განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/015-18 19 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0----------1)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ჯ----–-------–-–---–ი;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ-----------–--ე;
ბრალდებული - გ------ი ი----ს ძე ლ-------–---–ი (დაბადებული 1--- წლის 18 ი----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, უმუშევარი, მცხოვრები რეგისტრირებულ მისამართზე: თბილისი, სოფ. დ-------, ს-------–---–-ს ქ. №4, ჩიხი №3, ფაქტობრივად მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელი ფ--------ი, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არაერთგზის.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 29 ოქტომბერს დაახლოვებით 22:30 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ფ--------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ------ი ლ-------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორსულ მეუღლეს თ----ა ს------–---–ს, რითაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არაერთგზის:
2.1. სასამართლო პროცესზე გ------ი ლ-------–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, წუხს მომხდარს და ნანობს, მისი ჩვენებით, 2017 წლის 29 ოქტომბერს შუადღეს მოუვიდა პატარა წყენა მეუღლესთან, იგი მეგობართან იდგა გარეთ ეზოში, რა დროსაც მისი მეუღლე თ----ა მივიდა და უთხრა, რომ პური მოეტანა, იმ დროს არაფერი უთხრა და გულში კი ცუდად დარჩა და შეურაცხყოფად მიიღო, სახლში მისვლის დროს იგი იყო უკვე ნასვამი და თ----ა ს------–---–ს თავი მიარტყა შუბლზე ჩახუტებისთვის. იგი გაბრაზდა უფრო იმის გამო, რომ თ----ა ცდილობდა მეზობელთან გასვლას. ბრალდებული გულწრფელად აღიარებს მის დანაშაულს და თხოვს სასამართლოს მის მიმართ არ გამოიყენოს პატიმრობა, რადგან ფხიზელი ასეთი აგრესიული არ არის. მან ბოდიში მოუხადა მეუღლეს, იგი ბევრ რამეზე დაფიქრდა, ნანობს დანაშაულს და აღნიშნული არ უნდა გაეკეთებინა. იგი ოჯახის და შვილების მიმართ საშიში არ არის, მას ძალიან უყვარს თავისი შვილი და მეუღლე და არ წარმოადგენს მათ მიმართ საფრთხეს.
2.2. დაზარალებულ თ----ა ს------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ორსული, მეუღლესთან გ------ი ლ-------–---–თან და მის არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ ფ--------ში. 2017 წლის 29 ოქტომბერს, გ------ი ლ-------–---–ი გვიან ღამით დაბრუნდა სახლში ნასვამი, სახლში შესვლისთანავე მან თავი დაარტყა თ----ა ს------–---–ს შუბლის არეში, იგი შეშინებული დადგა კართან, რომ მეზობელს მაინც გაეგო ხმაური, რის გამოც გ------ი ლ-------–---–ი უფრო გაბრაზდა, თმაში ჩაავლო ხელი და ისე შემოათრია შიგნით, დაზარალებულს დაეუფლა შიში, რის გამოც დარეკა პოლიციაში, აღნიშნულის გამო მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. თ----ა ს------–---–ი თხოვს სასამართლოს, რომ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული შეღავათები, არ იყოს პატიმრობაში, რადგან აღნიშნული ინციდენტი გამოწვეული იყო სიმთვრალის გამო, გ------ი ლ-------–---–ი სიფხიზლეში არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ოჯახისთვის და იგი არის კარგი მამა და მეუღლე.
2.3. მოწმე ნ----- ბ--–----–---–ის დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ ფ--------ში, მის მეზობლად ცხოვრობენ თ----ა ს------–---–ი, მისი მეუღლე გ------ი დ მათი მცირეწლოვანი შვილი. 2017 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოვებით 23:00 საათზე, მას ეძინა, კარებზე კაკუნის ხმა გაიგო და გაეღვიძა, სადაც დახვდა თ----ა, რომელსაც ეტყობოდა, რომ განერვიულებული და შეშინებული იყო, გარეთ სხვა არავინ დაუნახავს. თ----ამ უთხრა, რომ მისმა ქმარმა გ------იმ სცემა და შველას ითხოვდა, შემდეგ თ----ა ს------–---–მა დარეკა 112-ში და პოლიციაც მალევე მივიდა.
2.4. მოწმე ნ------------–-----–---–-ს გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადასტურებულია, რომ იგი არის სამედიცინო კორპორაცია ,,ე------’’ მეან-გინეკოლოგი. 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში ორსულის აღრიცხვაზე დადგა თ----ა ჯე---–-ს ასული ს------–---–ი (დაბ. 0----.1--- წ), იმ დროისთვის იგი იყო 18 კვირის ორსული.
2.5. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე თ----ა ს------–---–ს სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
2.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს განაჩენით გ------ი ლ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
2.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ნასამართლობა გაქარწყლდება პირობით მსჯავრდებულისა- გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ.
2.9. თბილისის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 3 ნოემბრის წერილის თანახმად, გ------ი ი----ს ძე ლ-------–---–ი 2017 წლის 23 ოქტომბრიდან აღრიცხვაზე იმყოფება თბილისის პრობაციის ბიუროში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს განაჩენის საფუძველზე, ხოლო მას გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2019 წლის 28 აგვისტოს.
2.10. დადგენილია, რომ ბრალდებული გ------ი ლ-------–---–ი ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 2017 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და შესაბამისად, სრულიად დადასტურებულია, რომ მან ახალი დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (ე-------–--–---–-ს დაკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათებით, ამოღების ოქმი, ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ორსულობის შესახებ, სამეანო ულტრაბგერითი კვლევები და სხვა მტკიცებულებები) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ------ი ლ-------–---–მა 2017 წლის 29 ოქტომბერს, ღამის საათებში ორსულის მეუღლის მიმართ განახორციელა ძალადობა.
3.2. სასამართლოს სრულიად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------ი ლ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არაერთგზის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ გ------ი ლ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს და სასამართლოს სთხოვს პატიებას, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და ორსული მეუღლე, დაზარალებულს არა აქვს პრეტენზია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ი ლ-------–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------ი ლ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს განაჩენით გ------ი ლ-------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, გ------ი ლ-------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
4. გ------ი ლ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 30 ოქტომბრიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს წინა განაჩენით პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 4 ივლისიდან 2017 წლის 5 ივლისის ჩათვლით.
5. გ------ი ლ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი