განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/229-17წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 თებერვალი, 2018 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივ--- - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--- გო–--ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ------ გ---–--ე.
მამის სახელი: ა---------–ი.
დაბადებული: 0-.0--1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 3----------
მცხოვრები: ს-----------------------------–----–----------
ადვოკატი - თე----- ჟვ---ა.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა ( ზ------ გ---–--ე):
- ოჯახის ერთი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯამრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლით.
- ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვილიანი შიში.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ზ------ გ---–--ემ, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი განაწყენებისას, სამტრედიის რაიონის სოფელ მი–---------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხელი ხელზე დარტყა და ფრჩხილებით ხელზე ჩამოკაწრა დედას ლ------ გ---–--ეს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 14 ნოემბერს დაახლოებით 21:00 საათზე, ზ------ გ---–--ემ, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი განაწყენებისას, სამტრედიის რაიონის სოფელ მი–---------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხელი ხელზე დაარტყა და ფრჩხილებით ხელზე ჩამოკაწრა დედა ლ------ გ---–--ეს, რის შემდეგაც დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ ცეცხლში დაწვით. აღნიშნულით ლ------ გ---–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ------ გ---–--ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მუ----ნ ტა-–----ემ განაცხადა, რომ ლ------ და ზ------ გ---–--ეები ცხოვრობენ მის მეზობლად. 2017 წლის 14 ნოემბერს, სახლში ყოფნისას გაიგონა კივილი. როდესაც მივიდა ნახა, რომ ლ. გ---–--ე კიოდა ზ. გ---–--ე კი მას აწყნარებდა, თუმცა ლ------ უფრო უმატებდა კივილს და მისკენაც კი გაიწია. იძახდა მიშველეთ მკლავსო, თუმცა არავის სახელს არ აბობდა. შემდეგ იქ მივიდნენ მისი მეუღლე და სხვა მეზობლებიც. იგი შეეცადა გასაუბრებოდა და დაემშვიდებინა ლ. გ---–--ე და აჰყვა მას ზემოთ, თუმცა ლ------მ არაფერზე უპასუხა და უთხრა, რომ მათი საქმე არ იყო და გადასულიყვნენ გადაღმა. მას ლ. გ---–--ისათვის დაზიანება არ შეუნიშნავს.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----------–----ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზ------ ტა-–----ის მეზობლად. 2017 წლის ნოემბერში, რიცხვი არ ახსოვს, დაახლოებით 21:00-22:00 საათზე გაიგონა კივილის ხმა. როდესაც მივიდა ნახა რომ ლ------ გეგ-–---ე კიოდა ხელი დამარტყაო. ზ. გეგ--–--ეც იქ იყო, თუმცა არაფერს ცუდს არ აკეთებდა. ლ. გ---–--ე ამბობდა ამ წუთას დამარტყაო.ხელზე გალურჯებული ეტყობოდა, არ გავდა იმწუთს დარტყმულს. მას ცემის ფაქტი არ უნახავს. იქ ასევე მივიდნენ ნ--- ა------ე და გ--------- ხ-----ა.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--------- ხ-----ამ განაცხადა, რომ 2017 წლის ნოემბერში, რიცხვი არ ახსოვს, დახლოებით საღმოს ცხრა-ათ საათზე გაიგონა ყვირილი. გამოიხედა დაინახა, რომ ლ. გ---–--ე იდგა ქუჩაში და ყვიროდა მიშველეთო. დაახლოებით 20 წუთში მიდია ლ. გ---–--ესთან ზ. გ---–--ეც იქ იყო, ასევე მეზობლებიც. ლ. გ---–--ესთან არ უსაუბრია. გაიგო რომ თქვა ზუ------მ მცემაო. ლ. გ---–--ისათვის დაზიანება არ შეუნიშნავს და ასეთი ფაქტის შესახებ ადრე არაფერი გაუგია.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ა------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 8-9 საათზე სახლში ყოფნისას შემოესმა ლ------ გ---–--ის ყვირილის ხმა მიშველეთო. როდესაც იქ მივიდა ლ. გ---–--ემ მას უთხრა, რომ ზუ------მ სცემა და აჩვენა სიშავე ხელზე. როდის სცემა ზ. გ---–--ემ არ უკითხავს.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა შოთა თათვიძემ განაცხადა, რომ გამომძიებელ მ. დ---–-–---–ის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ლ. გ---–--ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სხეულის დათვალიერებით ლ. გ---–--ეს აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც ასახა შესაბამის დასკვნაში.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა დ----------–----მ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს პოლიციაში გამოცხადდა ლ------ გ---–--ე და განაცხადა, რომ შვილმა ზ. გ---–--ემ მიაყენა ფიზიკური დაზიანება. მან გამოკითხა ლ. გ---–--ე, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ზ. გ---–--ე ემუქრებოდა მოკვლით. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და გამოკითხა ზ. გ---–--ის შვილი. თავად ზ. გ---–--ე დააკავეს 8 დღის შემდეგ, რომელმაც უარყო ცემის ფაქტი.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ--------------–---- განაცხადა, რომ ვ--------------------- ერთდ ზ------ გ---–--ე დააკავეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქუტ---ში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.8 სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამტრედიის რაიონის სოფელ მი–---------ში და წარმოადგენს ლ------ გ---–--ის საცხოვრებელ სახლს. სახლი არის ერთსართულიანი კაპიტალუ---დ ნასენები ე.წ. ბელეტაჟის სახლი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მონაწილე პირმა ლ------ გე--–--ემ მიუთითა სახლის უკანა ნაწილზე სამზარეულო ოთახში სადაც მას ჯამრთელობის დაზიანებები მიაყენა მისმა შვილმა ზუ---გ გ---–--ემ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საქმისათვის მშვნელობის მქონე ნივთი ან საგანი ამოღებული ვერ იქნა.
(ს.ფ. 3-8).
2.9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 17 ნოემბრის N00-788617 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი რომ 15.11.17წ. 02:57 0-:14 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ლ------ გ---–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების, სისხლჩაქცევისა და სისხლნაჟღენთების სახით სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითიტებულ თარიღს.
(ს.ფ. 15–17)
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ზ------ გ---–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.
3.2 სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.4. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.5. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
3.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
3.8. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე (დაზარალებულმა) ლ------ გ---–--ემ, ასევე მოწმე არასრულწლოვანმა საბა გ---–--ემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ზ------ გ---–--ის მიმართ.
3.9. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულმა ზ------ გ---–--ემ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და გამოიყენა დუმილის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს - ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვ--- ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტ---ებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად ასევე დაუშვებელია მათი პოზოციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
3.10. შესაბამიმისად სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებული ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
3.11. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
3.12. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალუ---დ მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.13. მოცემულ საქმეზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასვნა და ექსპერტის დაკითხვის ოქმი, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუვნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა ეს ქმედება ბრალეული.
3.14. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვ--- იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.
3.15. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.16. სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
3.17. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ზ. გ---–--ის მიერ ლ. გ---–--ის ცემის ფაქტს.
3.18. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.19. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ზ------ გ---–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 2-0-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ------ გ---–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
ზ------ გ---–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
ზ------ გ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გო-- მა----–--ის (პ/ნ1----------) საკუთრებაში არსებულ, ვ---ს მუნიციპალიტეტის, სოფელი შუ----ა მდებარე უძრავ ქონებას (ზონა 31, სექტორი 0-, კვარტალი 2-, ნაკვეთი 1-- ს/კ №--.0-.2-.1--) – 3 000 ( სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა.
განემარტოს გამართლებულ ზ------ გ---–--ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შეიძლებლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი