განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100117002336112
N1/375-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
01.03.2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი მანანა შოთაშვილი
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოთარ ხორგუაშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატი - ვაჟა სუხიტაშვილი
ბრალდებული - გ--–- ა-–------ის ძე გ----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 27 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: კ-----------------------–------–---–-----------------------–-----------------------------------–-----------–-.
კვალიფიკაცია
ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ--–- გ----–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ასევე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
გ--–- გ----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, კ-----------------------–----------–-–ი, ს--–------- ნ--------–---ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გ--–- გ----–---–ი თავს დაესხა ს--–------- ნ--------–---ს, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ფიზიკური ძალადობით და დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მოსთხოვა ფულადი თანხა. ამავე დროს გ--–- გ----–---–მა ს--–------- ნ--------–---ს ჩაარტყა ჯოხი და წააქცია ძირს, რის შედეგადაც ს--–------- ნ--------–---მა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--–- გ----–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
სასამართლოს გადაწყვეტილება გ--–- გ----–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შესახებ ემყარება ერთმანეთთან შეჯერებულ, ურთიერთთავსებად და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა ანალიზის საფუძველზე, დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ არ იქნა გაზიარებული. სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს მოწმეთა ჩვენებებს და ექსპერტიზის დასკვნებს მათი რელევანტურობისა და სანდოობის თვალსაზრისით და დეტალურად იმსჯელებს, თუ რატომ ეთანხმება ბრალდების მხარის არგუმენტებს.
თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს შსს კასპის რაიონულ სამმართველოში ხათუნა ბ--–--–-–---–--გან მიღებული შეტყობინება, რომლის თანახმად, კ-----------------------–----------–-–ი, მის მეზობელს - ს--–---- (ს--–-------) ნ--------–---ს, სახლში, დანით შეიარაღებულმა უცნობმა მამაკაცმა მოსთხოვა ფული და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
დაზარალებულმა - ს--–------- ნ--------–---მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დეტალურად განმარტა, თუ რა ვითარებაში დაესხა მას თავს გ--–- გ----–---–ი. დაზარალებულის ჩვენებით, მას კ-----------------------–----------–-–ი იცნობენ „ს--–----ს“ სახელით. 2017 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, როდესაც სოფელ გ--------–-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, მეზობლებთან - ხ------- და ნ-----–- ბ--–--–-–---–ებთან ერთად იმყოფებოდა, გარედან შემოესმა ხმა, რომ ვიღაცამ დაიძახა: „გ---–--, გ---–--“. ს--–------- ნ--------–---მა უპასუხა, რომ მისი მეუღლე - იარანდაგულ ნ--------–---ი (რომელსაც სოფელ გ--------–-ში იცნობენ „გ---–--ს“ სახელით) ქ. თბილისში იყო წასული. ამის შემდეგ აღნიშნული მამაკაცი ღობეზე გადახტომით შევიდა სახლის ეზოში, ს--–------- ნ--------–---ი დაიჭირა, ძალის გამოყენებით, ხელით გაათრია საცხოვრებელი სახლის სარდაფის ჩასასვლელ კიბეებთან, შარვლის ქამრიდან ამოიღო დანა და მოკვლის მუქარით დაზარალებულს ფული მოთხოვა. ს--–------- ნ--------–---მა უპასუხა, რომ მას ფული არ ჰქონდა. აღნიშნულმა მამაკაცმა დაზარალებულს ძლიერად ჩაარტყა ჯოხი თავში, რის შედეგადაც ს--–------- ნ--------–---ი წაიქცა და თავიდან სისხლი წამოუვიდა. ამ დროს ს--–------- ნ--------–---ს სახლიდან დაუძახა ხ------- ბ--–--–-–---–მა. როდესაც მამაკაცმა გაიგო ქალის ხმა, მან დაზარალებულს თავი დაანება და წავიდა. ს--–------- ნ--------–---ის განმარტებით, თავდასხმისას აღნიშნულ მამაკაცს ეცვა სამხედრო ქურთუკი და თავზე მოკლე შავი ქუდი ეხურა. იმის გამო, რომ ს--–------- ნ--------–---ი არის ასაკოვანი და თავდასხმა განხორციელდა ღამის საათებში, ამავდროულად იგი იყო ძლიერ აღელვებული, იმ მომენტში თავდამსხმელი ვერ იცნო, თუმცა, მოგვიანებით, აღიდგინა, რომ მას ყაჩაღურად თავს დაესხა თანასოფლელი, „ა---“ (ა-–------ის) შვილი - გ--–- გ----–---–ი. ს--–------- ნ--------–---მა განმარტა, რომ სოფელ გ--------–-ში იგი რამდენჯერმე შეხვედრია გ--–- გ----–---–ს და დარწმუნებულია, რომ სწორედ ის დაესხა თავს სიცოცხლის მოსპობის მუქარით და მოთხოვა ფული. მას ბრალდებულთან არასოდეს ჰქონია ცუდი ურთიერთობა ან კონფლიქტური დამოკიდებულება, ამიტომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოექცა გ--–- გ----–---–ი მას ასე უმოწყალოდ. ს--–------- ნ--------–---მა სასამართლო სხდომაზე დაფიქსირა, რომ გ--–- გ----–---–ის მიმართ აქვს პრეტენზია და მოითხოვა მისი დასჯა კანონის შესაბამისად.
დაზარალებულის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ხ------- ბ--–--–-–---–მა, რომელიც 2017 წლის 22 ივნისს, ღამით, იმყოფებოდა ს--–------- ნ--------–---ის სახლში. მისი ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით 21:30 საათზე, ს--–------- ნ--------–---ის სახლთან დაიძახა მამაკაცმა. ს--–-------ი გავიდა გარეთ და უკან აღარ დაბრუნდა. ხ------- ბ--–--–-–---–მა ეზოში გაიხედა და დაინახა, რომ მისთვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა მოკლე სამხედრო ქურთუკი, ღია ფერის შარვალი და თავზე მონაცრისფრო ქუდი ეხურა, ამოვიდა სარდაფის ჩასასვლელი კიბეებიდან, სწრაფი ნაბიჯით გაემართა ჭიშკრისაკენ და ბეტონის ღობეზე გადახტომით დატოვა ს--–------- ნ--------–---ის საცხოვრებელი სახლის ეზო. ხ------- ბ--–--–-–---–ი ჩავიდა ს--–-------ის მოსაძებნად და დაინახა, რომ იგი იყო წაქცეული და ცდილობდა წამოდგომას. მას აღენიშნებოდა დაზიანებები თავის არეში და იყო ძალზე აღელვებული. ს--–------- ნ--------–---ს თავიდან სისხლი მოსდიოდა და ტანსაცმელი მიწით ჰქონდა დასვრილი. ს--–-------ი ამბობდა, რომ მას თავს დაესხა მამაკაცი, რომელიც დანის გამოყენებით მოკვლით ემუქრებოდა და ითხოვდა ფულს. ხ------- ბ--–--–-–---–მა თავდამსხმელი ვერ იცნო, რადგან მას გ--–- გ----–---–ი მანამდე არასოდეს არ უნახავს. ამასთან, მან ვერ მოახერხა თავდამსხმელის სახისა და აღნაგობის დამახსოვრება, რადგან იყო ღამის საათები.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მიუთითა მოწმე ნ-----–- ბ--–--–-–---–მაც. მისი ჩვენებით, 2017 წლის 22 ივნისს, მეზობელმა - ს--–------- ნ--------–---მა თხოვა ღამით მასთან დარჩენა, ვინაიდან მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდა. ნ-----–- შვილთან, ხ------- ბ--–--–-–---–თან ერთად, ს--–------- ნ--------–---ს სახლში გაჰყვა. საღამოს საათებში, მის შვილს - ხ------- ბ--–--–-–---–ს გარედან შემოესმა ყვირილის ხმა და გარეთ გავიდა. ხ-------ს გასვლიდან დაახლოებით ხუთ წუთში, ნ-----–- ბ--–--–-–---–იც გარეთ გავიდა. ამ დროს მას ხ------- ბ--–--–-–---–მა უთხრა, რომ ვიღაც სარდაფიდან გამოვარდა და ღობეზე გადახტა. ამის შემდეგ ნ-----–- ბ--–--–-–---–ი ჩავიდა სარდაფში და დაინახა ს--–------- ნ--------–---ი, რომელსაც თავიდან სისხლი მოსდიოდა და ტანსაცმელი დასვრილი ჰქონდა. როდესაც მან ჰკითხა თუ რა მოხდა, ს--–-------მა უპასუხა, რომ მას თავს დაესხა მამაკაცი, რომელიც დანის გამოყენებით სთხოვდა ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულ გ--–- გ----–---–ისაგან ამოღებული ტანსაცმლის აღწერილობა დაემთხვა დაზარალებულისა და ხ------- ბ--–--–-–---–-- ჩვენებებში დაფიქსირებულ იმ ტანსაცმლის აღწერილობას, რომელიც თავდამსხმელს 2017 წლის 22 ივნისს, დანაშაულის ჩადენისას, ეცვა. აღსანიშნავია ასევე, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმი დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომელიც მხარეთა მიერ ასევე მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებად, დადასტურებულია, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე კინოლოგის - გიორგი გოგაძის მიერ გამოყენებულ იქნა სპეციალურად გაწრთვნილი, სამძებრო ძაღლი, რომელიც ს--–------- ნ--------–---ის საცხოვრებელი სახლის აივნის ქვედა სათავსო ოთახების წინა მხრიდან აღებული სუნის კვალით გაემართა სოფელ გ--------–-ს ხიდის მიმართულებით, გაიარა დაახლოებით 150 მეტრი, გადაკვეთა ხიდი, გზა გააგრძელა სოფელ გ--------–-ს გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით, შევიდა გამგეობის შენობის ეზოში, მარჯვენა მხრიდან მოუარა, მიუახლოვდა მარჯვენა მხარეს ჩამავალ ჩიხს, გაიარა კიდევ 50 მეტრი და გაჩერდა გ--–- გ----–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, შესასვლელ კართან.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 7 ივლისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით, რომელიც მხარეთა მიერ ასევე მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებად, უტყუარად დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები გ--–- გ----–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის იდენტურია.
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ გ--–- გ----–---–მა მიუთითა კ-----------------------–----------–-–ი მდებარე ს--–------- ნ--------–---ის საცხოვრებელი სახლის ეზოზე. მან დაასახელა კონკრეტული ადგილი - სარდაფის ჩასასვლელი კიბეები, სადაც, მისი განმარტებით, განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა ს--–------- ნ--------–---ზე. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ღობეზე გადახტომით შეაღწია ს--–-------ის სახლის ეზოში და აღწერა თუ როგორ ჩაიყვანა დაზარალებული სარდაფის კიბეებზე და მასზე განხორციელა თავდასხმა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვა ასევე ღობეზე გადახტომის გზით.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 27 ივლისის №--------- დასკვნით, რომელიც მხარეებმა ასევე მიიჩნიეს უდავოდ, დასტურდება, რომ ს--–------- ნ--------–---ს აღენიშნებოდა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა - გ--–- გ----–---–მა, სხვა წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, გამოძიებისას მიცემული ჩვენება მიიჩნია უდავოდ და სრულად დაეთანხმა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებს, თუმცა, საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი განმარტებით, საგამოძიებო ორგანოში აღიარებითი ჩვენების მიცემა განაპირობა სამართალდამცავთა მხრიდან მასზე განხორციელებულმა ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ.
სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა, ორობიექტიანი დანაშაულია, რომელიც ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას. ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმა გულისხმობს დაზარალებულისათვის უეცარ, აგრესიულ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან, ხოლო მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება და დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, იმის მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენება, როგორც ყაჩაღობისას მის მიმართ გამოყენებული ძალადობის შედეგი, სცილდება ყაჩაღობის შემადგენლობის ფარგლებს და იგი უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ--–- გ----–---–ის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგენილია, რომ გ--–- გ----–---–ის ქმედება (ს--–------- ნ--------–---ისათვის ჯოხის დარტყმა და წაქცევა) მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან (ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით), ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.
რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. დანაშაულის ჩადენისას გ--–- გ----–---–ს ამოძრავებდა ფულადი თანხის დაუფლების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, რომლის მისაღწევადაც მან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის და ასეთი ძალადობის მუქარის ხერხი გამოიყენა. ამასთან, მას შემდეგ, რაც გ--–- გ----–---–მა ძალადობრივი ქმედებით დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, ჯოხის დარტყმითა და წაქცევით, პირდაპირი განზრახვით, დაზარალებულს მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია გ--–- გ----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მეირ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია გ--–- გ----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
დაბოლოს, სასამართლო, შეფასების სახით, მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევისას, საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.
სასამართლო შეფასების გარეშე არ ტოვებს ბრალდებულის მიერ საბოლოო სიტყვაში გაჟღერებულ ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოში, აღიარებითი ჩვენების მიცემისას, სამართალდამცავთა მხრიდან მის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული განცხადებები მოტივირებულია მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, რამდენადაც ერთი მხრივ, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება აღნიშნულზე არ მიუთითებს, მეორე მხრივ კი გ--–- გ----–---–მა ვერ ახსნა თუ რატომ არ განაცხადა სამართალდამცავთა სავარაუდო დანაშაულის შესახებ საბოლოო სიტყვამდე და რატომ მიიჩნია არაერთი წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის, მისი აღიარებითი ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, უდავოდ.
3. სამართლებრივი შეფასება:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--–- გ----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--–- გ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.
გ--–- გ----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები განეკუთვნებიან საკუთრების და ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, განზრახ დანაშაულთა რიგს, რომელიც იმავდროულად საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლის ხელშეუვალ უფლებას. ჯანმრთელობა და საკუთრება, ადამიანურ ღირებულებებს შორის, უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია, რომელთა ხელყოფის შემთხვევაში, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით, დამნაშავის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. როგორც საქართველოს კონსტიტუციით და შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით, ასევე არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებით ადამიანის ჯანმრთელობისა და საკუთრების უფლებები გარანტირებულია და მათი ხელყოფის ყოველი შემთხვევა ადეკვატურად უნდა იქნეს რეაგირებული სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, სამართლიანობის კონტექსტში, ყოველთვის დაცული უნდა იყოს პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის ფუნდამენტური პრინციპი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად ბრალდებულის ქმედების შედეგად გამოწვეული მართლსაწინააღმდეგო შედეგისა, გ--–- გ----–---–ს და მის ოჯახს დღემდე არ უცდია დაზარალებულთან შერიგება. ბრალდებულს და მისი ოჯახის წევრებს დაზარალებულების მიმართ არათუ მატერიალური, არამედ მორალური მხარდაჭერაც კი არ გამოუხატავთ. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე გ--–- გ----–---–მა გამოხატა აგრესიული განწყობა ხანდაზმული დაზარალებული ქალის მიმართ და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მოტივით შეეცადა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, რაც მისი პიროვნების უარყოფით მახასიათებლებზე მიუთითებს. დასახელებული გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულის რესოციალიზაცია შესაძლოა მიღწეულ იქნეს ადეკვატური საპატიმრო სასჯელის გამოყენებით.
სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ასაკს, მის ოჯახურ მდგომარეობას და სხვა პიროვნულ მახასიათებლებს. გ--–- გ----–---–ი 33 წლისაა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, დაოჯახებულია, არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დაკავებამდე იყო უმუშევარი.
ამდენად, პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, სამართლიანობისა და სასჯელის საკმარისობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, სასამართლოს აზრით, გ--–- გ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციებით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ამგვარი სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა", ”გ” და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ერთი ცალი სიგარეტის ნამწვი, ერთი ცალი რკინის ნაჭერი, ორი ცალი სუნის კვალი, ერთი კოლოფი სიგარეტი, ერთი ასანთის კოლოფი, ერთი ცალი გათლილი ხის ტოტი, ერთი ცალი დაქტილოფირი, სისხლის, სუნის, ნერწყვის და ხელის ანაბეჭდის ნიმუშები უნდა განადგურდეს;
· ერთი ცალი ბოქლომი, ერთი ცალი ნაჭრის თავსაფარი და ს--–------- ნ--------–---ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - ს--–------- ნ--------–---ს;
· ხუთი ცალი სამხედრო ფორმის ქურთუკი, ერთი ცალი ლურჯი ფერის ნაჭრის ქუდი, ერთი ცალი შავი ფერის ნაჭრის ქუდი და გ--–- გ----–---–ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს - გ--–- გ----–---–ს და ა-–------ი გ----–---–ს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს;
· უნდა განხორციელდეს ერთი თეთრტარიანი დანის, ერთი დანის ტარზე თეთრი ფერის ნაჭრით, ერთი ხისტარიანი დანის და ერთი მოტეხილტარიანი დანის საპროცესო კონფისკაცია, რომლებიც უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ--–- გ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--–- გ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ გ--–- გ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 ივნისის 17:55 საათიდან.
3. მსჯავრდებულ გ--–- გ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ერთი ცალი სიგარეტის ნამწვი, ერთი ცალი რკინის ნაჭერი, ორი ცალი სუნის კვალი, ერთი კოლოფი სიგარეტი, ერთი ასანთის კოლოფი, ერთი ცალი გათლილი ხის ტოტი, ერთი ცალი დაქტილოფირი, სისხლის, სუნის, ნერწყვის და ხელის ანაბეჭდის ნიმუშები განადგურდეს;
· ერთი ცალი ბოქლომი, ერთი ცალი ნაჭრის თავსაფარი და ს--–------- ნ--------–---ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - ს--–------- ნ--------–---ს;
· ხუთი ცალი სამხედრო ფორმის ქურთუკი, ერთი ცალი ლურჯი ფერის ნაჭრის ქუდი, ერთი ცალი შავი ფერის ნაჭრის ქუდი და გ--–- გ----–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს - გ--–- გ----–---–ს და ა-–------ი გ----–---–ს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს;
· განხორციელდეს ერთი თეთრტარიანი დანის, ერთი დანის ტარზე თეთრი ფერის ნაჭრით, ერთი ხისტარიანი დანის და ერთი მოტეხილტარიანი დანის საპროცესო კონფისკაცია, რომლებიც უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე