გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2018
საქმის ნომერი
080210017002095227
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2658-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.02.2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი გი-----ი ესაძე

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) - ქრ------ე თა-------ე - დვ--–-

წარმომადგენელი - ფ-----ა ცე--–---ე

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) - გი-----ი დვ--–-

წარმომადგენელი - ნათია ჩ-------ი

დავის საგანი - თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით.

 

1.1. გი-----ი დვალთან რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების, შპს თერმა ინვესტიცია-ს 1/2-ი ნაწილის, ქრ------ე თა-------ე - დვ--–-ს თანამესაკუთრედ ცნობა.

 

1.2. სასამართლო ხარჯების მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეზე გადასახდელად დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 24 იანვარს იქორწინა მოპასუხე გი-----ი დვალთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: მარიამ დვ--–-, დაბადებული 2009 წლის 5 აგვისტოს და კესარია დვ--–-, დაბადებული 2010 წლის 29 აგვისტოს. მოსარჩელე და მოპასუხე ფაქტიურად ერთად აღარ ცხოვრობენ და ბავშვები იმყოფებიან ქრ------ე თა-------ე-დვალთან. გი-----ი დვ--–- არანაირ ყურადღებას არ იჩენს შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს სოლიდარული შემოსავ--–-, წილები სხვადასხვა საწარმოში და უჭირავს დირექტორის პოზიცია რამდენიმე შპს-ში. ამ ვითარებაში, მან სასამართლოში სარჩელის შემოტანის გზით მოითხოვა განქორწინება და შვილებთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრა, რაც აბსურდია, რადგან მისთვის შვილების ნახვა არავის დაუშლია. მოპასუხემ სარჩელის შემოტანის პარალელურად, ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებები ფიქტიურად გადააფორმა სხვა პირებზე, მის სახელზე დარჩა შპს თერმა ინვესტიცია-ს ს/ნ 402026133, რეგისტრაციის თარიღი 31.12.2015წ, 100 პროცენტიანი წილი და არის აღნიშნული ორგანიზაციის მფლობელი და დირექტორი. (შეგებებული სარჩელი ტ.2.ს.ფ. 39-51).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გი-----ი დვალმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რადგან შპს-ს წილები რეგისტრირებულია არა მოპასუხის შემოსავლების, არამედ აღებული ვალების ხარჯზე, რომელიც ასევე წლების წინ ჰქონდა აღებული ბანკებიდან და იხდიდა ეტაპობრივად, რაშიც თანაბრად უნდა მიიღოს მონაწილეობა მოსარჩელე მხარემ. (შესაგებელი. ტ. 2. ს/ფ. 103-112).

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2009 წლის 24 იანვარს ქრ------ე თა-------ე და გი-----ი დვ--–- დაქორწინდნენ. ქორწინების შემდეგ მიეკუთვნათ გვარები: ცოლს - თა-------ე დვ--–-, ქმარს - დვ--–-.

მტკიცებულება:

-ქორწინების მოწმობა (ტ.1. ს.ფ.20).

 

3.1.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით (ტ.1.ს.ფ. 141-143), მხარეები მორიგდნენ შპს ,,გრეენჰოუსე’’-ს ს/ნ 404437301; შპს ,,გეო პლასტიკი’’-ს ს/ნ 401988881 წილების განაწილების ნაწილში.

მტკიცებულება:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინება. (ტ.1.ს.ფ. 141-143).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2017 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს თერმა ინვესტიცია ს/ნ 402026133, მისამართი თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, მ. მამარდაშვილის ქ. №3 ბ.5, რეგისტრირებულია გი-----ი დვ--–-ს 100% წილის საკუთრება.

მტკიცებულება:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ.69-70).

 

3.2.2. 2017 წლის 24 თებერვალს გი-----ი დვალსა და ბადრი კაკაბაძეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ბადრი კაკაბაძემ გი-----ი დვალს ასესხა 80 000 აშშ დოლარი, სესხის საპროცენტო განაკვეთია 0%, სესხის ხანგრძლივობამ შეადგინა 12 თვე. 2017 წლის 22 სექტემბერს გი-----ი დვალმა ბადრი კაკაბაძეს დაუბრუნა 2017 წლის 24 თებერვლის სესხის ხელშეკრულებით არსებული სესხის ნაწილი 22 000 აშშ დოლარი.

მტკიცებულება:

- ხელშეკრულება (ტ.1. იხ.ს.ფ.117-119)

-სესხის დაფარვის გრაფიკი (ტ.1.იხ.ს.ფ.114-116)

-მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.1. იხ.ს.ფ.42-43)

 

3.2.3. მოწმედ დაკითხულმა მარეხი გამყრელიძემ განმარტა, რომ მუშაობს საბავშვო ბაღში, რომლის დამაარსებელია ქრ------ე თა-------ის დედა ნინო ჭყონია. მოწმემ განმარტა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის კონფლიქტის თაობაზე იცის. მისივე განმარტებით 2015 -2016 წლებში მოსარჩელე და მოპასუხე შერიგდნენ. ბავშვები ქ. ქუთაისში ბაღში დაჰყავდა დედას.

მტკიცებულება:

მოწმის ჩვენება. იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2.4. მოწმედ დაკითხულმა ლია კოხრეიძემ განმარტა, რომ ნინო ჭყონიასთან ერთად არის საბავშვო ბაღის დამფუძნებელი. მოწმემ განმარტა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის კონფლიქტის თაობაზე იცის. დაახლოებით ორი წლის წინ ცოლქმარი შერიგდნენ. 2016 წელს ბავშვები ბაღის ასაკის იყვნენ და ბაღში დაჰყავდა დედას.

მტკიცებულება:

მოწმის ჩვენება. იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2.5.მოწმედ დაკითხულმა შოთა სვანიძემ განმარტა, რომ არის ხელოსანი. მუშაობს თბილისში გი-----ი დვალთან. მოწმის განმარტებით გი-----ი დვ--–- ქ. თბილისში ცხოვრობს მამარდაშვილის N3-5 ნომერში, ყოფილი არდონის N3. მისივე განმარტებით ქრ------ე თა-------ე-დვ--–- გი-----ისთან ერთად არ ცხოვრობდა.

მტკიცებულება:

მოწმის ჩვენება. იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2.6.მოწმედ დაკითხულმა დავით დვალმა განმარტა, რომ არის გი-----ი დვ--–-ს ბიძაშვილი. ,,საგა“-ს თანამშრომელია. მოწმის განმარტებით, ქრ------ე თა-------ე-დვ--–- გი-----ისთან ერთად არ უნახავს 2011 წლიდან. ბავშვები ქ. ქუთაისში დადიოდნენ ბაღში. მისივე განმარტებით, გი-----ი დვალთან ერთად ცხოვრობდა დათო ჩხაბერიძე, რომელსაც გამოყოფილი ჰქონდა ოთახი.

მტკიცებულება:

მოწმის ჩვენება. იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2.7. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

3.2.8.სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

3.2.9. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით) მიერ შეგებებულ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

მოსარჩელე ქრ------ე თა-------ე-დვ--–- აცხადებს, რომ მოპასუხე გი-----ი დვალთან რეგისტრირებული ქორწინებისას შეიძინეს ქონება, მათ შორის გი-----ი დვალმა დაარსა შპს თერმა ინვესტიცია, რომლის 1/2-ი წილი ეკუთვნის მას, ვინაიდან მითითებული შპს დაარსებულია რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში.

 

3.2.10. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად ინდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვ--–-სწინებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს თერმა ინვესტიცია, დაარსებულია მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და მითითებული შპს 1/2-ი ნაწილის თანამესაკუთრედ, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე ცნობილი უნდა იქნეს ქრ------ე თა-------ე-დვ--–-.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1.სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1168-ე მუხლებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1.უპირველეს ყოვლისა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანასაკუთრედ ცნობა ქონების ½ ნაწილზე. შესაბამისად, უნდა დადგინდეს წარმოადგენს თუ არა სადაო ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას და აქვს თუ არა ქრ------ე თა-------ე - დვალს მოთხოვნის უფლება.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვ--–-ა. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“ კონსტიტუციაში ასეთი უფლების დამაგრება იმავდროულად, განაპირობებს სახელმწიფოს ვალდებულებას, აღიარებდეს, უზრუნველყოფდეს და იცავდეს მას.

 

წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მას უსაფუძვლოდ ეცილებიან საკუთრების ფლობაში და მიკუთვნებითი სარჩელით გადაწყვიტა უფლების დაცვა, ხოლო იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს სადავო ქონების თანამესაკუთრედ ცნობა.

 

6.3. ამ მხრივ საყურადღებოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას. (პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლი).

 

ამასთან, სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საკუთრება მოიცავს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, ასევე აქციებსა და პატენტებს, სახელშეკრულებო უფლებებსა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალებს (,,სარკსის“ საქმე).

 

უფლების ზოგადი მიმოხილვისას ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის განმარტებისას, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ საკუთრების ან ,,ქონების“ ცნება ძალიან ფართოდაა განმარტებული. ის მოიცავს ეკონომიკური ინტერესების ფართო წრეს. მათ შორის, 1-ლი მუხლის დაცვით სარგებლობს: მოძრავი ან უძრავი ქონება, ქონებრივი ან არაქონებრივი კაპიტალი, როგორიცაა აქცია ან პატენტი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, პენსიის მიღების უფლება, მესაკუთრის უფლება ქირის მიღებაზე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ეკონომიკური ინტერესები, გარკვეული პროფესიით მუშაობის უფლება, გარკვეული გარემოებების დადგომის კანონიერი მოლოდინი.

 

პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლის თანახმად, 1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვ--–-სწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით; აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის.

 

საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვ--–-სწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვ--–-სწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“.

 

ამასთან, პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას.

ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა მხოლოდ უფლებამოსილი სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის მიხედვით, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზით არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავ--–-.

 

6.5. აღნიშნული ნორმის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარებულია ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთ მეუღლეს საპატიო მიზეზის გამო არა აქვს დამოუკიდებელი შემოსავ--–-, უვლის შვილებს, ეწევა საოჯახო საქმიანობას. ამდენად, ამ ნორმის მიხედვით ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნებისათვის. ამ ნორმის მიზანია ოჯახის ინტერესების დაცვა, ამიტომ დავის არსებობის დროს ქორწინების რეგისტრაციის განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისია, რათა ეს ქონება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად.

 

6…განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2009 წლის 24 იანვარს ქრ------ე თა-------ე და გი-----ი დვ--–- დაქორწინდნენ.

-დადგენილია, რომ მოდავე მხარეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა. -დადგენილია, რომ 2017 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს თერმა ინვესტიციის ს/ნ 402026133 100% წილზე, მისამართი თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, მ. მამარდაშვილის ქ. №3 ბ.5, რეგისტრირებულია გი-----ი დვ--–-ს საკუთრება.

-დადგენილია, რომ 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით (მორიგება), შეწყდა გი-----ი დვალსა და ქრ------ე თა-------ე - დვალს შორის 2009 წლის 24 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება. აქტის ჩანაწერი -N 68200930114.

 

-მითითებული ფაქტობრივი გარემოების გათვ--–-სწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს თერმა ინვესტიცია - ს/ნ 402026133, დაარსებულია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და შესაბამისად ½ ნაწილი თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის ქრ------ე თა-------ე-დვალს.

 

6.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს გი-----ი დვ--–-ს და მისი წარმომადგენელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან გი-----ი დვ--–- და ქრ------ე თა-------ე - დვ--–- ფაქტობრივად ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ 2011 წლიდან, მოსარჩელეს არ უნდა მიეცეს იმ ქონების ნაწილი, რაც 2011 წლის შემდეგ არის შეძენილი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლი ადგენს განსაკუთრებულ წესს მეუღლეთა ქონების განაწილებისას.

კერძოდ, სკ 1168-ე დადგენილია გარემოებები, რომელთა არსებობისას მეუღლეებს შორის ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის დროს შეძენილი ქონება შეიძლება ჩაითვალოს ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად - სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვ--–-სწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვ--–-სწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. იმავე მუხლის მესამე ნაწილით - აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს. ამდენად, სამოქალაქო სამართალში მხოლოდ მითითებული მუხლი განსაზღვრავს წილთა თანაბრობიდან გადახვევის საკითხს და ერთ-ერთი მეუღლის წილის გაზრდის შესაძლებლობას.

როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლით მაკვ--–-ფიცირებელი გარემოება და ამდენად, კანონის თანახმად, თითოეული მეუღლის წილი ქორწინების განმავლობაში შეძენილ საერთო ქონებაში თანაბარია და თითოეული მათგანი ითვლება ამ ქონების 1/2-1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

 

6.9.როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლით გათვ--–-სწინებულია წილთა თანაბრობის პრინციპისგან განსხვავებულად მეუღლეებს შორის ქონების განაწილება. კერძოდ, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს წილთა თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვ--–-სწინებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლი მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფისას იცავს იმ მეუღლის ინტერესებს, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები. კერძოდ, ერთ- ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვ--–-სწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები.

 

6.10.განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქრ------ე თა-------ე-დვალთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები. ასევე დადგენილია, რომ მხარეებს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მეუღლეებს შორის ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის შემდეგ მათ შორის ქონების გაყოფის საკითხს შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით აღნიშნული საფუძვლით (ამავე ნორმის მე-2 ნაწილში მითითებული საფუძვლით) სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს. 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვ--–-სწინებს იმ მეუღლის წილის გაზრდას, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, ან იგი შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.

 

6.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე- 3 ნაწილი მეუღლეთა ფაქტობრივი დაშორების შემდეგ შეძენილ ქონებას არ მიიჩნევს მხოლოდ ერთი მეუღლის საკუთრებად, ამ დროს შეძენილ ქონებასაც მიიჩნევს მეუღლეთა თანასაკუთრებად, რადგან ნორმის დასახელებაა არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვ--–-სწინება თანასაკუთრების გაყოფისას. ანუ სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლი ერთ მთლიანობას წარმოადგენს და ისე არ უნდა იქნეს განხილული, რომ მეუღლეთა ფაქტობრივად დაშორების შემდეგ შეძენილი ქონება ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად გამოცხადდეს. ამისათვის აუცილებელია იმავე პირობების არსებობა, რაც დადგენილია ქორწინების დროს შეძენილი ქონების გაყოფისას ერთერთი მეუღლის წილის გაზრდის საფუძვლად. კერძოდ, უნდა დადგინდეს ერთერთ მეუღლესთან არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების ფაქტი, მისი შრომისუუნარობის ფაქტი, მეორე მეუღლის მიერ საერთო ქონების ოჯახის საერთო ინტერესების საზიანოდ ხარჯვის ფაქტი, მეუღლეთა ფაქტობრივად დაშორების შემდეგ ქონების შეძენის ფაქტი.

 

6.12. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ ბავშვები ცხოვრობენ დედასთან - ქრ------ე თა-------ე დვალთან, იგი ზრუნავს მათ აღზრდა-განვითარებაზე, რაც ასევე გი-----ი დვ--–-ს - მამის ინტერესებშია. ასევე დადგენილია, რომ გი-----ი დვალს ურთიერთობა არ შეუწყვეტია შვილებთან, ზრუნავდა მათზე და მეუღლეების ურთიერთშეთანხმებით ბავშვები გარკვეულ დროს ატარებდნენ მამასთან (იხ. ტ.1. ს.ფ.82-86). მითითებული ფაქტობრივი გარემოება სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ ქრ------ე თა-------ე-დვალს არ უნდა ჩამოერთვას ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებიდან წილის მიღების უფლება.

გარდა ამისა, როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, არასრულწლოვანი შვილები ამჟამადაც ცხოვრობენ მამისგან განცალკევებით, დედასთან. შესაბამისად, მეუღლეთა ფაქტობრივი დაშორების შემდეგ შეძენილი ქონების გაყოფისას ასევე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ბავშვების მოსარჩელესთან ცხოვრების ფაქტი.

როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არ დადებულა საქორწინო ხელშეკრულება, ხოლო ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვ--–-სწინებით, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზით არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავ--–-.

 

6.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა, ხოლო თავის მხრივ მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა შესაგებელში მითითებული გარემოებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მითითებული გარემოებების გათვ--–-სწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო კოდესქის 37-ე მუხლით - პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვ--–-სწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ქრ------ე თა-------ე-დვალმა შეგებებულ სარჩელზე გადაიხადა 120 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადაიხადა 50 ლარი, ხოლო იურიდიული მომსახურებისათვის - 500 ლარი.

 

სსს კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე გი-----ი დვალს მოსარჩელე - ქრ------ე თა-------ე - დვ--–-ს სასარგებლოდ უნდა გადახდეს შეგებებულ სარჩელზე გადახდილი 120 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი და იურიდიული მომსახურებისათვის - 300 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრი განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აეკრძალა მოპასუხე გი-----ი დვალს (პ/ნ 60001010613) მის საკუთრებაში არსებული - შპს თერმა ინვესტიცია-ს ს/ნ 402026133, რეგისტრაციის თარიღი 31.12.2015წ, 100 პროცენტიანი წილის; შპს ,,გრეენჰოუსე’’-ს ს/ნ 404437301. რეგისტრაციის თარიღი 13.02.2013 წელი, 50 პროცენტიანი წილის;შპს ,,გეო პლასტიკი’’-ს ს/ნ 401988881, რეგისტრაციის თარიღი 07.10.2013 წ, 50 პროცენტიანი წილის - გასხვისება ან ნებისმიერი სხვა სახით განკარგვა ან/და სხვა უფლებით დატვირთვა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით (ტ.1.ს.ფ. 141-143), მხარეები მორიგდნენ შპს ,,გრეენჰოუსე’’-ს ს/ნ 404437301; შპს ,,გეო პლასტიკი’’-ს ს/ნ 401988881 წილების განაწილების ნაწილში, ხოლო შპს თერმა ინვესტიცია-ს ს/ნ 402026133, რეგისტრაციის თარიღი 31.12.2015წ მიმართ, დავა გაგრძელდა არსებითად. იმის გათვ--–-სწინებით, რომ ქრ------ე თა-------ე - დვ--–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა შპს თერმა ინვესტიცია-ს ს/ნ 402026133 ½ თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში, სასამართლო მიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ამ ნაწილში უნდა დაჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე 257-258-ე; 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ქრ------ე თა-------ე-დვ--–-ს სარჩელი გი-----ი დვ--–-ს მიმრთ.

 

2. ქრ------ე თა-------ე - დვ--–- ცნობილი იქნას გი-----ი დვალთან რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების, შპს თერმა ინვესტიციას 1/2 (ს/ნ 402026133) ნაწილის თანამესაკუთრედ.

 

3. მოპასუხე გი-----ი დვალს მოსარჩელე - ქრ------ე თა-------ე - დვ--–-ს სასარგებლოდ გადახდეს შეგებებულ სარჩელზე გადახდილი 120 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი.

მოპასუხე გი-----ი დვალს მოსარჩელე - ქრ------ე თა-------ე - დვ--–-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი - 300 ლარი.

 

4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შპს თერმა ინვესტიცია-ს ს/ნ 402026133 ½ თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში, დარჩეს უცვლელი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვ--–-სწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე,თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე