გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2018
საქმის ნომერი
820210017001973322
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№820210017001973322 (2-338/2018)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

 

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - დ---------------ე

 

მოპასუხეები - ი/მ ა-----------–----ე

მ---–---------–----ე

მ----------–----ე

ჯ---–-----------–--ე

ნ-------------ე

ა-----------–----ის წარმომადგენელი - დ-------------ე

 

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულების მოშლა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაცია.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ი/მ ა-----------–----ეს, მ----------–----ესა და მ---–---------–----ეს სს ,,ს----------–--------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ შემცირებული თანხის 57 794.00 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა 49 189.04 დოლარი, პროცენტი 5 776.65 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2 828.31 აშშ დოლარი).

 

1.2. მოპასუხეებს ი/მ ა-----------–----ეს, მ---–---------–----ეს, მ----------–----ეს, ჯ---–-----------–--ესა და ნ-------------ეს - სს ,,ს----------–--------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასარჩელო განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 4 287.14 ლარის გადახდა.

 

1.3. სოლიდარულად დაკისრებული თანხის და სახელმწიფო ბაჟის ამოღება მოხდეს თავდები პირების მ----------–----ის და მ---–---------–----ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების და უზრუნველყოფაში არსებული იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაციის გზით:

 

ა) ნ-------------ის (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი წ-----–ა (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 2------------

 

ბ) ჯ---–-----------–--ის (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბათუმი, ს---–-------ის ქ. N8 (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------.

 

1.4. ხოლო იმ შემთხვევაში თუკი თანხის ამოღება ვერ მოხერხდა თავდების საკუთრებაში არსებული ქონებიდან ან იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად აღსრულება გაგრძელდეს მსესხებლის ი/მ ა-----------–----ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.

 

1.5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნებს ამყარებს შემდეგი არგუმენტაციით:

 

2014 წლის 31 ივლისს სს ,,პ------------------სა’’ (უფლებამონაცვლე სს ,,ს----------–--------ი’’) და ი/მ ა-----------–----ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N F--------, რომლითაც მსესხებელზე გაიხსნა საკრედიტო ლიმიტი 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ან ექვივალენტი ლარში ოდენობით.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 10 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N 7------, რომლითაც ი/მ ა-----------–----ეზე გაიცა კრედიტი 51 701 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 13%-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. თუმცა მოპასუხის მიერ კრედიტის მოქმედები პერიოდში, ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება, რაც გამოიხატა ხელშეკრულების გრაფიკის, ვადებისა და პირობების არაერთგზის დარღვევაში.

 

ზემოთ აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N 1------------ ერთის მხრივ ბანკს და მეორეს მხრივ მ----------–----ეს შორის, რომლის თანახმადაც თავდები იღებს ვალდებულებას, სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

 

ზემოთ აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N 6------------- ერთის მხრივ ბანკსა და მეორეს მხრივ მ---–---------–----ეს შორის, რომლის თანახმადაც თავდები იღებს ვალდებულებას, სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

 

სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა აგრეთვე იპოთეკის ხელშეკრულება N 1------------ რომლითაც იპოთეკა დაიტვირთა: ა-----------–----ის (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაური, სოფელი წ-----–ა (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 2------------ სარჩელის შემოტანის მომენტისთვის აღნიშნულ ქონებაზე მესაკუთრეს წარმოადგენდა ნ-------------ე (პ/ნ 6----------).

 

ასევე სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა აგრეთვე იპოთეკის ხელშეკრულება 6------------ - რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა: ჯ---–-----------–--ის (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ს---–-------ის ქ. N8 (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------.

 

მოპასუხეთა დავალიანება ხელშეკრულების გაფორმების (სარჩელის აღძვრიდან) მომენტიდან შეადგენს 59 264 აშშ დოლარს, საიდანაც: ძირითადი თანხაა 49 189.04 აშშ დოლარი, პროცენტი 5776.65 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 4328.31 აშშ დოლარი.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წამოადგინეს შესაგებელი, რომლითაც არ სცნეს სარჩელი და მიუთითეს, რომ მათ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა განპირობებული იყო პატივსადები მიზეზებით, რის გამოც ვეღარ მოახერხეს ვალდებულებების შესრულება, თუმცა ეს არ გულისხმობს იმ გარემოებას, რომ საერთოდ უარს ამბობენ თანხის გადახდაზე, მზად არიან ვალდებულება შეასრულონ დროის გონივრული პერიოდის განაწილვადების პირობით, რაც შეეხება პროცენტს და პირგასამტეხლოს მათი ოდენობა შეუსაბამოა.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე ჯ---–-----------–--ემ და ა-----------–----ის წარმომადგენელმა დ-------------ემ დაადასტურეს მათ შესაგებელში მითითებული გარემოებები.

 

მოპასუხეები ა-----------–----ე, მ---–---------–----ე, მ----------–----ე და ნ-------------ე

სხდომაზე არ გამოცხადებულან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 31 ივლისს სს ,,პ------------------სა’’ (უფლებამონაცვლე სს ,,ს----------–--------ი’’) და ი/მ ა-----------–----ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N F--------, რომლითაც მსესხებელზე გაიხსნა საკრედიტო ლიმიტი 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ან ექვივალენტი ლარში ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 31.07.2014 წლის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება № F--------.

 

3.1.2. 2015 წლის 10 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N 7------, რომლითაც ი/მ ა-----------–----ეზე გაიცა კრედიტი 51 701 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 13%-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 10.08.2015 წლის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N 7------.

 

3.1.3. 2014 წლის 31 ივლისს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N 1------------ ერთის მხრივ ბანკს და მეორეს მხრივ მ----------–----ეს შორის, რომლის თანახმადაც თავდები იღებს ვალდებულებას, სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 31.07.2014 წლის ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულებების შესახებ N 1------------.

 

3.1.4. 2014 წლის 31 ივლისს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N 6------------- ერთის მხრივ ბანკსა და მეორეს მხრივ მ---–---------–----ეს შორის, რომლის თანახმადაც თავდები იღებს ვალდებულებას, სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 31.07.2014 წლის ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულებების შესახებ N 6-------------.

 

3.1.5. სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N 1------------, რომლითაც იპოთეკა დაიტვირთა ა-----------–----ის (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაური, სოფელი წ-----–ა (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 2------------ სარჩელის შემოტანის მომენტისთვის აღნიშნულ ქონებაზე მესაკუთრეს წარმოადგენდა ნ-------------ე (პ/ნ 6----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- იპოთეკის ხელშეკრულება N1------------.

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.6. სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა აგრეთვე იპოთეკის ხელშეკრულება 6------------ - რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ჯ---–-----------–--ის (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ს---–-------ის ქ. N8 (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- იპოთეკის ხელშეკრულება N6------------.

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მოპასუხეებს ი/მ ა-----------–----ეს, მ----------–----ესა და მ---–---------–----ეს სს ,,ს----------–--------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ შემცირებული თანხის 57 794.00 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა 49 189.04 დოლარი, პროცენტი 5 776.65 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2 828.31 აშშ დოლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.1.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ გაფრთხილებები არ მიუღიათ. მოსარჩელე კი ამტკიცებს, რომ მსგავსი წერილობითი შეტყობინებები მიიღეს მოპასუხეებმა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთათვის შეტყობინებების გაგზავნისა და ჩაბარების მტკიცების ტვირთი, მოსარჩელეს ეკუთვნის. შეტყობინებები მოპასუხეებისათვის მას უნდა გაეგზავნა, ამიტომაც მხოლოდ მას შეუძლია წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ შეტყობინებები მოპასუხეებს გაეგზავნა და ჩაბარდათ. ამ ფაქტის მტკიცება დასაშვებია, მხოლოდ გაგზავნილი შეტყობინების ასლებითა და გზავნილის მოპასუხეებისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტებით.

 

4.1.3. მოსარჩელემ, მოპასუხისადმი შეტყობინების გაგზავნის მტკიცებულება წარმოადგინა (იხ. შეტყობინებები, ერთვის სარჩელს), ასევე მასზე ჩაბარების დასტური-მტკიცება წარმოდგენილია, რომლის მიღებასაც შესაგებლით უარყოფს მოპასუხე მხარე (იხ.შესაგებელი).

 

4.1.4. მხარეებს შორის სადავოა პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების გამოყენების მართებულობა, არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისაა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

 

4.1.5. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატება კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი; შესაგებელი;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

4.1.6. დადგენილია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მსესხებლის მიერ არის დარღვეული. სისტემატიურად ხდებოდა გრაფიკის დარღვევა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი; შესაგებელი;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

 

4.1.7. გენერალური ლიმიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ორი უძრავი ქონებით (მდებარე ხელვაჩაური, სოფელი წ-----–ა (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 2----------- და ქ. ბათუმი ს---–-------ის ქ. N8 (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------. ხოლო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 7.4 პუნქტის შესაბამისად იმ შემთხვევაში თუკი თანხის ამოღება ვერ მოხერხდა თავდების საკუთრებაში არსებული ქონებიდან ან იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად აღსრულება გაგრძელდეს მსესხებლის ი/მ ა-----------–----ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი; შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- 2014 წლის 31 ივლისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება NF--------.

- იპოთეკის ხელშეკრულებები;

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

 

4.1.8. ი/მ ა-----------–----ის, მ----------–----ისა და მ---–---------–----ის დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ მთლიანობაში ჯამურად შეადგინა 59 264 აშშ დოლარს, საიდანაც: ძირითადი თანხაა 49 189.04 აშშ დოლარი, პროცენტი 5776.65 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 4328.31 აშშ დოლარი.

 

4.1.9. 09.02.2018 წლის მდგომარეობით ი/მ ა-----------–----ის, მ----------–----ისა და მ---–---------–----ის დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ მთლიანობაში ჯამურად შეადგინა შემცირებული თანხის 57 794.00 დოლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა 49 189.04 დოლარი, პროცენტი 5 776.65 დოლარი და პირგასამტეხლო 2 828.31 დოლარი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

5.1. სარჩელის განხილვისა და მხარეების ახსნა-განმარტებისა მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის” სარჩელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება საბანკო მომსახურების და საკრედიტო მომსახურეობის სფეროებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 31 ივლისს სს ,,პ------------------სა’’ (უფლებამონაცვლე სს ,,ს----------–--------ი’’) და ი/მ ა-----------–----ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N F--------, რომლითაც მსესხებელზე გაიხსნა საკრედიტო ლიმიტი 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ან ექვივალენტი ლარში ოდენობით. ასევე 2015 წლის 10 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N 7------, რომლითაც ი/მ ა-----------–----ეზე გაიცა კრედიტი 51 701 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 13%-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ასევე დადგენილია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულია ორი უძრავი ქონების იპოთეკა და სოლიდარული თავდებობა.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის გათვალისწინებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

7.2. სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N 1------------ რომლითაც იპოთეკა დაიტვირთა ა-----------–----ის (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაური, სოფელი წ-----–ა (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 2------------ სარჩელის შემოტანის მომენტისთვის აღნიშნულ ქონებაზე მესაკუთრეს წარმოადგენდა ნ-------------ე (პ/ნ 6----------).

 

ასევე, სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა აგრეთვე იპოთეკის ხელშეკრულება 6------------ - რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ჯ---–-----------–--ის (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ს---–-------ის ქ. N8 (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დარღვეულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები. მოპასუხეები სადავოდ არ ხდიან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემელ შემთხვევაში მოპასუხეთა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ძირითადი დავალიანების მოთხოვნის ნაწილში იქნა ცნობილი, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ხსენებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა, იმ მოთხოვნის ფარგლებში რაც ცნო, სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.

 

7.4. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ხელშეკრულებით სარგებელი შეადგენდა წლიურ 13 %-ს. მოპასუხეებს პრეტენზია აქვთ სარგებელის ოდენობაზე. სასამართლომ შეამოწმა სარგებელის ოდენობა, ასევე მასზე შეთანხმების საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარგებელი არ ეწინააღმდეგება კანონს. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და კუთვნილ ძირი თანხის ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.5 %.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების დაანგარიშებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა - 2 828.31 აშშ დოლარი.

 

7.6 საქართველოს სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილი უზრუნველყოფის საშუალება შემცირებული პირგასამტეხლო - 2 828.31 აშშ დოლარის ოდენობით არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

7.7 სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.

 

საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკითაა დატვირთული უძრავი ქონება (მდებარე ხელვაჩაურის რაიონი სოფელი წ-----–ა, ს/კ 2----------- და ქ. ბათუმი, ს---–-------ის ქ. № 8, ს/კ 0------------------). იპოთეკის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უპირატესი უფლება აქვს იპოთეკის საგნით დაიკმაყოფილოს უფლება.

 

7.8. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით ,,1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ ბანკის მიმართ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მას გადასახდელი აქვს გარკვეული თანხები. მან გადააცილა კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.

 

7.9 სასამართლო მიიჩნევს, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნა არაა უფლების ბოროტად გამოყენება. გასათვალისწინებელია, რომ პირველ რიგში იპოთეკის დანიშნულებაა სესხის უზრუნველყოფა. ანუ თუ მოვალე სესხს არ იხდის, მაშინ იგი ამოღებული უნდა იქნას იმ უძრავი ქონების რეალიზაციიდან, რაზეც მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ. მოვალე კრედიტორს გაურიგდა მასზედ, რომ თუ სესხს არ დაუბრუნებდა, სესხი დაიფარებოდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით. მასზე უფლების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციის მინიჭებით, ამ ინსტიუტს დაეკარგება დანიშნულება. მოსარჩელე იმპერატიულად არ მოითხოვს იპოთეკის საგნის რეალიზაციას. ის ქონების რეალიზაციას ითხოვს მხოლოდ იმ პირობით, თუ მოპასუხე არ დაფარავს დავალიანებას. ასეთ შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნა სრულიად სამართლიანი მოთხოვნაა. აღნიშნულიდან გამომდინარე იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.10. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო მ----------–----ესთან და მ---–---------–----ესთან. მათ იკისრეს ვალდებულება ერთად პასუხი აგონ საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893-ე და 895-ე მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე და იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი/მ ა-----------–----ემ ვერ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელეს გაუჩნდა თავდები პირის მიმართ მოთხოვნის უფლება.

 

7.11. სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ”.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილით ,,თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს”.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 4 287.14 ლარის ოდენობით.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 4 287.14 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

10. აღსრულების წესის განსაზღვრა

 

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს ბანკის მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. სს ,,ს----------–--------ის” მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის (თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დაფარავს ვალს, აღსრულება განხორციელდეს მსესხებლისა და თვადების სხვა ქონებიდან) განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

11. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

 

11.1. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------მა“ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილული იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ შეუძლებელია იმ ზარალის გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოპასუხეებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევაში. მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 48-ე, 55-ე, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა და წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ს----------–--------ი”-ს საკრედიტო ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების - თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს ი/მ ა-----------–----ეს, მ----------–----ესა და მ---–---------–----ეს სს ,,ს----------–--------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ შემცირებული თანხის 57 794.00 დოლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა 49 189.04 დოლარი, პროცენტი 5 776.65 დოლარი და პირგასამტეხლო 2 828.31 დოლარი)

 

3. მოპასუხეებს ი/მ ა-----------–----ეს, მ---–---------–----ეს, მ----------–----ეს, ჯ---–-----------–--ესა და ნ-------------ეს - სს ,,ს----------–--------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასარჩელო განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 4 287.14 ლარის გადახდა.

 

4. სოლიდარულად დაკისრებული თანხის და სახელმწიფო ბაჟის ამოღება მოხდეს თავდები პირების მ----------–----ის და მ---–---------–----ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების და უზრუნველყოფაში არსებული იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაციის გზით:

 

ა) ნ-------------ის (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი წ-----–ა (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 2------------

 

ბ) ჯ---–-----------–--ის (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბათუმი, ს---–-------ის ქ. N8 (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------.

 

იმ შემთხვევაში თუკი თანხის ამოღება ვერ მოხერხდა თავდების საკუთრებაში არსებული ქონებიდან ან იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად აღსრულება გაგრძელდეს მსესხებლის ი/მ ა-----------–----ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.

 

5. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი’’-ს სარჩელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი