გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2018
საქმის ნომერი
110210117002023101
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210117002023101

N2/566-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი: ნათია ლუტიძე

მოსარჩელე შპს ,,ჯ--------------------'',წარმომადგენელი: გი-----ი ყა--–-შვილი,მოპასუხე შპს ,,ა--------------------",წარმომადგენელი: მუ-----ი მე---ძე,მოპასუხე შპს ,,ქ------–--------",წარმომადგენელი: გი-----ი მუ--–--ე,დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ა------------------ (ს/კ4--------) შპს ,,ჯ--------------------ს,, სასარგებლოდ დაეკისროს 330927.83 ლარის გადახდა

1.2 ,,ქ------–--------,, (ს/კ4--------) შპს ,,ჯ----------------------,, სასარგებლოდ დაეკისროს 112074.17 ლარის გადახდა

 

მოსარჩელე მიუთითებს:

 

შპს ,,ჯ--------------------ა" და შპს ,,ა------------------" შორის 2015 წლის 19 თებერვალს გაფორმებული სასადილოებისა და მაღაზიის ორგანიზების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,------------------ა" აიღო ვალდებულება შპს ,,ჯ--------------------ს" ტერიტორიაზე მოეწყო ორი სასადილო და ორი მაღაზია შპს ,,ჯ--------------------ს" მუშა-მოსამსახურეთა კვების ორგანიზებისათვის, აგრეთვე მუშა-მოსამსახურეების მხრიდან სურსათისა და სხვადასხვა საქონლის შეძენის მიზნით. მუშა-მოსამსახურეები თვის განმავლობაში სარგებლობდნენ შპს ,,ა-------------------" მომსახურებით და შპს ,,ა-------------------" მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე, შპს ,,ჯ--------------------" უნაზღაურებდა თითოეული მუშა-მოსამსახურის მიერ მიღებული მომსახურების ღირებულებას. თავის მხრივ მუშა-მოსამსახურეებს ხელფასიდან ექვითებოდათ გადახდილი მომსახურების ღირებულება.

იმავე შინაარსის ხელშეკრულება გაფორმდა შპს ,,ჯ--------------------ა" და შპს ,,ქ------–--------" შორის 2014 წლის 10 ივნისს, რომლითაც შპს ,,ქ------–---------" აიღო ვალდებულება შპს ,,ჯ--------------------ს" ტერიტორიაზე მოეწყო 2 სასადილო და ორი მაღაზია შპს ,,ჯ--------------------ს" მუშა-მოსამსახურეთა კვების ორგანიზებისათვის, აგრეთვე შპს ,,ჯ--------------------ს" მუშა-მოსამსახურეების მხრიდან სურსათისა და სხვადასხვა საქონლის შეძენის მიზნით. მოპასუხეები მომსახურებას ასრულებდნენ არაჯეროვნად, არადათქმულ ვადებში და თანხის ჩარიცხვას ითხოვდნენ წინსწრებით, რაც ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული, თუმცა იმ მიზნით რომ არ შეფერხებულიყო თანამშრომელთა კვებითი მომსახურება და მაღაზიების ფუნქციონირება, შპს ,,ჯ--------------------" მოპასუხეებს წინსწრებით უნაზღაურებდა თანხებს. 2017 წლის 15 მაისის მდგომარეობით შპს ,,ა-------------------" დავალიანება შპს ,,ჯ--------------------ს" მიმართ შეადგენს 330927.83 ლარს, ხოლო შპს ,,ქ------–--------ს" დავალიანება შეადგენს 112074.17 ლარს. დავალიანების არსებობა დადასტურებულია შპს ,,ჯ--------------------", შპს ,,ქ------–--------ა" და შპს ,,ა------------------" შორის 2017 წლის 15 მაისს გაფორმებული შედარების აქტით.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ქ------–--------ს" წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო - და განმარტა,რომ 2014 წლის 10 ივნისს მხარეებს შორის მართლაც გაფორმებული იყო სასადილოსა და მაღაზიის ორგანიზების შესახებ ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულოების პრეამბულის თანახმად, მხარეებს შორის გაფორმებული იყო ასევე სარემონტო სამუშაოების შესახებ ხელშეკრულება 18/12/2013 იჯარის ხელშეკრულება 10/06/2014 და სარეკლამო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება 10/06/2014. დასახელებული ხელშეკრულებების საფუძველზე შპს ,,ქ------–--------" საქმიანობდა მოსარჩელის ტერიტორიაზე სადაც ხდებოდა მოსარჩელის მუშა-მომსახურეებზე საქონლის/მომსახურების მიწოდება. შპს ,,ქ------–--------ს" მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით შეძენილი იქნა დანადგარ მოწყობილობები, ინვენტარი, საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ასევე მოსარჩელის კუთვნილ ობიექტებში შესრულებული იქნა მთელი რიგი სარემონტო სამუშაოები, რაშიც საკმაოდ დიდი ოდენობით თანხები იქნა დახარჯული .

 

მოპასუხე შპს ა---------------------- წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2015 წლის 19 თებერვალს მხარეებს შორის მართლაც გაფორმებულ იქნა სასადილოსა და მაღაზიის ორგანიზების შესახებ ხელშეკრულება, ხელშეკრულებების საფუძველზე შპს ,,ა-------------------" საქმიანობდა მოსარჩელის ტერიტორიაზე, სადაც ხდებოდა მოსარჩელის მუშა-მოსამსახურეებზე საქონლის/მომსახურების მიწოდება. შპს ა---------------------- მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით შეძენილ იქნა დანადგარ -მოწყობილობები, ინვენტარი, საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ასევე მოსარჩელის კუთვნილ ობიექტებში შესრულებული იქნა მთელი რიგი სარემონტო სამუშაოები, რაშიც საკმაოდ დიდი ოდენობით თანხები იქნა დახარჯული. საქმიანობაში ხელშეშლის არაერთი მიზეზი მოდიოდა მოსარჩელიდან. კერძოდ, მოსარჩელის თოთოეულ მუშა-მოსამსახურეზე დაწესებული ქონდა ლიმიტი, რის გამოც ლიმიტის ზევით თანხების ანაზღაურება არ ხდებოდა, რაც ასევე წარმოადგენდა კონპანიისათვის მიყენებულ ზიანს, ასევე მოსარჩელის მიერ მუდმივ რეჟიმში ხდებოდა მუშა-მოსამსახურეების შვებულებებში გაშვება და ხშირად საწარმოო პროცესების გაჩერება რამოდენიმე კვირისა და თვეების მანძილზე. მიაჩნია, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,ჯ--------------------ა" და შპს ,,ა------------------" შორის 2015 წლის 19 თებერვალს გაფორმდა სასადილოებისა და მაღაზიის ორგანიზების შესახებ ხელშეკრულება, რომლი თანახმად, შპს ,,------------------ა" აიღო ვალდებულება შპს ,,ჯ--------------------ს" ტერიტორიაზე მოეწყო ორი სასადილო და ორი მაღაზია შპს ,,ჯ--------------------ს" მუშა-მოსამსახურეთა კვების ორგანიზებისათვის, აგრეთვე მუშა-მოსამსახურეების მხრიდან სურსათისა და სხვადასხვა საქონლის შეძენის მიზნით. აგრეთვე მუშა-მოსამსახურეების მხრიდან სურსათისა და სხვადასხვა საქონლის შეძენის მიზნით. მუშა-მოსამსახურეები თვის განმავლობაში სარგებლობდნენ შპს ,,ა-------------------" მომსახურებით და შპს ,,ა-------------------" მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე, შპს ,,ჯ--------------------" უნაზღაურებდა თითოეული მუშა-მოსამსახურის მიერ მიღებული მომსახურების ღირებულებას. თავის მხრივ მუშა-მოსამსახურეებს ხელფასიდან ექვითებოდათ გადახდილი მომსახურების ღირებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

შპს ,,ჯ--------------------ა" და შპს ,,ა------------------" შორის 2015 წლის 19 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება.

 

3.1.2. შპს ,,ჯ--------------------ა" და შპს ,,ქ------–--------" შორის 2014 წლის 10 ივნისს გაფორმდა ხელშკრულება, რომლითაც შპს ,,ქ------–---------" აიღო ვალდებულება შპს ,,ჯ--------------------ს" ტერიტორიაზე მოეწყო 2 სასადილო და ორი მაღაზია შპს ,,ჯ--------------------ს" მუშა-მოსამსახურეთა კვების ორგანიზებისათვის, აგრეთვე შპს ,,ჯ--------------------ს" მუშა-მოსამსახურეების მხრიდან სურსათისა და სხვადასხვა საქონლის შეძენის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ჯ--------------------ა" და შპს ,,ქ------–--------" შორის 2014 წლის 10 ივნისს გაფომებული ხელშეკრულება.

 

3.1.3. 2017 წლის 15 მაისის მდგომარეობით შპს ,,ა-------------------" დავალიანება შპს ,,ჯ--------------------ს" მიმართ შეადგენს 330927.83 ლარს, ხოლო შპს ,,ქ------–--------ს" დავალიანება შპს ,,ჯ--------------------ს" მიმართ შეადგენს 112074.17 ლარს. დავალიანების არსებობა დადასტურებულია შპს ,,ჯ--------------------", შპს ,,ქ------–--------ა" და შპს ,,ა------------------" შორის 2017 წლის 15 მაისს გაფორმებული შედარების აქტით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 15 მაისს გაფორმებული შედარების აქტით.

- 2016 წლის 25 დეკემბერს ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება.

 

მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით და მტკიცებულებებით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ჯ--------------------ს" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 327-ე, 361-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

6.4. სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ შპს ,,ჯ--------------------ა" და შპს ,,ა------------------" შორის 2015 წლის 19 თებერვალს გაფორმებული, ხოლო შპს ,,ჯ--------------------ა" და შპს ,,ქ------–--------" შორის 2014 წლის 10 ივნისს გაფორმებული სასადილოებისა და მაღაზიის ორგანიზების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეებმა აიღეს ვალდებულება შპს ,,ჯ--------------------ს" ტერიტორიაზე მოეწყოთ ორი სასადილო და ორი მაღაზია შპს ,,ჯ--------------------ს" მუშა-მოსამსახურეთა კვების ორგანიზებისათვის, აგრეთვე მუშა-მოსამსახურეების მხრიდან სურსათისა და სხვადასხვა საქონლის შეძენის მიზნით. მუშა-მოსამსახურეები თვის განმავლობაში სარგებლობდნენ მოპასუხეთა მომსახურებით და მათ მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე, შპს ,,ჯ--------------------" უნაზღაურებდა თითოეული მუშა-მოსამსახურის მიერ მიღებული მომსახურების ღირებულებას. თავის მხრივ მუშა-მოსამსახურეებს ხელფასიდან ექვითებოდათ გადახდილი მომსახურების ღირებულება.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს მხარეთა შორის დადებული ხელშკრულების პირობები ჯეროვნად და 2017 წლის 15 მაისის მდგომარეობით შპს ,,ა-------------------" დავალიანება შპს ,,ჯ--------------------ს" მიმართ შეადგენს 330927.83 ლარს, ხოლო შპს ,,ქ------–--------ს" დავალიანება შეადგენს 112074.17 ლარს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. შესაბამისად, მოპასუხეებს - შპს ,,ქ------–--------ა" (ს.კ 4--------) და შპს ,, ა------------------’’ (ს/კ 4--------) მოსარჩელე შპს ,,ჯ--------------------ს" (ს/ნ 2--------- სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 10150 ლარის ანაზღაურება;

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისისა და 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა დარჩეს ძალაში მოპასუხეთა მიერ დავალიანების სრულად დაფარვამდე;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ჯ--------------------ს" (ს/ნ 2--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;

1.1. მოპასუხე - შპს ,,ქ------–--------" (ს.კ 4--------) მოსარჩელე შპს ,,ჯ--------------------ს" (ს/ნ 2--------- სასარგებლოდ დაეკისროს 112 074.17 ლარის ანაზღაურება;

1.2. მოპასუხე შპს ,, ა------------------’’ (ს/კ 4--------) მოსარჩელე შპს ,,ჯ--------------------ს" (ს/ნ 2--------- სასარგებლოდ დაეკისროს 330 927.83 ლარის ანაზღაურება;

2. მოპასუხეებს - შპს ,,ქ------–--------ა" (ს.კ 4--------) და შპს ,, ა------------------’’ (ს/კ 4--------) მოსარჩელე შპს ,,ჯ--------------------ს" (ს/ნ 2--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 10150 ლარის ანაზღაურება;

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისისა და 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები დარჩეს ძალაში მოპასუხეთა მიერ დავალიანების სრულად დაფარვამდე;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი