განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/22-18 (N041061117001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
31.01.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი ნ---- ზ-------–---–ი
დაცვის მხარე
ბრალდებული ლ-–- ძ--------ი
მამის სახელი: ს------
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები: ბორჯომის რაიონი სოფელი ბ---------ი
ადვოკატი ე--- ნ--------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი.
- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 06 ნოემბერს, დაახლოებით 06:15 საათზე, ქ. ქუთაისში რუსთაველის გამზირ N95-ში მდებარე სს ,,თიბისი“ ბანკის ფილიალიდან ლ-–- ძ--------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ერთ ცალ 65 (სამოცდახუთ) ლარად ღირებულ სიგნალიზაციის დამმუხტველს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 18 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ლ-–- ძ--------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ლ-–- ძ--------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ლ-–- ძ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა - გ--- ხ----–--ის, გ--- ბ-----ის და ზ---- ბ----------ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამოღების ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის დათვალიერების ოქმით; სიგნალიზაციის დამმუხტველის დათალიერების ოქმით; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N3---დ დასკვნით; ნასამართლობის ცნობით; 2017 წლის 08 ნოემბრის განაჩენით; 2017 წლის 31 დეკემბრის განაჩენით; შეტყობინებით; მიმართვის წერილებით და შესაბამისი პასუხებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ლ-–- ძ--------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ-–- ძ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ლ-–- ძ--------მა აღიარა დანაშაული, ის ამ ფაქტამდე ნასამართლევი არ ყოფილა. დანაშაულის საგანი - მოპარული ნივთი ამოღებულია.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ-–- ძ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, ლ-–- ძ--------ი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 დეკემბრის განაჩენით(დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ლ-–- ძ--------სა და ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას შორის) გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მოცემული განაჩენით ინკრიმინირებული ქმედება მან ჩაიდინა წინა განაჩენების გამოტანამდე - 2017 წლის 06 ნოემბერს. შესაბამისად, ამ დანაშაულის ჩადენის დროს ის არ იყო ნასამართლობის მქონე, ანუ ადგილი არ აქვს დანაშაულის რეციდივს და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანიშნული სასჯელების შთანთქმა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე. ამდენად, ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შთანთქას წინა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთამ. მას ასევე საბოლოო სასჯელში უნდა ჩაეთვალოს სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-–- ძ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი შთანთქას წინა - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთამ და საბოლოოდ ლ-–- ძ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ლ-–- ძ--------ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია ნაწილობრივ - 2017 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 31 იანვრამდე პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- ლ-–- ძ--------ისაგან ამოღებული სიგნალიზაციის დამმუხტველი და 10 ცალი ყვითელი ფერის ფოსფორისებური ფირნიშები, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ CD დისკი, და ხელის ერთი კვალი, - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე