გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.03.2018
საქმის ნომერი
120310017002067156
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/133-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

05 მარტი, 2018 წელი ქ.ახ--––--ე

 

შესავალი ნაწილი

 

ახ--––--ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე- გია ბერაია

სხდომის მდივანი- ბელა მერაბიშვილი

 

მოსარჩელე - შპს „უნ----------–-ე“

წარმომადგენელი - არ---– კე------–--ე

მოპასუხე -სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–-------------ს სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - დი--- ინ-------ე

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს 2017 წლის 05 ივნისის N0------- შეტყობინებით /ოქმით მოწოდებული, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N0-------- ბრძანების შესაბამისად შექმნილი "საყოველთაო ჯამრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის'' პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების გამხილველი სათათბირო ორგანოს (კომისის) ,,დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ '' 2017 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება მისი დანართისა და შესაბამისად მისი სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის იმ ნაწილში სადაც დანართის მეორე სვეტში - ,, მიმწოდებლის დასახელება'' მიწოდებლად განსაზღვრულია შპს „უნ----------–-ე" და სადაოდ ქცეული გადაწყვეტილების სამედიცინო შემთხვევებზე, განმეორებით არის განსაზღვრული სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას ''.

1.2. გაუქმდეს/ბათილად იქნეს ცნობილი ქვემოთ ჩამოთვლილი, სადაოდ ქცეული გადაწყვეტილებები და შესაბამისად მათ ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული სათანადო შუალედური გადაწყვეტილებები და სადაოდ ქცეულ გადაწყვეტილებებში აღწერილ შესაბიმის შემთხვევებს მიენიჭოს ახალი სტატუსი ,,ექვემდებარება ანაზღაურებას''. შესაბამისად სრულად დაექვემდებაროს ანაზრაურებას ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო შემთხვევები, რომლებსაც ,,სააგენტოს'' ტერიტორიული ერთეულების მხრიდან მიენიჭა სტატუსი ,,არ ანაზღაურდება ''. სადაოდ ქცეული გადაწყვეტილებების ჩამონათვალი

1).სადაოდ ქცეული გადაწვეტილებების მიმღები: საგენტოს სა-–-------------ს სამხარეო ცენტრი; სადაოდ ქცეული გადაწყვეტილების რეკვიზიტები: 29.09.2016 N----------. ადმინისტრაციული საჩივრის რეკვიზიტები 21.10.2016 N 1-----; თანხა რომელიც არ ანაზღაურდა აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე; 10.643.81 ლარი (იხ.დაზუსტებული სარჩელი. ტ.I.სფ.220-221).

 

მოსარჩელე სარჩელს ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 19 ნოემბრის N586 დადგენილებით განხორციელდა რიგი ცვლილება- დამატებები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში, რომელიც ძალაში იქნა შეყვანილი დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე - 2015 წლის 20 ნოებერს. აღნიშნული ცვლილებების ძალით, მნიშვნელოვნად შემცირდა ფასები თერაპიულ სერვისებზე/კოდექსზე განხორციელდა რა ფიქსირებული ტარიფების დადგენა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის N0-------- ბრძანებით.

 

N586 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებებისა და მათი განხორციელების წესის თაობაზე მოსარჩელეთა მოსაზრებები საქართველოს შრომის ჯანმრთელებისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მყისიერად ეცნობა სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ“. 2015 წლის 26 ნოემბრის წერილით N1------, ამასთან საკითხის მნიშვნელობიდან და პროგრამის მონაწილე, სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი პირებისთვის გამოწვეული ნეგატიური ეფექტის მასშტაბიდან გამომდინარე, წერილის ასლი გადაეგზავნა ბიზნესს ომბუდსმენს, ბატონ გი-----ი გა------ს, წერილში აღნიშნული იქნა, რომ მიღებული გახლავთ იმგვარი ფორმატის თანამშრომლობა, როდესაც დადგენილებაში (რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებას სახელმწიფოსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, თანახმად დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლისა) ხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები სახელშეკრულებო ურთიერთობის მეორე მხარის ნებით გამოვლენა აქცენტების გარეშე ანუ სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მახასიათებელი ფუნდამენტი პრინციპის საწინააღმდეგო და ასევე, როდესაც ცვლილების ძალაში შესვლა ხდება სამართალურთიერთობაში მონაწილე მეორე მხარისთვის გონივრული დროის მიუცემლად.

 

2015 წლის 19 ნოემბრის N586 დადგენილებთ გათვალისწინებული ცვლილებების ასახვა კონსულტაციის მიღების მიზნით მოსარჩელემ მიმართა შპს ,,ვა------------ს", რომელიც წარმოადგენს მოსარჩელეთა კონტრაქტორ აი-ტი სერვისების მიმწოდებელ წამყვან კომპანიას. მსგავსი სახის სამუშაშოების წარმოებას, შპს ,,ვა------------ის" 2015 წლის 25 ნოემბრის წერილით დგინდება, რომ კლინიკების პროგრამულ უზრუნველყოფებში აღნიშნული ცვლილებების ჯეროვნად ასახად/განხორციელებას ესაჭიროება ოთხი თვის ვადა.

 

2015 წლის 19 ნოემბრის განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულების მიერ მიღებულ იქნა 45 გადაწყვეტილება ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, მიღებული გადაწყვეტილებების საპასუხოდ მოსარჩელეებმა ჯამში შეადგინეს და სააგენტოს წარუდგინეს 31 ადმინისტრაციული საჩივარი, საიდანაც 19 ადმინისრტაციულ საჩივარზე მიღებული იქნა შუალედური გადაწყვეტილება, კერძოდ თთოეული ახალი-შუალედური გადაწყვეტილებით დადგინდა რომ,1.ა).უნდა ჩატარებულიყო თითოეული ადმინისტრაციული საჩივრით წარმოდგენილი სადაოდ ქცეული შემთხვევების შემოწმება/კონტროლი, შესაბამისი გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით;

ბ). კონტროლის შედეგების გათვალისწინებით;

ბ.ა). განხორციელებულიყო სადაო შემთხვევვების კვალიფიკაცია (ანაზღაურება /არ ანაზღაურება);

ბ.ბ).კონტროლის შედეგების გათვალისწინებით, მიმწოდებლის მიმართ გატარებულიყო პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები;

2. კონტროლის განმახორციელებელ შემოწმების შედეგები უნდა გაეფორმებინა და წარმოედგინა პროგრამით განსაზღვრული პირობებით;

 

ხსენებული 19 გადაწყვეტილებებიდან არცერთ შემთხვევაზე არ განხორციელებულა დამატებითი კონტროლი.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში, 2016 წლის 01 აპრილიდან ძალაში შევიდა მორიგი ცვლილება-დამატებები (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მართის N 147 დადგენილება) და კვლავაც არ იქნა გათვალისწინებული პროგრამაში ჩართული, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი კლინიკის ინტერესი, კერძოდ, არ იყო განსაზღვრული ცვლილებების ჯეროვნად ასახვისათვის განკუთვნილი ვადა, რის შედეგადაც ცვლილების შედეგად შექმნილი ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, სამედიცინო კორპორაცია „ევ---ს“ მოუწია დაჩქარებულ ტემპში დაეწყო მის ქსელში შემავალი კლინიკების სააღრიცხვო-საანგარიშო სისტემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და დადგენილებების მოთხოვნების სათანადო ასახვა, რამაც გამოიწვია გარკვეული უზუსტობები, გადაუდებელი ამბოლატორიული შემთხვევების ფარგლებში დამუშავებულ სამედიცინო შემთხვევებში შესრულებული სამუშაოს გაანგარიშებისას, რის შედეგადაც აღნიშნულ კომპონენტში აპრილისა და მაისის საანგარიშო თვის ფინანსური დოკუმენტაცია წარდგენილ იქნა არასწორი მონაცემებით, რაზეც სააგენტოს ეცნობა წერილობით (2016 წლის 29 ივნისის Nთ----------- წელი), რომლის ფარგლებში დეტალურად იყო აღწერილი აღნიშნული მდგომარეობა. შექმნილი მდგომარეობის გამო თანხა ზედმეტობით გადაიხადა 3,920.0 პირმა ჯამში 83,733.18 ლარის ოდენობით, საიდანაც თანხა დაუბრუნდა 2,803.0 პირს, ჯამში 56,094.57 ლარის ოდენობით შესაბამისად ზედმეტად მიღებული თანხის სახით დასაბრუნებელი რჩება 27,638.61 ლარი, რომელიც უნდა დაუბრუნდეს 1,117,0 პირს.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 45 ერთეული გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელეთა მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაზე, როგორც პაციენტების სამედიცინო შემთხვევების ფარგლებში, განესაზღვრა სტატუსი ,,არ ანაზღაურდება'' და შესაბამისად მოსარჩელეებს

უარი ეთქვათ საანგარიშგებო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ''საყოველთაო ჯამრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის'' ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე. აღნიშნული სახის თითოეული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომელთა დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი, რაზეც საქმეთა ერთგვაროვანი ხასიათიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიღო ერთიანი გადაწყვეტილებები კერძოდ: 2017 წლის 01 ივნისის N 0------- და 2017 წლის 05 ივნისის N 0------- გადაწყვეტილებები „2. მხარეთა პოზიციები

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სა-–-------------ს სამხარეო ცენტრმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე (იხ. ტ.4.სფ.34-42).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. ამავე დადგენილების მეორე მუხლის თანახმად საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2013 წლის 28 თებერვალი.“;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება

 

3.1.2. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი პირი არის შპს ,,უნ---------–-ეს" ახ--––--ის სამედიცინო ცენტრი საიდენტიფიკაციო ნომერი: 4-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის N0-------- ბრძანება (იხ.ტ.I.სფ.31-33).

- სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ“ 2015 წლის 26 ნოემბრის წერილით N1------ (იხ.ტ.I.სფ.34-36).

-სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–-------------ს სამხარეო ცენტრის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ. ტ.I I I.სფ.655-653).

- მიღება-ჩაბარების აქტი(იხ.ტ.I I I სფ.650-651).

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd. დისკი).

 

3.1.3. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N586 დადგენილებით განხორციელდა რიგი ცვლილება-დამატებები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში, რომელიც ძალაში იქნა შეყვანილი დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე - 2015 წლის 20 ნოებერს. აღნიშნული ცვლილებების ძალით შემცირდა ფასები თერაპიულ სერვისებზე/კოდექსზე განხორციელდა რა ფიქსირებული ტარიფების დადგენა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის N0-------- ბრძანებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N586 დადგენილება (იხ.ტ.I.სფ.26-30).

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის N0-------- ბრძანება (იხ.ტ.I.სფ.31-33).

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd. დისკი).

 

3.1.4. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N586 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებებისა და მათი განხორციელების წესის თაობაზე მოსარჩელეთა მოსაზრებები საქართველოს შრომის ჯანმრთელებისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეცნობა სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ“ 2015 წლის 26 ნოემბრის წერილით N1------, ამასთან წერილის ასლი გადაეგზავნა ბიზნესს ომბუდსმენს, წერილში აღნიშნული იქნა, რომ მიუღებული იმგვარი ფორმატის თანამშრომლობა, როდესაც დადგენილებაში (რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებას სახელმწიფოსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, თანახმად დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლისა) ხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები სახელშეკრულებო ურთიერთობის მეორე მხარის ნებით გამოვლენა აქცენტების გარეშე ანუ სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მახასიათებელი ფუნდამენტი პრინციპის საწინააღმდეგო და ასევე, როდესაც ცვლილების ძალაში შესვლა ხდება სამართალურთიერთობაში მონაწილე მეორე მხარისთვის გონივრული დროის მიუცემლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ“ 2015 წლის 26 ნოემბრის წერილით N1------ (იხ.ტ.I.სფ.34-36).

 

3.1.5. 2015 წლის 19 ნოემბრის N586 დადგენილებთ გათვალისწინებული ცვლილებების ასახვა-კონსულტაციის მიღების მიზნით მოსარჩელემ მიმართა შპს ,,ვა------------ს", რომელიც წარმოადგენს მოსარჩელეთა კონტრაქტორ აი-ტი სერვისების მიმწოდებელ წამყვან კომპანიას, რომლის 2015 წლის 25 ნოემბრის წერილით დგინდება, რომ კლინიკების პროგრამულ უზრუნველყოფებში აღნიშნული ცვლილებების ჯეროვნად ასახად/განხორციელებას ესაჭიროება ოთხი თვის ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ“ 2015 წლის 26 ნოემბრის წერილით N1------ (იხ.ტ.I.სფ.37).

 

3.1.6. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–-------------ს სამხარეო ცენტრის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით N----------, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–-------------ს სამხარეო ცენტრის მიერ გადაწყვეტილების დანართში მითითებულ შემთხვევევებს მიენიჭათ სტატუსი არ ანაზღაურდება, რადგან შპს. ,,უნ---------–-ეს" ახ--––--ის სამედიცინო ცენტრის საიდენტიფიკაციო ნომერი: 4-------3, 2016 წლის მაისის თვის (შესრულების N 987986802, გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება; საყოველთაო ჯანდაცვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვები, საპენსიო ასაკის მოსახლეობა, სტუდენტები, სშმ ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (N165 დადგენილება)) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, ქვემოთ მოყვანილ დანართ N1-ში მოთითებულ სამედიცინო შემთხვევებში გამოვლინდა მიმწოდებლის მხრიდან პროგრამის განსაზღრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევები. კერძოდ, პროგრამული მომსახურების ღირებულებიდან მოსარგებლის თანაგადახდის წილი აღემეტება პროგრამის პირობებით გათვალისწინებულს, რაც დასტურდება ელექტრონულ მოდულში დაფიქსირებული ინფორმაციით, აგრეთვე, დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტებით (სალაროს შემოსავლი ორდერი, შეთანხმება/ხელშეკრულება თანხის გადახდაზე, ალტერნატიული ფინანსების წყაროს (სპონსორის) მიერ გაცემული საგარანტიო წერილი.ზემოაღნიშნულ შემთხვევებში პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში გადახდილი აქვს დამატებითი თანხა (თანაგადახდა განხორციელებულია არა განმახორციელებლის მიერ დადგენილი, არამედ მიმწოდებლის ტარიფის მიხედვით) რაც არ შეესაბამება/ეწინააღმდეგება პროგრამის პირობებს.ამავე პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე'' ქვეპუნქტის თანახმად ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ანაზღაურებას არ დაექვემდებარა შპს. ,,უნ----------–-ეს" ახ--––--ის სამედიცინო ცენტრის 10.643.81 ლარის მიწოდებული სამედიცინო მომსახურეობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–-------------ს სამხარეო ცენტრის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ. ტ.I I I.სფ.655-653).

- მიღება-ჩაბარების აქტი(იხ.ტ.I I I სფ.650-651).

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd. დისკი).

 

3.1.7. შპს. ,,უნ----------–-ეს"-ახ--––--ის სამედიცინო ცენტრის მიერ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–-------------ს სამხარეო ცენტრის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N---------- გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოში, მოთხოვნილი იქნა გაუქმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებების და სრულად დაქვემდებარება ანაზღაურების ამავე გადაწყვეტილებების დანართებით გათვალისწინებული შემთხვევების, რომელთაც სააგენტოს მიერ მიენიჭა სტატუსი - ,,არ ანაზღაურდება"

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს ,,უნ----------–-ეს"-ახ--––--ის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი (იხ.ტ. I I I.სფ.655-653).

 

3.1.8. სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2017 წლის 05 ივნისის N0------- გადაწყვეტილებით შპს. ,,უნ----------–-ეს"-ახ--––--ის სამედიცინო ცენტრის მიერ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–-------------ს სამხარეო ცენტრის 2016 წლის 29 სექტემბრის N---------- გადაწყვეტილებაზე შეტანილი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2017 წლის 05 ივნისის N0------- გადაწყვეტილება (იხ.ტ. I I I.სფ.745-748).

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. შპს. ,,უნ----------–-ეს"-ახ--––--ის სამედიცინო ცენტრის მიერ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–-------------ს სამხარეო ცენტრის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით N---------- ანაზღაურებას არ დაექვემდებარა შპს ,,უნ----------–-ეს"-ახ--––--ის სამედიცინო ცენტრის მიერ 18 პირისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობა, საერთო ოდენობით 10.643.81 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–-------------ს სამხარეო ცენტრის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ. ტ.I I I.სფ.655-653).

- მიღება-ჩაბარების აქტი(იხ.ტ.I I I სფ.650-651).

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd. დისკი).

 

3.2.2. 18 პირის მიერ შპს ,,უნ----------–-ეს"-ახ--––--ის სამედიცინო ცენტრის მიმართ ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 75.40 ლარი, საიდანაც 12 პირს დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხა და დასაბრუნებელი დარჩა ექვსი პირისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–-------------ს სამხარეო ცენტრის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ. ტ.I I I.სფ.655-653).

- მიღება-ჩაბარების აქტი(იხ.ტ.I I I სფ.650-651).

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd. დისკი).

 

3.2.3. გადახდის ქვითრებით დადგენილია, რომ პაციენტების მიერ გადახდა ნაწარმოებია 2016 წლის მაისის თვეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–-------------ს სამხარეო ცენტრის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ. ტ.I I I.სფ.655-653).

- გადახდის ქვითრები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „უნ----------–-ე“-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებებით ვაჭრობას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" პირველი მუხლის თანახმად

ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

 

ამავე კანონის მეოთხე მუხლის ,,ა" პუნქტის თანახმად ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრინციპია მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში;

 

ამავე კანონის მეხუთე მუხლის საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.

 

ამავე კანონის 19-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან ვაუჩერის საშუალებით.

სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფის პირადი დაზღვევა ხორციელდება ვაუჩერის საშუალებით.

 

ამავე კანონის 21 -ე მუხლის თანახმად სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. ამავე დადგენილების მეორე მუხლის თანახმად საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2013 წლის 28 თებერვალი.“;

 

,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირველი მუხლის თანახმად 2013 წლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ:

ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით;

გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

 

ამავე პროგრამის მეოთხე მუხლის თანახმად პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი არის შპს ,,უნ---------–-ე" ახ--––--ის სამედიცინო ცენტრი საიდენტიფიკაციო ნომერი: 4-------.

 

,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირველი მუხლის თანახმად 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,უნ---------–-ე" ახ--––--ის სამედიცინო ცენტრისათვის ცნობილი იყო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო, როგორც პროგრამა მთლიანად, ასევე ამავე პროგრამის მეხუთმეტე მუხლის მოთხოვნები, ეთანხმებოდა მას, რის გამოც მონაწილეობდა მასშში.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N586 დადგენილებით განხორციელდა რიგი ცვლილება-დამატებები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში, რომელიც ძალაში იქნა შეყვანილი დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე - 2015 წლის 20 ნოებერს. აღნიშნული ცვლილებების ძალით შემცირდა ფასები თერაპიულ სერვისებზე/კოდექსზე განხორციელდა რა ფიქსირებული ტარიფების დადგენა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის N0-------- ბრძანებით, რის შემდეგაც შპს. ,,უნ---------–-ემ" გააგრძელა შესაბამისი სერვისების მიწოდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაეთანხმა შეცვლილ პირობებს, შესაბამისად ის ვალდებული იყო შესაბამისობაში მოეყვანა და მიესადაგებია სამედიცინო შემთხვევები შემცირებულ თანხებისათვის, ამავე დროს საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შპს. ,,უნ---------–-ეს" უფლება ქონდა უარი განეცხადებია პროგრამაში მონაწილეობაზე.

 

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–-------------ს სამხარეო ცენტრის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით N----------, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–-------------ს სამხარეო ცენტრის მიერ გადაწყვეტილების დანართში მითითებულ შემთხვევევებს მიენიჭათ სტატუსი არ ანაზღაურდება, რადგან შპს. ,,უნ---------–-ეს" ახ--––--ის სამედიცინო ცენტრის საიდენტიფიკაციო ნომერი: 4-------3, 2016 წლის მაისის თვის (შესრულების N 987986802, გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება; საყოველთაო ჯანდაცვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვები, საპენსიო ასაკის მოსახლეობა, სტუდენტები, სშმ ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (N165 დადგენილება)) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, ქვემოთ მოყვანილ დანართ N1-ში მოთითებულ სამედიცინო შემთხვევებში გამოვლინდა მიმწოდებლის მხრიდან პროგრამის განსაზღრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევები. კერძოდ, პროგრამული მომსახურების ღირებულებიდან მოსარგებლის თანაგადახდის წილი აღემეტება პროგრამის პირობებით გათვალისწინებულს, რაც დასტურდება ელექტრონულ მოდულში დაფიქსირებული ინფორმაციით, აგრეთვე, დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტებით (სალაროს შემოსავლი ორდერი, შეთანხმება/ხელშეკრულება თანხის გადახდაზე, ალტერნატიული ფინანსების წყაროს (სპონსორის) მიერ გაცემული საგარანტიო წერილი.ზემოაღნიშნულ შემთხვევებში პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში გადახდილი აქვს დამატებითი თანხა (თანაგადახდა განხორციელებულია არა განმახორციელებლის მიერ დადგენილი, არამედ მიმწოდებლის ტარიფის მიხედვით) რაც არ შეესაბამება/ეწინააღმდეგება პროგრამის პირობებს.ამავე პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე'' ქვეპუნქტის თანახმად ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ანაზღაურებას არ დაექვემდებარა შპს. ,,უნ----------–-ეს" ახ--––--ის სამედიცინო ცენტრის 10.643.81 ლარის მიწოდებული სამედიცინო მომსახურეობა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს ,,უნ----------–-ეს" მითითებას, რომ აღნიშნული დარღვევების საფუძველი იყო გონივრულ დროის არ არსებობა და ფორსმაჟორიული გარემოებები, რადგან აღნიშნული გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება მის წარმოდგენილი არ ყოფილა, ასევე თვით მათი დაკვეთითა შპს ,,ვა------------ს", მიერ მომზადებული 2015 წლის 25 ნოემბრის წერილით დგინდება, რომ კლინიკების პროგრამულ უზრუნველყოფებში აღნიშნული ცვლილებების ჯეროვნად ასახად/განხორციელებას ესაჭიროება ოთხი თვის ვადა, ხოლო მითითებული შეუსაბამობა გამოწვეულია ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ოთხი თვის გასვლის შემდეგ 2016 წლის მაისის თვეში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ შემთხვევაშია ბათილი, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად არღვევს მისი მომზადების ან გამოცემის კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-–-------------ს სამხარეო ცენტრის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N----------, რომლითაც ანაზღაურებას არ დაექვემდებარა შპს. ,,უნ----------–-ეს"-ახ--––--ის სამედიცინო ცენტრის მიერ 18 პირისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობა, ასევე სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც შპს „უნ----------–-ე“-ს სარჩელი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებითგ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „უნ----------–-ე“-ს სარჩელი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქუჩა №7ა) 14 დღის ვადაში მხარეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №62) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გია ბერაია