განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/993-17 (№041291117001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
22.01.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნანა გაბედავა
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი ქ------- უ-----ე
დაცვის მხარე
ბრალდებული ს--–---- ი-–-------
მამის სახელი: ნ------
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: თურქეთის მოქალაქე
განათლება: არასრული ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული: თურქეთის რესპუბლიკა, ფირაზიზი, პ------ს ქ. N25
მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი სოფელი ბ-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილი.
- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
- ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
- 2017 წლის 02 ნოემბერს, დაახლოებით 06:40 საათზე ქუთაისში აკ. წერეთლის ქ. N4-ში მდებარე ს.ს. ,,ფუდმარტის“ მაღაზიაში ს--–---- ი-–-------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ს.ს. ,,ფუდმარტის“ კუთვნილ 6,60 ლარად ღირებულ ალკოჰოლურ სასმელს ,,ნემიროვს“.
- 2017 წლის 02 ნოემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე ქუთაისში აკ. წერეთლის ქ. N4-ში მდებარე ს.ს. ,,ფუდმარტის“ მაღაზიაში ს--–---- ი-–-------ი შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ს.ს. ,,ფუდმარტის“ კუთვნილ 6,60 ლარად ღირებულ ალკოჰოლურ სასმელს ,,ნემიროვს“.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 11 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ს--–---- ი-–-------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ს--–---- ი-–-------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ს--–---- ი-–-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების ბ-–-- ქ-----–--ის, რ--------- კ-------–--ის და დ------- რ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით; თავად ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებით; ს.ს. ,,ფუდმარტის“ სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერების დათვალიერების ოქმებით; ამოღების ოქმები და მოსამართლის განჩინებები ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ; შეტყობინებები; მიმართვა ს.ს. ,,ფუდმარტს“ და შესაბამისი პასუხი; ნასამართლობის ცნობა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ს--–---- ი-–-------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
ასევე, ბრალდებულმა ს--–---- ი-–-------მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ს--–---- ი-–-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ს--–---- ი-–-------მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; ითანამშრომლა და ხელი შეუწყო გამოძიებას დანაშაულის სწრაფ გახსნაში; ის არ არის ნასამართლევი; მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად დაზარალებულს არსებითი ზიანი არ მიდგომია და მოპარული ნივთები ამოღებულია. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს დანაშაულის სისტემატიურ ხასიათს, რის გამოც ი-–-------ის მიერ ჩადენილ ქმედებებს ერთობლიობაში ვერ განიხილავს სსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ისეთ ქმედებად, რომელიც მცირე მნიშვნელობის გამო არ წარმოადგენს დანაშაულს.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, ბრალდებულის პიროვნებიდან(არის 21 წლის, პირველადაა სამართალში) და მისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - ჯარიმის გამოყენებით, მინიმალური ზომით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ სასჯელის უფრო მკაცრ სახეებთან შედარებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს--–---- ი-–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ს--–---- ი-–-------ს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ს--–---- ი-–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ს--–---- ი-–-------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 500 (ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- დ------- რ-----–---–ისაგან ამოღებული არაყი ნემიროვი და სნიკერსი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
- მაღაზია ს.ს. ,,ფუდმარტის“ მიერ წარმოდგენილი სამეთალყურეო ვიდეოჩანაწერის ამსახველი დისკი - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე