განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002108930
საქმე №1-797/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ვ-–--------------------ის
ბრალდებულის _ ს----- დ------–--ის
ადვოკატის _ ო----------–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №172300717001 საქმე:
ბრალდებული: ს----- დ------–--ი
მამის სახელი: ლ--------
დაბადებული: 10.10.1--- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ქ--------------–------------------–-------------------- ბ-------;
ფაქტობრივად მცხოვრები: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ცეცხლაური;
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, არაერთგზის;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ს----- დ------–--ი, 2017 წლის 29 ივლისს, ღამის დაახლოებით 11-დან 12 საათამდე დროის მონაკვეთში, მივიდა ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში მდებარე სასურსათო მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელების შესაძენად, რა დროსაც მაღაზიაში მყოფ გ------ ს---------ესთან და ნ------- ა--–--ესთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. აღნიშნულის გამო განაწყენებული ს----- დ------–--ი წავიდა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც აიღო დანა და გ------ ს---------ის მოკვლის მიზნით, რამდენიმე წუთის შემდეგ, 2017 წლის 30 ივლისს, თავის ძმასთან, ვ------ დ------–--თან ერთად დაბრუნდა სასურსათო მაღაზიაში, სადაც გ------ ს---------ე იმყოფებოდა. მაღაზიაში შესვლისთანავე, დანით შეიარაღებული ს----- დ------–--ი მივარდა გ------ ს---------ესთან და მუცლის მარჯვენა ფერდის არეში დანის დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა. დაჭრილმა გ------ ს---------ემ შეძლო მაღაზიიდან გაქცევა, დაედევნა ს----- დ------–--ი, თუმცა მასთან მიახლოება და განმეორებით დანის დარტყმა ვეღარ შეძლო. იმავდროულად, მძიმე მდგომარეობაში მყოფი გ------ ს---------ე გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, 2017 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
განზრახ მკვლელობა :
2. დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ--–- ს---------ემ, საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ მის მამას, გ------ ს---------ეს არასდროს ჰქონია უთანხმოება ს----- დ------–--თან. პირიქით, გადმოცემით იცის, რომ რამდენიმე წლის წინ, თურქეთში სამუშაოდ წასულ დ------–--ს, ს---------ე დაეხმარა და სამსახურში მოაწყო. 2017 წლის 29 ივლისს, ღამის 11 საათი იქნებოდა, როდესაც გ------ ს---------ე სახლიდან პროდუქტების შესაძენად წავიდა, დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით მდებარე მაღაზიაში. მისი წასვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, გ--–- ს---------ემ და მისმა მეუღლემ მაღაზიის მხრიდან ხმაური გაიგონეს, გ--–-მ კარგად გაარჩია მამის ხმა. გავიდა გარეთ, უმცროსი ძმა დ----ც გაჰყვა. კორპუსიდან გასულმა ძმებმა დაინახეს სახლისკენ სირბილით მიმავალი მამა, რომელიც ხელს იკიდებდა წელის არეში და გაიძახოდა - ს----- დ------–--მა დამჭრა, სასწრაფო გამოიძახეთო. თან აფრთხილებდა ახლოს არ მისულიყვნენ, უკან დ------–--ები მოსდევდნენ. მართლაც, გ------ ს---------ეს კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ ს----- დ------–--ი, რომელსაც ცალ ხელში დიდი ხანჯალი, მეორეში მისი ქარქაში ეჭირა, მისი ძმა ვ------- დ------–--ი და ზ----- ზ-----–---ი. დ------–--ები - სად გარბიხარო, გ------ს უძახდნენ და ემუქრებოდნენ. გ--–- ს---------ემ და მისმა უმცროსმა ძმამ, დ----მ, ქვები ესროლეს მდევარს, ხმაურზე და ყვირილზე ს---------ეების მეზობლებიც გამოვარდნენ სახლებიდან, მათაც იგივე გააკეთეს, ქვის სროლით აიძულეს დ------–--ები თავი დაენებებინათ გ------ისთვის და გაქცეულიყვნენ. ამ უკანასკნელმა კი სირბილი ვეღარ შეძლო და წაიქცა. სასწრაფოს არ დაელოდნენ და მეზობლის მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში, დაახლოებით რვა წუთში უკვე ადგილზე იყვნენ, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს და გარდაიცვალა. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ბრალდებული დ------–--ის მკაცრი დასჯა მოითხოვა.
3. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მოწმე დ---- ს---------ის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
4. მოწმე ა------ ს---------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ გარდაცვლილი გ------ ს---------ე მისი ძმაა. 2017 წლის 29 ივლისს გვიან ღამით, სახლის აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად, რა დროსაც ხმაური და ხალხის ყვირილი შემოესმა იმ მხრიდან, სადაც მისი ძმის ოჯახი ცხოვრობს. წავიდა ხმაურის მიმართულებით, გზად მიმავალს ს----- დ------–--ი, ზ----- ზ-----–---ი და კიდევ ერთი უცნობი მამაკაცი შეხვდა. სამივე ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა, ს-----ს ერთ ხელში ხანჯალი, მეორეში ქარქაში ეჭირა. როდესაც ძმის საცხოვრებელ კორპუსთან მივიდა, გარეთ ხალხმრავლობა დახვდა, გ------ი დაჭრილი იყო და იძახდა ს----- დ------–--მა დამჭრა, მიშველეთ, გადამარჩინეთო. სასწრაფოს აღარ დაელოდნენ, მეზობლის მანქანაში ჩასვეს, საჭესთან გ--–- ს---------ე დაჯდა, მის გვერდით გ------ი დააჯინეს, უკან თავად ა------ ს---------ე მოთავსდა და ძალიან ჩქარა, რამდენიმე წუთში მოახერხეს დაჭრილის საავადმყოფოში მიყვანა. გზაში გ------ი ისევ იმეორებდა, რომ ს----- დ------–--მა სრულიად უმიზეზოდ დაჭრა. საავადმყოფოში მისვლისას, ის უკვე გონებას კარგავდა, უჭირდა საუბარი. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
5. მოწმე მ-----– დ---–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 29 ივლისს ცოლ-შვილთან ერთად სტუმრად მივიდა ქობულეთის რაიონის სოფ. ცეცხლაურში მცხოვრებ ნათესავთან, რ---- ტ--------თან. სახლში დახვდნენ მასპინძლები: ტ--------ი და მისი მეუღლე ს-----, ს-----ს ძმა ვ-------, ასევე სტუმრად მყოფი ცოლისძმა ზ----- ზ-----–---ი და სიდედრი. გაიშალა სუფრა, დალიეს არაყი, მაგრამ მალე შემოაკლდათ და ს-----მ მ-----–ს სთხოვა ახლოს მდებარე მაღაზიაში გაჰყოლოდა არყის და ლუდის საყიდლად. დაახლოებით 5-6 წუთში უკვე მაღაზიაში იყვნენ. მაღაზიაში მყოფი ტანსრული მამაკაცი და ს----- ერთმანეთს გამოელაპარაკნენ, საუბრობდნენ თურქეთში შეხვედრაზე. ამ დროს მაღაზიაში შევიდა ნასვამი მამაკაცი, რომელიც ჩაერთო მათ საუბარში და ს-----ს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა - შე ქათამოო, ხელიც დაარტყა. ს-----მაც დარტყმით უპასუხა. მსუქანი მამაკაცი, რომელსაც თავდაპირველად ესაუბრებოდა ს-----, როგორც შემდეგ შეიტყო, გ------ ს---------ე იყო. მან გააშველა მოჩხუბრები, ს-----ს ხელი მოჰკიდა და ხელის კვრით გარეთ გაიყვანა, იქ უკვე ს---------ესა და დ------–--ს შორის მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით და შეძახილებით დაშორდნენ. ანერვიულებული ს----- ჩქარი ნაბიჯით წინ მიდიოდა, დ---–--ე ჩამორჩა მას და ს-----ზე გვიან მივიდა სახლში, მასთან ერთად არც მაღაზიაში დაბრუნებულა, შვილს გაეთამაშა, შემდეგ კი დაიძინა. მომხდარი მკვლელობის შესახებ მხოლოდ მეორე დილით შეიტყო.
6. მოწმე ზ------ მ-------ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ცეცხლაურში ფლობს სასურსათო მაღაზიას. 2017 წლის 29 ივლისს, ღამის საათებში მაღაზიაში იმყოფებოდა გ------ ს---------ესთან ერთად. მეორე დღეს სოფელი მიცვალებულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავდა და ხორცი დაჭრეს, სამწვადედ გაამზადეს. დაახლოებით ღამის 11 საათი იქნებოდა, როდესაც მაღაზიაში შევიდა ს----- დ------–--ი უცნობ მამაკაცთან ერთად. უთხრა, რომ სიგარეტის და არყის საყიდლად იყო მისული. ს-----მ და გ------ ს---------ემ საუბარი დაიწყეს თურქეთში ნაცნობობასთან დაკავშირებით, ს-----მ ლუდზე დაპატიჟება შესთავაზა ყველას. ამ დროს მაღაზიაში შევიდა ნ------- ა--–--ე, გ------ ს---------ე კი გარეთ გავიდა, რადგან მეზობლის - ა--–-- შ-----ის მანქანით ახლობელს ბათუმში აცილებდა. ნ-------მა ს-----ს უხეშად მიმართა, წაკამათდნენ, შემდეგ კი ფიზიკურად შეეხნენ ერთმანეთს. ხმაურზე გ------ ს---------ე და ა--–-- შ-----ე შევიდნენ მაღაზიაში, შ-----ემ ნ-------ი შეაკავა და აღარ მიუშვა დ------–--თან, გ------მა კი ეს უკანასკნელი გაიყვანა გარეთ. თვითონ მ-------ე გარეთ არ გასულა და არ დაუნახავს რა მოხდა, თუმცა სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში მოგვიანებით ნახა, რომ მაღაზიიდან გასულ ს---------ესა და დ------–--ს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ხელით შეეხნენ ერთმანეთს, უწმაწურად მიმართავდნენ და შეძახილებით დაშორდნენ, ს----- იძახდა - მე ამ ამბავს მოვიკითხავ, იცოდეო. ამის შემდეგ გ------ი მაღაზიაში შებრუნდა, ნ-------ი სახლში წავიდა. რამდენიმე წუთში მაღაზიაში ისევ გამოჩნდა ს----- დ------–--ი, ორ უცნობ პირთან ერთად. ამ დროს ს---------ე და მ-------ე დახლის შიგნით იდგნენ. შემოსვლისთანავე ს----- გ------ისკენ წავიდა, მასთან ერთად მოსულმა პირმა კი, როგორც შემდეგ შეიტყო მ-------ემ, ს-----ს ძმამ, ქვები ისროლა მ-------ის მიმართულებით, ქვა ვიტრინას მოხვდა და დაიმსხვრა. მ-------ემ ს----- დ------–--ისკენ გახედვისას კარგად დაინახა მის ხელში დიდი ზომის დანა, რომელიც ს---------ეს მოუქნია, ეს უკანასკნელი მაშინვე საპირისპირო მიმართულებით შებრუნდა, უკან გაურბინა მ-------ეს და გასასვლელისკენ გაიქცა, დ------–--ი შეეცადა გზა გადაეჭრა მისთვის. როგორც იხსენებს, კარებთან თითქოს მიუსწრო კიდეც ს-----მ გ------ს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ხელი ჰკრა და გარეთ გავარდა. ფეხდაფეხ გაეკიდა ვ------- დ------–--ი, მას მიჰყვა ზ----- ზ-----–---ი, რომელიც მაღაზიაში ყოფნისას დ------–--ების დაშოშმინებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. თავად ს----- არ გაქცეულა, "დედას გიტირებთო", თუ რაღაც ამდაგვარი უთხრა მ-------ეს, დინჯად გავიდა მაღაზიიდან და იმავე მიმართულებით წავიდა, საითაც ს---------ე გარბოდა. ამ დროს ნ------- ა--–--ე მაღაზიაში არ იმყოფებოდა. მ-------ე დარწმუნებულია, რომ არა ა--–--ე, დ------–--სა და ს---------ეს შორის უთანხმოება არ მოხდებოდა და ტრაგედიაც თავიდან იქნებოდა აცილებული.
7. მოწმე ზ----- ზ-----–---ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 29 ივლისს სტუმრად იმყოფებოდა მამიდის - რ---- ტ--------ის ოჯახში, ქობულეთის რაიონის სოფ. ცეცხლაურში. მამიდის ქმარი ს----- დ------–--ი, მისი ძმა ვ-------, ასევე ზ-----–---ის დის ქმარი - მ-----– დ---–--ე მაგიდას შემოუსხდნენ და დალევა დაიწყეს, ზ-----–---ი არ სვამდა. სასმელი რომ შემოელიათ, ს----- დ------–--ი მ-----– დ---–--ესთან ერთად მაღაზიაში წავიდა არყის საყიდლად. დაახლოებით 20 წუთში უკან დაბრუნდნენ, ამ დროს ზ-----–---ი ეზოში ტელეფონზე საუბრობდა. ს----- მალევე გამოვიდა სახლიდან, თავისი ძმა ვ-------ც გამოჰყვა. მამიდამ სთხოვა - მგონი საჩხუბრად მიდიან, რამე შარი არ ნახონ, შენც გაჰყევიო. ამიტომ თვითონაც დაედევნა წინ წასულ დ------–--ებს. ს----- გზაში იგინებოდა და იძახდა - მოვკლავ, არ ვაპატიებო. დაახლოებით 4-5 წუთში უკვე მაღაზიასთან იყვნენ. მაღაზიაში შესვლამდე ვ-------მ ქვები აიღო ხელში და შესვლისთანავე დახლისკენ ისროლა, ს-----მ კი მარკვენა ჯიბიდან დანა ამოიღო, რომელიც 50 სმ. სიგრძის მაინც იქნებოდა, ცალპირლესული, შავი ქარქაშით და დახლის შიგნით მდგარი ს---------ისკენ წავიდა, მოუქნია მარჯვენა მხარეს მუცლის არეში და ჩაარტყა. ს---------ე მაშინვე საპირისპირო მხარეს მიტრიალდა, დახლს უკნიდან შემოურბინა და გარეთ გავარდა, თან ხელს ჭრილობაზე იკიდებდა და დაჭრილი ვარო, ყვიროდა. ს---------ეს გაეკიდა ვ------- დ------–--ი, მას გაჰყვა ზ-----–---იც, რომ როგორმე შეეჩერებინა ეს უკანასკნელი, შემდეგ ს----- გავიდა მაღაზიიდან. დაჭრილი ს---------ე თავისი სახლისკენ ყვირილით გარბოდა, ხმაურზე ს---------ის ოჯახის წევრები და მეზობლები გამოვიდნენ გარეთ და ქვები ესროლეს ს---------ეზე დადევნებულებს. რომ არა ეს გარემოება, დ------–--ები აუცილებლად დაიჭერდნენ ს---------ეს, თუმცა მოცემულ სიტუაციაში ხალხს თავი აარიდეს, დევნას მოეშვნენ და სახლში წავიდნენ. შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალეს და სახლი დატოვეს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ნ------- ა--–--ეს იცნობს, თუმცა შემთხვევის დღეს ის საერთოდ არ უნახავს. მაღაზიაში იმყოფებოდნენ მხოლოდ მაღაზიის გამყიდველი და გ------ ს---------ე, რომლებსაც ხელში იარაღი ან რაიმე საგანი, რითიც დაემუქრებოდნენ დ------–--ებს, არ ჰქონიათ.
8. მოწმე ნ------- ა--–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 29 ივლისს, ღამის დაახლოებით 11 საათზე, ნასვამი მივიდა ზ------ მ-------ის სასურსათო მაღაზიაში, სადაც გ------ ს---------ე და ს----- დ------–--ი ხმამაღლა ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. იკითხა რა ხდებოდა, რაზეც დ------–--ისგან საკმაოდ უხეში პასუხი მიიღო - შენ არავინ გეკითხებაო. ამის გამო კამათი მოუვიდა ს-----სთან, რაც მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გ------ ს---------ემ და ა--–-- შ-----ემ გააშველეს. ა--–--ე შ-----ემ დაიჭირა და აღარ აძლევდა დ------–--თან ჩხუბის გაგრძელების საშუალებას, ს---------ემ კი დ------–--ი გაიყვანა გარეთ, სადაც უკვე ეს ორნი დაუპირისპირდნენ ფიზიკურად ერთმანეთს. როგორც კი შ-----ისგან თავი დაიხსნა, ა--–--ეც მათთან გავიდა. დ------–--ი იძახდა - ხომ გამლახეთ, დავბრუნდები და ნახავთ რასაც გიზამთო. ასეთი მუქარანარევი შეძახილებით დატოვა იქაურობა. დ------–--ის წასვლის შემდეგ, ა--–--ე თავადაც აღარ გაჩერებულა მაღაზიაში, სახლში წავიდა. სახლისკენ მიმავალმა სიბნელეში სამი ადამიანის სილუეტს მოჰკრა თვალი. მოესმა ძახილი - ერთი ეს იყო, ვინც გამლახაო. დაინახა ს----- დ------–--ი, რომელმაც დანა ამოიღო ჯიბიდან, მისმა ძმამ ვ-------მ ქვების სროლა დაუწყო. გაქცევით უშველა თავს და სახლში შეასწრო. ცოტა ხნის შემდეგ, მაღაზიის მხრიდან ხმაური შემოესმა, წავიდა მაღაზიის მიმართულებით და დაინახა როგორ მირბოდა თავისი სახლისკენ გ------ ს---------ე, ხელი წელის არეზე ეკიდა და იძახდა - ს-----მ დამჭრაო. მას ფეხდაფეხ მოსდევდნენ ძმები დ------–--ები და ზ----- ზ-----–---ი. ს-----ს ისევ დანა ეჭირა ხელში, ვ-------ს კი ქვები. ა--–--ემ ქვები ისროლა მათი მიმართულებით, რომ როგორმე ჩამოეშორებინა ს---------ისთვის, შემდეგ კი მოერიდა დ------–--ებთან კვლავ დაპირისპირებას და სახლში გაიქცა. მოგვიანებით შეიტყო ს---------ის გარდაცვალების შესახებ.
9. მოწმე მ---- ხ------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ გ------ ს---------ე მისი ნათესავი იყო. 2017 წლის ივლისის თვეში, ღამის 12 საათს გადაცილებული იქნებოდა, როდესაც ხმაურმა გამოაღვიძა. ქუჩაში გასულმა დაინახა დაჭრილი გ------ ს---------ე, მისი შვილები გ--–- და დ----, რომლებიც ყვიროდნენ - მამა დაჭრილია, სასწრაფოს გამოუძახეთო. ხ------------ემ მეზობელს მანქანის გასაღები გამოართვა და სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლამდე ურჩია ს---------ის ოჯახის წევრებს მისი საავადმყოფოში წაყვანა. გადაიყვანეს კიდეც დაჭრილი გ------ი საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
10. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ა------ ხ------------ემ გამოძიებისას მიცემულ ჩვენებაში, რომელიც მხარებს სადავოდ არ გაუხდიათ.
11. მოწმე ა--–-- შ-----ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ თავისუფალ დროს ტაქსაობს. 2017 წლის 29 ივლისს, გვიან ღამით, ზ------ მ-------ემ დაურეკა და სთხოვა მისი ახლობელი ბათუმში წაეყვანა. მივიდა მ-------ის მაღაზიაში, სადაც მ-------ესთან ერთად გ------ ს---------ე, ნ------- ა--–--ე და კიდევ ის უცნობი მამაკაცი დაუხვდა, რომელიც ბათუმში უნდა წაეყვანა. მამაკაცი მისი ბარგის მოსატანად წაიყვანა მანქანით, გზად კი ისევ შეიარეს მ-------ის მაღაზიაში მინერალური წყლის საყიდლად. მაღაზიასთან მისულმა გ------ ს---------ეს გასძახა მინერალური წყალი გამომაწოდეო, გ------მა თხოვნა შეუსრულა. ამ დროს ხმაური მოისმა მაღაზიიდან. გ------თან ერთად მაღაზიაში შევიდა და დაინახა ერთმანეთთან მოჩხუბარი ს----- დ------–--ი და ნ------- ა--–--ე. ნ-------ს ხელი მოჰკიდა და მოაცილა დ------–--ს, ს---------ემ კი ეს უკანასკნელი გაიყვანა გარეთ. შ-----ემ დაინახა გარეთ გასულმა ს---------ემ როგორ შემოარტყა რამდენჯერმე ხელი დ------–--ს და ფეხიც მოუქნია. მეორე დილით შეიტყო ს---------ის გარდაცვალების ამბავი.
12. საქმის არსებითი განხილვისას დათვალიერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინების საფუძველზე, ზ------ მ-------ის სასურსათო მაღაზიდან გამოთხოვილი, მაღაზიის გარე ფასადზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები, რომლებშიც კარგად ჩანს ს----- დ------–--ის და მისი თანმხლები მ-----– დ---–--ის მ-------ის მაღაზიაში მისვლის, მაცივრიდან სასმელის გამოღების ფაქტი, რასაც მოსდევს ნ------- ა--–--ის მაღაზიაში შესვლა. ამავე დროს მაღაზიის გარეთ ჩერდება ავტომანქანა, მაღაზიიდან გამოსული სრული აღნაგობის მამაკაცი - გ------ ს---------ე ესაუბრება მძღოლს, შემდეგ შედის მაღაზიაში, მაცივრიდან გამოქვს ბოთლი და აწოდებს მანქანაში მჯდომს. ამ დროს მაღაზიის შიგნით ფრაგმენტულად ჩანს, რომ მიმდინარეობს ჩხუბი. გ------ ს---------ეს მაღაზიიდან გარეთ გამოჰყავს დ------–--ი, მათ შორის ხდება ფიზიკური დაპისპირება, ს---------ე ხელებს და ფეხს ურტყამს დ------–--ს, შემდეგ სიტუაცია მშვიდდება. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ დ------–--ი ორ პირთან ერთად ბრუნდება მაღაზიაში, წელის უკანა მხრიდან იღებს დანის მსგავს საგანს და მიემართება დახლის შიგნით. შემდეგ კადრში ჩანს როგორ გამორბის მაღაზიიდან სრული აღნაგობის მამაკაცი - გ------ ს---------ე, რომელსაც მარჯვენა ხელი წელის მარჯვენა მხარეს უკიდია, ფეხდაფეხ მისდევს ორი პირი - ვ------- დ------–--ი და ზ----- ზ-----–---ი, ს----- დ------–--ი კარში გასვლისას უკან, მაღაზიაში იხედება და რაღაცას ამბობს, შემდეგ კი დიდი ზომის დანის მსგავსი საგნით ხელში მიდის იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაც გაიქცა დაჭრილი ს---------ე.
13. 2017 წლის 30 ივლისს, ქობულეთის რაიონული სამმართველოს მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების, უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ნ-------- ო-----------ის მიერ შედგენილი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაუში, კერძოდ ქობულეთი - ცეცხლაურის საავტომობილო გზის გასწვრივ სოფელ ცეცხლაურის ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს. გზიდან დაახლოებით შვიდ მეტრში განთავსებულია ბენზინგასამართი სადგური, სადაც ასევე განთავსებულია სასურსათო მაღაზია. მაღაზიის გარე ფასადი დამზადებულია „მეტალო პლასტმასისაგან“, რომელიც არის შემინული. შესასვლელის პირდაპირ დგას ხისაგან დამზადებული შემინული დახლი, დახლის უკან იატაკზე ყრია მინის ბოთლის ნამსხვრევები. იქვე ნამსხვრევებთან იატაკზე გდია რიყის ყვა. ერთ-ერთ დახლზე ჩამტვრეულია მინა და დახლის უკან იატაკზე ყრია ორცხობილები, საღეჭი რეზინები, გამაგრილებელი სასმელის ფხვნილის პაკეტები. შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ და ასევე ამოღებული მინის ბოთლის მოყავისფრო ფერის ნამსხვრევები. რიყის ქვა და დაზიანებული დახლის მინის ნამსხვრევები დაილუქა. ასევე დათვალიერებული იქნა მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც მაღაზიის შესასვლელიდან დაახლოებით ხუთ მეტრში ნაპოვნი და ამოღებული იქნა შავი ფერის ერთი ცალი საზაფხულო „ჩუსტი“, რომელიც ასევე დაილუქა. გარდა ამისა, მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, მაღაზიიდან დაახლოებით 30 (ოცდაათ) მეტრში ნაპოვნი იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიდანაც ექსპერტის მიერ აღებული იქნა ანაწმენდები სპეციალური დოლბანდის ჩხირით.
14. 2017 წლის 30 ივლისს შედგენილი ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ქობულეთის სს სამედიცინო ცენტრის რეანიმაციული განყოფილებიდან, მთავარი ექთნის მარინა გიორგაძისაგან ამოღებული იქნა გ------ ს---------ის ტანსაცმელი, კერძოდ შავი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, ცისფერი ჯინსის შარვალი შავ ქამართან ერთად და შავი ფერის საცვალი, რომლებსაც აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები.
15. 2017 წლის 01 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე ზ------ მ-------ემ საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიუთითა კონკრეტული ადგილები, სადაც ვითარდებოდა მოვლენები ღამით და აღწერა 2017 წლის 30 ივლისს მის სასურსათო მაღაზიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომდარი ფაქტები.
16. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 სექტემბრის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N004801617 დასკვნის თანახმად, გ------ ს---------ის სიკვდილის მიზეზი გახდა მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, გამოწვეული მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად ჯორჯლის სისხლძარღვების დაზიანებით. გ------ ს---------ის გვამზე აღინიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობა ჯორჯლის სისხლძარღვების და მსხვილი ნაწლავის განივი კოლინჯის დაზიანებით. მარჯვენამხრივი რეტროპერიტონეალური ჰემატომა. ჭრილობის არხის მიმართულებით მარჯვნიდან მარცხნივ და ოდნავ ქვემოდან ზემოთ. დაზიანება მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ - მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს აღნიშნული დაზიანება მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანება სიცოცხლისდროინდელია და პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
17. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 აგვისტოს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N004863217 დასკვნის თანახმად, ს----- დ------–--ს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების, ნაკვეთი ჭრილობების და სისხლნაჟღენთის სახით,რომლებიც ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
18. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, სრულად დაადასტურა მოწმედ დაკითხვისას ექსპერტმა მ-----------------–მა.
19. საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 სექტემბრის სასამართლო-ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N005506117 დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ს----- დ------–--ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. ს----- დ------–--ი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
20. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 ოქტომბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის N005967817 დასკვნის თანახმად, სოფ. ცეცხლაურის სასურსათო მაღაზიის მიმდებარე ტრიტორიიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის გ------ ს---------ეს. გ------ ს---------ის ტანსაცმელზე აღმოჩენილი მოწითალო-მოყავისფრო ლაქები ასევე წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის გ------ ს---------ეს.
21. სასამართლო ფსიქიატრიული და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
22. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ქმნის ბრალდების მხარის მტკიცებულებების ძირითად ბაზას, რომლის საფუძველზეც მხარე დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულ ს----- დ------–--ის მიერ გ------ ს---------ის განზრახ მკვლელობის ფაქტს.
23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
24. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
25. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
26. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები - ბრალდებულ ს----- დ------–--ის ჩვენება, ასევე მოწმე - ვ------- დ------–--ის ჩვენება.
27. ვ------- დ------–--მა მოწმის სახით დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 29 ივლისის სტუმრად იმყოფებოდა ძმის, ს----- დ------–--ის ოჯახში. ღამით სახლში მყოფს ეზოდან შემოსმა ხმაური, გაიგონა ძმის ხმა. გავიდა გარეთ და "პალმებთან" დაინახა, როგორ "ესეოდნენ მის ძმას ვიღაცეები", ს----- მთლად დასისხლიანებული იყო. მივიდა თვითონაც და სცადა გაშველება, თუმცა ისიც სცემეს, ნ------- ა--–--ეს დანები ეჭირა ხელში, მოუქნია და მხარში დაარტყა. გ------ ს---------ეც იქ იყო, ისიც ჩხუბობდა და იგინებოდა. მერე კი ყველა მაღაზიისკენ გაიქცა, დ------–--ები გაეკიდნენ მათ. მაღაზიაში შეყვნენ, ვ-------მ ქვები ისროლა, ს----- და გ------ ს---------ე ერთმანეთში ჩხუბობდნენ. დანა ს-----ს ხელში მხოლოდ ჩხუბის ბოლოს დაინახა, როგორც ჩანს, ეს დანა ნ-------ს დაუვარდა მათთან ჩხუბისას და ს-----მ მაშინ აიღო.
28. ბრალდებულმა ს----- დ------–--მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას არ სურდა გ------ ს---------ის მოკვლა, თორემ დანის მხოლოდ ერთხელ დარტყმას არ აკმარებდა და კიდევ დაარტყამდა, ამაში ხელს არაფერი და არავინ უშლიდა. მაღაზიაში მომხდარი ინციდენტისას, ნ------- ა--–--ემ სრულიად უმიზეზოდ აუტეხა ჩხუბი, ფიზიკურად შეეხო, შემდეგ კი მის ძმას - ვ-------ს დანა დაარტყა და ჭრილობა მიაყენა. ამიტომ მასზე იყო გაბრაზებული და სრულიად შეგნებულად, გაცნობიერებულად სახლიდან წამოიღო დანა ნ-------ის მოსაკლავად.
29. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ ბრალდებულმა ს----- დ------–--მა ჩაიდინა სწორედ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება - გ------ ს---------ის განზრახ მკვლელობა.
30. უდავოდ დადასტურებული ფაქტია და ორივე მხარე ეთანხმება იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 29 ივლისს სოფ. ცეცხლაურში, ზ------ მ-------ის სასურსათო მაღაზიაში, ს----- დ------–--მა, რამდენიმე წუთით ადრე მომხდარი უთანხმეობის გამო, სახლიდან სპეციალურად წამოღებული დანის დარტყმით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა გ------ ს---------ეს, თუმცა განსხვავებულია ის შეფასებები, რომლებსაც მხარეები აკეთებენ ამ დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ვერსია, რომელსაც საქმის არსებითი განხილვისას ავითარებდა დაცვის მხარე სხეულის მძიმე დაზიანების განზრახვით გ------ ს---------ისთვის ჭრილობს მიყენების თაობაზე, ვერ იქნა დადასტურებული სასამართლოს წინაშე მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
31. სასამართლო განხილვისას გამოკვლეული და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ------ მ-------ის მაღაზიაში ბრალდებულსა და გ------ ს---------ეს შორის მოხდა მცირე უთანხმოება, რაც გაამწვავა ნ------- ა--–--ის ჩარევამ. ამის შემდეგ ა--–--ეს და დ------–--ს შორის დაიწყო ჯერ სიტყვიერი კამათი, შემდეგ კი ფიზიკური შეხლა-შემოხლა, რომელშიც ს---------ე არ მონაწილეობდა. ამ დროს ის მაღაზიის გარეთ იმყოფებოდა ა--–-- შ-----ის ავტომანქანასთან. შ-----ესთან ერთად შევიდა მაღაზიაში და გააშველა მოჩხუბრები, დ------–--ს ხელი მოკიდა და მაღაზიის გარეთ გაიყვანა, სადაც უკვე მასსა და დ------–--ს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მოწმეთა ჩვენებები და სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ნათლად ასახავენ ამ დაპირისპირების მიმდინარეობას. დაპირისპირების დასრულების და სიტუაციის დამშვიდების შემდეგ, ვიდეო-ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ მაღაზიაში მყოფები დაუბრუნდნენ ჩვეულ ყოფას, მათი მხრიდან სიტუაციის გამწვავების და მომხდარი დაპირისპირების კვლავ გაგრძელების მცდელობას ადგილი არ ჰქონია. სრულიად საპირისპიროა ს----- დ------–--ის განწყობა და მოქმედებები. დაბრუნდა სახლში, აიღო საკმაოდ დიდი ზომის დანა და ძმასთან, ვ------- დ------–--თან ერთად, შეძახილებით, რომ არ აპატიებდა შეურაცხყოფას და აუცილებლად გაუწორდებოდა, კვლავ დაბრუნდა მაღაზიაში. შესვლისთანავე მივარდა ს---------ეს და დანა დაარტყა მუცლის არეში.
32. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დანის დარტყმის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირშია დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ პოზიციასთან, რომლის თანახმად, დ------–--ის მიერ დანის მხოლოდ ერთხელ დარტყმა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ს---------ის მოკვლა არ სურდა. როგორც მომხდარი ფაქტის შემსწრე და თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, დანის დარტყმისთანავე ს---------ე გაექცა დ------–--ს, შებრუნდა დ------–--ის საპირისპირო მიმართულებით, დახლს შიგნიდან შემოუარა და გასასვლელისკენ გაიქცა. მოწმე მ-------ე ჩვენებაში განმარტავს, რომ დ------–--ს სურდა მაღაზიის კართან გზა გადაეჭრა ს---------ისთვის, მაგრამ, როგორც ახსოვს, ამ უკანასკნელმა ხელის კვრით მოიშორა და გაიქცა მაღაზიიდან. გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში კარგად ჩანს მაღაზიიდან სირბილით მიმავალი ს---------ე, რომელიც მარჯვენა ხელს წელის მარჯვენა მხარეს (ჭრილობაზე) იკიდებს. მას კვალდაკვალ მისდევს ვ------- დ------–--ი. რაც შეეხება ს----- დ------–--ს, მართალია, ის არ გარბის მაღაზიიდან, მაგრამ იმავე მოწმის - მ-------ის ჩვენების თანახმად, ს---------ის გაქცევის შემდეგ დ------–--ი მიუბრუნდა მას და დაიმუქრა, "დედას გიტირებთო", თუ რაღაც ამდაგვარი უთხრა, გავიდა მაღაზიიდან და დანით ხელში იმავე მიმართულებით წავიდა, საითაც ს---------ე გარბოდა. აღნიშნული მომენტი კარგად ჩანს ვიდეო-კამერების მიერ ასახულ კადრებშიც.
33. მოწმეების - ზ----- ზ-----–---ის, გ--–- ს---------ის, ნ------- ა--–--ის ჩვენებებით დასტურდება, რომ მაღაზიიდან გაქცევის შემდეგ, ს---------ემ სირბილით გააგრძელა გზა ახლოს მდებარე თავისი საცხოვრებელი კორპუსის მიმართულებით, თან ყვიროდა და შველას ითხოვდა. ხმაურზე გარეთ გამოსულმა მისმა შვილებმა და მეზობლებმა ქვების სროლით აიძულეს მასზე დადევნებული დ------–--ები თავი დაენებებინათ დაჭრილი ს---------ისთვის და გაქცეულიყვნენ. იმავე გარემოებებს აღწერს ჩვენებაში მოწმე დ---- ს---------ე, გ------ ს---------ის უმცროსი შვილი, რომელმაც ძმასთან და მეზობლებთან ერთად ქვები ესროლა და გაქცევა აიძულა ბრალდებულს და მის ძმას. აღსანიშნავია, რომ მისი ჩვენება და შესაბამისად ამ ჩვენებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
34. ამდენად, დ------–--ის მიერ ს---------ისთვის დანის მხოლოდ ერთხელ დარტყმა განპირობებული იყო ს---------ის მყისიერი რეაქციით და გაქცევით. ის გარემოება, რომ დ------–--ს განზრახული ჰქონდა ანგარიშის გასწორება სწორედ ს---------ესთან, დადასტურებული მისივე მოქმედებით. მაღაზიაში შესვლისთანავე, ბრალდებული დახლის შიგნით მყოფი ს---------ისკენ წავიდა და დახლს გარეთ მდგარმა დანით მიაყენა ჭრილობა მუცლის არეში, ს---------ის საპირისპირო მიმართულებით გაქცევის შემდეგ კი მაღაზიის კართან, მ-------ის ჩვენების თანახმად, შეეცადა გზა გადაეჭრა მისთვის, მაგრამ ს---------ემ გაქცევა შეძლო. ამის შემდეგ კი დანით ხელში უკან გაჰყვა და ს---------ე ხელმეორედ ანგარიშსწორებისგან დაიცვა მხოლოდ მის ყვირილზე ახლომდებარე სახლებიდან გამოსულმა თანასოფლელებმა და მისივე შვილებმა, რომლებმაც მასზე დადევნებული დ------–--ების მოგერიება ქვების სროლით შეძლეს.
35. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და ვერსიას, რომ დ------–--ს ს---------ის მოკვლა არ სურდა. ასეთი პოზიცია უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, თუ დ------–--ი ს---------ესთან მომხდარი პირველი დაპირისპირებისთანავე, მისი ცემის საპასუხოდ, მიაყენებდა მას რაიმე დაზიანებას, მაგრამ ისეთ ვითარებაში, როდესაც დაპირისპირება დასრულდა, მხარეები ერთმანეთს დაცილდნენ და ამის შემდეგ დ------–--ის მიერ სახლიდან დანის წამოღება და შემთხვევის ადგილას დაბრუნება ხდება, რასაც ერთვის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დანის დარტყმა ადამიანისთვის, რომელიც არანაირი საფრთხეს არ უქმნიდა მას, შიშველი ხელებით იდგა და ვერანაირი რეაქცია, დ------–--ის სწრაფი მოქმედებების გამო, ვერ მოახდინა მისთვის მოქნეულ დანაზე, ბუნებრივი და ცალსახაა, რომ ვერ იქნება განხილული იმ კონტექსტში, როგორშიც დაცვის მხარეს სურს მისი წარმოჩენა.
36. ასევე არადამაჯერებელია დ------–--ის განმარტება იმასთან დაკაშირებით, რომ მას არა ს---------ის, არამედ ნ------- ა--–--ის მოკვლა სურდა. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დ------–--ი ცდილობდა სასამართლოს დარწმუნებას იმაში, რომ მას და ვ------- დ------–--ს მ-------ის მაღაზიაში მეორედ მისვლამდე, ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ ნ------- ა--–--ესთან და ამ უკანასკნელმა დანით ჭრილობა მიაყენა ვ------- დ------–--ს. შესაბამისად, თუ მართლაც ა--–--ე წარმოადგენდა დ------–--ების სამიზნეს, რომელმაც, დ------–--ების განმარტებითვე, მათთან დაპირისპირების და ვ------- დ------–--ის დაჭრის შემდეგ გაქცევით უშველა თავს, გაურკვეველია რატომღა მოხდა დ------–--ების მისვლა მაღაზიაში, სადაც იცოდნენ, რომ ა--–--ე უკვე არ იმყოფებოდა. მაღაზიაში მისვლის შემდეგ ს----- დ------–--ის ყოველი მოქმედება სწორედ მის დანაშაულებრივ გაზრახვაზე მიუთითებს, რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ჩხუბის გამო, ანგარიში გაესწორებინა სწორედ გ------ ს---------ისთვის და მოეკლა ის.
37. რაც შეეხება ვ------- დ------–--ის ჩვენებას, ის აბსოლუტურად აცდენილია ყველა სხვა მტკიცებულების მიხედვით შემთხვევის დროს და ადგილას ობიექტურად არსებულ სურათს და საუბრობს ისეთ ფაქტებზე, რომელთა არსებობა არ დასტურდება არც მოწმეების ჩვენებებით და არც წერილობითი მტკიცებულებებით.
38. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ კიდევ ერთ ვერსიაზე, რომლის თანახმად, ს---------ის გარდაცვალება გამოიწვია ექიმების დაუდევრობამ, რომლებმაც სისხლი არ გადაუსხეს დაჭრილს და არა დ------–--ის მიერ მიყენებულმა ჭრილობამ. აღნიშნულ ვერსიას ადვოკატი აფუძნებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ გარემოებაზე, რომ ს---------ის სიკვდილის მიზეზი გახდა მწვავე სისხლნაკლებობა, სისხლის გადასხმის თაობაზე კი ინფორმაცია დასკვნაში არ მოიპოვება, შესაბამისად, ექიმებმა არაჯეროვნად შეასრულეს ვალდებულება, რასაც პაციენტის გარდაცვალება მოჰყვა. აღნიშნული მსჯელობისას დაცვის მხარე ყურადღების მიღმა ტოვებს მტკიცებულებებში ასახულ გარემოებებს, რომელთა თანახმად, დაჭრიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ დაჭრილი უკვე ქობულეთის სამედიცინო ცენტრში იქნა მიყვანილი და ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია (იხ. მოწმეების - გ--–- ს---------ის, ა------ ს---------ის, დ---- ს---------ის ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა). ექიმი მალხაზ ბურნაძე, თავის ჩვენებაში, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, აღწერს ოპერაციისას პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად მიღებულ ზომებს და ჩატარებულ სამედიცინო მანიპულაციებს. მოწმეები - გ--–- და ა------ ს---------ეები ჩვენებებში მიუთითებდნენ, რომ დაჭრილს ჭრილობიდან სდიოდა საკმაოდ ბევრი სისხლი, საავადმყოფოში გადაყვანამდე რამდენიმე წუთიან შუალედში სულ უფრო სუსტდებოდა და ლაპარაკი უჭირდა, საავადმყოფოში მიყვანისას კი უკვე გონებას კარგავდა. სამედიცინო ექპერტიზის დასკვნაში ასახულია ის დაზიანებები, რომლების მიიღო ს---------ემ დანის დარტყმის შედეგად - ჯორჯლის სისხლძარღვების და მსხვილი ნაწლავის განივი კოლინჯის დაზიანება, მარჯვენამხრივი რეტროპერიტონეალური ჰემატომა. აღნიშნული დაზიანება მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანება სიცოცხლისდროინდელია და პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ამდენად, სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას მიყენებული ჭრილობის გამო, მიუხედავად დროული სამედიცინო ჩარევისა, სასწრაფოდ გაკეთებული გადაუდებელი ოპერაციისა, ს---------ის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
39. ამრიგად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ ს----- დ------–--ის მიერ ჩადენილია სწორედ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება - გ------ ს---------ის განზრახ მკვლელობა.
40. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად "სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი".
41. ადამიანის განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
42. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, განზრახი მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.
43. ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.
44. სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლი თანახმად: განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.
45. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
46. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
47. როგორც საქმეში გამოკვლელული არაერთი მტკიცებულებით დადგინდა, ბრალდებულ დ------–--ს, რომელმაც დანა სიცოცხლისთვის სახიფათო ადგილას დაარტყა დაზარალებულს, გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, სურდა ეს შედეგი, ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
48. ყველა ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ს----- დ------–--მა გ------ ს---------ეს დანის დარტყმით სიცოცხლისთვის სახიფათო ადგილას, დაზიანება მიაყენა სწორედ მოკვლის მიზნით.
49. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
50. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
51. სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
52. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
53. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
54. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
55. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
56. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
57. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
58. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ს----- დ------–--ის მიმართ განზრახ მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალდების დადასტურება.
ქმედების ჩადენა არაერთგზის :
59. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 24 ივნისის განაჩენით, ს----- დ------–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 ნაწილებით, 17-105-ე მუხლით, 117-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-2 და მე-5 ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლითა და 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით. აღნიშნული დანაშაულების ჩადენისათვის ს----- დ------–--ს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა, რაც 1997 წლის 25 ივლისის საქართველოს პრეზიდენტის N387 ბრძანებულების თანახმად, შეეცვალა თავისუფლების აღკვეთით - 20 წლის ვადით.
60. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 10 მარტის განჩინებით, მსჯავრდებულ ს----- დ------–--ის ქმედება სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტიდან გადააკვალიფიცირა სსკ-ის ახალი რედაქციის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქ/პუნქტზე და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით. სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტიდან, ს----- დ------–--ის ქმედება გადაკვალიფიცირდა მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტზე და სასჯელად განსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
61. პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემული N0678198 ცნობის თანახმად, ს----- დ------–--მა პენიტენციური დაწესებულება დატოვა 2011 წლის 26 აპრილს.
62. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან რვა წლის გასვლის შემდეგ.
63. სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
64. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს----- დ------–--მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - არაერთგზის, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 24 ივნისის განაჩენით და ამავე სასამართლოს 2008 წლის10 მარტის განჩინებით სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების გამო წარმოშობილი ნასამართლობა, 2017 წლის 29 ივლისს გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია.
სამართლებრივი შეფასება :
65. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთთავსებადი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ადასტურებენ ბრალდებულ ს----- დ------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, შესაბამისად, მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები :
66. ს----- დ------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
67. ს----- დ------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა არაერთი დანაშაულისთვის.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
68. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
69. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
70. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
71. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
72. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
73. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
74. სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ .
75. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----- დ------–--ს სასჯელად უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ყველაზე მკაცრი ზომა - 20 წელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
76. ს----- დ------–--მა გ------ ს---------ის მკვლელობა ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში, რომელთა არარსებობისას, მისი ქმედება დაკვალიფიცირდებოდა სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც უფრო მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს (თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით), ვიდრე სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქცია. ამდენად, სწორედ წლების წინ ჩადენილი ორმაგი მკვლელობის და საკუთარი ძმის მკვლელობის მცდელობისთვის წარმოშობილმა ნასამართლობამ განაპირობა უფრო მკაცრი მუხლით დ------–--ის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირება და უფრო მძიმე პასუხისმგებლობის დაკისრება. ფაქტია, რომ დ------–--მა სიცოცხლეს განზრახ გამოასალმა სამი ადამიანი, დაჭრა მეოთხე, ჩაიდინა ყაჩაღობა, ციხიდან გაქცევის მცდელობა და ა.შ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, ორი ქალბატონის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის დანიშნული სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა, არ აღსრულებულა სასჯელის ამ სახის გაუქმების გამო და შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, თუმცა ციხეში გატარებულმა საკმაოდ ხანგრძლივმა დრომ, მკაცრმა სასჯელმა, როგორც აღმოჩნდა, ვერ შეასრულა სასჯელის მიზნები, ვერ მოახდინა დამნაშავის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. სასამართლოში მიცემული ჩვენებით, დ------–--მა თავად განმარტა, რომ მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს მიიღოს ადამიანის მოკვლის გადაწყვეტილება, თუ მას რაიმეს აწყენინებენ. შესაბამისად, ის მომავალშიც შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს გარშემომყოფებისთვის, რაც საზოგადოებისგან მისი ხანგრძლივი დროით იზოლირების აუცილებლობას განაპირობებს.
77. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ზემოაღნიშნული სახე და ზომა შეიძლება გახდეს საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იყოს დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული: ს----- ლ--------- ძე დ------–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
ს----- დ------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 02 აგვისტოდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი