განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2018
საქმის ნომერი
080100117002082807
დავის ტიპი
260 3 დ , 260 3 ა
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

საქმის №1/707-17 27.02.2018 წელი ქუთაისი

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე

 

სხდომის მდივანი ბორენა იობიძე

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი ვ--------------------

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატები ნ------------------------------------

 

ბრალდებული: ბ-----------------------------–---–-

დაბადების თარიღი: 26.04.1974 წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: მქონე

მცხოვრები: ქ--–---------------------------------

 

სისხლის სამართლის საქმე №088020817001

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები

 

- დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბ----------------–---–-- არაერთგზის ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 24 ნოემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ბ----------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა 06 თვით თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი 04 წელი და 06 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2017 წლის 02 აგვისტოს, 18:30 საათიდან 18:54 საათის მონაკვეთში, ქ--–--------–--–-----------–---------------–---------------–------------–--------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, წინათ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ბ----------------–---–- ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბ----------------–---–-საგან ამოღებულ იქნა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და ასევე უკანონოდ შენახული, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, თეთრი ფერის დოლბანდში გახვეული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 13 (ცამეტი) ცალი აბი და აბის ნატეხები, საერთო წონით - 5,4860 გრამი, რომლებშიც აღმოჩნდა დიდი ოდენობით, 0,10972 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

1. გამოძიების აღრიცხვის ბარათით (ფორმა N1) დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N088020817001 საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის დ----------–-------- 2017 წლის 02 აგვისტოს პატაკი, რომლითაც ირკვევა, რომ მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქ-------–--–-----------–-----------–----------------------–-------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პ---–------------------ (დაბ. 02.07.1976 წელს, რეგ. ქ---------–--------------------------–------------------) და ბ-----------------------------–---–- (დაბ. 26.04.1974 წელს, რეგ. ქ--------------------------------–-, პ/ნ 6----------), რომელთაც თან აქვთ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, აპირებენ ქ. ქუთაისში გამომგზავრებას და აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების გადამალვას.

3. ბ---------------–---–-- პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს 18:30 საათიდან 18:54 საათამდე, ქ-------–--–-----------–--------------–----------------------–-------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დეტექტივ-გამომძიებლის რ------------–---- დადგენილების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარდა ბ-----------------------------–---–-ს პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის დროს ბ----------------–---–--, მარჯვენა ხელში არსებული პოლიეთილენის პარკიდან ნებაყოფლობით წარმოადგინა თეთრი ფერის დოლბანდში გახვეული, ექვსკუთხედი ფორმის, მოთეთრო ფერის ცამეტი ცალი ტაბლეტი წარწერით N8 და ტაბლეტის პატარა ზომის ნატეხები, რაც ამოღებული იქნა. ბ----------------–---–-ს მარჯვენა ხელში არსებული პოლიეთილენის პარკში, ასევე ნანახი და ამოღებული იქნა ავტომანქანის ე.წ. ბორტკომპიუტერი. ბ----------------–---–-ს ტანთცმულ ე.წ. ჯინსის შორტის წინა მარცხენა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის მობილური ტელეფონი „NOKIA“ მასში მოთავსებული ბილაინის სიმბარათით, იმეი კოდით: 356497069939864. ამოღებული ნივთები და საგნები აღწერის შემდეგ დაილუქა და შეიფუთა შემდეგნაირად: თეთრი ფერის დოლბანდი, ცამეტი ცალი ექვსკუთხედი ფორმის მოთეთრო ფერის ტაბლეტი, ტაბლეტის პატარა ზომის ნატეხები და პოლიეთილენის პარკი ჩაიდო ერთად მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა N33 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის (პაკეტი N1). ხოლო ავტომანქანის ე.წ. ბორტკომპიუტერი და შავი ფერის მობილური ტელეფონი „NOKIA“ მასში მოთავსებული ბილაინის სიმბარათით, ჩაიდო პოლიეთილენის შავი ფერის პარკში და დაილუქა N33 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის (პაკეტი N2). ბ---------------–---–-- პირად ჩხრეკაში მონაწილეობდნენ რ-------------- და კ-----------------.

დადგენილია, რომ პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებს, მათ შორის ბ---------------–---–- რაიმე შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება პირადი ჩხრეკის ოქმზე არ გაუკეთებიათ და გაცნობის შემდეგ მისი სისრულისა და სისწორის დასადასტურებლად ხელი მოაწერეს. ბ---------------–---–-- ხელი მოაწერა პირადი ჩხრეკის ოქმის ყველა გვერდზე.

4. ბ----------------–---–- ბრალდებულად დაკავებული იქნა 2017 წლის 02 აგვისტოს 18:55 საათზე, პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე. დაკავებულს, დამკავებელი პირის - რ------------–---- მიერ დაუყოვნებლივ განემარტა მისი უფლებები. ბ------- ჯ-----–---–- პირადად გაეცნო ბრალდებულის სახით მისი დაკავების ოქმს და ხელი მოაწერა მის ყველა გვერდზე. (იხ. ბრალდებულის დაკავების ოქმი).

5. ადვოკატის მომსახურების უფლების განმარტების შესახებ 2017 წლის 02 აგვისტოს ოქმით დადგენილია, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის რ------------–---- მიერ სისხლის სამართლის #088020817001 საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულ ბ----------------–---–- განემარტა, რომ უფლება ჰქონდა მისი ინტერესების დასაცავად მოეწვია ადვოკატი, რაზეც ბრალდებულმა განაცხადა, რომ გამოძიების იმ ეტაპზე არ საჭიროებდა დაცვას. ოქმი ხელმოწერილია პირადად ბ----------------–---–-ს მიერ.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და კანონიერად იქნა ცნობილი 2017 წლის 02 აგვისტოს 18:30 საათიდან 2017 წლის 02 აგვისტოს 18:54 საათამდე დროის მონაკვეთში, საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ- გამომძიებლის რ------------–---- მიერ, გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - ბ---------------–---–-- პირადი ჩხრეკა და მისი შედეგი. დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინება დაცვის მხარის მიერ არ გასაჩივრებულა.

7. ქიმიური ექსპერტიზის №206/სქ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ბ----------------–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 13 (ცამეტი) ცალი თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის მთელი ტაბლეტი, ერთ ზედაპირზე ლოგოთი „N8“ და თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები, საერთო წონით - 5,4860 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს და ტაბლეტების ნატეხებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,10792 გრამს.

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------

8. მოწმის სახით დაკითხვისას დ----------–-------- სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი. 2017 წლის 02 აგვისტოს ქ. ქუთაისში პირადად შეხვედრის შედეგად მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქ თ---–--–------–------------- განთავსებულ ო--------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ბ----------------–---–- და პ---–---------, რომელთაც თან ჰქონდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები და იმავე დღეს აპირებდნენ ქუთაისში გამომგზავრებას აღნიშნული ა---------------დან, შემდეგ კი ნარკოტიკული საშუალების გადამალვას. მან აღნიშნული ოპერატიული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას. ასევე მოახდინა ინფორმაციაში მონაწილე პირების გამოვლენა და მათზე ანკეტური ინფორმაციის მოპოვება. იდენტიფიცირებულ იქნა მათი ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი. შეადგინა პატაკი, აცნობა ხელმძღვანელობას და პატაკის საფუძველზე, დეტექტივების სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაზე. დ----------–------- გამოიკითხა მოწმის სახით გამომძიებელ მ------–-----–--ს მიერ, რომლის მიერაც დაიწყო საქმეზე გამოძიება. გამოკითხვა დასრულდა 17:03 საათზე. ჯ-----–---–-- და კ--------- ინფორმაციის მოძიებისას მისთვის ცნობილი გახდა ხელმძღვანელობიდან, კერძოდ განყოფილების უფროსის თ---------–----- და სამმართველოს უფროსის კ------------საგან, რომ სამმართველოს ნაწილი თანამშრომლები სხვა საქმესთან დაკავშირებით მივლინებულნი იყვნენ ქალაქ თბილისში. შესაბამისად, ის თანამშრომლები გადაამოწმებდნენ ხ---–-------- მიერ მიღებულ ინფორმაციას. მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი რ------------–----ა და თ----------------------------, რომ თბილისში წასული თანამშრომლების მიერ ო--------–------------------ის ტერიტორიაზე განხორციელდა მოქალაქეების ბ---------------–---–--ა და პ---–---------- პირადი ჩხრეკა. ბ---------------–---–--გან ამოღებულ იქნა 13 აბი და აბის ნატეხები სუბოქსინი, ხოლო პ---–---------ს მსგავსი უკანონო ნივთიერება არ აღმოაჩნდა. როგორც მისთვის ცნობილია, ჯ-----–---–-- ნებაყოფლობით წარმოადგინა თანქონებული ნარკოტიკული საშუალება, რაც მოთავსებული ჰქონდა პოლიეთილენის პარკში, რომელიც ეჭირა ხელში და პირდაპირ გადასცა განყოფილების თანამშრომლებს. პ---–---------ს მისივე სურვილით ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება, რომელსაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების ,,ბუპრენორფინისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მოხმარების ფაქტი. ხოლო ბ---------------–---–- უარი განუცხადებია ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, შესაბამისად ვერ იქნა დადგენილი ჰქონდა თუ არა მოხმარებული რაიმე ნარკოტიკული საშუალება. მოწმის განმარტებით, მისი დაინტერესება საქმის განვითარებისა იყო გამოწვეული იქედან, რომ ინფორმაციის დადასტურების ან არდადასტურებისას, ორივე შემთხვევაში უნდა გაფორმებულიყო სათანადო ცნობა, რომელიც არის საიდუმლო. საბოლოო ჯამში გადამოწმებულ და დაზუსტებულ იქნა დ----------–-------- მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სისწორე. დ----------–-------- განმარტებით, ოპერატიული ჯგუფის თბილისში წასვლასთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება სამივლინებო ბარათი. დაფიქსირება ხორციელდება ელექტრონულად. მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ჯ-----–---–--- და კ------- მიმართ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებში, იგი იმყოფებოდა ქუთაისში, შესაბამისად მხოლოდ გადმოცემით იცის მომხდარის შესახებ. მოწმემ განმარტა, რომ ჯ-----–---–-- დაკავება მოხდა სწორედ მისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და არა უკანონო თვალთვალის, მოსმენისა და მიყურადების შედეგად.

9. მოწმის სახით დაკითხვისას მ------–-----–--მ სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი. მოცემულ საქმეზე მან გამოძიება დაიწყო 2017 წლის 02 აგვისტოს დ----------–-------- ინფორმაციული პატაკის საფუძველზე, სადაც მითითებული იყო კონკრეტული გარემოებები. პატაკის საფუძველზე დაარეგისტრირა სისხლის სამართლის საქმე და რამდენიმე წუთში, დაახლოებით 17 საათისათვის, პატაკის შინაარსის ირგვლივ დაკითხა დ----------–-------. პატაკში იყო ინფორმაცია მოქალაქე ჯ-----–---–--- და კ------- შესახებ, რომ ეს პირები იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისში, მათ ჰქონდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და აპირებდნენ ქუთაისში წასვლას. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 260-ე მუხლით. გამოძიების დაწყების, ასევე პირების სავარაუდო ადგილმდებარეობის შესახებ მ------–-----–--მ, მას შემდეგ რაც დაკითხა დ----------–-------, ტელეფონით შეატყობინა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსს ნ----------------–---–-. მოწმის განმარტებით, მან იცოდა ხელმძღვანელ კ------------სგან, რომ მ------–---–- თბილისში იმყოფებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განსახორციელებლად, მ------–---–- დაევალა შესაბამისი მოქმედებების ჩატარება. მ------–-----–--სთვის სწორედ ნ----------------–---–----- გახდა შემდგომ ცნობილი, რომ ბ---------------–---–-- ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული 13 აბი და აბის ნატეხები ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი.

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას თ---------–---მ სასამართლოს უჩვენა, რომ იგი მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2018 წლის 09 იანვარს მას შესასრულებლად დაეწერა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის ვ--------------------- წერილი, რომელიც ითხოვდა ინფორმაციის მიწოდებას დეტექტივების სამმართველოს ცალკეული პირების ქალაქ თბილისში მივლინებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილის საფუძველზე მის მიერ მოძიებულ ინფორმაციის თანახმად, დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ნ----------------–---–-, ამავე განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი რ------------–---, ასევე დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლები თ----------------------- და დ-------------, დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლები რ------------- და კ---------------- 2017 წლის 02 აგვისტოს მივლინებულნი იყვნენ ქალაქ თბილისში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების მიზნით. ასევე მის მიერ მოძიებულ იქნა პატაკი, სამსახურებრივი ბარათი მივლინებასთან დაკავშირებით, სადაც მითითებულ იყო დოკუმენტის შედგენისა და რეზოლუციის დრო, 2017 წლის 02 აგვისტო, 13:15 სთ. ასევე მოძიებული იქნა პატაკის საფუძველზე პოლიციის დეპარტამენტში შედგენილი დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება, თანამდებობის პირების სამსახურებრივი მივლინების შესახებ და აღნიშნული მასალები მან შესაბამისი წერილით მიაწოდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ ვ--------------------ს. მოწმის განმარტებით, გამომძიებლები თბილისში მიემგზავრებოდნენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად, მაგრამ თუ რა ღონისძიება იყო ეს, სასამართლო პროცესზე ამას ვერ იტყვის, რადგან გამხელის როგორც უფლება ასევე ვალდებულება არ გააჩნია. მოწმის განმარტებით, ეს მივლინება არ უკავშირდებოდა ბ----------------–---–-ს საქმეს. მოწმის განმარტებით, ის არ ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას, მაგრამ ვარაუდობს, რომ, რადგანაც ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა ნ----------------–---–-, შესაძლოა სწორედ ის ხელმძღვანელობდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას. ვინაიდან ჯგუფი კვლავ თბილისის ტერიტორიაზე დარჩა, რაიმე სხვა დოკუმენტის გაფორმება აღარ იყო საჭირო. სხვა ქალაქში რომ წასულიყვნენ, მაშინ შესაძლებელია გაფორმებულიყო ახალი დოკუმენტი.

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას რ-------------მ სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. 2017 წლის 02 აგვისტოს, ჩვეულებისამებრ გამოცხადდა სამსახურში და შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. დაახლოებით 13 საათისათვის მის ოთახში შევიდა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელი ნ----------------–---–-. მან რ-------------სა და კ----------------ს სთხოვა დახმარება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებაში. კერძოდ, უნდა წასულიყვნენ ქალაქ თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად. იყვნენ ექვსი ადამიანი, კერძოდ: რ-------------, კ----------------, დ-------------, რ------------–---, თ------------------- და ჯგუფის ხელმძღვანელი და განყოფილების უფროსი ნ----------------–---–-. შესაბამისი ოქმების მოწესრიგების შემდეგ, როგორიცაა პატაკი მივლინებაზე, საწვავისა და სხვა შიდა საკითხები, გაემართნენ თბილისში დაახლოებით დღის 14-15 საათისათვის. გადანაწილება მოხდა ორ მანქანაში, ერთი ეკუთვნოდა რ-------------ს, ხოლო მეორე - დ-------------ს. სავარაუდოდ 3 საათი დასჭირდათ გზაში. 17-18 საათი იქნებოდა, ჯგუფის ხელმძღვანელმა მოითხოვა, რომ შეეჩერებინათ მანქანა. შეჩერდნენ თბილისის შესასვლელში. გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობდა გამოძიება მოქალაქე ჯ-----–---–--- და კ------- მიმართ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნული პიროვნებები იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისში, ა---------------ს ტერიტორიაზე. მათ თან ჰქონდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, ის საქმე, რასთან დაკავშირებითაც ჯგუფი წასული იყო თბილისში, უნდა შეეწყვიტათ და გადართულიყვნენ ჯ-----–---–--- და კ------- საქმეზე. ჯგუფის წევრებიდან რამდენიმე იცნობდა ჯ-----–---–-- და კ-------. რ-------------ს ვარაუდით ეს წევრები უნდა ყოფილიყვნენ რ------------–--- და კ----------------. ჯგუფი გაემართა ო--------–------------------ის ტერიტორიაზე. ადგილზე მისვლისას რ-------------მ ავტომანქანა დააყენა ა---------------ს შიდა ტერიტორიაზე, გასასვლელ კართან. გადანაწილდნენ ორ ჯგუფად. ის იყო რ------------–---სა და კ----------------სთან ერთად. დაიწყეს ჯ-----–---–--- და კ------- ძებნა. დასადგენი იყო იმყოფებოდნენ თუ არა რეალურად ა---------------ს ტერიტორიაზე. გარკვეული ხნის შემდეგ სატელეფონო საუბრისას რ-------------ს შეატყობინეს, რომ ა---------------ს ტერიტორიაზე შენიშნეს აღნიშნული პიროვნებები, კერძოდ სალაროსთან, სადაც ჩერდება თურქეთის ავტობუსები, მის გვერდით მიმდებარე ტერიტორიაზე გადასასვლელ ხიდთან. ორივე ჯგუფის წევრებმა დაიწყეს მოცემული მიმართულებით შეკრება. მისმა ჯგუფმა შენიშნა მოქალაქე ჯ-----–---–- და კ------ მოძრავ მდგომარეობაში. ჯ-----–---–- მარჯვენა ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი. დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ მათ, შეაჩერეს. განუმარტეს რომ იყვნენ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტიდან, დაწყებული იყო ჯ-----–---–-- მიმართ გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე და უნდა ჩატარებულიყო პირადი ჩხრეკა. ჯ-----–---–- გაეცნო გადაუდებელი აუცილებლობისას ჩასატარებელი პირადი ჩხრეკის დადგენილებას, თანხმობა განაცხადა, წინააღმდეგობა არ გაუწევია. გამომძიებლის შეთავაზებაზე, წარმოედგინა თუკი რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააჩნდა, ბ---------------–---–-- განმარტა, რომ მის ხელთ არსებულ პარკში იყო 13 აბი და ნატეხები ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი. აღნიშნული მოთავსებული იყო გადაკეცილ დოლბანდში შეფუთული და შემდეგ პოლიეთილენის პარკში. პარკში ასევე მოთავსებული იყო რკინის მეტალის რაღაც ნაწილი. როგორც შემდეგ ჯ-----–---–-- განმარტა, ეს იყო ავტომანქანის ბორტკომპიუტერი. აღნიშნულის შემდეგ ჯ-----–---–- ადგილზევე ჩაუტარდა ჩხრეკა ტანთცმულ ტანსაცმელზე ხელის მოსმით, არ მომხდარა გაშიშვლება. მოწმის განმარტებით, მან განახორციელა ჯ-----–---–-- პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, ასევე ჯ-----–---–-- მობილურ ტელეფონიც დაილუქა ადგილზევე, ლუქის ბეჭდით 33, რომელიც დადასტურდა ჩხრეკის პროცედურაში მონაწილეთა, მათ შორის ბრალდებულის ხელმოწერით. ბ---------------–---–- რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ ითხოვდა, რომ არ გაეწირათ ბოლომდე და კი არ დაეკავებინათ, არამედ მის მიმართ გაეტარებიათ პრევენცია. ბ---------------–---–-- ჩხრეკისას, მეორე ჯგუფმა შეაკავა მოქალაქე კ------ც. იგი ჩხრეკის ადგილიდან დაახლოებით 2-3 მეტრის მანძილზე იდგა. შემდგომ ჯ-----–---–- დააკავა გამომძიებელმა, შედგა ოქმი დაკავების შესახებ, განემარტა ბრალდებულის უფლებები. ჯ-----–---–- გადაიყვანეს პოლიციის უახლოეს განყოფილებაში, სადაც დადასტურდა მისი შეყვანის ფაქტი. დაკავების ოქმი დამოწმდა შესაბამისი ბეჭდით და ხელმოწერით ხელმძღვანელის მიერ. ამის შემდგომ უკვე ჯ-----–---–- წამოიყვანეს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში.

12. მოწმის სახით დაკითხვისას დ-------------მ სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. 2017 წლის 02 აგვისტოს ჩვეულებისამებრ გამოცხადდა სამსახურში და შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. დაახლოებით 12-13 საათისათვის განყოფილების უფროსმა ნ----------------–---–-- უთხრა, რომ შესაძლოა საჭირო გამხდარიყო ჯგუფის წასვლა თბილისში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად. შეიკრიბა 6 ადამიანი. გადანაწილდნენ ორ ჯგუფად, შესაბამისად ორ მანქანაში და დაახლოებით 14 საათისათვის წავიდნენ თბილისში. პირველ ჯგუფში იყვნენ დ-------------, თ----------------------- და ნ----------------–---–-, ხოლო მეორე ჯგუფში - რ-------------, რ------------–--- და კ----------------. გზაში, სანამ თბილისში შევიდოდნენ, ნ----------------–---–-- უთხრა დ-------------ს, შეეჩერებინა მანქანა. ასევე შეჩერდნენ მეორე ჯგუფის წევრები, რადგან შეიცვალა გეგმა და ამჟამად უნდა წასულიყვნენ თბილისში, ო--------–--------------------------------, სადაც მათივე ინფორმაციით იმყოფებოდნენ ბ------- ჯ-----–---–- და პ---–---------, რომელთაც თან ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალებები და მიემართებოდნენ ქუთაისის მიმართულებით. მათზე მიმდინარეობდა გამოძიება და უნდა განხორციელებულიყო ჯ-----–---–--- და კ------- პოვნა, ჩხრეკა. სადგურის ტერიტორიაზე მისვლის შემდეგ დაახლოებით 18 საათისათვის, ჯგუფები იგივე შემადგენლობით გადაადგილდებოდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე, აკონტროლებდნენ შესასვლელ კარს, ჯგუფის წევრებს ჰქონდათ უწყვეტი სატელეფონო კავშირი რა დროსაც ერთ-ერთის მიერ მოხდა ხიდთან ჯ-----–---–--- და კ------- შემჩნევა, შეატყობინეს სხვა წევრებსაც და ადგილზე მისვლიდან სავარაუდოდ 20-25 წუთის შემდეგ წავიდნენ მათი მიმართულებით. მ------–---–- მანქანაში იჯდა და მითითებებს აძლევდა მათ. დ------------- მივიდა კ-------თან გვერდიდან, ხოლო ბ------, ქ-----–--- და კ------- გაემართნენ ჯ-----–---–---კენ წინიდან. თ-----------------------მ პ---–---------ს განუმარტა ვინაობა, განუმარტა, რომ დაწყებული იყო გამოძიება მის მიმართ, რომ შესაძლოა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს, რაზეც ჰკითხეს იყო თუ არა თანახმა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. პ---–--------- დათანხმდა ჩხრეკის ჩატარებას, განაცხადა, რომ არაფერი ჰქონდა მსგავსი. თ-----------------------მ შეავსო გადაუდებელი აუცილებლობისას ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რის შემდეგადაც განხორციელდა ჩხრეკა. როგორც კ-------- ასევე ჯ-----–---–-- ჩხრეკა მიმდინარეობდა პარალელურ რეჟიმში, ჩვეულებრივ ფეხზე მყოფ მდგომარეობაში. ერთმანეთისაგან დაახლოებით 2 მეტრის დაშორებით. პ---–---------ს ჩხრეკის შედეგად არაფერი აღმოაჩნდა და დასრულდა ეს მოქმედება, ხოლო ჯ-----–---–- რაც შეეხება, დ-------------ს ესმოდა საუბარი და შეიტყო, რომ ბ---------------–---–-- წარმოადგინა მის ხელთ არსებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოთავსებული იყო დოლბანდში და შემდეგ პოლიეთილენის პარკში. დ------------- არ ფლობს ინფორმაციას გახადეს თუ არა პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკისას ჯ-----–---–- ფეხსაცმელები. არც კ----------, ასევე არც ჯ-----–---–-დან არ მომხდარა რაიმე წინააღმდეგობის გაწევა ან სხვა სახის შეკამათება. ჩხრეკის დასრულებისას დაილუქა ამოღებული ნივთები, შედგა შესაბამისი ოქმები. ამის შემდეგ პ---–---------ს შესთავაზეს ქ. ქუთაისში წაყვანა ნარკოლოგიურ შემოწმებისა და გამოკითხვის მიზნით, რაზეც თანხმობა განაცხადა. დ-------------- მანქანაში მოათავსეს პ---–---------, ხოლო ბ------- მანქანაში - ბ------- ჯ-----–---–-. წავიდნენ სადგურის ტერიტორიიდან უახლოეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც განხორციელდა ჯ-----–---–-- დაკავების ოქმის დამოწმება, რის შემდეგაც დაბრუნდნენ ქუთაისში, შესაბამის განყოფილებაში და განახორციელეს საგამოძიებო მოქმედებები. დ-------------მ განმარტა, რომ იგი იცნობს ბ---------------–---–-, მათ შორის რაიმე კონფლიქტს ან წყენას ადგილი არ ჰქონია.

13. მოწმის სახით დაკითხვისას ნ----------------–---–-- სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსი. 2017 წლის 02 აგვისტოს დაახლოებით 12 საათისათვის სამმართველოს უფროსმა კ------------მ უთხრა, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების მიზნით უნდა წასულიყო ქალაქ თბილისში. შესაბამისად მან გააკეთა მივლინება, მისი შეხედულებისამებრ აარჩია თანამშრომლები: რ------------–---, დ-------------, კ----------------, რ------------- და თ-----------------------. დაახლოებით პირველიდან ორ საათამდე პერიოდში ჯგუფი გაემართა თბილისისაკენ. ის იჯდა დ-------------- ავტომანქანაში, დანარჩენები კი - რ-------------ს ავტომანქანაში. თბილისში შესვლამდე 17-18 საათის შუალედში, კ------------მ ტელეფონით შეატყობინა მას, რომ შეეწყვიტათ რა საქმეზეც იყვნენ წასულები და შეატყობინა, რომ ო--------–-------------------------------- უნდა ყოფილიყვნენ მოქალაქე ბ------- ჯ-----–---–- და პ---–---------, მათ უნდა ჰქონოდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები და საჭირო იყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ასევე დაუკავშირდა მ------–-----–--, რომელმაც შეატყობინა ამ საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ. ამის შემდეგ მან დაურეკა და შეაჩერა მეორე ჯგუფის წევრები. შეატყობინა მიღებული ინფორმაცია და გაემართნენ სადგურის ტერიტორიაზე. დანიშნულების ადგილზე მისვლისას, სავარაუდოდ 18 საათისათვის, განაწილდნენ. რადგანაც ბ------- ჯ-----–---–- მას იცნობდა, მისი გამოჩენა არ იქნებოდა მიზანშეწონილი, ასევე 2016 წელს სწორედ მან დააკავა ჯ-----–---–- ნარკოტიკების საქმეზე, რის გამოც დარჩა რ-------------ს მანქანაში, ა---------------ს ტერიტორიის შიგნით. დ-------------ს მანქანა ა---------------ს გარეთ ჰყავდა გაჩერებული. გადანაწილების შესაბამისად რ------------–---ს, რ-------------სა და კ----------------ს უნდა ჩაეტარებიათ საგამოძიებო მოქმედებები ბ---------------–---–-- გამოჩენის შემთხვევაში, ხოლო პ---–---------სთან დ-------------სა და თ-------------------ს. დ------------- კარგად იცნობდა ჯ-----–---–-, ამიტომ კ-------კენ გაუშვა, ხოლო ქ-----–---ს რაც შეეხება, ის გამომძიებელი იყო და ამიტომ საჭირო იყო მისი ჯ-----–---–თან განაწილება. ჯგუფის წევრები გადაადგილდებოდნენ ტერიტორიაზე, ტელეფონში ჩართული ჰქონდათ კონფერენცია, რის საფუძველზეც ჰქონდათ ერთმანეთთან კავშირი. მან დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილზე დაინახა ჯ-----–---–- და კ------, ერთ-ერთი წევრისგანაც გაიგონა ხმა „აგერ არიანო“ და რ------------–---, რ------------- და კ---------------- მივიდნენ ბ------- ჯ-----–---–თან, ხოლო დ------------- და თ------------------- პ---–---------სთან. შეჩერების შემდეგ რამდენიმე წამში ისიც მივიდა ჯ-----–---–--- და კ------- შეჩერების ადგილიდან 3 მეტრის მოშორებით. გამომძიებელი უმარტავდა ჯ-----–---–-, რომ დაწყებული იყო მის მიმართ გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისათვის და სთხოვა წარმოედგინა ნარკოტიკული საშუალებები. ანალოგიური პროცედურა ხორციელდებოდა პ---–---------- მიმართ დაახლოებით 2 მეტრი მანძილის დაშორებით. ორივე მოქალაქის ჩხრეკა ჩატარდა ფეხზე მყოფ მდგომარეობაში. ბ---------------–---–-- მიერ წარმოდგენილ იქნა მუქი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო თეთრი, გადაკეცილი დოლბანდი და ზედ იყო 13 აბი და აბის ნატეხები სუბოქსინი, რაზეც ჯ-----–---–-- განმარტა, რომ იყო მისი, პარკში ასევე მოთავსებული იყო რკინის დეტალი. პ---–- კ---------- რაიმე არაკანონიერი ნივთის ამოღება არ მომხდარა. მოხდა ჯ-----–---–-- პირადი ჩხრეკა, შემდეგ დაკავება, დაკავების ოქმი შედგა ადგილზევე, ასევე ჯ-----–---–-დან ამოიღეს მობილური ტელეფონი. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე. კ-------ა და ჯ-----–---–- რაიმე პრეტენზია არ განუცხადებიათ. ჯგუფის წევრები კ-------ა და ჯ-----–---–თან ერთად ჩასხდნენ მანქანებში, პირველივე შემხვედრ განყოფილებაში განხორციელდა დაკავების დამოწმება და შემდეგ გაემართნენ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში. პ---–----------ათვის რაიმე სახის შეზღუდვა არ დაუწესებიათ, კ------- თანხმობითვე მოხდა მისი ქუთაისში წაყვანა. უნდა შემოწმებულიყო იგი ნარკოლოგიურში და მომხდარიყო გამოკითხვა. ნ----------------–---–- არ ყოფილა ჩხრეკისა და დაკავების დამსწრე, მისივე განცხადებით ის იყო შემსწრე, რადგან მოშორებით ტერიტორიიდან ადევნებდა თვალყურს ოპერატიულ ღონისძიებას, თუკი საჭირო იქნებოდა შესაბამის დახმარებასაც გაუწევდა ჯგუფის წევრებს. შეჩერებული პირების პირისპირ იდგა, კ------ მისგან მარცხნივ იყო, ჯ-----–---–-- უკან. კ------- გადაადგილების თავისუფლება არ შეზღუდვია, არ დაფიქსირებულა მისი მიწაზე დაწვენა. მოწმის განმარტებით, იქვე ხალხიც მოძრაობდა, შესაძლებელია აკვირდებოდნენ მოვლენებს, თუმცა მას არ შეუმჩნევია მოქალაქეების მიერ მობილური ტელეფონის კამერით გადაღების ფაქტი. მას თვალთახედვიდან არ დაუკარგავს ჯ-----–---–--- და კ------- შეჩერებიდან, მათი ჩხრეკის დასრულებამდე მიმდინარე მოვლენები. მოწმის განმარტებით, ის ვერ ისაუბრებს ქ. თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთში ჩასატარებელ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შესახებ, რადგან არ აქვს ამის უფლება. მოწმემ უარყო ადვოკატის განმარტება, რომ პოლიციის თანამშრომლები, აღნიშნული ჯგუფის წევრები უკანონო თვალთვალის, მოსმენისა და მიყურადების საფუძველზე გაჰყვნენ ჯ-----–---–-, ფიქრობდნენ რომ ექნებოდა ნარკოტიკი, მაგრამ არ აღმოაჩნდა და მათ ჩაუდეს.

14. მოწმის სახით დაკითხვისას კ----------------მ სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე. 2017 წლის 02 აგვისტოს დილით ჩვეულებრივ გამოცხადდა სამსახურში. 12-13 საათისათვის მივიდა მასთან განყოფილების უფროსი ნ----------------–---–- და შეატყობინა, რომ ხელმძღვანელობის დავალებით ჯგუფი უნდა წასულიყო თბილისში ოპერაციულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად. ღონისძიების შინაარსზე მოწმე არ საუბრობს, რადგან არ მუშაობს იმ დანაყოფში და არ აქვს ინფორმაციის გაცემის უფლება. მოემზადა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: კ----------------, რ-------------, დ-------------, რ------------–---, თ-----------------------, ნ----------------–---–- და წავიდნენ ორი მანქანით, ერთი ეკუთვნოდა რ-------------ს, ხოლო მეორე დ-------------ს. გავიდნენ სავარაუდოდ 13-14 საათისთვის. კ---------------- იჯდა რ-------------ს ,,გოლფის“ მარკის მანაქანაში. მას შემდეგ რაც თბილისში შევიდნენ, დაახლოებით 16-17 საათზე, ნ----------------–---–-- შეაჩერა ორივე მანქანა. მ------–---–-- აუხსნა თანამშრომლებს, რომ უნდა შეეცვალათ მიმართულება და წასულიყვნენ სხვა ღონისძიების ჩასატარებლად, რადგანაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სავარაუდოდ მოქალაქეები ბ------- ჯ-----–---–- და პ---–--------- იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისში ო--------–-------------------------------- და თან ჰქონდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები. განაგრძეს გზა. დაახლოებით 18 საათზე მივიდნენ ო--------–--------------------------------, ერთი მანქანა დააყენეს სადგურის გარეთ, მეორე - შიგნით ტერიტორიაზე და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ორ ჯგუფად დაყოფილი განყოფილების თანამშრომლები იმყოფებოდნენ ო--------–--------------------------------, კერძოდ კ---------------- იმყოფებოდა გამომძიებელ რ------------–---სა და რ-------------სთან ერთად. მალევე მიაკვლიეს მოძრავ მდგომარეობაში მყოფ ჯ-----–---–-- და კ-------, რომლებიც მოძრაობდნენ მისი მიმართულებით. ეს ხდებოდა დაახლოებით სადგურზე არსებული ხიდის მიმდებარე ტერიტორიას. კ----------------- ჯგუფის წევრები მივიდნენ ჯ-----–---–თან, რ------------–---მ წარუდგინა თავი, რომ იყვნენ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტიდან, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ მას უნდა ჰქონოდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და მის მიმართ იყო დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა. ჯ-----–---–- ყველა უფლება განემარტა გამომძიებლის მიერ, ასევე უთხრა, რომ თუკი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჰქონდა, წარმოედგინა. ჯ-----–---–-- ნებაყოფლობით წარმოადგინა ხელთ არსებული ნარკოტიკული საშუალებები: 13 აბი და აბის ნატეხები, რომელიც მოთავსებული იყო ღია ფერის, თეთრ დოლბანდისმაგვარ ნაჭერში, რამდენიმეჯერ გადაკეცილი, შემდეგ კი ცელოფანში მანქანის ნაწილთან ერთად. ცელოფანი ეკავა ხელში, დოლბანდი ამოიღო და გადასცა გამომძიებელს. წარმოდგენის შემდეგ რ-------------მ განახორციელა ჯ-----–---–-- პირადი ჩხრეკა. ჩხრეკიდან ამოღებული ნივთები ჩხრეკის დასრულებისთანავე დაილუქა ადგილზევე რ------------–---- მიერ, ორ პაკეტად. მობილური ტელეფონი და მანქანის ნაწილი მოთავსდა ერთ პაკეტში, ხოლო ნარკოტიკული საშუალებები მეორეში. კ----------------- მარჯვენა გვერდის მხრიდან ჯ-----–---–-- ჩხრეკის ადგილიდან 2-3 მეტრის მოშორებით, თ------------------------- და დ-------------- მიერ ტარდებოდა ასევე პ---–---------- პირადი ჩხრეკა. ორივე მოქალაქის ჩხრეკა ჩატარდა ფეხზე მყოფ მდგომარეობაში. კ------- ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ. ო--------–-- სადგურის ტერიტორიის დატოვების შემდეგ ჯგუფები გაემართნენ პირველივე შემხვედრ პოლიციის განყოფილებაში, მოხდა დოკუმენტების გაფორმება ხოლო შემდეგ წავიდნენ ქუთაისში, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში. ჯ-----–---–--- და კ------- მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია.

15. მოწმის სახით დაკითხვისას რ------------–---მ სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს დეტექტივი. 2017 წლის 02 აგვისტოს ჩვეულებისამებრ დილის 10 საათზე გამოცხადდა სამსახურში და შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. დაახლოებით 12 საათისათვის განყოფილების იმჟამინდელმა უფროსმა ნ----------------–---–--, განყოფილების თანამშრომლებს უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ თბილისში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად და მომზადებულიყვნენ. მოწმე არ საუბრობს რა სახის ღონისძიება იყო, რადგან საიდუმლოა და არ აქვს გამჟღავნების უფლება, მხოლოდ მიუთითებს, რომ ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე. მომზადდა სამივლინებო პატაკები. დაახლოებით პირველი საათი ან 2-ის ნახევარი იქნებოდა როდესაც ჯგუფი გაემართა ქალაქ თბილისში. წავიდა 6 თანამშრომელი კერძოდ: რ------------–---, რ-------------, კ----------------, დ-------------, ნ----------------–---–- და თ-----------------------. იყვნენ ორი მანქანით. ის და კ---------------- იმყოფებოდნენ რ-------------ს მანქანაში, ხოლო დანარჩენი წევრები დ-------------- მანქანაში. დაახლოებით 3 საათში ჩავიდნენ ქალაქ თბილისში. თბილისის შესასვლელთან ყოფნისას მანქანა, რომელშიც ნ----------------–---–- იჯდა, შეჩერდა და შესაბამისად რ-------------ს მანქანაც შეაჩერეს, რომ გაერკვიათ რა ხდებოდა. ნ----------------–---–-საგან შეიტყვეს, რომ განყოფილებაში დაწყებული იყო გამოძიება ბ---------------–---–--ა და პ---–---------- მიმართ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ფლობის ფაქტზე. აღნიშნული პიროვნებები სავარაუდოდ იმყოფებოდნენ ქ-------–--–-------------–------------------ზე და აპირებდნენ ქუთაისში გამომგზავრებას, თან ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო და ისე, რომ თბილისის სხვა განყოფილებისთვის საწყის ოპერატიულ ღონისძიებასთან დაკავშირებით დასახმარებლად არ მიუმართავთ, ჯგუფები გაემართნენ ჯ-----–---–--- და კ------- საქმესთან დაკავშირებით. დაახლოებით 18 საათი იქნებოდა, როდესაც მივიდნენ ო--------–------------------ზე. ა--------------- არის შემოღობილი, მანქანა შეჩერდა სადგურის ჭიშკრიდან 10-15 მეტრის მანძილზე. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა განყოფილების უფროსი ნ----------------–---–-. ჯგუფის წევრებს როგორც ვიზუალური, ასევე სატელეფონო კავშირი ჰქონდათ ე.წ. კონფერენციის საშუალებით. ისინი ყველანი არ იცნობდნენ არც ჯ-----–---–- და არც კ-------. ნ----------------–---–- მანქანიდან ხელმძღვანელობდა ჯგუფებს. ჯგუფები განაწილდა შემდეგნაირად: რ------------–---, კ---------------- და რ------------- იქნებოდნენ ერთად და განახორციელებდნენ ჩხრეკის ჩატარებას ბ---------------–---–-- მიმართ, ხოლო თ----------------------- და დ------------- პ---–---------- მიმართ. 15 წუთის მისულები იქნებოდნენ სადგურის ტერიტორიაზე, როდესაც შეამჩნიეს, რომ ბ------- ჯ-----–---–- მოძრაობდა ო--------–--------------------------------, შენობიდან მოშორებით, გადასასვლელ ხიდთან და სწრაფი ნაბიჯით მიემართებოდა გასასვლელი ჭიშკრისკენ, უკან მოჰყვებოდა პ---–---------. ჯგუფი გაემართა მათ შესაჩერებლად. მან, ბ------- და კ-------- შეაჩერეს ჯ-----–---–-, ხოლო ს------- და თ----------- - კ------. მან ჯ-----–---–- განუმარტა, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, წარუდგინა პირადობა. აცნობა, რომ მის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასთან დაკავშირებით. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, დადგენილების საფუძველზე უნდა მომხდარიყო ჯ-----–---–-- პირადი ჩხრეკა. განმარტების დროს ჯ-----–---–- ხელები შეკრული არ ჰქონია. დადგენილება ადგილზე შეავსო, გაეცნო ბ------- ჯ-----–---–-, მოაწერა ხელი. არანაირ ზედმეტ მოძრაობას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის შემდეგ განემარტა, რომ, თუკი ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, წარმოედგინა ნებაყოფლობით, რამეთუ ეს გათვალისწინებული იქნებოდა შემდეგში საქმის წარმოებისას. ბ---------------–---–- მარჯვენა ხელში ეჭირა შავი ფერის, საშუალო ზომის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც რაღაც ნივთები იყო. ჯ-----–---–-- განაცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა აღნიშნულ ხელჩანთაში და წარმოადგენდა ნებაყოფლობით. ვიდრე წარმოადგენდა, მან ჩხრეკის ოქმში გააკეთებინა ჩანაწერი, რომ თანახმა იყო პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე და ნებაყოფლობით წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას. ჩანაწერის გაკეთების შემდეგ ჯ-----–---–-- თავად ნებაყოფლობით ამოიღო ჩანთიდან და წარმოადგინა გადაკეცილი დოლბანდი. ასევე დოლბანდთან ერთად ამოიღო რაღაც თეთრი ფერის წარწერებიანი პატარა პაკეტი, როგორც ეტყობოდა თავის დროზე დაზიანებული, მთლიანობა დარღვეული, ხელში ეკავა. დოლბანდი გადაშალა და დოლბანდში იყო ექვსკუთხა ფორმის მოთეთრო ფერის ტაბლეტები, 13 მთელი ტაბლეტი და კიდევ ნატეხები. დოლბანდი მოწმის განმარტებით იყო „ჭრილობაზე რომ აკრავენ იმის მსგავსი, წებოვანი გვერდებით, რომელიც შეკრული არ იყო, ბევრჯერ ნახმარი იყო ალბათ და წებოვნება აღარ ჰქონდა, შეიძლება ოდნავ ჰქონოდა მაგრამ მას არ გაუხსნია, ჯ-----–---–-- გადახსნა“. დოლბანდის მისთვის გადაცემის შემდეგ ის დოლბანდის წებოვან ადგილებს არ შეხებია. ჩხრეკის სრულყოფის მიზნით, ნარკოტიკული ნივთიერების წარმოდგენის შემდეგ რ-------------მ ჩაატარა ჯ-----–---–-- პირადი ჩხრეკა. ჩხრეკისას მან ჯ-----–---–- გახადა ფეხსაცმელი, ხოლო წინდები არ გაუხდია. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე გამომძიებლის ხელთ არსებულ მოლურჯო ფერის პაკეტში: დოლბანდი, ნარკოტიკული საშუალებები და მცირე ზომის ცელოფნის პაკეტი. ასევე პირადი ჩხრეკისას მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იყო პირადი ტელეფონი, რომელიც ჯიბეში ჰქონდა და ჩანთაში არსებული მცირე ზომის მანქანის ბორტკომპიუტერი. მათი დალუქვა განხორციელდა ერთად, უშუალოდ ჯ-----–---–-- ხელთ არსებულ პარკში. ლუქებზე გაკეთდა ხელმოწერები. როგორც ჯ-----–---–--, ასევე კ------- პირადი ჩხრეკისათვის საჭირო არ გამხდარა მათი მიწაზე დაწვენა. ჯ-----–---–- რაიმე სახის პრეტენზია ან აგრესია არ განუცხადებია, ყოველივე ხორციელდებოდა ნებაყოფლობით. პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე მოხდა ჯ-----–---–-- დაკავება. მას განემარტა ბრალდებულის უფლებები, რომ შეუძლია ჰყავდეს ადვოკატი, არ მისცეს ჩვენება და იქონიოს დუმილის უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული და პარალელურად მან დაიწყო დაკავების ოქმის შევსება. შემდეგ ჯ-----–---–- გადაყვანილ იქნა თბილისის უახლოეს პოლიციის განყოფილებაში კანონის შესაბამისად, სადაც დადასტურებულ იქნა ჯ-----–---–-- დაკავება და თან დასრულდა ოქმი. ასევე თბილისის განყოფილებას გადასცა ქ-----–---მ ჩხრეკისა და დაკავების ოქმები. აღნიშნულის შემდეგ ისინი წამოვიდნენ ქუთაისში. რ-------------ს მანქანით წამოიყვანეს ბ------- ჯ-----–---–-. ჩვეულებრივ, ნორმალურ გარემოში ჩამოვიდნენ ქუთაისში. ჯ-----–---–- განიცდიდა, რომ ვერ დაანება თავი ნარკოტიკს, განიცდიდა ასევე ოჯახის მდგომარეობას, რადგან მანამდე არსებულ შემთხვევაში ყველა გვერდით დაუდგა და მას კვლავ მსგავსი რამ შეემთხვა. ასევე ჯ-----–---–- პოლიციის თანამშრომლებს მიმართავდა, რომ მის მიმართ უკეთესი იქნებოდა პრევენციული ღონისძიების გატარება. ქუთაისში ჩამოსვლის შემდეგ, პოლიციის დეპარტამენტში მივიდნენ, მოხდა ჯ-----–---–-- გამოკითხვა, გაეცნო ოქმს და მოაწერა ხელი. ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ შემოწმების შედეგად 500 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა მოუწევდა და რადგანაც ჰქონდა უარის თქმის უფლება, თქვა უარი. უარის თქმაზე შედგა შესაბამისი ოქმი და ჯ-----–---–- გადაგზავნილ იქნა დროებით მოთავსების იზოლატორში. 48 საათში მტკიცებულებები იქნა შეკრებილი ბრალის წარსადგენად. მოწმის განმარტებით, 4 აგვისტოს ის ადვოკატთან ერთად წავიდა ჯ-----–---–---თვის ბრალის წარსადგენად. ბრალის წარდგენისას მოხდა ინციდენტი, რომელიც ინიცირებული იყო თავად ბრალდებულის მხრიდან და ბრალის წარდგენის მომენტი ბრალდებულთან ჩაიშალა. მომხდართან დაკავშირებით მის მიერ შედგა ოქმი ადვოკატის მონაწილეობით და დადგენილება ჩაბარდა ადვოკატს.

16. მოწმის სახით დაკითხვისას თ-----------------------მ სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს, ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. 2017 წლის 02 აგვისტოს ჩვეულებისამებრ გამოცხადდა სამსახურში. დაახლოებით 12 საათისათვის განყოფილების უფროსმა ნ----------------–---–-- უთხრა, რომ ჯგუფი უნდა წასულიყო თბილისში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად. კონკრეტულად რომელზე - ვერ ისაუბრებს, რადგან არ აქვს ამის უფლება. შეიკრიბა 6 ადამიანი, გადანაწილდნენ ორ ჯგუფად ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაბამისად ორ მანქანაში და დაახლოებით 14 საათისათვის წავიდნენ თბილისში. პირველ ჯგუფში იყვნენ დ-------------, თ----------------------- და ნ----------------–---–-, ხოლო მეორე ჯგუფში რ-------------, რ------------–--- და კ----------------. მათ თბილისის რომელიმე განყოფილებისთვის დასახმარებლად არ მიუმართავთ. გზაში, სანამ თბილისში შევიდოდნენ, ნ----------------–---–-- უთხრა, რომ შეიცვალა გეგმა და ამჟამად უნდა წასულიყვნენ თბილისში, ო--------–--------------------------------, სადაც მათივე ინფორმაციით იმყოფებოდნენ ბ------- ჯ-----–---–- და პ---–---------, რომელთაც თან ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალებები და მიემართებოდნენ ქუთაისის მიმართულებით. მათზე მიმდინარეობდა გამოძიება და უნდა განხორციელებულიყო ჯ-----–---–--- და კ------- პოვნა, ჩხრეკა. სადგურის ტერიტორიაზე მისვლის შემდეგ დაახლოებით 18 საათისათვის, ჯგუფები იგივე შემადგენლობით გადაადგილდებოდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფის წევრებს ჰქონდათ უწყვეტი სატელეფონო კავშირი, რა დროსაც ერთ-ერთის მიერ მოხდა ჯ-----–---–--- და კ------- შემჩნევა. შეატყობინეს სხვა წევრებსაც და წავიდნენ მათი მიმართულებით. თ----------------------- მივიდა კ-------თან, ხოლო ბ------, ქ-----–--- და კ------- გაემართნენ ჯ-----–---–---კენ. თ-----------------------მ პ---–---------ს განუმარტა ვინაობა, გააცნო უფლებები. უთხრა, რომ დაწყებული იყო გამოძიება მის მიმართ, რომ შესაძლოა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს, რაზეც ჰკითხა იყო თუ არა თანახმა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. პ---–--------- დათანხმდა ჩხრეკის ჩატარებას, განაცხადა, რომ არაფერი ჰქონდა მსგავსი. მან შეავსო გადაუდებელი აუცილებლობისას ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რის შემდეგადაც განხორციელდა კ------- ჩხრეკა დ-------------- მიერ. ჩხრეკისას რაიმე ამოღებული არ ყოფილა. როგორც კ------- ასევე ჯ-----–---–-- ჩხრეკა მიმდინარეობდა პარალელურ რეჟიმში, ჩვეულებრივ ფეხზე მყოფ მდგომარეობაში, ერთმანეთისაგან დაახლოებით 2 მეტრის დაშორებით. კ------- მიწაზე დაწოლას ადგილი არ ჰქონია. კ------მ განუმარტა პოლიციის თანამშრომლებს, რომ მოხმარებული ჰქონდა მარიხუანა. ჯ-----–---–- რაც შეეხება, მოწმის განმარტებით, მას ესმოდა საუბარი და შეიტყო, რომ ბ---------------–---–-- წარმოადგინა მის ხელთ არსებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოთავსებული იყო დოლბანდში და შემდეგ პოლიეთილენის პარკში. არც კ----------, ასევე არც ჯ-----–---–-დან არ მომხდარა რაიმე წინააღმდეგობის გაწევა ან სხვა სახის შეკამათება. ქუთაისში დაბრუნებისას თ-----------------------მ განახორციელა პ---–----------ათვის უფლებების განმარტება და მისი მოწმის სახით გამოკითხვა, გამოკითხვის ოქმი შედგა ნაბეჭდი სახით, რასაც პირადად გაეცნო კ------, ხელი მოაწერა, რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია. კ------მ თბილისშივე თანხმობა განაცხადა ქუთაისში წასვლასა და ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებაზე და გადაყვანილ იქნა შესაბამისად ქუთაისის ნარკოლოგიურში. შემოწმების შედეგად დაუდგინდა მარიხუანისა და ბუპრენორფინის მოხმარება. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია რა საშუალებით მივიდნენ კ------ და ჯ-----–---–- ო--------–-- ტერიტორიაზე. კ------ თანახმა იყო და უთხრა პოლიციის თანამშრომლებს, რომ წაჰყვებოდა მათ ქუთაისში.

17. მოწმის სახით დაკითხვისას პ---–---------მ სასამართლოს უჩვენა, რომ ბ------- ჯ-----–---–თან ბავშვობიდან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ის დაიკითხა გამოძიების ეტაპზე. მისი ჩხრეკა განხორციელდა ქალაქ თბილისში, როდესაც გადაადგილდებოდა ბ------- ჯ-----–---–თან ერთად ო--------–------------------ის ტერიტორიაზე. ჯ-----–---–- მიდიოდა უფრო წინ, ხოლო კ------ ჩამორჩებოდა. გაურკვეველ დროს წამოეწია პოლიციის თანამშრომელი, ისე რომ მანამდე არც შეუხედავს და იმის გამო, რომ ფეხი აწუხებს, გაუჭირდა თავის შეკავება და ხელის მოკიდებისთანავე ის დაეცა. ცოტა ხნის შემდეგ, დაახლოებით 10-15 წუთში წამოაყენეს და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, სავარაუდოდ 2-3 პოლიციელის მიერ, ზუსტი რაოდენობა არ ახსოვს. ჩხრეკის დასრულების შემდეგ შედგა შესაბამისი ოქმი, რაზედაც კ------მ მოაწერა ხელი. მას ჩხრეკის შედეგად რაიმე მართლსაწინააღმდეგო არ აღმოაჩნდა. მოწმის განმარტებით, მას არ დაუნახავს ბ---------------–---–-- ჩხრეკა. მოშორებით იდგნენ, სულ მცირე 15-20 მეტრში და რადგანაც ის წაქცეული იყო, ვერ დაინახა რა ხდებოდა. მოწმეს წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციისათვის, რადგან თავიდან აეცილებინა შემდგომ რაიმე გართულება. ადექიო არავის უთქვამს და მასაც წინააღმდეგობა არავისთვის გაუწევია. აღნიშნულ დღეს ჯ-----–---–--- და მისი შეხვედრა შემთხვევით მოხდა. მისი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად უწევს ო--------–-- ტერიტორიაზე ყოფნა. მასთან შეხვედრისას ბ------- ჯ-----–---–- იყო მარტო. ის ვერ იხსენებს ეჭირა თუ არა რაიმე ბ-------ს ხელში. ერთად ყოფნიდან 10 წუთის შემდეგ მივიდა მათთან პოლიცია. მან და ჯ-----–---–-- უბრალოდ მოიკითხეს ერთმანეთი. მას ზუსტად არ ახსოვს რაზე საუბრობდნენ, ასევე არ ახსოვს რის გამო იმყოფებოდა ჯ-----–---–- ქალაქ თბილისში. მხოლოდ იმას იხსენებს, რომ შვილის სამსახურთან დაკავშირებით ჰქონდა ბ-------ს საქმე. მას შემდეგ რაც პოლიციამ წამოაყენა, მან დაინახა ჯ-----–---–-, რომელიც პოლიციას „ეჭირა“ ხელში, სავარაუდოდ მკლავით. იმის გამო, რომ ჯ-----–---–- ეფარებოდნენ ირგვლივ მყოფები, ის ვერ ხედავდა რა ხდებოდა, ასევე ვერ იხსენებს ესმოდა თუ არა საუბარი. ო--------–-- ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში მან პოლიციელებისაგან შეიტყო, რომ ჯ-----–---–- აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება. მას არ დაუნახავს ჯ-----–---–-- მიერ პოლიციისათვის ხელიდან ხელში ნარკოტიკის გადაცემის ფაქტი. მოწმის განმარტებით, ის და ჯ-----–---–- თბილისიდან პოლიციამ წამოიყვანა. პირველ რიგში ისინი მიიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. გამოძიებაში ჩვენების მიცემისას მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა. მოწმე აცხადებს, რომ, როდესაც ჩვენებას აძლევდა, ჩვეულებრივ გამომძიებელი ბეჭდავდა, თუმცა მას ჩვენება არ წაუკითხავს. დაკითხვის ოქმის შევსება განხორციელდა ქუთაისში. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მოვლენების განვითარების პერიოდში ის იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ, კერძოდ, როგორც შემდგომ ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა ეს იყო მარიხუანა და ბუპრენორფინი. მოწმემ განაცხადა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ 100% -ით ანგარიშს ვერ გაუწევდა თავის ქცევას. ზუსტად ვერ იხსენებს მაგრამ ვარაუდობს, რომ ნარკოლოგიურში მისვლისას პირველ ჯერზე მან უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, შემდეგ კი თანხმობა განაცხადა. მას შემდეგ რაც პროკურორმა სასამართლო სხდომაზე გამოაქვეყნა პ---–---------- გამოძიებაში მიცემული ჩვენება, მოწმემ დაადასტურა ჩვენებაზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა და აქვე განმარტა, რომ, როდესაც ქუთაისის განყოფილებაში იყვნენ, ხელმოწერისას გამომძიებელს ჰკითხა რაზე მაწერინებთ ხელს, უნდა წავიკითხოო და პასუხად მიიღო რომ ეჩქარებოდათ, მასში ისეთი არაფერი ეწერა, მხოლოდ აღნიშნული იყო, რომ არაფერი აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგო და ის თანახმა იყო ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, შესაბამისად ოქმზე მოაწერა ხელი.

18. მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ბ---------------–---–-- სასამართლოს უჩვენა, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს დაახლოებით 17 საათისათვის იყო ორთაჭალაში. შევიდა ო--------–-- ს--------–-, დარბაზში, სადაც შემთხვევით შეხვდა მეგობარ პ---–---------ს. ისაუბრეს დაახლოებით 5 წუთი. ჯ-----–---–- გეგმის მიხედვით სადგურის უკან, ვიწყო ქუჩაზე უნდა გადასულიყო, სადაც არის ე.წ. „დაშლილები“, „რეინჯროვერის“ ცენტრი. უნდა დაეტოვებინა ქუთაისიდან წაღებული მანქანის ნაწილი - ბორტკომპიუტერი. ასევე მისი შვილი სწავლობს თბილისში. საქმის მოგვარების შემდეგ უნდა წასულიყო მეგობართან პლეხანოვზე და შემდეგ, თუკი იმავე დღეს მოასწრებდა ყველაფერს, დაბრუნდებოდა ქუთაისში. საუბრის პერიოდში კ-------თან გამოარკვია, რომ ის იყო მანქანით. შეთანხმდნენ რომ სწორედ პ---–- წაიყვანდა ჯ-----–---–- მანქანით და წავიდნენ სადგურის უკანა მხრის მიმართულებით. ასევე საუბრის პერიოდში ჯ-----–---–-- შენიშნა კ-------, შეიცნო როგორც იმერეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი, გაუკვირდა მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქცია. მან ასევე დაინახა ბ------, რომელსაც თვალი თვალში გაუყარა. ჯ-----–---–-- განაგრძო გზა. მას შემდეგ რაც გავიდა სადგურის დარბაზიდან, სადგურის შენობიდან დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით ყოფნისას შემოესმა „ცხენისებრი თქარათქურის“ ხმა, თითქოს რაღაც მორბოდა. მიიხედა უკან და შემდეგ როგორც გაარკვია, ბ------ დაეტაკა ზურგიდან, მარჯვენა ხელით ხელები გაუწია და გაუყარა, ერთი ხელი ჰქონდა კისერზე. ჯ-----–---–- კითხულობდა თუ ვინ იყო, და „ამ ჭიდავში“ კიდევ ერთი შენიშნა. მინიმუმ 3 მეტრ მანძილზე კ-------თან იდგა თ----------, კ------ ჰყავდათ დაწვენილი მიწაზე სახით მისკენ. კიდევ ორი თანამშრომელი იყო, მაგრამ არ ახსოვს ვინ იყო. ის ბ------- ეკითხებოდა ვინ იყო და თხოვდა დანახებოდა, რაზედაც ბ------ პასუხობდა, რომ ის მას არ იცნობდა. ამ საუბრისა და „ჭიდავის“ დროს ჯ-----–---–-- შეამჩნია როგორ მორბოდა წინიდან ქ-----–---, შემდეგ მ------–---–- და კიდევ სულ მცირე 3-4 კაცი. ბრალდებული განმარტავს, რომ ამ „ჭიდავის“ დროს ხელით შარვალი გაისწორა, რა დროსაც გაიგონა ხმა: „ჰა რას შვები, არაფერი გადააგდოო, ცვეტნოი ვიცი წამალი გაქვს და დავაი დროზე წამალიო“. ის პოლიციელებს უმარტავდა, რომ რაღაც ეშლებოდათ, ეუბნებოდა: „ხომ მიცნობთ ვინც ვარო“. ქაოსური სიტუაცია იყო, ბ------- ამ დროს უკანა ჯიბეები გაუჩხრიკა ჯ-----–---–-, მაგრამ არაფერი არ ჰქონდა, შემდეგ ქ-----–---მ დაიწყო ჩხრეკა და მ------–---–- უთხრა: „სუფთაა, არაფერი არა აქვსო“. ჯ-----–---–-- განმარტებით, მანქანის ნაწილი, კერძოდ ბორტკომპიუტერი, მანქანის ზეთით იყო დასვრილი. ის თეთრ ცელოფანში იყო მოთავსებული, მარცხენა ხელში ეკავა და დაუვარდა ძირს იქვე, ხოლო ტელეფონი ეკავა მარჯვენა ხელში. ასევე ჰქონდა პირადი ნივთები: მაჯის საათი, ერთი „ლენოვოს“ ფირმის ტელეფონი და მეორე „ნოკიას“ ფირმის ტელეფონი. ცელოფანმა ჯ-----–---–-- ყურადღება მიიპყრო, რადგან მიკროსქემები იყო და არ გაფუჭებულიყო. ჯ-----–---–-- განმარტების შემდეგ, რომ არაფერი არ ჰქონდა და არასწორ ინფორმაციაზე იყვნენ, თანამშრომლები მოშორდნენ, ჯიბეები ამოტრიალებული ჰქონდა, მანქანაც მოვიდა, ვერცხლისფერი „გოლფი“. გაკეთდა ალყა, სულ მცირე 10-12 კაცის მიერ, მათ შორის იყვნენ ჯ-----–---–---თვის უცხო პირები. ბ---------------–---–-- განმარტებით, საღამო ხანი იყო მაგრამ მოძრაობდა ხალხი. ზემოთ დააფიქსირა ორი პიროვნება, რომლებიც ტელეფონით იღებდნენ მიმდინარე მოვლენებს, რომელთაც ჯ-----–---–-- თავის მოძრაობით ანიშნა, რომ გაეგრძელებინათ გადაღება. მას შემდეგ რაც ჯ-----–---–- გაიჩხრიკა და არაფერი აღმოაჩნდა, იქვე დასვეს სადაც იყო „ბორდიური“, გაახდევინეს ფეხსაცმელი და წინდებიც, შემდეგ კი უთხრეს, რომ ჩაეცვა. ს------- მათ ირგვლივ შემოკრებილი ხალხი დაუყოვნებლივ დაშალა. სწორედ ამის შემდეგ ქ-----–--- და მ------–---–- საუბრობდნენ ტელეფონზე. 5 წუთიც არ იქნებოდა გასული, როდესაც ჯ-----–---–-- გაიგონა ხმა: „აგერაა, აგერააო“. იკითხა მაშინვე თუ რაზე იყო საუბარი და იმ ადგილიდან სადაც იჯდა, დაახლოებით 1 მეტრში იყო მაგიდა, რომელზეც მოთავსებული იყო ჯ-----–---–-- მანქანის ნაწილი, ხოლო გვერდით იყო გაშლილი ერთჯერადი „სელპაკის ქაღალდის“ ზომის თეთრი სუფთა ფურცელი, რომელზედაც ეყარა ტაბლეტები. ის მიხვდა, რომ ნარკოტიკზე იყო საუბარი. ჯ-----–---–---თვის ეს სრულიად მოულოდნელი იყო, არ იცის საიდან გაჩნდა ან მაგიდა ან ნარკოტიკი. იგი ვერ ასახელებს რომელიმე პოლიციელს, რომელმაც შესაძლოა „ჩაუდო“ ნარკოტიკი. ბრალდებულის განმარტებით, მისი რეაქცია შემდეგ სიტყვებში გამოიხატა: „რა ამბავია ეს, სამუდამოზე გინდათ რომ გამიშვათ? თუ მაფუჭებთ ააკელით მაინც, 2 მაინც დადევით, ეგ რა ამბავიაო“, რაზეც მ------–---–-საგან პასუხად მიიღო: „ნუ გეშინია, მესამე ნაწილს არ აცდება, პასუხისმგებელი ვარ, არ იჯავროო“. ჯ-----–---–- არ დაკვირვებია გაჩხრიკეს თუ არა კ------. მისგან ოდნავ უკან და მინიმუმ 3 მეტრ მანძილზე დაინახა თავდაპირველად პირქვე, სახით გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში დაკავებული კ------, ეპიზოდურად ხედავდა ხოლმე მას. შემდეგ კი დაინახა, რომ მიიყვანეს, მანქანის უკანა კარი გააღეს და ჩასვეს. თანამშრომლებს ეკითხებოდა, თუ რატომ ხდებოდა მისი დაკავება. პოლიციის თანამშრომლები ეუბნებოდნენ, რომ თუკი არ აღიარებდა, შუაზე გაყოფდნენ ნარკოტიკულ საშუალებას და „ჯგუფურზე გაუშვებდნენ“. ის უმარტავდა პოლიციას, რომ კ------ შეხვდა შემთხვევით და ის მაინც გაეშვათ. მან განუმარტა პოლიციელებს, რომ კ------- იქვე ჰყავდა მანქანა და თავად წავიდოდა პირადი მანქანით ქუთაისში, ჯ-----–---–-- ოჯახის წევრებს მაინც შეატყობინებდა მომხდარს და ადვოკატით უზრუნველყოფდნენ. მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ კ------ც მათთან ერთად წამოვიდოდა. ჯ-----–---–-- პირადი ნივთები რაც ჰქონდა, ერთად მოიკრა ცელოფანში. ის ცელოფანი მას არ ჰქონია. მას ზუსტად არ ახსოვს დაილუქა თუ არა ნივთები. დაკავების ოქმი გაფორმდა მანქანაში და მანაც მოაწერა ხელი. როგორც ახსოვს, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი ერთად შედგა. მის მიერ დოკუმენტებზე ხელმოწერა ადგილზევე განხორციელდა, რაც გამოწვეული იყო იმ საფუძვლით, რომ ცდილობდა პოლიციის თანამშრომლებს კ------ არ გამოეყენებიათ მასზე ზეწოლისათვის და გაეშვათ სახლში. მისი ყურადღება იყო გადატანილი იმაზე, რომ კ------ მაინც გაეშვათ, შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს და ტყუილად შარში არ გახვეულიყო. ამის შემდეგ ჯ-----–---–- გადაიყვანეს თბილისის ახლომდებარე განყოფილებაში, სადაც დადასტურდა პიროვნება და წავიდნენ ქუთაისში, განყოფილებაში რაიმე სახის საუბარს ადგილი არ ჰქონია. განყოფილებიდან გამოსვლისას, რადგანაც კ------- მანქანა იქვე სადგომზე იდგა, ჯ-----–---–-- რამდენიმეჯერ სთხოვა გაეშვათ კ------, რაზეც კვლავ უარი მიიღო პასუხად: „ესეც ჩვენთან ერთად იქნება და მერე გავუშვებთო“. როდესაც ქუთაისში ჩავიდნენ, მივიდნენ სამხარეოში მეორე სართულზე. კ------ მოგვიანებით აიყვანეს, მივიდნენ ნარკოლოგიურთან. მან უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. როდესაც კ------ც შემოიყვანეს, მან უკარნახა, რომ მისი უფლება იყო და არ გაჰყოლოდა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რის შემდეგაც თ---------- ფურცლებით მივარდა კ------- და უთხრა: ,,შენ ახლა ბევრი ნუ მოგივა, რასაც ჩვენ გეუბნებით იმას გააკეთებო, მომიწერე ახლა ამაზე ხელი და სადაც გეუბნებით გამოგვყევიო“. კ------მ ყოველგვარი პასუხისა და გაცნობის გარეშე მოუწერა ხელი დოკუმენტებზე და გავიდნენ. ბ---------------–---–-- განმარტებით, ის დაკავების მომენტში ყველა დეტალს აკვირდებოდა. მან დაინახა ვიდეო კამერები, მინიმუმ ორი. ამასთან ერთად სწორედ კამერების იმედით და იმის იმედით, რომ ნარკოტიკზე ხელი არ ჰქონდა მონაკიდები, ჯ-----–---–-- მოაწერა ხელი დაკავებისა და ჩხრეკის ოქმს და მისცა უფლება განყოფილების თანამშრომლებს ემოქმედათ ისე როგორც მათ სურდათ. მოწმის განმარტებით, მან, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მიაქცია ვიდეო კამერების არსებობას ყურადღება. მან იცოდა, რომ ყველა გადამცვლელ პუნქტს აქვს თავისი ვიდეო კამერა. სწორედ მსგავსი გადამცვლელი პუნქტები შენიშნა მან სადგურზე. კამერების მიერ ყველაფრის დაფიქსირება მოხდებოდა. ჯ-----–---–-- განმარტებით, ისიც ყოფილი თანამშრომელია და იცის „რა სიტუაციაც ხდება და როგორც შეიძლება შეიფუთოს, იმის უფლება მისცა, რომ გაეკეთებინათ რაც უნდოდათ, თავს რაც უფრო ლაღად იგრძნობდნენ, მეტ შეცდომას დაუშვებდნენ“. ბრალდებული მიუთითებს, რომ ის ცდილობდა დაეფიქსირებინა საკუთარი მოქმედებები ვიდეო კამერებს, რადგან ყველა დეტალს აკვირდებოდა, იგი კამერებიდან დაახლოებით 5 მეტრის მანძილზე იდგა. მისი განმარტებით, მან ამოიცნო საკუთარი ხელმოწერები დოკუმენტებზე, გარდა ნარკოტიკული საშუალების ლუქზე ხელმოწერისა. მისივე განმარტებით, ჰგავს, მაგრამ ვარაუდობს რომ არ არის მისი ხელმოწერა. ჯ-----–---–-- მცდელობა და დიალოგი პოლიციის თანამშრომლებთან კ------- გადარჩენის საკითხზე დასრულდა ჯ-----–---–-- მიერ ოქმზე ხელმოწერების გაკეთების შემდეგ, მანამდე სიტყვიერადაც მოხდა ერთგვარი შეთანხმება. კონტაქტი ძირითადად მიმდინარეობდა ქ-----–---სთან, ხოლო მ------–---–- შედარებით შორი მანძილიდან იძლეოდა მითითებებს, უშუალოდ ჩართული არ იყო. დიალოგს პერიოდულად ჰქონდა ადგილი ასევე მგზავრობისას ქუთაისის მიმართულებით. იმ პერიოდისათვის როდესაც ჯ-----–---–- დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, კ------ განთავისუფლებული იყო, ნარკოლოგიურიდანაც მიიყვანეს და შემდეგ გაუშვეს სახლში, ყველაფერი ხდებოდა ჯ-----–---–-- თანდასწრებით. ბ---------------–---–-- განმარტებით, ის პოლიციაში დაახლოებით 18 წელი მუშაობდა, ძირითადად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. პროკურორის კითხვაზე, თუ რატომ არ თქვა უარი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებზე ხელმოწერებსა და გაკეთებული წარწერების განხორციელებაზე, ბ---------------–---–-- განმარტა, რომ: იხსენებს 2016 წლის აგვისტოში, ა--–--------------------–---------–- განხორციელებულ მოვლენებს, როდესაც პოლიცია ყოველგვარი უფლების გარეშე შევარდა უცხო პირის სახლში, ბიძაშვილთან ერთად მყოფი ჯ-----–---–- ცემეს, რადგან ჯ-----–---–- უწევდა მათ წინააღმდეგობას და არ ასრულებდა მათ მითითებებს, არ აწერდა დოკუმენტებზე ხელს. ემუქრებოდნენ როგორც ჯ-----–---–- ასევე მის ბიძაშვილს, რომ გაყოფდნენ ნარკოტიკს. უშუალოდ სამხარეოში ჩაყვანის შემდეგ პროკურორმა იხილა ყოველივე, ჰკითხა ჯ-----–---–- თუ რა სჭირდა. ჯ-----–---–-- უპასუხა, რომ ამ კითხვით პროკურორს პოლიციისათვის მიემართა, რაზეც პოლიციის თანამშრომლები კიდევ წამოცვივდნენ და კვლავ ემუქრებოდნენ ჯ-----–---–-- და მის ბიძაშვილს. პროკურორს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ბ---------------–---–-- განმარტებით, მაშინ არ დაიცვა არც კანონმა და არც პროკურორმა, ამჯერად კი მისთვის არსებითი მნიშვნელობის არ იყო როგორ მოიქცეოდა. პროკურორის კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობს ჯ-----–---–-, რომ პოლიცია მისითაა დაინტერესებული და რატომ უნდა ჩაედოთ მისთვის ნარკოტიკი, ბრალდებულმა განმარტა, რომ პირველი დაკავების დროს, რასაც ვ--–-------------- ესწრებოდა, ასევე გ----------------- იყო და სწორედ კ------------ მიიღო ჯ-----–---–-- შეთავაზება „დაგვაჭერიე ა-----–-------- და შენ იქნები გარეთო“, რაზეც უარი მიიღეს. ა------, ბ---------------–---–-- ბავშვობის მეგობარია. ადვოკატის კითხვაზე, ჯ-----–---–-- სამუშაო პერიოდის განმავლობაში ხდებოდა თუ არა მართლაც ჩადება და რისგან იყო გამოწვეული მისი საჭიროება, ბ---------------–---–-- გაიხსენა 2005-2006 წლის ფაქტი, როდესაც კრიმინალებისა და მსგავსი სერიოზული დამნაშავეების მიმართ ჰქონდა მსგავს რამეს ადგილი, გამონაკლისების არსებობისას.

19. 2017 წლის 2 აგვისტოს N01845102 პატაკით, 2017 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით სამსახურებრივი მივლინების შესახებ MIA 01849478, დოკუმენტით MIA 4 17 01845102, რომლის თანახმად, პატაკს რეზოლუცია დაედო 2017 წლის 2 აგვისტოს 13:15 საათზე, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსის თ---------–---- MIA 4 18 00086178 წერილით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 აგვისტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ნ----------------–---–-, ამავე დეპარტამენტის მუშაკები - რ------------–---, დ-------------, თ-----------------------, რ------------- და კ----------------, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების მიზნით ერთი დღით მივლინებული იყვნენ ქ. თბილისში.

20. დადგენილია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობით საქმეზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო შემდეგი კითხვები: იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში არსებულ პაკეტში NFCD966172 მოთავსებულ თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერზე, უცხოურ ენოვანი წარწერით და პოლიეთილენის პარკის ნაჭერში მოთავსებულ, თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ნაჭერზე, წებოვანი გვერდით არის თუ არა დარჩენილი ადამიანის თითის ანაბეჭდები. ვარგისია თუ არა კვლევისათვის და იდენტურია თუ არა ბრალდებულ ბ---------------–---–-- თითის ანაბეჭდების.

21. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N005928817 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ პოლიეთილენის პარკზე ხელის თითის კვლები დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოისახა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია შენიშვნა: თეთრი ფერის მატერიაზე წებოვანი ფირით ხელის დვრილოვანი ხაზების გამოვლენა შეუძლებელია, რადგან საკვლევი ობიექტების ზედაპირის რელიეფურობის გათვალისწინებით დაქტილოსკოპიური კვლევისათვის იგი არაინფორმაციულია და აღნიშნულიდან გამომდინარე მასზე კვლევა არ იქნა ჩატარებული. დაქტილოსკოპიურ კვლევას ექვემდებარება პოლიეთილენის პარკი.

22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბ-------------- დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, სპეციალობით მუშაობის 14 წლის სტაჟით. N005928817 ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე განმარტა, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს, სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების განყოფილებიდან, გამომძიებელ თ------------------------ მიერ, გამოყენების მიზნით გადაგზავნილ იქნა ნივთმტკიცება ერთი პოლიეთილენის პაკეტის სახით, რომლის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა მეტალის სარჭეებით დამაგრებული ქაღალდის შენაფუთი მეტალის სარჭეებით შეკრული მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკი. ქაღალდის შენაფუთში აღმოჩნდა მოთეთრო ფერის მატერია, რომლის ერთ მხარეს დაკრული ჰქონდა მწებავი ფირი და პოლიეთილენის მთლიანობადარღვეული პარკი უცხოური წარწერით. ხოლო თეთრი ფერის მატერიაზე წებოვანი ფირით ხელის დვრილოვანი ხაზების გამოვლენა იყო შეუძლებელი, რადგან საკვლევი ობიექტების ზედაპირის რელიეფურობის გათვალისწინებით დაქტილოსკოპიური კვლევისთვის იგი იყო არაინფორმაციული და აღნიშნულიდან გამომდინარე მასზე კვლევა არ ჩატარებულა. ექსპერტის განმარტებით, მოცემული თეთრი ფერის მატერია იყო ფოროვანი ზედაპირის მქონე, რაზეც თითის კვალი არ რჩება. დამუშავების შემდეგ პოლიეთილენის პარკზე ხელის თითის კვლები დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოისახა. პროკურორის კითხვაზე, რადგანაც საკვლევი პაკეტი 2017 წლის 02 აგვისტოს იქნა ამოღებული, ხოლო კვლევა დაიწყო 2017 წლის 18 სექტემბერს, ანუ 47-ე დღეს, 02 აგვისტოს რომ ყოფილიყო პაკეტზე კვალი, აღნიშნული დროის გასვლა იმოქმედებდა თუ არა ხელის თითის კვლების გამოვლენაზე, ბ-------------- მიუთითა, რომ თითის კვალის წარმოქმნა დამოკიდებულია ობიექტების ერთმანეთთან ურთიერთშემხებლობაზე, რა ზეწოლით მოხდა მასზე თითის კვალის დატოვება, ასევე მნიშვნელოვანია რა პირობებში იყო ობიექტი სანამ ექსპერტამდე მივიდოდა და მოხდებოდა მისი გამოკვლევა, გარემო პირობები მოქმედებს ობიექტზე და შესაძლებელია, რომ თითის კვალი საერთოდ არ იყოს, წინასწარ ექსპერტი ვერ იტყვის თითის კვალი დარჩებოდა თუ არა. რადგანაც მან ზუსტად არ იცის რა გარემო პირობებში იყო ობიექტი, შესაბამისად ვერ გასცემს კითხვაზე ზუსტ პასუხს. ასევე ექსპერტის განმარტებით, შესაძლებელია ადამიანმა პოლიეთილენის პარკს მოჰკიდოს ხელი, მაგრამ მასზე არ დარჩეს კვალი, ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის ხელიდან არ იქნა გამოყოფილი საკმარისი რაოდენობის ნივთიერება, ამ შემთხვევაში ოფლი. ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად საკვლევ პოლიეთილენის პარკზე ხელის თითის კვლები არ აღმოჩნდა, არ გულისხმობს კატეგორიულ უარს, რომ პირს აღნიშნულ პარკთან შეხება არ ჰქონია. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტია შესაძლებლობა ოფლის გამოყოფისა და შესაბამისად კვალის დატოვების. მოცემული ექსპერტიზის დასკვნა არის კატეგორიული.

23. სასამართლოში დათვალიერდა ბ---------------–---–--აგან 2017 წლის 2 აგვისტოს პირადი ჩხრეკით ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი 13 ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები, ასევე წებოვან გვერდებიანი თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ნაჭერი, რაშიც მოთავსებული იყო ტაბლეტები ჩხრეკის დროს. დათვალიერდა პირადი ჩხრეკით ამოღებული ღია ფერის წარწერებიანი პარკი, მობილური ტელეფონი და ე.წ. ბორტკომპიუტერი. ვიზუალური დათვალიერებით ამ ნივთების ნიშნები და აღწერილობა იგივე აღმოჩნდა, რაც მითითებული იყო ბ---------------–---–-- პირადი ჩხრეკის ოქმში.

24. დადგენილია, რომ ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევისას ბრალდებულმა ბ---------------–---–-- ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად გადაგზავნილ უცხოენოვანი წარწერებით თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკთან დაკავშირებით, რომელსაც მთლიანობა ჰქონდა დარღვეული, განმარტა, რომ სწორედ ეს პარკი ეჭირა ხელში დაკავებისას, რომელშიც ედო ბორტკომპიუტერი, რომელზეც ახლაც ამჩნევია მანქანის ზეთის კვალი.

სამართლებრივი შეფასება:

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

26. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

27. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

28. აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

29. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

30. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასჯად ქმედებად მიიჩნევა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის.

31. „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამავე კანონით, ბუპრენორფინი შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების მეორე სიაში.

32. სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულ ბ----------------–---–-ს მიერ მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი, რომელთა ურთიერთშეჯერების პირობებში და მათი სიღრმისეული ანალიზის შედეგად სასამართლომ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. კერძოდ:

 

33. 2017 წლის 02 აგვისტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N088020817001 საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

34. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის დ----------–-------- 2017 წლის 02 აგვისტოს პატაკი, რომლითაც ირკვევა, რომ მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქ-------–--–-----------–-----------–----------------------–-------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პ---–------------------ (დაბ. 02.07.1976 წელს, რეგ. ქ---------–--------------------------–------------------) და ბ-----------------------------–---–- (დაბ. 26.04.1974 წელს, რეგ. ქ--------------------------------–-, პ/ნ 6----------), რომელთაც თან აქვთ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, აპირებენ ქ. ქუთაისში გამომგზავრებას და აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების გადამალვას.

35. ბ---------------–---–-- პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს 18:30 საათიდან 18:54 საათამდე, ქ-------–--–-----------–--------------–----------------------–-------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დეტექტივ-გამომძიებლის რ------------–---- დადგენილების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარდა ბ-----------------------------–---–-ს პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის დროს ბ----------------–---–--, მარჯვენა ხელში არსებული პოლიეთილენის პარკიდან ნებაყოფლობით წარმოადგინა თეთრი ფერის დოლბანდში გახვეული, ექვსკუთხედი ფორმის, მოთეთრო ფერის ცამეტი ცალი ტაბლეტი წარწერით N8 და ტაბლეტის პატარა ზომის ნატეხები, რაც ამოღებული იქნა. ბ----------------–---–-ს მარჯვენა ხელში არსებული პოლიეთილენის პარკში, ასევე ნანახი და ამოღებული იქნა ავტომანქანის ე.წ. ბორტკომპიუტერი. ბ----------------–---–-ს ტანთცმულ ე.წ. ჯინსის შორტის წინა მარცხენა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის მობილური ტელეფონი „NOKIA“ მასში მოთავსებული ბილაინის სიმბარათით. ამოღებული ნივთები და საგნები აღწერის შემდეგ დაილუქა და შეიფუთა. ბ---------------–---–-- პირად ჩხრეკაში მონაწილეობდნენ რ-------------- და კ-----------------.

36. დადგენილია, რომ პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებს, მათ შორის ბ---------------–---–- რაიმე შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება პირადი ჩხრეკის ოქმზე არ გაუკეთებია და გაცნობის შემდეგ მისი სისრულისა და სისწორის დასადასტურებლად ხელი მოაწერეს. ბ---------------–---–-- ხელი მოაწერა პირადი ჩხრეკის ოქმს ყველა გვერდზე.

37. ბ----------------–---–- ბრალდებულად დაკავებული იქნა 2017 წლის 02 აგვისტოს 18:55 საათზე, პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე. დაკავებულს, დამკავებელი პირის - რ------------–---- მიერ დაუყოვნებლივ განემარტა მისი უფლებები. ბ------- ჯ-----–---–- პირადად გაეცნო ბრალდებულის სახით მისი დაკავების ოქმს და ხელი მოაწერა მის ყველა გვერდზე. (იხ. ბრალდებულის დაკავების ოქმი).

38. ბრალდებულის სახით დაკავებულ ბ----------------–---–- განემარტა, რომ უფლება ჰქონდა მისი ინტერესების დასაცავად მოეწვია ადვოკატი, რაზეც ბრალდებულმა განაცხადა, რომ გამოძიების იმ ეტაპზე არ საჭიროებდა დაცვას. ოქმი ხელმოწერილია პირადად ბ----------------–---–-ს მიერ.

39. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და კანონიერად იქნა ცნობილი 2017 წლის 02 აგვისტოს 18:30 საათიდან 2017 წლის 02 აგვისტოს 18:54 საათამდე დროის მონაკვეთში, საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ- გამომძიებლის რ------------–---- მიერ, გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - ბ---------------–---–-- პირადი ჩხრეკა და მისი შედეგი. დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინება დაცვის მხარის მიერ არ გასაჩივრებულა.

40. მოწმის სახით დაკითხვისას დ----------–-------- სასამართლოს უჩვენა, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქ თ---–--–------–------------- განთავსებულ ო--------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ბ----------------–---–- და პ---–---------, რომელთაც თან ჰქონდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები და იმავე დღეს აპირებდნენ ქუთაისში გამომგზავრებას აღნიშნული ა---------------დან, შემდეგ კი ნარკოტიკული საშუალების გადამალვას. მან აღნიშნული ოპერატიული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას. ასევე მოახდინა ინფორმაციაში მონაწილე პირების გამოვლენა და მათზე ანკეტური ინფორმაციის მოპოვება. იდენტიფიცირებულ იქნა მათი ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი. შეადგინა პატაკი, აცნობა ხელმძღვანელობას და პატაკის საფუძველზე, დეტექტივების სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაზე. დ----------–------- გამოიკითხა მოწმის სახით გამომძიებელ მ------–-----–--ს მიერ, რომლის მიერაც დაიწყო საქმეზე გამოძიება. გამოკითხვა ოქმის შესაბამისად დასრულებულია 17:03 საათზე. ჯ-----–---–-- და კ--------- ინფორმაციის მოძიებისას მისთვის ცნობილი გახდა ხელმძღვანელობიდან, კერძოდ განყოფილების უფროსის თ---------–----- და სამმართველოს უფროსის კ------------საგან, რომ სამმართველოს ნაწილი თანამშრომლები სხვა საქმესთან დაკავშირებით მივლინებულნი იყვნენ ქალაქ თბილისში. შესაბამისად, ის თანამშრომლები გადაამოწმებდნენ ხ---–-------- მიერ მიღებულ ინფორმაციას.

41. მოწმის სახით დაკითხვისას მ------–-----–--მ სასამართლოს უჩვენა, რომ მოცემულ საქმეზე მან გამოძიება დაიწყო 2017 წლის 02 აგვისტოს დ----------–-------- ინფორმაციული პატაკის საფუძველზე, სადაც მითითებული იყო კონკრეტული გარემოებები. პატაკის საფუძველზე დაარეგისტრირა სისხლის სამართლის საქმე და რამდენიმე წუთში, დაახლოებით 17 საათისათვის, პატაკის შინაარსის ირგვლივ დაკითხა დ----------–-------. პატაკში იყო ინფორმაცია მოქალაქე ჯ-----–---–--- და კ------- შესახებ, რომ ეს პირები იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისში, მათ ჰქონდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და აპირებდნენ ქუთაისში წასვლას. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 260-ე მუხლით. გამოძიების დაწყების, ასევე პირების სავარაუდო ადგილმდებარეობის შესახებ მ------–-----–--მ, მას შემდეგ რაც დაკითხა დ----------–-------, ტელეფონით შეატყობინა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსს ნ----------------–---–-. მოწმის განმარტებით, მან იცოდა ხელმძღვანელ კ------------სგან, რომ მ------–---–- თბილისში იმყოფებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განსახორციელებლად, მ------–---–- დაევალა შესაბამისი მოქმედებების ჩატარება.

42. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას თ---------–---მ სასამართლოს უჩვენა, რომ 2018 წლის 09 იანვარს მას შესასრულებლად დაეწერა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის ვ--------------------- წერილი, რომელიც ითხოვდა ინფორმაციის მიწოდებას დეტექტივების სამმართველოს ცალკეული პირების ქალაქ თბილისში მივლინებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილის საფუძველზე მის მიერ მოძიებულ ინფორმაციის თანახმად, დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ნ----------------–---–-, ამავე განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი რ------------–---, ასევე დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლები თ----------------------- და დ-------------, დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლები რ------------- და კ---------------- 2017 წლის 02 აგვისტოს მივლინებულნი იყვნენ ქალაქ თბილისში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების მიზნით. ასევე მის მიერ მოძიებულ იქნა პატაკი, სამსახურებრივი ბარათი მივლინებასთან დაკავშირებით, სადაც მითითებულ იყო დოკუმენტის შედგენისა და რეზოლუციის დრო, 2017 წლის 02 აგვისტო, 13:15 სთ. ასევე მოძიებული იქნა პატაკის საფუძველზე პოლიციის დეპარტამენტში შედგენილი დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება, თანამდებობის პირების სამსახურებრივი მივლინების შესახებ და აღნიშნული მასალები მან შესაბამისი წერილით მიაწოდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ ვ--------------------ს. მოწმის განმარტებით, გამომძიებლები თბილისში მიემგზავრებოდნენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად, მაგრამ თუ რა ღონისძიება იყო ეს, სასამართლო პროცესზე ამას ვერ იტყვის, რადგან გამხელის როგორც უფლება ასევე ვალდებულება არ გააჩნია. მოწმის განმარტებით, ეს მივლინება არ უკავშირდებოდა ბ----------------–---–-ს საქმეს.

43. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ასევე დაიკითხნენ იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლები: რ------------–---, კ----------------, რ-------------, დ-------------, თ----------------------- ნ----------------–---–-. მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს, დაახლოებით 14-15 საათისათვის ნ----------------–---–-ს ხელმძღვანელობით, გაემგზავრნენ ქუთაისიდან თბილისში. სამსახურებრივი მივლინების მიზანი იყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება თბილისის ერთ-ერთ რაიონში, კერძოდ დიდუბე-ჩუღურეთში. ჩასატარებელი ღონისძიების სახე და შინაარსი საიდუმლო იყო და მოწმეებმა არ გაახმაურეს. დაახლოებით 3 საათი დასჭირდათ გზაში. 17-18 საათი იქნებოდა, ჯგუფის ხელმძღვანელმა მოითხოვა, რომ შეეჩერებინათ მანქანა. შეჩერდნენ თბილისის შესასვლელში. გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობდა გამოძიება ჯ-----–---–--- და კ------- მიმართ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნული პიროვნებები იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისში, ა---------------ს ტერიტორიაზე. მათ თან უნდა ჰქონოდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, ის საქმე, რასთან დაკავშირებითაც ჯგუფი წასული იყო თბილისში, უნდა შეეწყვიტათ და გადართულიყვნენ ჯ-----–---–--- და კ------- საქმეზე. ჯგუფის წევრებიდან რამდენიმე იცნობდა ჯ-----–---–-- და კ-------. ჯგუფი გაემართა ო--------–------------------ის ტერიტორიაზე. ადგილზე მისვლისას გადანაწილდნენ ორ ჯგუფად და დაიწყეს ჯ-----–---–--- და კ------- ძებნა. დასადგენი იყო იმყოფებოდნენ თუ არა რეალურად ა---------------ს ტერიტორიაზე. მისვლიდან დაახლოებით 15 წუთში პოლიციელებმა ა---------------ს ტერიტორიაზე შენიშნეს ფეხით მოძრავი ბ------- ჯ-----–---–- და პ---–---------, კერძოდ, სალაროსთან, სადაც ჩერდება თურქეთის ავტობუსები, მის გვერდით მიმდებარე ტერიტორიაზე გადასასვლელ ხიდთან. რ------------–---, კ----------------, რ------------- მივიდნენ ბ------- ჯ-----–---–თან, ხოლო თ----------------------- და დ------------- - პ---–---------სთან. ჯ-----–---–- მარჯვენა ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი. მიუახლოვდნენ მათ, შეაჩერეს. განუმარტეს რომ იყვნენ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტიდან, დაწყებული იყო ჯ-----–---–-- მიმართ გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე და უნდა ჩატარებულიყო პირადი ჩხრეკა. ჯ-----–---–- და კ------- გააცნეს გადაუდებელი აუცილებლობისას შემთხვევაში მათი პურადი ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილება, რაზეც მათ მოაწერეს ხელი. ჩხრეკაზე თანხმობა განაცხადეს, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. გამომძიებლების შეთავაზებაზე, წარმოედგინათ თუკი რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააჩნდათ, პ---–---------მ თ-----------------------ს განუცხადა რომ ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა, ხოლო ბ---------------–---–-- რ------------–---ს განუმარტა, რომ მის ხელთ არსებულ პარკში იყო 13 აბი და ნატეხები ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი. აღნიშნული მოთავსებული იყო გადაკეცილ დოლბანდში შეფუთული და შემდეგ პოლიეთილენის პარკში. პარკში ასევე მოთავსებული იყო რკინის მეტალის რაღაც ნაწილი. როგორც შემდეგ ჯ-----–---–-- განმარტა, ეს იყო ავტომანქანის ბორტკომპიუტერი. აღნიშნულის შემდეგ ჯ-----–---–- ადგილზევე ჩაუტარდა ჩხრეკა ტანთცმულ ტანსაცმელზე ხელის მოსმით, არ მომხდარა გაშიშვლება. მოწმის განმარტებით, მან განახორციელა ჯ-----–---–-- პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, ასევე ჯ-----–---–-- მობილურ ტელეფონიც დაილუქა ადგილზევე, ლუქის ბეჭდით 33, რომელიც დადასტურდა ჩხრეკის პროცედურაში მონაწილეთა, მათ შორის ბრალდებულის ხელმოწერით. ბ---------------–---–- რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ ითხოვდა, რომ არ გაეწირათ ბოლომდე და კი არ დაეკავებინათ, არამედ მის მიმართ გაეტარებიათ პრევენცია. პ---–--------- იჩხრიკებოდა ჯ-----–---–-- ჩხრეკის ადგილიდან დაახლოებით 2-3 მეტრის მანძილზე, რომელსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ აღმოაჩნდა. შემდგომ ჯ-----–---–- დააკავა გამომძიებელმა, შედგა ოქმი დაკავების შესახებ, განემარტა ბრალდებულის უფლებები. ჯ-----–---–- გადაიყვანეს პოლიციის უახლოეს განყოფილებაში, სადაც დადასტურდა მისი შეყვანის ფაქტი. დაკავების ოქმი დამოწმდა შესაბამისი ბეჭდით და ხელმოწერით ხელმძღვანელის მიერ. ამის შემდგომ ჯ-----–---–- წამოიყვანეს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში.

44. 2017 წლის 2 აგვისტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ნ----------------–---–-, ამავე დეპარტამენტის მუშაკები - რ------------–---, დ-------------, თ-----------------------, რ------------- და კ----------------, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების მიზნით ნამდვილად მივლინებულნი რომ იყვნენ ქ. თბილისში, უტყუარად დადასტურდა სასასამართლოში გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით: 2017 წლის 2 აგვისტოს N01845102 პატაკით, 2017 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით სამსახურებრივი მივლინების შესახებ MIA 01849478, დოკუმენტით MIA 4 17 01845102, რომლის თანახმად, პატაკს რეზოლუცია დაედო 2017 წლის 2 აგვისტოს 13:15 საათზე, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსის თ---------–---- MIA 4 18 00086178 წერილით, აგრეთვე თ---------–---- ჩვენებით.

45. სასამართლოში დათვალიერდა ბ---------------–---–--აგან 2017 წლის 2 აგვისტოს პირადი ჩხრეკით ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი 13 ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები, ასევე წებოვან გვერდებიანი თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ნაჭერი, რაშიც მოთავსებული იყო ტაბლეტები ჩხრეკის დროს. დათვალიერდა პირადი ჩხრეკით ამოღებული ღია ფერის წარწერებიანი პარკი, მობილური ტელეფონი და ე.წ. ბორტკომპიუტერი. ვიზუალური დათვალიერებით ამ ნივთების ნიშნები და აღწერილობა იგივე აღმოჩნდა, რაც მითითებული იყო ბ---------------–---–-- პირადი ჩხრეკის ოქმში.

46. დადგენილია, რომ ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევისას ბრალდებულმა ბ---------------–---–-- ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად გადაგზავნილ უცხოენოვანი წარწერებით თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკთან დაკავშირებით, რომელსაც მთლიანობა ჰქონდა დარღვეული, განმარტა, რომ სწორედ ეს პარკი ეჭირა ხელში დაკავებისას, რომელშიც ედო ბორტკომპიუტერი, რომელზეც ახლაც ამჩნევია მანქანის ზეთის კვალი.

47. ქიმიური ექსპერტიზის №206/სქ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ბ----------------–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 13 (ცამეტი) ცალი თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის მთელი ტაბლეტი, ერთ ზედაპირზე ლოგოთი „N8“ და თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები, საერთო წონით - 5,4860 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს და ტაბლეტების ნატეხებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,10792 გრამს.

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------

48. რაც შეეხება პ---–---------- ჩვენებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ პ---–--------- არ იყო გულწრფელი და სასამართლოში მიცემული ჩვენებით ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს მის მეგობარს ბ----------------–---–-, განზრახ დაამახინჯოს და გადაასხვაფეროს ჩატარებული პირადი ჩხრეკების რეალური გარემოებები, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. კერძოდ, მისი გამოკითხვის ოქმი სასამართლოში საჯაროდ იქნა წაკითხული და გამოკვლეული სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე, სადაც განმარტავდა, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს ო--------–------------------ში შეხვდა ბ---------------–---–-. რამოდენიმე ხანში მათთან მოვიდნენ პოლიციელები და ნარკოტიკული საშუალების ამოღების მიზნით მას და ბ---------------–---–- იქვე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკები. ბ---------------–---–-- პოლიციელებს განუცხადა, რომ ნარკოტიკებს ინახავდა მარჯვენა ხელში არსებულ პოლიეთილენის პარკში, დოლბანდში გახვეულს და ნარკოტიკული საშუალება ნებაყოფლობით წარუდგინა პოლიციის თანამშრომლებს. 2017 წლის 13 დეკემბერს სასამართლოში დაკითხვისას კი პ---–---------მ სასამართლოს უჩვენა, რომ ბ------- ჯ-----–---–თან ბავშვობიდან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ის დაიკითხა გამოძიების ეტაპზე. მისი ჩხრეკა განხორციელდა ქალაქ თბილისში, როდესაც გადაადგილდებოდა ბ------- ჯ-----–---–თან ერთად ო--------–------------------ის ტერიტორიაზე. ჯ-----–---–- მიდიოდა უფრო წინ, ხოლო კ------ ჩამორჩებოდა. გაურკვეველ დროს წამოეწია პოლიციის თანამშრომელი, ისე რომ მანამდე არც შეუხედავს და იმის გამო, რომ ფეხი აწუხებს, გაუჭირდა თავის შეკავება და ხელის მოკიდებისთანავე ის დაეცა. ცოტა ხნის შემდეგ, დაახლოებით 10-15 წუთში წამოაყენეს და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, სავარაუდოდ 2-3 პოლიციელის მიერ, ზუსტი რაოდენობა არ ახსოვს. ჩხრეკის დასრულების შემდეგ შედგა შესაბამისი ოქმი, რაზედაც კ------მ მოაწერა ხელი. მას ჩხრეკის შედეგად რაიმე მართლსაწინააღმდეგო არ აღმოაჩნდა. მოწმის განმარტებით, მას არ დაუნახავს ბ---------------–---–-- ჩხრეკა. მოშორებით იდგნენ, სულ მცირე 15-20 მეტრში და რადგანაც ის წაქცეული იყო, ვერ დაინახა რა ხდებოდა. მოწმეს წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციისათვის, რადგან თავიდან აეცილებინა შემდგომ რაიმე გართულება. მას შემდეგ რაც პოლიციამ წამოაყენა, მან დაინახა ჯ-----–---–-, რომელიც პოლიციას „ეჭირა“ ხელში, სავარაუდოდ მკლავით. იმის გამო, რომ ჯ-----–---–- ეფარებოდნენ ირგვლივ მყოფები, ის ვერ ხედავდა რა ხდებოდა, ასევე ვერ იხსენებს ესმოდა თუ არა საუბარი. ო--------–-- ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში მან პოლიციელებისაგან შეიტყო, რომ ჯ-----–---–- აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება. მას არ დაუნახავს ჯ-----–---–-- მიერ პოლიციისათვის ხელიდან ხელში ნარკოტიკის გადაცემის ფაქტი. მოწმის განმარტებით, გამოძიებაში ჩვენების მიცემისას მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა. მოწმე აცხადებს, რომ, როდესაც ჩვენებას აძლევდა, ჩვეულებრივ გამომძიებელი ბეჭდავდა, თუმცა მას ჩვენება არ წაუკითხავს. დაკითხვის ოქმის შევსება განხორციელდა ქუთაისში. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მოვლენების განვითარების პერიოდში ის იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ, კერძოდ, როგორც შემდგომ ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა ეს იყო მარიხუანა და ბუპრენორფინი. მოწმემ განაცხადა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ 100% -ით ანგარიშს ვერ გაუწევდა თავის ქცევას. მას შემდეგ რაც პროკურორმა სასამართლო სხდომაზე გამოაქვეყნა პ---–---------- გამოძიებაში მიცემული ჩვენება, მოწმემ დაადასტურა ჩვენებაზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა და აქვე განმარტა, რომ როდესაც ქუთაისის განყოფილებაში იყვნენ, ხელმოწერისას გამომძიებელს ჰკითხა რაზე მაწერინებთ ხელს, უნდა წავიკითხოო და პასუხად მიიღო რომ ეჩქარებოდათ, მასში ისეთი არაფერი ეწერა, მხოლოდ აღნიშნული იყო, რომ არაფერი აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგო და ის თანახმა იყო ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, შესაბამისად ოქმზე მოაწერა ხელი.

49. მართალია პ---–---------ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების მარიხუანას და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი, მაგრამ კლინიკურად იგი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ არ იმყოფებოდა (იხ. ექსპერტის დასკვნა). სასამართლო მიიჩნევს, რომ პ---–---------- ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის მოწმის სახით დაკითხული ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიციელების - რ------------–----, დ--------------, თ------------------------, რ-------------ს და კ-----------------, ნ----------------–---–-ს ჩვენებებთან, რომელთა თანახმად, პირადი ჩხრეკების ჩატარებისას პ---–--------- და ბ----------------–---–- ერთმანეთისგან დაახლოებით 2-3 მეტრში იდგნენ, ჩხრეკის დროს პ---–---------- მიწაზე წაქცევა და პირქვე მდგომარეობაში გაჩერება არ მომხდარა. ჩხრეკის დროს იგი ფეხზე იდგა. პ---–---------- ჩვენება იმის შესახებ, თითქოს პოლიციელებმა ბ------- ჯ-----–---–- გაჩხრიკეს მისგან დაახლოებით 15-20 მეტრში, ეწინააღმდეგება თვით ბ---------------–---–-- ჩვენებას იმ ნაწილში, რომ ჩხრეკის ჩატარებისას პ---–--------- მისგან დაახლოებით 3 მეტრში გაიჩხრიკა.

50. სასამართლო არ იზიარებს აგრეთვე ბ---------------–---–-- ჩვენებას მასზედ, თითქოს ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს. ჯ-----–---–- ვერ ასახელებს თუ ვის, რატომ და რა პირადი ინტერესით უნდა გაეკეთებინა ეს. ბ------- ჯ-----–---–- აპელირებს 2016 წლის მოვლენებზე, მაგრამ ამას რა კავშირი აქვს 2017 წლის 02 აგვისტოს დაკავებასთან, ვერ ხსნის. სასამართლოს ასევე არადამაჯერებლად მიაჩნია ბ---------------–---–-- ვერსია მასზედ, რომ, თუკი არ აღიარებდა დანაშაულს, შუაზე გაყოფდნენ ნარკოტიკულ საშუალებას და „ჯგუფურზე გაუშვებდნენ“; თითქოს მის მიერ დოკუმენტებზე ხელისმოწერა გამოწვეული იყო იმ საფუძვლით, რომ ცდილობდა პოლიციის თანამშრომლებს კ------ არ გამოეყენებიათ მასზე ზეწოლისათვის და გაეშვათ სახლში; რომ მისი ყურადღება იყო გადატანილი იმაზე, რომ კ------ მაინც გაეშვათ სახლში, შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს და ტყუილად შარში არ გახვეულიყო. სასამართლო ასევე არადამაჯერებლად მიიჩნევს ბ---------------–---–-- განმარტებას მასზედ, რომ დაკავების მომენტში მან დაინახა ვიდეო კამერები და სწორედ ამ კამერების იმედით და იმის იმედით, რომ ნარკოტიკზე ხელი არ ჰქონდა მონაკიდები, ჯ-----–---–-- მოაწერა ხელი დაკავებისა და ჩხრეკის ოქმს და მისცა უფლება განყოფილების თანამშრომლებს ემოქმედათ ისე როგორც მათ სურდათ. მისი მცდელობა და დიალოგი პოლიციის თანამშრომლებთან კ------- გადარჩენის საკითხზე დასრულდა მის მიერ ოქმზე ხელმოწერების გაკეთების შემდეგ, მანამდე სიტყვიერადაც მოხდა ერთგვარი შეთანხმება.

51. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და კანონიერად იქნა ცნობილი 2017 წლის 02 აგვისტოს 18:30 საათიდან 2017 წლის 02 აგვისტოს 18:54 საათამდე დროის მონაკვეთში, საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის რ------------–---- მიერ, გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - ბ---------------–---–-- პირადი ჩხრეკა და მისი შედეგი.

დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინება დაცვის მხარის მიერ არ გასაჩივრებულა.

52. ბრალდებულის მიერ არც სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე - 2017 წლის 04 აგვისტოს არ გაკეთებულა განმარტებები, მასზედ, რომ მისი დაკავება მოხდა კანონდარღვევით, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებების ბოროტად გამოყენებას ან მტკიცებულებათა გაყალბებას.

53. დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საქმე არ იქნა სრულყოფილად გამოძიებული, რადგან გამოძიების მიერ არ ყოფილა მოძიებული ინფორმაცია შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრზე შესაძლო ვიდეოკამერების ჩანაწერების არსებობის თაობაზე, რათა ყოველგვარი ეჭვი გამორიცხულიყო და გაბათილებულიყო.

54. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაცვის მხარეს ბრალდების მხარისათვის თავდაპირველად არ მიუმართავს შუამდგომლობით ვიდეოჩანაწერების ამოღების თაობაზე. მან მიმართა სასამართლოს და შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინება შესასრულებლად წარუდგინა იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს. ბრალდების მხარემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინება გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინება ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.

55. დადგენილია, რომ მიუხედავად გასაჩივრებისა, დაცვის მხარემ 2017 წლის 22 აგვისტოს განმეორებით მიმართა იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს განცხადებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინების შესრულებაზე, რაზედაც პასუხად მიიღო, რომ სასამართლოს განჩინებაში დაშვებული იყო უზუსტობა განჩინების შესრულებაზე უფლებამოსილი ორგანოს მითითების ნაწილში, რის გამოც ეთხოვა ადვოკატს, წარმოედგინა სასამართლოს შესაბამისი განჩინება უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე (იხ. თ---------–---- 23/08/2017 წ. წერილი).

56. 2017 წლის 31 აგვისტოს დაცვის მხარემ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორს ვ-–------------------- მიმართა შუამდგომლობით გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების თაობაზე, რაც პროკურორის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. პროკურორის დადგენილებაში მითითებულია, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი ვიდეოკამერების ზუსტი ადგილმდებარეობის, მათი მესაკუთრის ვინაობის და იმ გარემოებების შესახებ, ფუნქციონირებდნენ თუ არა ვიდეოკამერები და აწარმოებდნენ თუ არა ისინი ჩაწერას დაცვის მხარისათვის საინტერესო დროის მონაკვეთში. ამასთან არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა იმისა, რომ ბრალდებულის დაკავებისას დაირღვა კანონი. აღნიშნულის შესახებ ბრალდებულს არც სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე და არც გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ განუცხადებია, არც შემდგომში მოიპოვება ამის რამე დასტური და მხოლოდ ადვოკატის მოსაზრება, რომ ხსენებული ვიდეოჩანაწერები არის ბრალდების მხარისათვის ყველაზე წონადი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა გაზიარებული, რადგან გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისი იყო ვარაუდისათვის რომ ბ---------------–---–-- ჩაიდინა წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული.

57. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ დაცვის მხარემ განმეორებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, რაზედაც ამჯერად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის განჩინებით დაცვის მხარეს უარი ეთქვა ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებაზე შესაბამისი და საკმარისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო.

58. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მასზედ, თითქოს გამოძიება ყველაფერს აკეთებდა, რომ არათუ მოეპოვებინა ობიექტური მტკიცებულება, არამედ ხელი შეეშალა დაცვის მხარისათვის მოეპოვებინა ის; რომ თითქოს გამოძიებამ და პროკურატურამ იმიტომ არ ამოიღეს ვიდეოკამერების ამონაწერები, რომ ამ კამერების ჩანაწერები დაადასტურებდა ჯ-----–---–-- სიმართლეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის ზემოაღნიშნული მოსაზრებები არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ამასთან საგულისხმოა ისიც, რომ დაცვის მხარემ არ შეასრულა არც სასამართლოს და არც პროკურატურის მითითება შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად სათანადო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე და ცდილობს მისი უმოქმედობა გამოიყენოს ჯ-----–---–-- უდანაშაულობის დასამტკიცებლად, რომელმაც მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის ბოლო ეტაპზე, დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისას განუცხადა სასამართლოს, რომ მასზე პოლიციის მხრიდან იყო ზეწოლა, ინტერესი და მას ,,ჩაუდეს“ ნარკოტიკული ნივთირების შემცველი ტაბლეტები. ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები დაცვის მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

59. დაცვის მხარის განმარტებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების პოზიციას ამყარებს მხოლოდ და მხოლოდ დამკავებელი პოლიციელების ჩვენებები, რომლებსაც გააჩნიათ პროფესიული ინტერესი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მიმართ; რომ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის მამხილებელი პოლიციის მუშაკების ჩვენებებს მცირე მტკიცებულებითი ძალა აქვს და ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით.

60. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 11. 07. 2017 წლის განჩინება საქმეზე (№76აპ-17) მსჯავრდებულ გ. ჯ-ის მიმართ. ამ საქმეშიც დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, (საქმე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“) პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით. საკასაციო პალატის განმარტებით, დასახელებულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს მცირე მტკიცებულებითი ძალა აქვს იმ შემთხვევაში, თუ ისინი სხვა მტკიცებულებით გამყარებული არ არის. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა გამოძიება. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, პოლიციელების ჩვენებების გარდა, განმტკიცებულია სხვა მტკიცებულებებითაც, მათ შორის პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტთა ჩვენებებით, ასევე, გარკვეულწილად, თვით ბ---------------–---–--ა და პ---–---------- განმარტებებით.

61. საქმეზე დაკითხული პოლიციელების ჩვენებათა სანდოობასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხება პირი, რომლისთვისაც ცნობილია კონკრეტული გარემოება. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებები მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წყაროს. პოლიციის თანამშრომლები უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენენ ფაქტის უშუალოდ შემსწრე პირებს და ახასიათებთ მიზანმიმართული ყურადღება, რაც პროფესიული საქმიანობის შინაარსით, თავისი საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი ვალის გაცნობიერებით არის განპირობებული. სხვა მოწმეებისაგან განსხვავებით, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ჩვენებას, რომელიც უშუალოდ შეესწრო უკანონო ქმედებას და მის აღსაკვეთად განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ყოველთვის აქვს უშუალო კავშირი საქმესთან, შეიცავს სასამართლოს მიერ შესაფასებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას, პასუხობს მტკიცებულების დასაშვებობის მოთხოვნას, გააჩნია სანდოობის მაღალი ნიშანი, რასაც მნიშვნელობა აქვს მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის. მოცემულ საქმეზე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებში, რომლებიც მიუთითებენ პირადი ჩხრეკით ბ---------------–---–-გან ნარკოტიკული საშუალების ამოღებას, ეჭვის შეტანის დასაბუთებული საფუძველი არ არსებობს და დაცვის მხარის არგუმენტაცია მათი ჩვენების არასანდოდ მიჩნევასთან დაკავშირებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

62. საქმეში არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ბრალდების მოწმე პოლიციის თანამშრომლები არიან დაინტერესებული პირები. აღნიშნულზე დამაჯერებლად და არგუმენტირებულად ვერც თავად დაცვის მხარე მიუთითებს. არ არსებობს რაიმე ობიექტური და დამაჯერებლი მტკიცებულება, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული პოლიციელების ჩვენებების გაუზიარებლობის ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს, მით უმეტეს, ამის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაცია დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

63. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმე პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვედრაში. რამე არსებითი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია ბ---------------–---–-- პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა ბ---------------–---–-- პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას, არ გამოვლენილა. ვერც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებმა ვერ გამოავლინა პოლიციელების მხრიდან რაიმე კანონდარღვევის ჩადენა.

64. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მასზედ რომ, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა ამართლებს ბრალდებულს, რადგან არათუ თითის ანაბეჭდები, დვრილოვანი ხაზებიც კი არ ამოჩნდა ბრალდებულისაგან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე და პოლიეთილენის პარკზე, რომ თითქოსდა ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბ---------------–---–- პოლიეთილენის პარკი და შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია.

65. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება არც პირდაპირ და არც სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში არ მიუთითებს ბ---------------–---–-- უდანაშაულობაზე, რადგან პოლიეთილენის პარკზე ბ---------------–---–-- ხელის თითის კვალის ანაბეჭდების აღმოჩენის შემთხვევაში დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა (ისევე როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, ან ბიოლოგიური (სეროლოგიური-დნმ ექსპერტიზის დასკვნა)) იქნებოდა ბრალდების კიდევ ერთი მტკიცებულება, ხოლო ასეთის აღმოუჩენლობა ან არარსებობა გავლენას ვერ მოახდენს ბ---------------–---–-- ბრალეულობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ანალოგიურად იმსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 16. 04. 2015 წლის განჩინებაში (საქმე № 515აპ-14) ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ ი. წ-ს მიმართ.

66. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N005928817 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ პოლიეთილენის პარკზე ხელის თითის კვლები დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოისახა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული შენიშვნით ირკვევა, რომ თეთრი ფერის მატერიაზე წებოვანი ფირით ხელის დვრილოვანი ხაზების გამოვლენა შეუძლებელია, რადგან საკვლევი ობიექტების ზედაპირის რელიეფურობის გათვალისწინებით დაქტილოსკოპიური კვლევისათვის იგი არაინფორმაციულია და აღნიშნულიდან გამომდინარე მასზე კვლევა არ იქნა ჩატარებული. დაქტილოსკოპიურ კვლევას დაექვემდებარა მხოლოდ პოლიეთილენის პარკი.

67. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბ-------------- სასამართლოს განუმარტა, რომ თეთრი ფერის მატერიაზე წებოვანი ფირით ხელის დვრილოვანი ხაზების გამოვლენა იყო შეუძლებელი, რადგან საკვლევი ობიექტების ზედაპირის რელიეფურობის გათვალისწინებით დაქტილოსკოპიური კვლევისთვის იგი იყო არაინფორმაციული და აღნიშნულიდან გამომდინარე მასზე კვლევა არ ჩატარებულა. ექსპერტის განმარტებით, მოცემული თეთრი ფერის მატერია იყო ფოროვანი ზედაპირის მქონე, რაზეც თითის კვალი არ რჩება. დამუშავების შემდეგ პოლიეთილენის პარკზე ხელის თითის კვლები დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოისახა. ბ-------------- მიუთითა, რომ თითის კვალის წარმოქმნა დამოკიდებულია ობიექტების ერთმანეთთან ურთიერთშემხებლობაზე, რა ზეწოლით მოხდა მასზე თითის კვალის დატოვება, ასევე მნიშვნელოვანია რა პირობებში იყო ობიექტი სანამ ექსპერტამდე მივიდოდა და მოხდებოდა მისი გამოკვლევა, გარემო პირობები მოქმედებს ობიექტზე და შესაძლებელია, რომ თითის კვალი საერთოდ არ იყოს. ექსპერტის განმარტებით, შესაძლებელია ადამიანმა პოლიეთილენის პარკს მოჰკიდოს ხელი, მაგრამ მასზე არ დარჩეს კვალი, ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის ხელიდან არ იქნა გამოყოფილი საკმარისი რაოდენობის ნივთიერება, ამ შემთხვევაში ოფლი. ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად საკვლევ პოლიეთილენის პარკზე ხელის თითის კვლები არ აღმოჩნდა, არ გულისხმობს კატეგორიულ უარს, რომ პირს აღნიშნულ პარკთან შეხება არ ჰქონია.

68. ასევე დადგენილია, რომ სასამართლოში დათვალიერდა ბ---------------–---–--აგან 2017 წლის 2 აგვისტოს პირადი ჩხრეკით ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი 13 ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები, ასევე წებოვან გვერდებიანი თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ნაჭერი, რაშიც მოთავსებული იყო ტაბლეტები ჩხრეკის დროს. დათვალიერდა პირადი ჩხრეკით ამოღებული ღია ფერის წარწერებიანი პარკი, მობილური ტელეფონი და ე.წ. ბორტკომპიუტერი. ვიზუალური დათვალიერებით ამ ნივთების ნიშნები და აღწერილობა იგივე აღმოჩნდა, რაც მითითებული იყო ბ---------------–---–-- პირადი ჩხრეკის ოქმში.

69. დადგენილია, რომ ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევისას ბრალდებულმა ბ---------------–---–-- ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად გადაგზავნილ უცხოენოვანი წარწერებით თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკთან დაკავშირებით, რომელსაც მთლიანობა ჰქონდა დარღვეული, განმარტა, რომ სწორედ ეს პარკი ეჭირა ხელში დაკავებისას, რომელშიც ედო ბორტკომპიუტერი, რომელზეც ახლაც ამჩნევია მანქანის ზეთის კვალი.

70. შესაბამისად, სასამართლო აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს ერთობლიობაში, მიიჩნევს, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა ბ---------------–---–-- უდანაშაულობის დასამტკიცებლად ვერ გამოდგება, ვინაიდან ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევისას ბრალდებულმა ბ---------------–---–-- ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად გადაგზავნილ უცხოენოვანი წარწერებით თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკთან დაკავშირებით, განმარტა, რომ სწორედ ეს პარკი ეჭირა ხელში დაკავებისას, რომელშიც ედო ბორტკომპიუტერი, რომელზეც ახლაც ამჩნევია მანქანის ზეთის კვალი. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა იმის დასადგენად, რომ პოლიეთილენის პარკი ჯ-----–---–- არ ჰქონია, ჯ-----–---–-- განმარტა, რომ ეს პოლიეთილენის პარკი მას ეჭირა, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს პოლიეთილენის პარკი პოლიციას მისთვის არ ,,ჩაუდვია“. ასევე დადგენილია, რომ თეთრი ფერის მატერიაზე წებოვანი ფირით ხელის დვრილოვანი ხაზების გამოვლენა შეუძლებელია, რადგან საკვლევი ობიექტების ზედაპირის რელიეფურობის გათვალისწინებით დაქტილოსკოპიური კვლევისათვის იგი არაინფორმაციულია და აღნიშნულიდან გამომდინარე მასზე კვლევა არ იქნა ჩატარებული.

71. სასამართლო აანალიზებს რა ბრალდებულ ბ---------------–---–-- ჩვენებას მისი რეალობის, გაზიარებისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ბ------- ჯ-----–---–- პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით სასამართლოს აწვდის მის მიერვე მოგონილ და არარეალურ ვერსიას, რომლითაც იგი ცდილობს გააბათილოს მისი თავდაპირველი აღიარება და მისგან ნარკოტიკული საშუალების პირადი ჩხრეკით რეალურად ამოღება. ამას ამყარებს ის ფაქტიც, რომ იგი ყოფილი პოლიციის მუშაკია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში 12 წლის პროფესიული საქმიანობის საკმაო გამოცდილებით, რომლისთვისაც მისივე განმარტებით, კარგად არის ცნობილი რაიმე სახის უკანონობის შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედოს პირმა. იგი სასამართლოს უჩვენებს, რომ ნარკოტიკული საშუალება მას პოლიციელებმა ჩაუდეს. პირადი ჩხრეკის დროს უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების გამომძიებლისთვის ნებაყოფლობით წარმოდგენა, ამის შესახებ ოქმში საკუთარი ხელით ჩანაწერის შესრულება, ბრალდებულის სახით გამოკითხვისას დანაშაულის აღიარება ბ---------------–---–-- სასამართლო სხდომაზე იმით ახსნა, რომ თითქოსდა პოლიციელები დაემუქრნენ მას და მის მეგობარს პ---–---------ს, რომ ნარკოტიკულ საშუალება ორივეს ჩაუდებდნენ და სწორედ მეგობრის დახსნის მიზნით საკუთარ თავზე აიღო მან და დაიბრალა დანაშაული.

72. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოწმე პ---–---------ს არ განუცხადებია პოლიციის მუშაკებისგან მასზე ფსიქიკური ან ფიზიკური ზეგავლენის შესახებ. მან სასამართლოს უჩვენა, რომ გამოძიებაში ჩვენების მიცემისას მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა. მან სასამართლოს განუმარტა, რომ, როდესაც ჩვენებას აძლევდა, ჩვეულებრივ გამომძიებელი ბეჭდავდა, თუმცა მას ჩვენება არ წაუკითხავს. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მოვლენების განვითარების პერიოდში ის იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ, კერძოდ, როგორც შემდგომ ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა ეს იყო მარიხუანა და ბუპრენორფინი. მოწმემ განაცხადა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ 100% -ით ანგარიშს ვერ გაუწევდა თავის ქცევას. ამასთან განმარტა, რომ დაკითხვა განხორციელდა ქუთაისში, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დროის და მანძილის გათვალისწინებით კ------ დაკითხვის დროს კლინიკურად ვერ იქნებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, რაც დადასტურდა კიდევაც ექსპერტის დასკვნით (იხ. N801908 დასკვნა). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პ---–---------- ჩვენება მოგონილია მისი მეგობრისათვის - ბ---------------–---–--ათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით.

73. სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი შინაარსის ჩვენების მიცემა ბრალდებულის საპროცესო და კონსტიტიციური უფლებაა და საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინაა ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული ბ------- ჯ-----–---–- არაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მის მიერ განვითარებული ვერსია მისი უდანაშაულობის შესახებ არ არის გამყარებული მტკიცებულებებით. მხოლოდ დაუსაბუთებელი და ზეპირი ვარაუდები ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი, რადგან სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბ---------------–---–-- ბრალეულობას მის მიმართ შერაცხულ ბრალდებაში.

74. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ----------------–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბ----------------–---–-ს ბრალეულობას.

75. ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ბ---------------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ---------------–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ ბ----------------–---–- უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით 6 (ექვსი) წლის ვადით.

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ბ----------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა 06 თვით თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი 04 წელი და 06 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2017 წლის 15 მაისს ბ------- ჯ-----–---–- გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. შესაბამისად, 2017 წლის 02 აგვისტოს - დანაშაულის ჩადენის დროს, ბ------- ჯ-----–---–- იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

ამდენად, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს ბ----------------–---–-ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი დანიშნული პირობითი სასჯელი - 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თ/აღკვეთა 2 (ორი) წელი და განაჩენთა ერთობლიობით, ბ----------------–---–- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბ----------------–---–-ს საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და ბოლოს, უნდა შეამციროს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ბ----------------–---–-, სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენის გამო, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბ----------------–---–-ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თ/აღკვეთა 2 (ორი) წელი და განაჩენთა ერთობლიობით, ბ----------------–---–- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ბ----------------–---–-, სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენის გამო, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი უფლებები:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 10 (ათი) წლის ვადით.

 

ბ----------------–---–-სათვის ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ბ----------------–---–- ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან.

ბ----------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბ----------------–---–- სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 02 აგვისტოდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

- ბ----------------–---–-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 13 (ცამეტი) ცალი თეთრი ფერის ექვსკუთხედი ფორმის მთელი ტაბლეტი, ერთ ზედაპირზე ლოგოთი ,,N8’’ და თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები, საერთო წონით - 5,4860 გრამი, რომლებიც წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებსა და ტაბლეტის ნატეხებს და რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის’’ საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,10972 გრამს და ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ბ----------------–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ავტომანქანის ე.წ. ბორტკომპიუტერი და შავი ფერის მობილური ტელეფონი NOKIA, მასში მოთავსებული ბილაინის სიმბარათით, იმეი კოდით 356497069939864, რაც ინახება საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე