განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N---------------2329
საქმე N 1-----17
განაჩენი
საქართველოს სახელით
1--03.2--8 წელი ქ------------თი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: რ------–----ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: რ---------------–--–--ა
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N-----------1
ბრალდებული: ს----------------ი
მამის სახელი: ნ-----–----ი
დაბადებული: 2--02.19-- წელი
პირადი ნომერი: 0---------3
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: დ---------კი, სასტუმრო "---------
რეგისტრირებული: თ---–--ი, ვარკეთილი 3--- მ/რ კორპუსი 3----------1
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1. 2--7 წლის 18----–ისს, დაახლოებით 01:45 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ---------კში, სასტუმრო ,,ტ---------ს’’ წინ, ს----------------მა ოჯახის წევრს - მეუღლეს მ------–---–---–ს, ურთიერთშელაპარაკების დროს ძალადობით, კერძოდ სხეულზე ხელების რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. იმავე ღამით, დაახლოებით 04:00 საათიდან 05:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ს----------------მა მეუღლეს მ------–---–---–ს, სასტუმრო ,,ტ---------’’-ს ეზოში და შენობაში ხელების დარტყმით ისევ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგ უკვე მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ამავე სასტუმროს ოთახში განაგრძო მ------–---–---–ისათვის ხელების დარტყმით ფიზიკური დაზიანების მიაყენა. მ------–---–---–მა ს----------------ის მხრიდან განახორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2.1. 2--7 წლის 3-------ტოს წინასასამართლო სხდომაზე, სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ს----------------ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი.
საქმის არსებითი განხილვის დროს, სადავო მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავო არ არის და ორივე მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა, წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ მიჩნეულ და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ნაწილის გარდა სხვა, არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, დაზარალებულმა მ------–---–---–მა განმარტა, რომ ს----------------ი არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ბრალდებულთან 10 წელი იცხოვრა. განქორწინდა 18----–ისს, ძალადობის გამო. ჰყავს ოთხი შვილი, ნ-----–----, ა--------ლ, ა-–---------------------ბი და ბ---------–---–---–ი. 10 ივნისს ურეკში ჩავიდა სამუშაოდ მეუღლესთან, დედამთილთან და ბავშვებთან ერთად. დაბინავდნენ სასტუმრო ,-----------–ი’’. მუშაობდნენ მზარეულებად თვითონ და მისი ყოფილი მეუღლე. 18 ივნისს, ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოთქმული პრეტენზიის გამო, რომ არ გამოუვიდა კარგი აჭარული ხაჭაპური, ს----------------მა, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, 4-ჯერ განახორციელა მის მიმართ ფიზიკური ძალადობა, პირველად - სასტუმროს ეზოში, რასაც ესწრებოდნენ ი--------ე და მისი დედამთილი ნ-----–----------–---–ი, მეორედ - გარეთ, სასტუმროს ეზოში, მესამედ - სამზარეულოში, როცა ს------მ თავის არეში დაარტყა, რასაც შეესწრო დედამთილი და მეოთხედ - საძინებელეში, როცა არც ბავშვებს მოერიდა, უფროსი ეხვეწებოდა გაჩერებულიყო და სხვები კი ტიროდნენ. ძალადობების შედეგად მიიღო დაზიანებები სახის და თავის არეში, მოტყდა კბილი, ორივე თვალი ჩაულურჯდა. ფიზიკური ძალადობების შედეგად განიცდიდა ტკივილს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ზ---------------მ განმარტა, რომ ზაფხულის თვეში მუშაობდა ურეკში სასტუმრო ,,გ---–--ს’’ მენეჯერად, რა დროსაც დაუხლოვდა ს------ს ოჯახს. ს------ და მისი მეუღლე- მ----ა, ბავშვებთან და ს------ს დედასთან ერთად ცხოვრობდნენ სასტუმრო ,-----------–ი’’. გადაწყვიტეს სუფრის მომზადება, სადაც არაფერი შეუნიშნავს. მეორე დღეს, მ----ასაგან გაიგო, რომ ს------მ ცემა. მ----ას სათვალე ეკეთა და უთხრა, რომ თვალები ჩალურჯებული ჰქონდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ლ---------ემ განმარტა, რომ მუშაობდა სასტუმრო ,,გ---–--ში’’ დამლაგებლად, რომლის გვერდზე იყო სასტუმრო ,,ტ---------’’, სადაც ცხოვრობდა ს------ ოჯახთან ერთად. ოთხი შვილი ჰყავთ, სამი ბიჭი და ერთი გოგო. ისხდნენ სუფრასთან და 12 საათზე დაბრუნდა სასტუმრო ,,გ---–--ში’’. დილით უთხრეს, რომ ს------მ სასტიკაც ცემა მეუღლე. მან ძალადობის შესახებ გაიგო ი--------ის და ს------ს დედის- ნ-----–--გან. იმ დროს, როდესაც ს------მ ცოლს სცემა, სახლში იყვნენ მხოლოდ ოჯახს წევრები, დედა და არასრულწლოვანი შვილები. მან პოლიციაში ნახა ს------ს მეუღლე- მ----ა, რომელიც ნაცემი იყო. მ----ას დაზიანებები ეტყობოდა თვალზე. სათვალე ეკეთა, მაგრამ აჩვენა დაზიანებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ს----------------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებისა, აგრეთვე ადასტურებს საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბ---------–---–---–ის და ნ-----–----, ა--------ლ და ა-–---------------------ბის დაბადების მოწმობების ასლები, 2--7 წლის 19 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მ------–---–---–ის შესახებ, დაზარალებულ მ------–---–---–ის ჩვენება, მოწმეების: ნ-----–-----------–-–---–ის, ი--------ის, ლ---------ის და ზ--------------ის ჩვენებები, ს----------------ის ჩვენება.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ს----------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2--6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2--3; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2--6; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2--6; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2--6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2--0, პუნქტი 32).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულ მ------–---–---–ის პირდაპირი ჩვენებით დადგენილია, რომ ს----------------მა არაერთხელ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ---------კში ჯერ სასტუმრო ,,ტ---------ს’’ წინ, შემდეგ ამავე სასტუმროს ეზოში და შენობაში, ბოლოს კი, სასტუმროს ოთახში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ხელების დარტყმით ფიზიკური ტკივილი და ფიზიკური დაზიანება მიაყენა მეუღლეს - მ------–---–---–ს.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ------–---–---–ს ხსეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ამდენად, დადგენილია, რომ ს----------------მა მ------–---–---–ს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ს----------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, საფუძვლიანია.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა, ს----------------ის ბრალდებულის სახით დაკავებისას და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას, არ გამოვლენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდა, რომ ს----------------ის მიერ ნამდვილად ჩადენილია აღნიშნული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--2 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--4 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს----------------მა ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ს----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ს----------------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დაზარალებულს არ აქვს ს----------------ის მხრიდან ქმედების განმეორების საფრთხის განცდა. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ს----------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, შინაპატიმრობის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.
ს----------------ის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო უნდა ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და უნდა შეუმცირდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდის ვადა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე და 62-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. მსჯავრდებულ ს----------------ის, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2--7 წლის 18----–ისიდან 2--7 წლის 22 აგისტომდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და ს----------------ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 25 (ოცდახუთი) საათის ვადით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ ს----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო. ს----------------ის (პ/ნ 0---------3) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ო-------------–-–---–ის (პ/ნ 0---------7) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ 0--15.04.--5.02--0-----) მდებარე ქალაქი თბილისი რ----------–---–-ს ქუჩა N-7, შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - თ---–--ი კოდი 01, სექტორი - მ---–-----ა კოდი 15, კვარტალი 04, ნაკვეთი 0-----4, კოდი 0----2, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
3. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ს----------------ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გ------ს პრობაციის ბიუროს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა