-----------------–ის (დაბ.02.09.2---), ს-------------–ის (დაბ. 18.01.2---წელს) და მ---------------–ის (დაბ. 2--- წლის 10 სექტემბერს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მისი ს-------------–---–ის საცხოვრებელი ადგილი, არ დაკმაყოფილდეს.
2. ა-–--------------------–ის შეგებებული სარჩელი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში დაკმაყოფილდეს. მცირეწლოვანი გ-----------------–ის (დაბ.02.09.2---), ს-------------–ის (დაბ. 18.01.2---წელს) და მ---------------–ის (დაბ. 2--- წლის 10 სექტემბერს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის ა-–--------------------–ის საცხოვრებელი ადგილი, მდებარე ქალაქი საგარეჯო, ქ----–---–------------.
3. ს-------------–---–ს მიეცეს უფლება იქონიოს ურთიერთობა მცირეწლოვან გ-----------------–თან (დაბ.02.09.2---) და ს-------------–თან (დაბ. 18.01.2---წელს) ნებისმიერი დღის 14 საათიდან 18 საათამდე, ბავშვების გ-----------------–ის და ს-------------–ის თავის სახლში წაყვანის გარეშე.
4. მოსარჩელე ს-------------–---–ს უფლება მიეცეს მცირეწლოვან შვილთან მ---------------–თან იქონიოს ურთიერთობა ყოველი დღის 14 საათიდან 18 საათამდე, ხოლო პარასკევს 14 საათიდან - კვირის 18 საათამდე წაიყვანოს მ---------------–ი თავის საცხოვრებელ სახლში უწყვეტად, ქალაქ საგარეჯოში, მ--------–---–------------ და ვალდებულია დააბრუნოს ბავშვი მამის საცხოვრებელ სახლში (ქ. საგარეჯო, ქ----–---–------------) კვირა დღის 18 საათამდე.
5. ს-------------–---–ის მიერ მ---------------–ის თავის საცხოვრებელ სახლში წაყვანის შემთხვევაში (ქალაქი საგარეჯოში, მ--------–---–------------), მოსარჩელე ა-–--------------------–ს უფლება აქვს ინახულოს მცირეწლოვანი შვილი მ---------------–ი პარასკევს 14 საათიდან - კვირა დღის 18 საათამდე ს-------------–---–ის საცხოვრებელ სახლში.
6. მოპასუხე ს-------------–---–ს მცირეწლოვნი შვილების გ-----------------–ის (დაბ.02.09.2---), ს-------------–ის (დაბ. 18.01.2---წელს) და მ---------------–ის (დაბ. 2--- წლის 10 სექტემბერს) რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტის ყოველთვიურად 20 (ოცი) ლარის გადახდა თითოეულ ბავშვზე.
7. არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდევინება მოხდეს შეგებებული სარჩელის შემოტანიდან (2017 წლის 14 მარტიდან) ბავშვების სრულწლოვანებამდე.
8. მოპასუხე ს-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 21.60 (ოცდაერთი ლარი და 60 თეთრის) ლარის გადახდა.
9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-9 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.
10.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე