განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150100118002300600
1/12-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს------ ლ--------ის ძე ქ---------ი (დაბადებული 199--–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქ. ახალქალაქი დ-------–-----–----------, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. ახალქალაქი თ-------------------);
ადვოკატი - ტარიელ ბალაბანიშვილი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ქ. ახალქალაქში მცხოვრებ რ------ მ----------ს, რამდენიმე წლის მანძილზე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა რა მის მეუღლესთან, ს------ ქ---------თან, ეს უკანასკნელი რ------ მ----------ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. მათ შორის ს------ ქ---------მა მის მეუღლეს, რ------ მ----------ს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 2014 წლის იანვრის თვეში, ასევე 2017 წლის თებერვლის, მარტის და აპრილის თვეებში. ბოლოს, 2017 წლის 29 დეკემბერს, საღამოს დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის შუალედში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს------ ქ---------მა მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მისი მეუღლე რ------ მ----------ი ითრია თმით და რამდენჯერმე სახის არეში ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც რ------ მ----------მა განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. რ------ მ----------ი და ს------ ქ---------ი მეუღლები არიან და ცხოვრობენ ქ. ახალქალაქში, ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი ლ-------- ქ---------ი;
რ------ მ----------ს რამდენიმე წლის მანძილზე ფინანსურ და საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა ს------ ქ---------თან;
კონფლიქტის ნიადაგზე ეს უკანასკნელი რ------ მ----------ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მათი არასრულწლოვანი შვილის ლ-------- ქ---------ის თანდასწრებით, მათ შორის:
- ს------ ქ---------მა მის მეუღლეს, რ------ მ----------ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 2014 წლის იანვრის თვეში, ასევე 2017 წლის თებერვლის, მარტის და აპრილის თვეებში.
- 2017 წლის 29 დეკემბერს, საღამოს დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის შუალედში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს------ ქ---------მა მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მისი მეუღლე რ------ მ----------ი ითრია თმით და რამდენჯერმე სახის არეში ჩაარტყა ხელი
მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, ალკოტესტით შემოწმების ოქმი, ლ-------- ქ---------ის დაბადების მოწმობა.
2.1.2. ს------ ქ---------ის ბოლო ქმედების (29.12.2017 წ.) შედეგადაც რ------ მ----------მა განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
2.1.3. ბრალდებული ს------ ქ---------ი თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ინანიებს, ითხოვა პატიებას.
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს------ ქ---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: დაზარალებულ რ------ მ----------ის ჩვენება, მოწმეების ვ----------- მ----------ის, ლ----- მ----------ის, ლ-------- მ----------ის ჩვენებები, ბრალდებულ ს------ ქ---------ის აღიარებითი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა რ------ მ----------ის მიმართ, ალკოტესტით შემოწმების ოქმი, ლ-------- ქ---------ის დაბადების მოწმობა მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ს------ ქ---------ის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------ ქ---------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
დადგენილია, რომ ქ. ახალქალაქში მცხოვრებ რ------ მ----------ს, რამდენიმე წლის მანძილზე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა რა მის მეუღლესთან, ს------ ქ---------თან, ეს უკანასკნელი რ------ მ----------ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. მათ შორის ს------ ქ---------მა მის მეუღლეს, რ------ მ----------ს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 2014 წლის იანვრის თვეში, ასევე 2017 წლის თებერვლის, მარტის და აპრილის თვეებში. ბოლოს, 2017 წლის 29 დეკემბერს, საღამოს დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის შუალედში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს------ ქ---------მა მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მისი მეუღლე რ------ მ----------ი ითრია თმით და რამდენჯერმე სახის არეში ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც რ------ მ----------მა განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ს------ ქ---------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს, ინანიებს და ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, არ არის ნასამართლევი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;
4.2. ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული ნასვამ მდგომარეობაში, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა;
4.3. დაზარალებული სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ბრალდების მხარის განმარტებით დაზარალებული იცოდა სხდომის თარიღის შესახებ, ამასთან დაზარალებული ბრალდებულთან არ არის შერიგებული და გააჩნია პრეტენზია მის მიმართ; 30.12.2017 წლის გამოკითხვის ოქმის მიხედვით იგი ითხოვს, რომ ს------ ქ---------ი დაისაჯოს კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელით (იხ. ს.ფ. 43-45).
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, თავისუფლების შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით, გარდა ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
გამომდინარე მოცემული განაჩენის მე-4 პუნქტიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებულია ბრალდებულს შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეიძლება ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის ხასიათს - საზოგადოებრივ საშიშროებას - ოჯახში ძალადობა ჩადენილი ნასვამ მდგომარეობაში, ამასთან გასათვალისწინებელია ბრალდებულის მიდრეკილება ძალადობისაკენ.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, არის სათანადო სასჯელის სანქცია, რაც ასევე არის რესოციალიზაციის და პრევენციის გარანტი.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 200-ე, 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს------ ქ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
2. ს------ ქ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
3. პირობით სასჯელზე მსჯავრდებულ ს------ ქ---------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ შესაბამის პრობაციის ბიუროს;
4. ს------ ქ---------ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 01 მარტიდან; ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2017 წლის 30 დეკემბრიდან - 2017 წლის 31 დეკემბრამდე;
5. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან