გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე# 020210217002208261 (2/2207-17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09.02.2018 წ. ქ. ზუ------ი
შესავალი ნაწილი
ზუ------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
განმცხადებელი ნო---------–--ა
წარმომადგენელი იზ--–----ა, ბა------------–---–ი
დაინტერესებული პირი ტა-----–-------ა
წარმომადგენელი მა--------------
მოთხოვნა: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი
განცხადების მოთხოვნა
დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომ ნო---------–--ას (პ/ნ 1----------) მიღებული აქვს ფე-–-----–--------ს (პ/ნ 1--------3--- გარდაცვ. მოწმ #28-----4---) სამკვიდრო.
დაინტერესებული პირის პოზიცია
დაინტერესებული პირი არ უარყოფს, რომ განმცხადებელი მეუღლის სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეა, თუმცა აფიქსირებს, რომ ფე-–-----–--------ს სამკვიდროში არ შედის მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, სადაც განმცხადებლის მემკვიდრებელი გარდაცვალებამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა დაინტერესებული პირის თანხმობით.
ფაქტობრივი გარემოებები
მამკვიდრებელი - ფელ----–-------ა გარდაიცვალა 08.08.201- წ. რითაც გაიხსნა სამკვიდრო მის ქონებაზე.
გარდაცვალებამდე იგი ცხოვრობდა მისამართზე ზუ------ი, სოფ. ნარ--------------------–---–-------------–--------6 –ში.
ამ მისამართზე ცხოვრობდა და ცხოვრობს ტა-----–-------ა.
ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 08.08.201- წ გარდაცვლილი ფელ----–-------ას სახელით დამოწმებული ანდერძის შესახებ.
სამკვიდროს გახსნის დღისთვის ცოცხალია ფე-–-----–--------ს 1-ლი რიგის კანონით მემკვიდრე – ნო---------–--ა (მეუღლე).
ნო---------–--ა რეგისტრირებულია მისამართზე ზუგ----------------------ენი, ზ. ფალ--–---–--------–ში.
ფე-–-----–--------ს და ნო---------–--ას ქორწინება რეგისტრირებულია 10.04.201- წ.
ნონა ცირდავა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას. იგი დღემდე ფლობს და მართავს მას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფელ----–-------ასგარდაცვალების მოწმობა
-ფელ----–-------ას სარეგისტრაციო ბარათი
-ფელ----–-------ას და ნო---------–--ას ქორწინების მოწმობა
-ნო---------–--ას სარეგისტრაციო ბარათი
-ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან
-ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან
-მოწმეთა ჩვენება, სხდომის ოქმი
–განმცხადებლის ახსნა–განმარტება, სხდომის ოქმი
-დაინტერესებული პირის ახსნა–განმარტება სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა და სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-06-ე მუხლის მიხედვით 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
მოცემულ შემთხვევაში ქონების გადასვლა ხდება კანონის საფუძველზე.
დასახელებული კოდექსის 1-07-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან, ხოლო 1-36-ე მუხლით კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
სამოქალაქო კოდექსის 1-19-ე და 1-20-ე მუხლებით სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
განსახილველ შემთხვევაში სამკვიდროს გახსნის დროა 08.08.201- წ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილით მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნო---------–--ას ფე-–-----–--------ს სამკვიდრო მიღებული აქვს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით.
საპროცესო ხარჯები
სახ. ბაჟი გადახდილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე მუხლის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. დადგენილად იქნეს ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ ნო---------–--ას (პ/ნ 1----------) მიღებული აქვს ფე-–-----–--------ს (პ/ნ 1--------3--- გარდაცვ. მოწმ #28-----4---) სამკვიდრო.
3. სახ. ბაჟი გადახდილია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუ------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუ------ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა