გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017001790709
საქმე №2/166-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივნები: ქეთევან ცერცვაძე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) ი---ე მ-----------ი
წარმომადგენელი თ-----ა ი---–---–ი
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) ნ--ა კაკაშვილი
წარმომადგენელი ნ--ო თ---------ე
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი, წარმომადგენელი - ანა კ----------–ი
დავის საგანი (ძირითადი სარჩელით) ბავშვების ნახვის დღეების განსაზღვრა
დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) ალიმენტის დანიშვნა
აღწერილობითი ნაწილი
1. ი---ე მ-----------ის სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სკოლაში ჩარიცხვამდე არასრულწლოვანი შვილების, ს------ო და ნ-ა მ-----------ების მშობლებთან ყოფნის წესი განისაზღვროს შემდეგნაირად; ორშაბათი საღამოს 18:00 საათიდან პარასკევის საღამოს 18:00 საათამდე ბავშვები იქნებიან დედასთან-ნ--ა კაკაშვილთან. პარასკევი საღამოს 18:00 საათიდან ორშაბათის საღამოს 18:00 საათამდე ბავშვები იქნებიან მამასთან - ი---ე მ-----------თან.
1.2. სკოლაში ჩარიცხვიდან 12 წლის ასაკამდე არასრულწლოვანი შვილების, ს------ო და ნ-ა მ-----------ების ორივე მშობელთან ყოფნის წესი განისაზღვროს შემდეგნაირად; კვირა საღამოს 18:00 საათიდან პარასკევის საღამოს 18:00 საათამდე ბავშვები იქნებიან დედასთან-ნ--ა კაკაშვილთან, პარასკევი საღამოს 18:00 საათიდან კვირა საღამოს 18:00 საათამდე ბავშვები იქნებიან მამასთან - ი---ე მ-----------თან.
1.3. დასვენების, ღირშესანიშნავ და სადღესასწაულო დღეებში შვილების მშობლებთან ყოფნის წესი; ს------ო და ნ-ა მ-----------ების დაბადების დღეებში ორივე მშობელს გააჩნია მათთან ყოფნის თანაბარი უფლებები.
1.4. ღირშესანიშნავ დღეებში მაგალითად, ოჯახის წევრების, ახლო ნათესავების დაბადების დღეებში ან/და სხვა ღირშესანიშნავ დღეებში, დღესასწაულებზე, შვილების ყოფნის დროსა და ადგილს განსაზღვრავს ის მშობელი, რომელიც უნდა იმყოფებოდეს ამ ღონისძიებაზე.
1.5. სადღესასწაულო დღეებში, შვილებთან ს------ო მ-----------თან და ნ-ა მ-----------თან ყოფნის დროსა და ადგილს მშობლები განსაზღვრავენ შეთანხმებით და შვილების ინტერესების გათვალისწინებით.
1.6. ზაფხულის პერიოდში (ივლისი-აგვისტო) შვილები ს------ო და ნ-ა მ-----------ები 30 დღეს გაატარებენ მამასთან-ი---ე მ-----------თან.
1.7. ზამთრის (სავარაუდო იანვრის) არდადაგებს შვილები გაატარებენ მამასთან-ი---ე მ-----------თან.
1.8. საგაზაფხულო (სავარაუდო მარტის) არდადაგებს შვილები ს------ო და ნ-ა მ-----------ები გაატარებენ დედასთან-ნ--ა კაკაშვილთან. (იხ. მოსარჩელის 23.06.2017 წლის განცხადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ).
მოსარჩელის განმარტებით 2010 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ--ა კაკაშვლთან, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი, ს------ო და ნ-ა მ-----------ები. მეუღლესთან ურთიერთობის დაძაბვის გამო მოპასუხე ნ--ა კაკაშვილი საცხოვრებლად გადავიდა დედასთან ქ. გორში და შვილებიც თან წაიყვანა. ს------ოს აშკარად უნდა მამასთან ურთიერთობა, რის საშუალებასაც მას არ აძლევდნენ, ამიტომ ი---ე მ-----------ი მოითხოვს ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას.
შეგებებული სარჩელით - ნ--ა კაკაშვილის სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ი---ე მ-----------ს დაეკისროს მისი არასრულწლოვანი შვილების, ს------ო და ნ-ა მ-----------ების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა, თითოეულ ბავშვზე -150 ლარი .
ნ--ა კაკაშვილის განმარტებით, 2010 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი---ე მ-----------თან, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი, ს------ო და ნ-ა მ-----------ები. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ყოფილი მეუღლე ხასიათით აღმოჩნდა ეჭვიანი, ხშირად უმიზეზოდ ლანძღავდა შვილების წინ, შიშში და მუქარაში იცხოვრა წლების განმავლობაში, ბავშვები იზრდებოდნენ სტრესში, შიშში და არაჯანსაღ გარემოში, რის გამოც მეუღლესთან ხშირად უსიამოვნება მოსდიოდა.
მოსარჩელე უთითებს, რომ ამჟამად მცირეწლოვან შვილებთან ერთად დედასთან და დეიდასთან ცხოვრობს ქ. გორში და მათი დახმარებით უწევს ბავშვების გაზრდა, მამა არ ზრუნავს თავის შვილებზე, გამომდინარე აქედან, ნ--ა კაკაშვილს აუცილებლად მიაჩნია, რომ შვილების სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ალიმენეტის გადახდა.
2. ძირითად საჩელზე მოპასუხე ნ--ა კაკაშვილის პოზიცია
ნ--ა კაკაშვილმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ წინააღმდეგია მამამ წაიყვანოს ბავშვები, ვინაიდან ს------ო მ-----------ი იზრდებოდა სტრესის ქვეშ და ბავშვის ფსიქო-ემოციური ფონი არის არასტაბილური, რის გამოც ბავში გადის მკურნალობას, რაც შეეხება ნ-ა მ-----------ს ბავშვი ჯერ არის პატარა და ნორმალურად არც კი იცნობს მამას.
შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე ი---ე მ-----------ის პოზიცია
ი---ე მ-----------მა შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ თანახმაა თავისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე გადაიხადოს 80 ლარი, ვინაიდან მას არა აქვს სტაბილური შემოსავალი, იგი ისედაც ეხმარება ბავშვებს, შესაძლებლობების ფრგლებში.
მესამე პირის პოზიცია:
საქმეში მესამე პირად ჩართული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს -შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, იგი წინააღმდეგი არ არის ბავშვებმა იქონიონ ურთიერთობა მამასთან, ვინაიდან ბავშვის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ორივე მშობელთან ურთიერთობა (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი და დასკვნები), ამასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ფსიქოლოგთა დასკვნები და რეკომენდაციები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ი---ე მ-----------ი და ნ--ა კაკაშვილი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2010 წლიდან. 2011 წლის 23 ნოემბერს მათ შეეძინათ შვილი - ს------ო მ-----------ი, ხოლო 2015 წლის 01 ოქტომბერს - ნ-ა მ-----------ი.
3.1.2 ბავშვები - ს------ო და ნ-ა მ-----------ები დღეისათვის აღსაზრდელად იმყოფებიან დედასთან - ნ--ა კაკაშვილთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს------ო მ-----------ისა და ნ-ა მ-----------ი დაბადების მოწმობები.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენ-ლი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დასკვნების თანახმად, ნ--ა კაკაშვილი მისი მცირეწლოვანი ბავშვის - ს------ო მ-----------ის შეფასების პროცესში აქტიურად თანამშრომლობდა ბავშვზე ზრუნვის განყოფილებასთან. ს------ო ვიზიტზე ყოველთვის დათქმულ დროს მოჰყავდა და არასოდეს აცდენდა ფსიქო-სადიაგნოსტიკო შეხვედრებს. ქალბატონმა ნ--ამ საუბარში აღნიშნა, რომ ს------ო ბიოლოგიური მამის მხრიდან წლების მანძილზე იყო როგორც ფიზიკური, ისე ფსიქო-ემოციური ძალადობის მსხვერპლი. ნ--ა ინტერვიუირებისას ფიზიკური ძალადობის სხვადასხვა ფაქტებს იხსენებდა, რომლებიც მამის მხრიდან შვილის მიმართ იყო განხორციელებული. ს------ოსთან შეხვედრებისას ნათლად გამოიკვეთა ფიზიკური და ფსიქო-ემოციური ძალადობის მსხვერპლისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი. მაგ. როგორიცაა: გუნება-განწყობილების ხშირი ცვალებადობა, აგრესიულობის მაღალი დონე, მომატებული აღგზნებადობა, ინტელექტუალური და ზოგად-საგანმანათლებლო განვითარების დონის ჩამორჩენა ასაკის შესაბამის ნორმასთან. ბავშვთან თავს იჩენს ფსიქო-სომატური ჩივილი - ლოგონერვოზი.
დიაგნოტირების პროცესში ს------ოს უჭირდა დავალებების შესრულება. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე დავალებას ვერ ასრულებდა ღიზიანდებოდა, ბრაზდებოდა. უარს ამბობდა თანამშრომლობაზე. განსაკუთრებით გააღიზიანა მეხსიერების დიაგნოტირებისთვის განკუთვნილმა ტესტმა. ს------ო მუშაობდა ნელა, ხელის შემშლელ ფაქტორად ხმაურს ასახელებდა. ამბობდა, რომ როცა ხმაურობენ ყველაფერი ცუდად გამოსდის. გარედან შემოსული ხმები აღიზიანებდა, მისი თქმით, ყურებს ატკიებდა და ცუდად ხდიდა. ს------ო დროში არეულად მეტყველებდა. ხშირად მისი გადმოცემული ჩემთვის გაუგებარი იყო, ამიტომ დასაზუსტებლად რამდენჯერმე მიწევდა გამეორება. ბავშვი დალაგებულად ამბის გადმოცემას ვერ ახერებდა, რაშიც ხელს ლოგონერვოზიც უშლიდა. ს------ოს ლექსიკური მარაგი მწირია და ამბის გადმოცემისას ვერ ახერხებს სათანადო, კონტექსტის შესაბამისი სიტყვების გახსენებას.
მატრამვირებელი მოვლენების გახსენებისას ს------ოს ხმის ტონი ეცვლებოდა, ხმას უწევდა და მოყოლას ყვირილით ცდილობდა. საუბრისას ბავშვი ხშირად იყენებდა შემდეგ ფრაზებს: „ მეტი არაფერი არ ვიცი“; „არაფერი დამინახავს“; „ მორჩა, მე უკვე ყველაფერი გითხარი“; აღნიშნული ფრაზები მცირეწლოვნისთვის შესაძლოა ერთგვარ თავდაცვის მექანიზმს წარმოადგენდეს.
რაც შეეხება ს------ოს ინტერვიუირებით მიღებულ შედეგებს, ბავშვი საუბარში იხსენებდა მის მიმართ განხორციელებულ მამის ძალადობრივ ქმედებებს. იგი იმავე ფაქტებს ყვებოდა, რომლებსაც ქალბატონმა ნ--ა კაკაშვილმა ინტერვიუირებისას ხაზი გაუსვა. ბავშვი ყველა ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებდა და ამბობდა, რომ მას მამა ძალიან ცუდად ექცეოდა. მისი დევიზია: „ როგორც მამა მექცეოდა, მეც ისე უნდა მოვექცე ყველას“. ბავშვი საკუთარ თავს მოძალადესთან, აგრესორთან აიგივებს და თვითონაც აგრესიულ, შემტევ როლს ირჩევს. იგი მიბაძვის და მაგალითის ძალით სწავლობს. ბავშვი მამის ქცევის მოდელირებას და შემდგომში მის განხორციელებას ახდენს. შესაძლოა ძალმომრეობა მისთვის სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთ ფორმად იქცეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე ს------ო არის იმპულსური, ემოციების და თვითრეგულაციის უნარი დაკარგული აქვს, ფეთქებადია, ხშირად სასტიკიც და შფოთვის საკვლევი ტესტით ს------ოს შფოთვის მაღალი ხარისხი განესაზღვრა, რაც მის ქცევაზე აისახება.
ს------ო მ-----------ის შეფასება-დიაგნოსტირების ბოლო ეტაპზე, ნ--ა კაკაშვილს, როგორც ს------ო მ-----------ის ბიოლოგიურ დედას და კანონიერ წარმომადგენელს, ასევე თავად ს------ოს ფსიქოლოგის მხრიდან განემარტათ ბიოლოგიურ მამასთან შეხვედრის აუცილებლობა, რაზეც არც ქალბატონ ნ--ას და არც თავად ბავშვს უარი არ განუცხადებიათ. დედამ შვილი დათქმულ დროს მოიყვანა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში მამასთან შესახვედრად. შეხვედრას ფსიქოლოგთან ერთად შიდა ქართლის სოცალური მომსახურების სამხარეო ცენტრის იურისტი - ანა კ----------–იც ესწრებოდა. სააგენტოში მოსვლისას, ს------ო მამასთან შეხვედრის პირველ ეტაპზე უარყოფით კონტაქტს ამყარებდა ვერბალური ფორმით, თუმცა ბავშვის მიმიკა, ემოციები და სხეულებრივი გამოვლინებები შეუსაბამო იყო ვერბალური გამოხატულებისა. რამდენიმე წუთში, ს------ოს სხეულის ენა, ემოციები და ვერბალიზაცია შესაბამისობაში მოვიდა. შეხვედრის მსვლელობისას ბავშვი მამას კალთაში უჯდა, ეხუტებოდა, ხელით სახეზე ეფერებოდა, მამის მიმართ სიყვარულს გამოხატავდა და სითბოს ამჟღავნებდა. აღსანიშნავია, რომ ს------ოს ვიზიტის მსვლელობისას ხშირად ეცვლებოდა გუნება-განწყობილება. მავშვი მამას ხან ეფერებოდა, ხან კი მის მიმართ ვერბალურ სიხისტეს გამოხატავდა. მაგ. „არაფერი მაინტერესებს“, „არ მინდა შენთან ცხოვრება“, „შენთან დიდი ჭიები არიან“, „არც შენი ნახვა მინდა“, „ის ბარათი არ მინდა, ისედაც ყველაფერს ვყიდულობ რაც მინდა“, მე არ მაინტერესებს არც ბარათები, არც ფული“. ს------ო მამას დიალოგში ახსენებდა დასჯის იმ მეთოდებს, რომლებიც მის მიმართ იყო გამოყენებული, ქცევის იმ ფორმებს, რომლებსაც მამა ბავშვთან მიმართებაში ახორციელებდა ერთად ცხოვრების პერიოდში. ს------ო მამას ფსიქოლოგთან მოყოლილ ყველა ფიზიკური ძალადობის ფაქტს თამამად ახსენებდა. ყოველივე ამას ბატონი ი---ე ღიმილით პასუხობდა და ს------ოს ტყუილში ადანაშაულებდა. ს------ო ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ მას ტყუილი არ უთქვამს. ამასთან ბავშვმა ხაზი გაუსვა დედის მიმართ მამის ძალადობრივ ქმედებასაც. ბავშვი ბებიასთან (მამის დედა) უარყოფით ურთიერთ-დამოკიდებულებაზეც საუბრობდა. მამასთან შეხვედრისას იხსენებდა თუ როგორ „შეაფურთხა“ ბებიამ მას. მცირეწლოვანი ბებიას ნ-ას მიმართ უყურადღებობაშიც ადანაშაულებდა.
მიუხედავად ზემოთ გადმოცემული ინფორმაციისა, ს------ო მამას ეხუტებოდა და ეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი არ დავიწყებია თუმცა უკვე აპატია და უყვარს. ნიშნად ამისა, ბავშვი მამას ძლიერად ჩაეხუტა. შეხვედრის დასასრულს, ს------ო მამას დარჩენას, ხშირად ჩამოსვლას სთხოვდა, თბილისში გაყოლასაც დაჰპირდა, ოღონდ დედიკოსთან ერთად.
იმის გამო, რომ პირველ შეხვედრაზე, რომელიც მამა-შვილს შორის შედგა, ს------ო გუნება-განწყობილების ხშირი ცვალებადობით გამოირჩეოდა, ვერ მოხერხდა მამა-შვილის ურთიერთობის ფორმის სრულყოფილი განსაზღვრა. იურისტის და ფსიქოლოგის ერთობლივი გადაწყვეტილებით, დაიგეგმა ი---ე, ს------ო და ნ-ა მ-----------ების შეხვედრა.
ს------ო მ-----------მა ფსიქოლოგის დანახვისას ვერბალური აგრესია გამოხატა. ჩხუბობდა, ფსიქოლოგს ადანაშაულებდა, რომ მამასთან ჩახუტება და მოფერება მან დააძალა. ს------ო რამოდენიმე წუთის განმავლობაში ყვიროდა, ჩხუბობდა და ცდილობდა პირველი შეხვედრისას, მამის მიმართ გამოხატული ქმედებები ფსიქოლოგის მხრიდან დაძალების ფორმით აეხსნა. მე, როგორც ფსიქოლოგმა, ს------ოს დრო მივეცი საკუთარი უარყოფითი ემოციების გამოსახატად, აგრესიისგან დასაცლელად. მხოლოდ ამის შემდეგ ვთხოვე მამასთან შესახვედრად სხვა ოთახში გასვლა. ბავშვი მაშინვე დამთანხმდა და ხელჩაკიდებულებმა გავწიეთ იმ ოთახისკენ, სადაც ი---ე მ-----------ი ნ-ა მ-----------თან ერთად გველოდა. აღნიშნულ შეხვედრას ფსიქოლოგთან ერთად იურისტიც აკვირდებოდა.
ს------ო მამის დანახვისას იღიმოდა. თავდაპირველად თავს არიდებდა მამასთან კონტაქტს, მაგრამ რამდენიმე წუთში გაიხსნა და მამასთან სიახლოვეს ყოფნა მოისურვა. ვიზიტის მსვლელობისას ს------ოც და ნ-აც მამას კალთაში უსხდნენ. ს------ო ფსიქოლოგის და იურისტის თხოვნას - მისულიყო მასთან უპრობლემოდ ასრულებდა. რაც შეეხება ნ-ას, გოგონა მამის გარდა არავის ეკარებოდა. შეხვედრა ჯგუფური საუბრით და თამაშებით იყო დატვირთული, რაშიც ბატონი ი---ე და არასრულწლოვნებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. აღნიშნული შეხვედრით მიღებული ინფორმაციით შეიძლება ითქვას, რომ ს------ო შებოჭილობას გრძნობდა. მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი გრძნობების და ემოციების შეკავებას. ბავშვის სხეულებრივი გამოვლინებებზე დაკვირვებით, იგი სიტუაციურ დაძაბულობას განიცდიდა. მამის მიმართ სითბოს მხოლოდ თავის მიდებით გამოხატავდა. ხელებს არ იყენებდა. მისი ხელების მდგომარეობა შებოჭილობის და დანაშაულის განცდის გამომხატველი იყო.
დასკვნით ნაწილში მითითებულია, რომ ს------ო მ-----------ს აღენიშნება ემოციების ხშირი ცვალებადობა, დათრგუნულობა, შფოთვა, აგრესიულობა, აღგზნებულობა. ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მცირეწლოვანთან გამოიკვეთა ტრამვული განცდების მიმანიშნებელი სიმპტომები. კერძოდ: მატრამვირებელ მოვლენებზე საუბრისას ბავშვს სახის გამომეტყველება, ხმის ტონი ეცვლება, იძაბება, ბრაზდება, შფოთავს. მცირეწლოვანს აღენიშნება ძალადობაგანცდილისთვის დამახასიათებელი ნიშნები მაგ. როგორიცაა: ყურადღების კონცენტრაციის სირთულე, სოციალურ ურთიერთობებში პრობლემები (თანატოლებთან ურთიერთობაში დარღვევები), მრისხანება, უმიზეზოდ გამოვლენილი აგრესია, სიძულვილის და შურისძიების განცდები. ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსში ჩართვა. მცირეწლოვნის ბიოლოგიური დედის - ნ--ა კაკაშვილის თანხმობით ბავშვი გადამისამართდა სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლთა, დაზარალებულთა, დაცვისა და დახმარების ფონდის ფსიქოლოგ - ელზა პანკრატოვასთან. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ ს------ო მ-----------ი რეაბილიტაციის პირველ ვიზიტზე არაადეკვატურად იქცეოდა, იყო აგრესიული, დარბოდა ყვიროდა. ბავშვის ქცევა არ შეესაბამებოდა იქ არსებულ გარემოსა და სიტუაციებს. ქალბატონმა ელზამ საუბრისას ხაზი გაუსვა მცირეწლოვნის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სიმძიმეს და დახმარების საჭიროებას. დედას ნ--ა კაკაშვილს ფსქიოლოგის მხრიდან გაეწია რეკომენდაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვი საჭიროებდა ფსიქიატრის კონსულტაციას და სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგის მიღების ალბათობა იყო დიდი.
ს------ო მ-----------ის ინტერვიუირებით, ქცევაზე დაკვირვებით და დიაგნოსტირებით გამოიკვეთა მცირეწლოვნის დადებითი დამოკიდებულება მშობლების მიმართ. ამასთან ნათელი გახდა ბიოლოგიური მამის არაადეკვატური მოპყრობის ფაქტები შვილის მიმართ თანაცხოვრების პერიოდში. ს------ოსგან მიღებული ინფორმაციით მამა მასთან მიმართებაში ჯამრთელობისთვის საზიანო დასჯის ფორმებს იყენებდა. მაგ. უნიტაზში თავის ჩაყოფინება, ფიზიკური და ვერბალური შეურაწყოფა, მუქარა, ბლაგვი საგნით დაშინება, კუთხეში დაყენება და ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებების (საკვები, წყალი, ძილი) აკრძალვა. ბავშვზე ძალადობად ითვლება ნებისმიერი ქცევა, რომელიც ბავშვს ტრამვას აყენებს. ძალადობა შიძლება გამოიხატოს ცემით, ყურის აწევით, მუქარით, დამცირებით, დაშინებით, ყოველდღიური რეპლიკებით და მუდმივი შენიშვნებით. ყოველივე ეს ურყოფითად ისახება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე, გონებრივი განვითარების ყოველ ასპექტზე, ინტელექტუალურ გავითარებასა და სოციალურ უნარ-ჩვევებზე. ძალადობის ცნების განმარტების გათვალისწინებით მცირეწლოვან- ს------ო მ-----------ი შეიძლება ფიზიკური და ფსიქო-ემოციური ძალადობის მსხვერპლად ჩაითვალოს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მამასთან შეხვედრისას ბავშვის დადებითი ემოციების გამოხატვა არ გამორიცხავს ძალადობრივ ქმედებებს. მეცნიერულად დადასტურებულია , რომ მსხვერპლი მჭიდრო ემოციურ მიჯაჭულობას და სიყვარულს განიცდის მოძალადის მიმართ. განსაკუთრებით ძლიერია ეს გრძნობები, როცა მოძალადე ოჯახის წევრია. ყოველივე ამას, თან ერთვის ბავშვზე იმ სოციალური გარემოს ემოციური ზეგავლენა, რომელშიც ბავშვი იზრდება. აღწერილი მამა-შვილის შეხვედრის პროცესისას ბავშვის მიერ გამოხატული რეაქციების, ქცევების, მიმიკის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ბავშვზე ხორციელდება ფსიქო-ემოციური ზეგავლენა დედის მხრიდან. ბავშვის თანდასწრებით ბიოლოგიური მამის უარყოფით კონტექსტში მოხსენიება და ნეგატიურ პერსონაჟად წარმოჩენა ხდება. ყოველივე ეს განპირობებულია ს------ო მ-----------ის დედის ემოციური გაუწონასწორებლობით, რომელსაც უჭირს საკუთარი ემოციების კონტროლი რთულ და პრობლემურ სიტუაციებში.
ფსიქოლოგი - ელზა პანკრატოვა მიიჩნევს, რომ მცირეწლოვან ს------ო მ-----------ს ესაჭიროება სამედიცინო გამოკვლევა, ნევროპათოლოგის და ფსიქიატრის კონსულტაცია. იმ შემთხვევაში, თუ ფსიქიატრი საჭიროდ მიიჩნევს მედიკამენტოზური მკურნალობის პარარელურად ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსის გავლას, ფსიქოლოგი - ელზა პანკრატოვა კვლავ განაგრძობს ს------ოსთან მუშაობას. რეკომენდირებულია, რომ ს------ოსტან ერთად ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსში ჩაერთოს ბავშვის დედაც. ეს ხელს შეუწყობს დედა-შვილის ფსიქიკურ და ემოციურ სფეროებში არსებული პრობლემების ეფექტურ დაძლევა/აღმოფხვრას.
დასკვნის თანახმად იმისათვის, რომ გათვალისწინებული და დაცული იყოს ბავშვის ინტერესები და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, თავიდან იქნეს აცილებული ემოციური სტრესი, დეპრესია, აშლილობა, ამ ეტაპზე არ არის მრეკომენდირებული ბავშვის მამასთან ურთიერთობა. პირველ ეტაპზე საჭიროა მცირეწლოვნის ფსიქიკაში არსებული სირთულეების დაძლევაა. მიზანშეწონილია სამედიცინო გამოკვლევით და რეაბილიტაციით მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მომავალში, მოხდეს მცირეწლოვნის მამასთან ურთიერთობის განსაზღვრა.
3.2.2 სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში მიერ სასამართლო დავალების საფუძველზე 2017 წლის 27 ოქტომბერს, 03 ნოემბერს, 24 ნოემბერს და 01 დეკემბერს ს------ო, ნ-ა და ი---ე მ-----------ებს შორის კვლავ მოხდა შეხვედრები.ბოლო შეხვედრაზე ს------ო მ-----------ი მამასთან შესახვედრად დასთან, დედასთან და დედის დეიდასთან ერთად შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში მივიდა. ბავშვი სააგენტოს წარმომადგენლებთან კონტაქტისგანაც თავს იკავებდა. ბიოლოგიური მამის მოსვლამდე სხვადახვა ხერხებით რამდენჯერმე ვცადეთ ბავშვი სხვა ოთახში შეგვეყვანა, სადაც დედის და დედის დეიდის გარეშე შეხვდებოდა მამას. იგეგმებოდა მამის შემოყვანა შენობის მეორე შესასვლელიდან. საბოლოოდ იურისტმა მოახერხა ბავშვის ნეოტრალურ ტერიტორიაზე შეყვანა. ამასობაში მამაც გამოჩნდა, რომელიც საჩუქრებით (სამაგატი, ნ-ასთვის სათამაშო) მოვიდა. ს------ომ მამის დანახვისას ყვირილი დაიწყო და იმ ოთახისკენ გაიქცა, სადაც დედა, დედის დეიდა და ნ-ა იყვნენ. ბავშვი ამბობდა, რომ მისი მოტან-ლი არაფერი არ უნდა. სამაგატი შემოსასვლელ ოთახში იყო, ს------ო თვალს არ აცილებდა. ი---ე მ-----------ი ახლა ნ-ას მიუახლოვდა და მისთვის განკუთვნილი სათამაშო გაუწოდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს სიმშვიდე იყო და მღელვარება არ შეინიშნებოდა. ნიამ მაშინვე გასწია მამისკენ. მამა-შვილი სკამზე ჩამოსხდნენ და საჩუქრის გახსნას შეუდგნენ. რაც შეეხება ს------ოს, ის დედას კალთაში მოწყენილი უჯდა. სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან მრავალჯერ იყო მცდელობა ს------ო მიახლოებოდა სამაგატს და გაეტარებინა, მაგრამ ბავშვი დედას არ შორდებოდა და გამუდმებით იმეორებდა, რომ მამის არაფერი არ სჭირდება. ს------ო დედას მშვიდად, ჩუმი და მოწყენილი ხმით ეხვეწებოდა, რომ სახლში წაეყვანა და დიდ ხანს არ გაეჩერებინა შენობაში. ს------ოს მზერა სამაგატზე იყო მიშტერებული. სახის მიმიკა და სურვილი ბავშვის მიერ გამოხატული ემოციის და ვერბალიზაციის შეუსაბამო იყო. ნათელი იყო, რომ მცირეწლოვანს დიდი სურვილი ჰქონდა სამაგატი გაეტარებინა და საჩუქარი სახლში წაეღო, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო კატეგორიულ უარს აცხადებდა. საბოლოოდ, ს------ომ ხმამაღალი, ისტერიული ტირილი დაიწყო წავიდეთ აქედანო ყვიროდა. ბავშვის ისტერიული ტირილი შეხვედრის განმავლობაში დაგროვილი ემოციების გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს. ს------ომ, ნ-ამ, მცირეწლოვნების დედამ და დედის დეიდამ მაშინვე სწრაფად დატოვეს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის შენობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შ/ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 13 ივლისის №3000 და 2017 წლის 15 დეკემბრის შეხვედრებზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაცია 5118.
3.2.3 05.10.2017 წლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3950 ცნობის თანახმად, ს------ო მ-----------ს ჩაუტარდა გამოკვლევები და კონსულტაციები შპს ”ი. ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრში”. ცნობის თანახმად ს------ო მ-----------ს დაუდგინდა ქცევის და ემოციიის შერეული აშლილობა და მიეცა რეკომენდაცია, რომ ესაჭიროება ფსიქიატრის კონსულტაცია და ფსიქო-სოციალური რებილიტაცია ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სტრესის შემცირების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ცნობა ჯანმრთველობის მდგომარეობის შესახებ №3950, გაცემული 05.10.2017 წელს.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მასალებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მცირეწლოვანი ნ-ა მ-----------ს აქვს დედასთან მიჯაჭვულობა, ხოლო ს------ო მ-----------ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ამ ეტაპზე არ არის დამაყმაყოფილებელი, რის გამოც საქმეზე მომუშავე ფსიქოლოგები მიზანშეწონილად მიიჩნევენ საწყის ეტაპზე მამას - ი---ე მ-----------ს შვილებთან ურთიერთობისთვის განესაზღვროს ერთი საათი დედის დაკვირვების ქვეშ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე და არა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში ან ცენტრის მუშაკების დაკვირვების ქვეშ, ხოლო შემდეგში შესაძლოა ბავშვებთან ურთიერთობის დრო გაიზარდოს ორ საათის ხანგრძლივობით. ამ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგთა დასკვნები, მათი სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებები, შპს "ი. ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრის" მიერ 05.10.2017 წ. გაცემული ცნობა ს------ო მ-----------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სასამართლოსთვის მიცემული მხარის ახსნა-განმარტება, რომლის გამაბათილებელი სარწმუნო მტკიცებულება ივ. მ-----------ის მხრიდან წარმდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო ასევ მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ი---ე მ-----------ი დასაქმებულია და მას გააჩნია სტაბილური შემოსავალი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი---ე მ-----------ის სარჩელი და ნ--ა კაკაშვილის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, 1199-ე მუხლები;
ბავშვის უფლებათა კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლს, რომლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამასთან იმავე მუხლით მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის შესაბამისად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ. სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ, მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავენ და მიუთითებენ ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს, ბავშვთან მიმართებით. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
ამდენად, მშობლების შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო გამოდის უპირველესყოვლისა ბავშვების ინტერესებიდან და ითვალისწინებს მათ ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, პირად დამოკიდებულებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ თუ ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევთ ყოფნა და მათი ცხოვრების წესს. სასამართლო განსახილველ შემთხვევაში, ყურადღებას ამახვილებს მცირეწლოვან ს------ო მ-----------ის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, საქმეზე გამოკითხულ ფსიქოლოგთა მოსაზრებებსა და რეკომენდაციებზე, ასევე მცირეწლოვან ნ-ა მ-----------ის ასაკსა და მის მიჯაჭვულობაზე დედის მიმართ და მიიჩნევს რომ ი---ე მ-----------ის ურთირთობის დამყარება შვილებთან უნდა მოხდეს ეტაპობრივად, მამის მხიდან ს------ო მ-----------ის ჯანსაღი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების გათვალისწინებით. ამ მიზნით სასამართლო თვლის, რომ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე ი---ე მ-----------ს უნდა განესაზღვროს გარკვეული პერიოდი, რა დროსაც მამას მიეცემა საშუალება იქონიოს შვილებთან ურთიერთობა დღის გარკვეულ მონაკვეთში, ხოლო მიჩვევის პერიოდის გასვლის შემდეგ ბავშვების სურვილის შემთხვევაში გაუხანგრძლივდეს მათთან ურთიერთობის დრო. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, იმ კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესის საფუძველზე მამას შედარებით მოუწესრიგდება შვილთან - ს------ო მ-----------თან ურთიერთობა, ხოლო მცირეწლოვან ნ-ა მ-----------თან დამყარდება მამა-შვილური ურთიერთობა, არსებობს ლოგიკური ვარაუდის საფუძველი მასთან დაკავშირებით, რომ ბავშვების მამასთან ურთიერთობის დრო გაიზარდოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მამასა და შვილებს შორის დღეისათვის არსებული ურთიერთობის პირობებში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ეწინააღმდგება ბავშვების ინტერესებს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, ოჯახის ყველა წევრის უფლების დაცვის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ბავშვების მამასთან ეტაპობრივი მიჩვევის მიზნით მამას - ი---ე მ-----------ს მცირეწლოვან შვილებთან - 2011 წლის 23 ნოემბერს დაბადებულ ს------ო მ-----------თან და 2015 წლის 01 ოქტომბერს დაბადებული ნ-ა მ-----------თან ურთიერთობისთვის უნდა განესაზღვროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათი დღე: 11:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ერთი საათი დედის დაკვირვების ქვეშ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე და არა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში ან ცენტრის მუშაკების დაკვირვების ქვეშ, ხოლო შემდეგში შესაძლოა ბავშვებთან ურთიერთობის დრო გაიზარდოს, კერძოდ, ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ერთი საათიდან ორ საათამდე, ბავშვების თანხმობის შემთხვევაში და არასრულწლოვან ს------ო მ-----------ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც გამოხატული უნდა იქნეს სოციალური მომსახურების სამსახურის უფლებამოსილი პირის წინაშე.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ხოლო 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ხსენებული კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით.
ბავშვის უფლებათა კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. დადგენილია, რომ არასრულწლოვან ს------ო და ნ-ა მ-----------ების მშობლები არიან იავენ მ-----------ი და ნ--ა კაკაშვილი. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ბავშვები ცხოვრობენ დედასთან და მათ სჭირდებათ ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება. ამ თვალსაზრისით, მოპასუხის უპირობო ვალდებულებაა არჩინოს არასრულწლოვანი შვილები, შექმნას მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები ვერ თანხმდებიან, ალიმენტის ოდენობა სადავოა. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის დაკისრებას თითოეულ ბავშვზე 150 ლარის, ჯამში 300 ლარის ოდენობით, მოპასუხე კი თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 80 ლარი თითოეულ ბავშვზე.
ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი მათი ზრუნვის მთავარ საგანს წარმოადგენს. სასამართლო განმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია მშობლების საალიმენტო მოვალეობასთან დაკავშირებით ითვალისწინებს როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით მექანიზმებს. ამასთან, ხსენებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მისი მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. ეს დებულება საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია და მისი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ალიმენტის გადახდა მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს ალიმენტის გადამხდელს და მისი ოჯახის სხვა წევრებს, არც აღზრდასა და რჩენას მოკლებული პირი უნდა დარჩეს დახმარების გარეშე.
ს------ო და ნ-ა მ-----------ები არიან არასრულწლოვნები, რომლთა აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები (ფაქტობრივად მიღებული (მისაღები) აქტივების გათვალისწინებით), სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ი---ე მ-----------ს არ გააჩნია სტაბილური შემოსავლის წყარო, მის კმაყოფაზეა ოჯახის სხვა წევრი, ამასთან იგი სარჩელს ცნობს ნაწილობრივ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხისთვის დასაკისრებელი ალიმენტის ოიდენობა უნდა იყოს გონივრულ შესაბამისობაში როგორც ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებთან ისე თავად ივ. მ-----------ის კეთილდღეობის ინტერესბთან, იმ თვალსაზრისით, რომ ერთი უფლების დაცვის ხარჯზე გაუმართლებლად არ შეიზღუდოს სხვა დანარჩენის უფლება და ამასთან სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდა იყოს აღსრულებადი.
ნ--ა კაკაშვილი სარჩელით ითხოვს ალიმენტის დაკისრებას ჯამში 300 ლარის ოდენობით, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ასევე ი---ე მ-----------ის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების - ს------ო და ნ-ა მ-----------ების სასარგებლოდ, იქნება თითოეულისათვის თვეში- 100 ლარი, ჯამში 200 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ი---ე მ-----------ს არასრულწლოვან- - ს------ო და ნ-ა მ-----------ების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2017 წლის 13 ივნ-სიდან) ალიმენტის სახით თითოეულისათვის თვეში- 100 ლარი, ჯამში 200 ლარის გადახდა, ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა მდგომარეობის შეცვლამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო 49.3 მუხლის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
შეგებებულ სარჩელზე მოპასუხემ ივ. მ-----------მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და თანხმობა განაცხადა გადაიხადოს ალიმენტი თითოეულ ბავშვზე გადაიხადოს ალიმნეტი 80 ლარის, ჯამში 160 ლარის ოდენობით, ამასთან მის მიერ აღძრული ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგს ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგს ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს გაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
ძირითადი და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვს პროპორციულობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შეგებებულ სარჩელზე ნ. კაკაშვილი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსსკ 46-ე მუხლი), ხოლო მოსამზადებელ სხდომაზე ივ. მ-----------მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მას ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაეთვალოს გადახდილად მის მიერ აღძრულ ძირითად სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანგარიშში, ხოლო დარჩელი 50 ლარი დარჩეს სახლწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ი---ე მ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1 ი---ე მ-----------ს მცირეწლოვან შვილებთან - 2011 წლის 23 ნოემბერს დაბადებულ ს------ო მ-----------თან და 2015 წლის 01 ოქტომბერს დაბადებული ნ-ა მ-----------თან ურთიერთობისთვის განესაზღვროს გადაწყვეტილების კანიერ ძალაში შესვლიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათი დღე: 11:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ერთი საათის ხანგრძლივობით დედის - ნ--ა კაკაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ ნეიტრალურ ტერიტორიაზე (წაყვუფლების გარეშე).
1.2 გადაწყვეტილების 1.1 პუნქტში მითითებული ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ბავშვების - ს------ო და ნ-ა მ-----------ების მონახულების დროის ხანგრძლივობა, ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ერთი საათიდან გაიზარდოს ორ საათამდე, ბავშვების თანხმობის შემთხვევაში და არასრულწლოვან ს------ო მ-----------ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით .
1.3 მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი;
2. ნ--ა კაკაშვილის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2.1 ი---ე მ-----------ს (პ/ნ №01006009938) არასრულწლოვანი შვილების - 2011 წლის 23 ნოემბერს დაბადებულ ს------ო მ-----------ის (პ/ნ №01554017676) და 2015 წლის 01 ოქტომბერს დაბადებული ნ-ა მ-----------ის (პ/ნ 01150098888) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით თვეში თითოეულისათვის 100 ლარის, ჯამში 200 (ორასი) ლარის გადახდა, შეგებებული სარჩელის შეტანის დღიდან _ 2017 წლის 13 ივნისიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.
2.2 მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.
3. გაუქმდეს საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით გამოყენებული დროებითი განკაგულების ღონისძიება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნინო შარაძე