განაჩენი

სისხლის სამართლის 09.03.2018
საქმის ნომერი
080100117002238393
დავის ტიპი
151 , 120
თარიღი
09.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/987-17 (№041171117003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

08.02.2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი ქ------- უ-----ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული ლ----- ს---------

მამის სახელი: ა-----–-

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი დ. უ-----ის ქ. N5

 

ადვოკატი ნათია ჩხეტიანი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

- ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

 

- სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 17 ნოემბერს 13:38 საათზე, ქუთაისში ნიუპორტის ქ. N4-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,სმარტის“ წინამდებარე ტერიტორიაზე ლ----- ს---------მ ავტომატის მსგავსი საგნის გამოყენებით (თავში ჩარტყმით) ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა რ----- კ-----ეს.

2017 წლის 17 ნოემბერს 13:38 საათზე, ქუთაისში ნიუპორტის ქ. N4-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,სმარტის“ წინამდებარე ტერიტორიაზე ლ----- ს---------მ ავტომატის მსგავსი საგნით მუქარა განახორციელა რ----- კ-----ის მიმართ, კერძოდ დაუმიზნა და გაისროლა, რითაც რ----- კ-----ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 12 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ლ----- ს---------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს ლ----- ს---------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ლ----- ს---------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული და უდავოდ მიჩნეული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის და მოწმეთა - რ----- კ-----ის, შოთა მელუას, ქ--------- გ---–--–--ის, თ-------- გ--–---ის, ლ---- კ----------ის, კ------------- ბ----------ს, ანა ო--------ის, ანა გ-------ის, ჟანა ნ--------ის, შ------- ჯ----–--–---–ის, ნ---- კ--–-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამოღების ოქმით; სამეთვალყურეო ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით; ნივთიერ მტკიცებულებათა გახსნისა და დათვალიერების ოქმებით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; ბალისტიკური ექსპერტიზის N1---- დასკვნით; ნასამართლობის ცნობით; შეტყობინებებით დანაშაულის შესახებ და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებული და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ლ----- ს---------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით, ან იარაღის გამოყენების მუქარით წარმოადგენს პასუხსიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს სასჯელის დანიშვნის დროს.

ზემოაღნიშნული კანონისმიერი განმარტებიდან გამომდინარე, ბრალდებულ ლ----- ს---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და გულწრფელი მონანიება, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია ის რომ, დანაშაული ჩადენილია ავტომატის მსგავსი საგნის გამოყენებით (თავში ჩარტყმით) და ავტომატის მსგავსი საგნით გამოყენების მუქარით.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ლ----- ს---------მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; ამასთან, ლ----- ს---------ს ქმედებები პროვოცირებული იყო თავად დაზარალებულის მიერ, რაც გამოიხატებოდა დაზარალებულის მხრიდან მისი საცოლის მიმართ განხორციელებული სისტემატიური შეწუხებით.

 

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - ჯარიმის გამოყენებით, სამართლიანი ზომით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ სასჯელის უფრო მკაცრ სახეებთან შედარებით.

 

ამასთან, თანახმად სსკ-ის 52-ე და სსსკ-ის 81-ე მუხლებისა, უნდა მოხდეს დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ----- ს--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ----- ს---------ს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ ლ----- ს---------ს მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 1000 (ათასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი; შპს ,,მისო სმარტ ფინანსის“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერის ამსახველი დისკი - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ტყვიის ერთი ცალი მასრა, სისხლის მაგვარი ლაქა, სისხლისმაგვარი ლაქიანი სალფეთქი და დოლბანდი - განადგურდეს.

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, მოხდეს სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ხმოვანი ავტომატური პისტოლეტის, ერთი მჭიდის, 2 ცალი ხმოვანი ვაზნის, 1 ცალი მასრის, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, როგორც დანაშაულის საგნის საპროცესო კონფისკაცია.

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე