გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-----------------წ
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო
06 მარტი 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი _ ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე _ სს ,,კ--------------’’
წარმომადგენელი - ზ---–-----------
მოპასუხეები _ ბ--------------–---, თ---------–---–---–-, გ--–---------, გ------- მ--–----- (მონაწილეობის გარეშე)
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება;
სასამართლომ ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სამოქალაქო საქმე სს ,,კ------- ბ-----’’ სარჩელისა გამო მოპასუხეების ბ--------------–----- თ---------–---–---–-ს, გ--–----------, გ------- მ--–------ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 13 დეკემბერს სს ,,კ------- ბ-----’’ წარმომადგენელმა მ-------------ემ სარჩელით მომართა სასამართლოს მოპასუხეების ბ--------------–----- თ---------–---–---–-ს, გ--–---------- და გ------- მ--–------ წინააღმდეგ და მოითხოვა:
მოპასუხეებს ბ--------------–---ს (პ/ნ4----------), თ---------–---–---–- (პ/ნ 0----------), გ------- მ--–-----ს (პ/ნ 4----------) და გ--–---------ს (პ/ნ 4----------) სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კ------- ბ----- ‘’ (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დავალიანება 1301.48 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 1132.25 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 37.84 აშშ დოლარი - დარიცხული პროცენტი, 20.31 აშშ დოლარი -სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 73.55 აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა, ხოლო 37.44 არის ჯარიმა ძირზე.
მოპასუხე ბ--------------–---ს 2016 წლის 26 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინდივიდუალურად გადასახდელად დაეკისროს 89.61 ლარი, საიდანაც 72.76 ლარი არის ძირითადი თანხა, 2.14 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 4.71 ლარი არის დარიცხული ჯარიმა, ხოლო 10.00 ლარი არის დარიცხული ჯარიმა ძირზე.
მოპასუხე ბ--------------–---ს 2016 წლის 15 დეკემბერს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინდივიდუალურად გადასახდელად დაეკისროს 1511.88 ლარი, საიდანაც 1406.25 ლარი არის ძირითადი თანხა, 59.21 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 30.80 ლარი ჯარიმა 27%, ხოლო 15.63 ლარი არის დარიცხული ჯარიმა ძირზე და 2016 წლის 13 ივნისის განვადების ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინდივიდუალურად გადასახდელად დაეკისროს სესხზე L----------- – 94.00 ლარი; სესხზე L----------- – 112.50; სესხზე L----------- – 1038.00 ლარი; სესხზე L----------- – 1280 ლარი;
2018 წლის 22 თებერვალს მოსარჩელე სს ,,კ------- ბ-----’’ წარმომადგენელმა გ------- ა---–--–-- სარჩელით მომართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, დააზუსტა (შეამცირა) სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხე ბ---------------–---- სს ,,კ------- ბ-----ათვის’’ გადასახდელად დაეკისროს სესხზე: 1) L----------- – 41.63 ლარი, საიდანაც ძირი შეადგენს 29.32 ლარს სიცოცხლის დაზღვევა შეადგენს 1.15 ლარს, ჯარიმა შეადგენს 11.16 ლარს; 2) L----------- - 47.91 ლარი, საიდანაც ძირი შეადგენს 35.17 ლარს, სიცოცხლის დაზღვევა შეადგენს - 1.35 ლარს, ჯარიმა შეადგენს - 11.39 ლარს; 3) L----------- – 359.66 ლარი, საიდანაც ძირი შეადგენს 324.32 ლარს, სიცოცხლის დაზღვევა შეადგენს 12.55 ლარს, ჯარიმა შეადგენს 22.79 ლარს; 4) L----------- – 526.23 ლარი, საიდანაც ძირი შეადგენს 480 ლარს, სიცოცხლის დაზღვევა შეადგენს 20.46 ლარს, ჯარიმა შეადგენს 25.77 ლარს;
მოპასუხეებმა ბ--------------–---მ, თ---------–---–---–-ა, გ--–---------მ და გ------- მ--–-----მ წარმოდგენილ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, მიუთითეს რომ სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმებიან ჯარიმის ნაწილში.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2018 წლის 6 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა.
მოპასუხეებს ტელეფონის საშუალებით ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, (იხ. მტკიცებულება: სატელეფონო აქტები), მაგრამ მიუხედავად ამისა მოპასუხეები ბ--------------–---, თ---------–---–---–-, გ--–--------- და გ------- მ--–----- სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადნენ.
მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო გაეცნო სარჩელს, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ თანახმად ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით;
საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დანიშნული იქნა 2018 წლის 6 მარტს 12:00 საათზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ა---––---- მებაღიშვილის ქ. №6-, სხდომის დარბაზი №1). მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა. არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 13 ივნისს მოსარჩელესა და ბ---------------–---- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 6 000 აშშ დოლარი 18 თვით, კლებადი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც შეადგენს ყოველთვიურ 1.67%-ს სესხის ხელშეკრულების 5.1 და 5.3 მუხლის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყო გამსესხებელი (მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება. ამავე მუხლის 5.2 პუნქტით კი მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობლად. სესხის ხელშეკრულების 3.15 მუხლით განისაზღვრა გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხაზე ჯარიმის დარიცხვის წესი.
2016 წლის 08 ივნისს თ---------–---–---–---- (პ/ნ 0----------), გ------- მ--–-----სთან (პ/ნ 4----------), ხოლო 2016 წლის 10 ივნისს გ--–--------------- (პ/ნ 4----------) დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი, თავდებობის ხელშეკრულების 2.1 მუხლით მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგინოს 7157 აშშ დოლარი, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის, შესაძლო ჯარიმების, სადაზღვევო პრემიის და პირგასამტეხლოს სრულად ანაზღაურებაზე.
2016 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელესა და ბ---------------–---- (პ/ნ 4----------) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 400 ლარი საქონლის განვადებით (მობილური ლენოვო) შესაძენად 12 თვით, მომსახურების ღირებულებით 6.9%-ით, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთით 14.55%-ით. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის შესაბამისად სესხის გადახდილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებაზე თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. სესხის ხელშეკრულების 4.1. მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენი მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხად დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვის წესი გავრცელდეს მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე გაფორმებულ და ძალაში მყოფ ყველა გარიგებაზე (ხელშეკრულებაზე).
2016 წლის 15 დეკემბერს მოსარჩელესა და ბ---------------–---- (პ/ნ 4----------) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 2500 ლარი საქონლის განვადებით (საბურავი 8ც) შესაძენად 18 თვით, მომსახურების ღირებულებით 10.9%-ით სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთით 14.07 %-ით . ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის შესაბამისად სესხი გადახდილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებაზე თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. სესხის ხელშეკრულების 4.1 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით; ყოველ ვადაგადაცილებუილდ დღეზე დაერიცხება დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5 %, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვის წესი გავრცელდეს მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე გაფორმებულ და ძალაში მყოფ ყველა გარიგებაზე (ხელშეკრულებაზე);
2016 წლის 13 ივნისს მოსარჩელესა და ბ---------------–---- (პ/ნ 4----------) შორის გაფორმდა N-------------- ხელშეკრულება განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, რომლის საფუძველზე მსესხებელს გადაეცა ,,ნ------------------’’----------------- ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 1930.00 აშშ დოლარი, მოქმედების ვადად განისაზღვრა 48 თვე.
2016 წლის 26 აგვისტოს შეიძინა საქონელი (ნივთი) და ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა სესხის ვალდებულება L----------- – 94.00 ლარი 18 თვის ვადით; L----------- – 112.50 ლარი 18 თვის ვადით; L----------- – 1038.00 ლარი18 თვის ვადით; ასევე 2016 წლის 23 სექტემბერს შეიძინა საქონელი აღნიშნულ ტრანზაქციაზე წარმოიშვა სესხი: L----------- – 1280 ლარი 18 თვის ვადით.
მსესხებელი გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახდელებს იხდიდა დაგვიანებით, მსესხებელი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო შეტყობინებებით გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად მათი არა ერთი გაფრთხილებისა მოპასუხის მიერ არ განხორციელდა ვალდებულების შესრულება ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
2017 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით სოლიდარულ მოპასუხეებს ბ---------------–----, თ-----------–---–---–--, გ------- მ--–------ და გ--–----------- სახელზე არსებულ სოლიდარული დავალიანება შეადგენს 1301.48 აშშ დოლარს, საიდანაც 1132.25 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 37.84 აშშ დოლარი არის დარიცხული პროცენტი, 20.31 აშშ დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 73.55 აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა, ხოლო 37.44 არის ჯარიმა ძირზე.
2017 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით 2016 წლის 15 დეკემბერს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბ---------------–---- სახელზე ინდივიდუალურად არსებული დავალიანება შეადგენს 1511.88 ლარს, საიდანაც 1406.25 ლარი არის ძირითადი თანხა, 59.21 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 30.80 ლარი ჯარიმა 27%, ხოლო 15.63 ლარი არის დარიცხული ჯარიმა ძირზე.
2017 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით 2016 წლის 26 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბ---------------–---- სახელზე ინდივიდუალურად არსებული დავალიანება დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს 89.61 ლარს, საიდანაც 72.76 ლარი არის ძირითადი თანხა, 2.14 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 4.71 ლარი არის დარიცხული ჯარიმა, ხოლო 10.00 ლარი არის დარიცხული ჯარიმა ძირზე.
მოსარჩელესა და ბ---------------–---- (პ/ნ 4----------0) შორის 2016 წლის 13 ივნისს შორის გაფორმებული ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბ---------------–---- სახელზე ინდივიდუალურად არსებული დავალიანება 2017 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს: სესხზე L----------- -94.00 ლარს, სესხზე L----------- – 112.50 ლარს, სესხზე L----------- – 1038.00 ლარს, სესხზე L----------- -1280 ლარს.
ამასთან დაზუსტებული (შემცირებული) იქნა სასარჩელო მოთხოვნები კერძოდ: მოპასუხე ბ---------------–---- სს ,,კ------- ბ-----ათვის’’ გადასახდელად დაეკისროს სესხზე: 1)L----------- – 41.63 ლარი, საიდანაც ძირი შეადგენს 29.32 ლარს სიცოცხლის დაზღვევა შეადგენს 1.15 ლარს, ჯარიმა შედაგენს 11.16 ლარს; 2) L----------- - 47.91 ლარი, საიდანაც ძირი შეადგენს 35.17 ლარს, სიცოცხლის დაზღვევა შეადგენს 1.35 ლარს, ჯარიმა შეადგენს 11.39 ლარს; 3) L----------- – 359.66 ლარი, საიდანაც ძირი შეადგენს 324.32 ლარს, სიცოცხლის დაზღვევა შეადგენს 12.55 ლარს, ჯარიმა შეადგენს 22.79 ლარს; 4) L----------- – 526.23 ლარი, საიდანაც ძირი შეადგენს 480 ლარს, სიცოცხლის დაზღვევა შეადგენს 20.46 ლარს, ჯარიმა შეადგენს 25.77 ლარს;
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 6-3-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 6-5-ე მუხლის მიხედვით, სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ამავე კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამასთან არსებობს სარჩელის აღძვრის წინპირობები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლომ იმსჯელა საპროცესო ხარჯების შესახებ და გადაწყვიტა შემდეგნაირად:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის 104.13 ლარის გადახდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლების საფასურის 11 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხე ბ--------------–---ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მოპასუხე მხარითვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადასახდელი საფასურის 21 ლარის დაკისრების თაობაზე, აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს რადგან მოსარჩელე მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია საპროცესო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება.
სასამართლომ იმსჯელა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ და გადაწყვიტა შემდეგნაირად:
აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის N1-----------------წ განჩინებით სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღა დაედო მოპასუხე ბ---------------–---- (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. ა---––---- სოფელი მ-----, საკადასტრო კოდი: N6-.11.5-.3--;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის #1-----------------წ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 201-ე, 2321-ე, 233-ე, 234-ე, 235-ე, 236-ე, 237-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიღებული იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოსარჩელე სს ,,კ--------------ს’’ სარჩელი მოპასუხეების ბ---------------–----, თ---------–---–---–-, გ--–----------- და გ------- მ--–------ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს ბ--------------–---ს (პ/ნ4----------), თ---------–---–---–- (პ/ნ 0----------), გ------- მ--–-----ს (პ/ნ 4----------) და გ--–---------ს (პ/ნ 4----------) სს ,,კ------- ბ-----’’ (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1301.48 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1132.25 აშშ დოლარი, პროცენტი - 37.84 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 20.31 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 110.99 აშშ დოლარი;
3. მოპასუხე ბ--------------–---ს სს ,,კ--------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 26 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 89.61 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 72.76 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 2.14 ლარი, პირგასამტეხლო - 14.71 ლარი;
4. მოპასუხე ბ---------------–---- სს ,,კ--------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1511.88 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1406.25 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 59.21 ლარი, პირგასამტეხლო - 46,43 ლარი;
5. მოპასუხე ბ--------------–---ს სს,,კ--------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 13 ივნისის განვადების ბარათის L----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 41.63 ლარის გადახდა, საიდანაც სესხი ძირითადი თანხაა - 29.32 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხაა - 1.15 ლარი, პირგასამტეხლო - 11.16 ლარი; L----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 47.91 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 35.17 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 1.35 ლარი, პირგასამტეხლო - 11.39 ლარი; L----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 359.66 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 324.32 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 12.55 ლარი, პირგასამტეხლო - 22.79 ლარი; L----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 526,23 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითად თანხაა - 480 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 20.46 ლარი, პირგასამტეხლო - 25.77 ლარი;
6. მოპასუხეებს ბ--------------–---ს (პ/ნ4----------), თ---------–---–---–- (პ/ნ 0----------), გ------- მ--–-----ს (პ/ნ 4----------) და გ--–---------ს (პ/ნ 4----------) სს ,,კ------- ბ-----’’ (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 15-,13 ლარის და უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლების საფასურის - 11 ლარის გადახდა;
7. მოპასუხე ბ--------------–---ს (პ/ნ4----------) სს ,,კ------- ბ-----’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
8. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს.
9. მოპასუხეს განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
მოსამართლე: ნათია მერაბიშვილი