განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/26-18 (№069261117001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
30.01. 2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი ი----- მ–----
დაცვის მხარე
ბრალდებული რ------ ა---–--ე
მამის სახელი: რ------
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლეობა: არა
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ქ. ქუთაისი, ნ----- მე-2 შეს. N25/52
სხდომის სახე ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტები.
- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 25 ნოემბერს, ღამის საათებში, წყალტუბოს რაიონის სოფელ სორმონში განთავსებულ შპს ,,მეგობრობა 96-ის“ ქვის დამამუშავებელ საამქროში, უკანონოდ შეაღწია რ----- ა---–--ემ, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ე.წ. ტელფერის ელექტრო ძრავს, რითაც დაზარალებულს მიადგა 400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 17 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ რ------ ა---–--ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს რ------ ა---–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, რ------ ა---–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა - გ-------– ს-----------ის, თ------ ლ------ს, ლ------ წ-------ს, მ------ ჭ---–------ს, გ-------– ქ------–--ის, მ------ გ------ის, ი----- ი-----–---ის, ლ---- ლ----ის და თავად ბრალდებულის რ------ ა---–--ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათალიერების ოქმი, ფოტოცხრილით; ჩხრეკის ოქმით და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; ამოღების ოქმით და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ნივთის ამოცნობის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკის გახსნისა და დათვალიერების ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკის გახსნისა და დათვალიერების ოქმით; სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; ნასამართლობის ცნობით; ამონაწერით მეწარმეთა რეესტრიდან; შეტყობინებებით; მიმართვის წერილით შპს ,,მეგობრობა 96-ს“ და შესაბამისი პასუხით; განცხადებებით და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა რ------ ა---–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით. ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ------ ა---–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის განაჩენით რ----- ა---–--ე გასამართლებულია სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 306-ე მუხლებით და მისჯილი ჰქონდა ჯარიმა 150 ლარის ოდენობით, რაც ბრალდების მხარის მიერ სააღსრულებო ბიუროდან წარმოდგენილი ცნობით გადახდილი არ არის, ვინაიდან არასწორი მისამართის გამო 2003 წლის მაისის თვეში სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდა შეუსრულებული სახით სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ჯარიმით მსჯავრდებულს ნასამართლობა გაუქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ და განაჩენით დანიშნული ჯარიმა გადახდილი არ არის, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----- ა---–--ე ვერ ჩაითვლება ნასამართლევ პირად შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას. ეს ვადა კი გავიდა 2009 წელს, ხოლო სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლობის არმქონედ.
ერთადერთი სათანადო საფუძველი, რამაც შეიძლება შეაჩეროს აღნიშნული ხანდაზმულობის ვადის დინება, სსკ-ის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არის თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს ეკისრება ამ გარემოების მტკიცების ტვირთი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წარმოდგენილი ცნობით ამ ვადის დინების შემაჩერებელი რაიმე გარემოება არ დასტურდება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: რ------ ა---–--ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; ითანამშრომლა და ხელი შეუწყო გამოძიებას დანაშაულის სწრაფ გახსნაში; დაზარალებულზე მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
თანახმად სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილისა ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელსაც ნასამართლობის არმქონე ბრალდებული სრულად აღიარებს, სახეზეა პირობითი მსჯავრის გამოყენების ყველა წინაპირობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ რ------ ა---–--ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სამართლიანი ზომით დანიშვნით, მისი პირობით ჩათვლით და გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ------ ა---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ------ ა---–--ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- რ----- ა---–--ისაგან ამოღებული ფულადი თანხა 30 ლარი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სამი ცალი ქვითარი, რაც ინახება წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ოფურჩხეთის პოლიციის განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს- გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკები - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე