გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2018
საქმის ნომერი
010210017002028922
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
06.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002028922

N 2-2863/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 თებერვალი 2018 წელი ქ. ბათუმი

ბ-------- საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ირაკლი შავაძე

სხდომის მდივანი ნათია ზოიძე

მოსარჩელე: ა-–---------- ბ------ძე

წარმომადგენელი: დ----- მ--------ძე

მოპასუხე : ა(ა) იპ ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური

წარმომადგენელი: ლ--–- მ–-----ძე

დავის საგანი: ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ააიპ “ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს 2017 წლის 29 ივნისის N-------- ბრძნება

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ააიპ “ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს 2017 წლის 30 ივნისის N7------- ბრძნება

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ააიპ “ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს 2017 წლის 04 ივლისის N8------- ბრძნება

1.4. მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა და ნაცდური ხელფასის ანაზღაურება

2. მოსარჩელის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით

2.1. მოსარჩელე ა-–---------- ბ------ძე 2012 წლის 01 მაისიდან შრომითი ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, კერძოდ ეკავა დაცვის უფროსის პოზიცია და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 898 ლარს.

2.2 ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შემფარდებელი კომისიის 2017 წლის 29 ივნისს N1 სხდომის ოქმის საფუძველზე ა-–---------- ბ------ძეს სხვა პირებთან ერთად შეეფარდა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილება, რაც დამტკიცებული იქნა ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 29 ივნისის N-------- ბრძანებით.

 

2.3 მოსარჩელე მხარის განმარტებით ააიპ ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახურის დირექტორის 2017 წლის 29 ივნისის N-------- ბრძანება არის უკანონო, რადგან , მიღებულ ბრძანებას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ 2017 წლის 29 ივნისს სამსახურში თათბირის მიმდინარეობისას განსახილველი საკითხის მიმართ მოსარჩელემ პროტესტი გამოხატვა, მოსარჩელისათვის აღნიშნული ფაქტის გამო გაფრთხილების მიცემა ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას.

 

2.4. ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შემფარდებელი კომისიის 2017 წლის 30 ივნისს N2 სხდომის ოქმის საფუძველზე ა-–---------- ბ------ძეს შეეფარდა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილება, რაც დამტკიცებული იქნა ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 30 ივნისის N7------- ბრძანებით.

 

2.5. მოსარჩელე მხარის განმარტებით ააიპ ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახურის დირექტორის 2017 წლის 30 ივნისის N7------- ბრძანება არის უკანონო, რადგან ბრძანებას საფუძვლად დაედო გარემოება, თითქოს ა-–---------- ბ------ძემ დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შეუცვალა მორიგეობის გრაფიკი ისე, რომ არ შეათანხმა ხელმძღვანელობასთან, ა-–---------- ბ------ძე სამსახურში გამოცხადდა ფორმის გარეშე, სამსახური მიატოვა თვითნებურად და არ გამოცხადდა სამუშაო საათების დასრულებამდე. მოსარჩელის განმარტებით მსგავს ფაქტებს ადგილი არ ქონია და ზემოთაღნიშნული ბრძანებების მიღებით დასტურდება მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელის დამოკიდებულება მოსარჩელის მიმართ, მოსარჩელე როგორმე გაეშვა სამსახურიდან.

 

2.6. ააიპ ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახურის დირექტორის 2017 წლის 04 ივლისის N8------- ბრძანებით დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის დაცვის უფროსს ა-–---------- ბ------ძეს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული ბრძანება მიღებულია კანონის დარღვევით, არ არის მითითებული სამართლებრივი ნორმა, თუ რომელი სამართლებრივი საფუძვლით მოხდა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლება.

 

3.მოპასუხის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით

 

3.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს

 

3.2. 2017 წლის 19 ივნისს ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის მერის N--- ბრძანებით ცვლილება შევიდა ააიპ ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახურის საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის მერის 2013 წლის 31 დეკემბრის N770 ბრძანებაში, აღნიშნული ცვლილებით დაცვის განყოფილებამ შეიცვალა სახელი და ჩამოყალიბდა როგორც დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახური, შესაბამისად გაჩნდა შტატი - დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის. 2017 წლის 20 ივნისის ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის თანამდებობრივ ფუნქციებში და განისაზღვრა დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის უფლება- მოვალეობები, ცვლილება შეეხო მცველების უფლება-მოვალეობებსაც. 2017 წლის 22 ივნისს სამსახურის დირექტორის N-------- ბრძანებით დამტკიცდა დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის დებულება, რომლითაც განისაზღვრა აღნიშნული სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები.

 

3.3 2017 წლის 29 ივნისს დირექტორის მიერ ჩატარდა თათბირი, სადაც დაცვის უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგენა მოხდა მცველებისათვის და დეტალურად იქნა მათთვის გაცნობილი დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის ფუნქცია-მოვალეობები, მცველების ფუნქცია მოვალეობები და დაცვის დებულება. თათბირის მსვლელობის დროს დაცვის უფროსმა ა-–---------- ბ------ძემ განაცხადა, რომ არ აღიარებდა დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსს, არ აპირებდა მისთვის ანგარიშის ჩაბარებას და არ ცნობდა მას ხელმძღვანელად, რის შემდგომაც დატოვა სხდომის დარბაზი, მასთან ერთად სხდომის დარბაზი დატოვა სხვა თანამშრომლებმაც. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელის მხრიდან ადგილი ქონდა არა პროტესტის გამოხატვას, არამედ თათბირის ჩაშლის მცდელობას. რის გამოც ა-–---------- ბ------ძეს, ისევე როგორც სხვა თანამშრომლებს 2017 წლის 29 ივნისის ბრძანებით შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილება.

 

3.4 2017 წლის 30 ივნისის ა-–---------- ბ------ძე სამსახურში გამოცხადდა ფორმის გარეშე, მცველებს გადაუცვალა სამუშაო ცვლა, ისე რომ არ შეატყობინა უშუალო ხელმძღვანელს, რაც ევალებოდა თანამდებობრივი ფუნქციების შესახებ დამტკიცებული ბრძანებით, მიატოვა სამსახურის ტერიტორია და დღის ბოლომდე არ გამოცხადებულა. დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დისციპლინური პასუხისმგებლობის შემფარდებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მოხსენებით ბარათში აღნიშნული პირებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გაფრთხილების შეფარდების თაობაზე. მოპასუხის განმარტებით სიმართლესთან შეუსაბამოა მოსარჩელე მხარის განმარტება, თითქოს არასამუშაო დროს მოხდა კომისიის წევრების შეკრება, გადაწყვეტილების მიღება და ბრძანების მომზადება, რადგან ადმინისტრაციის თანამშრომლები სამსახურს ტოვებენ 18:00 საათზე, რაც დასტურდება თანამშრომელთა გამოცხადებისა და რეგისტრაციის ჟურნალში შესაბამისი ხელმოწერებით.

 

3.5. 2017 წლის 04 ივლისს დაცვის უფროსმა ა-–---------- ბ------ძემ ხელმძრვანელთან შეთანხმების გარეშე განახორციელა მორიგეობის ცვლა დაცვის თანამშრომლებს შორის და აღნიშნული ცვლილებების შესახებ არ მოახსენა უშუალო ხელმძღვანელს, 2017 წლის 30 ივნისს ანალოგიური ქმედების განხორციელების გამო მოსარჩელეს შეფარდებული ქონდა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილება, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად აგრძელებდა ხელმძღვანელობაზე დაუმორჩილებლობას, აღნიშნული გადაცდომის და წინა ორი დისციპლინარული სახდელის გათვალისწინებით მოხდა ა-–---------- ბ------ძის სამსახურიდან გათავისუფლება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 01 მაისის N67/01-05 ბრძანებით ა-–---------- ბ------ძე დაინიშნა ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დაცვის უფროსად

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის . 2012 წლის 01 მაისის N67/01-05 ბრძანება; მხარეთა განმარტებები.

 

3.1.2. ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 29 ივნისის N-------- ბრძანებით დამტკიცდა ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შემფარდებელი კომისიის 2017 წლის 29 ივნისს სხდომის ოქმი N1 და მოსარჩელე ა-–---------- ბ------ძეს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 29 ივნისის N-------- ბრძანება, მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. ა(ა)იპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 30 ივნისის N7------- ბრძნებით დამტკიცდა ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შემფარდებელი კომისიის 2017 წლის 30 ივნისს სხდომის ოქმი N2 და მოსარჩელე ა-–---------- ბ------ძეს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ა(ა)იპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 30 ივნისის N7------- ბრძანება; მხარეთა განმარტებები.

 

3.1.4. ა(ა)იპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 04 ივლისის N8------- ბრძნებით დამტკიცდა ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შემფარდებელი კომისიის 2017 წლის 04 ივლისის სხდომის ოქმი N3 და მოსარჩელე ა-–---------- ბ------ძეს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 04 ივლისის N8------- ბრძანება; მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ა-–---------- ბ------ძის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თვეში 998 ლარს

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი ა-–---------- ბ------ძის საბანკო ანგარიშიდან ; მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. 2017 წლის 19 ივნისის ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის მერის N--- ბრძანების თანახმად ა(ა)იპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახურ“-ში მოხვდა სტრუქტურული ცვლილება, კერძოდ ა(ა)იპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დაცვის სამსახურს შეეცვალა სახელწოდება და ჩამოყალიბდა დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურად, ცვლილება შევიდა საშტატო ნუსხაში და დაემატა დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის უფროსის შტატი. ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 20 ივნისის N-------- ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის თანამდებობრივ ფუნქციებში და განისაზღვრა დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფლება-მოვალეობები, ასევე ცვლილება შეეხო მცველების უფლება-მოვალეობებსაც. 2017 წლის 22 ივნისის N-------- ბრძანებით დამტკიცდა დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის დებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 20 ივნისის N-------- ბრძანება; 2017 წლის 22 ივნისის N-------- ბრძანება; ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის დებულება. მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. ა-–---------- ბ------ძე უარს აცხადებდა ცვლაში ყოფნის დროს ხელმძღვანელი პირისათვის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის შესახებ ჩაებარებინა ანგარიში. 2017 წლის 29 ივნისს ა(ა)იპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორი ატარებდა თათბირს, თათბირის მსვლელობის დროს დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების გაცნობას არ დაეთანხმა ა-–---------- ბ------ძე და დატოვა სხდომა თვითნებურად. ყოველივე აღნიშნულის გამო ა(ა)იპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შემფარდებელი კომისიის 2017 წლის 29 ივნისს N1 სხდომაზე კომისიამ დაადგინა ა-–---------- ბ------ძის ქმედებაში შინაგგანაწესის 28-ე მუხლის „ა“, „ბ“, „თ“ და „ე“ ქვეპუნქტების დარღვევა და მიიღო გადაწყვეტილება შინაგანაწესის 31-ე მუხლის საფუძველზე ა-–---------- ბ------ძისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გაფრთხილების შეფარდების თაობაზე, რაც დამტკიცდა ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 29 ივნისის N-------- ბრძანებით

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 ივნისის მოხსენებითი ბარათი; ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შემფარდებელი კომისიის 2017 წლის 29 ივნისს სხდომის ოქმი N1; ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 29 ივნისის N-------- ბრძანება; მხარეთა განმარტებები.

 

3.2.4. 2017 წლის 30 ივნისს მცველი ა-–---------- ა----ძე ცვლაში გამოცხადდა ფორმის გარეშე, დაცვის უფროსმა ა-–---------- ბ------ძემ განახორციელა მორიგეობის ცვლა დაცვის თანამშრომლებს შორის, აღნიშნული ცვლილების შესახებ არ უცნობებია უშუალო ხელმძღვანელის დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსისათვის. იმავე დღეს ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე, ა-–---------- ბ------ძემ მიატოვა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება და სამუშაოზე არ გამოცხადდა სამუშაო საათების დასრულებამდე, აღნიშნულის გამო ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შემფარდებელი კომისიის 2017 წლის 30 ივნისს N2 სხდომაზე კომისიამ დაადგინა ა-–---------- ბ------ძის ქმედებაში შინაგგანაწესის 28-ე მუხლის „ა“, „ბ“, „თ“ და „ე“ ქვეპუნქტების დარღვევა და მიიღო გადაწყვეტილება შინაგანაწესის 31-ე მუხლის საფუძველზე ა-–---------- ბ------ძისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გაფრთხილების შეფარდების თაობაზე, რაც დამტკიცდა ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 30 ივნისის N7------- ბრძანებით

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 ივნისის მოხსენებითი ბარათი; ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შემფარდებელი კომისიის 2017 წლის 30 ივნისის N2 სხდომის ოქმი; ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 30 ივნისის N7------- ბრძანება; მოპასუხე მხარის განმარტება.

 

3.2.5. 2017 წლის 04 ივლისს დაცვის უფროსმა ა-–---------- ბ------ძემ ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე განახორციელა მორიგეობის ცვლა დაცვის თანამშრომლებს შორის და აღნიშნული ცვლილების შესახებ არ აცნობა უშუალო ხელმძღვანელს დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსს. ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შემფარდებელი კომისიის 2017 წლის 04 ივლისის N3 სხდომაზე კომისიამ დაადგინა ა-–---------- ბ------ძის ქმედებაში შინაგანაწესის 28-ე მუხლის „ა“, „ბ“, „თ“ და „ე“ ქვეპუნქტების დარღვევა და იმის გათვალისწინებით, რომ ა-–---------- ბ------ძის მიმართ გამოყენებული იყო ორი გაფრთხილება, მიიღო გადაწყვეტილება შინაგანაწესის 31-ე მუხლის საფუძველზე ა-–---------- ბ------ძისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის - დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რაც დამტკიცდა ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 04 ივლისის N8------- ბრძანებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2017 წლის 04 ივლისის მოხსენებითი ბარათი; ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შემფარდებელი კომისიის 2017 წლის 04 ივლისის N3 სხდომის ოქმი; ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 04 ივლისის N8------- ბრძანება; მოპასუხე მხარის განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სამართლებრივი დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოსარჩელის მოთხოვნა ააიპ “ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს 2017 წლის 29 ივნისის N-------- ბრძნების ბათილად ცნობის; ააიპ “ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს 2017 წლის 30 ივნისის N7------- ბრძნების ბათილად ცნობის; ააიპ “ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს 2017 წლის 04 ივლისის N8------- ბრძნების ბათილად ცნობის სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია;

- ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს შრომის კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს რომ შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რათქმაუნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო.

 

შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.2. მუხლი).

 

საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

7.0. საქმის განხილვისას დადგენილი იქნა ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2017 წლის 19 ივნისის ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის მერის N--- ბრძანების თანახმად ა(ა)იპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ში მოხვდა სტრუქტურული ცვლილება, კერძოდ ა(ა)იპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დაცვის სამსახურს შეეცვალა სახელწოდება და ჩამოყალიბდა დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურად, ცვლილება შევიდა საშტატო ნუსხაში და დაემატა დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის უფროსის შტატი. ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 20 ივნისის N-------- ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის თანამდებობრივ ფუნქციებში და განისაზღვრა დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფლება-მოვალეობები, ასევე ცვლილება შეეხო მცველების უფლება-მოვალეობებსაც. ა-–---------- ბ------ძე უარს აცხადებდა ცვლაში ყოფნის დროს ხელმძღვანელი პირისათვის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის შესახებ ჩაებარებინა ანგარიში. 2017 წლის 29 ივნისს ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორი ატარებდა თათბირს, თათბირის მსვლელობის დროს დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების გაცნობას არ დაეთანხმა ა-–---------- ბ------ძე და დატოვა სხდომა თვითნებურად. ყოველივე აღნიშნულის გამო ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შემფარდებელი კომისიის 2017 წლის 29 ივნისს N1 სხდომაზე კომისიამ დაადგინა ა-–---------- ბ------ძის ქმედებაში შინაგგანაწესის 28-ე მუხლის „ა“, „ბ“, „თ“ და „ე“ ქვეპუნქტების დარღვევა და მიიღო გადაწყვეტილება შინაგანაწესის 31-ე მუხლის საფუძველზე ა-–---------- ბ------ძისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გაფრთხილების შეფარდების თაობაზე, რაც დამტკიცდა ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 29 ივნისის N-------- ბრძანებით.

 

7.1. ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს შინაგანაწესის 28-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი მოიცავს სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, არაჯეროვან შესრულებას , მათდამი დაუდევარ დამოკიდებულებას და სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებისათვის თავის არიდებას, ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის, შინაგანაწესის, დირექტორის ადმინისტრაციული აქტების, ხელმძღვანელობის მითითებების შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას, ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი მოიცავს ზნეობრივ ეთიკური ნორმების დარღვევას, ორგანიზაციაში დასაქმებული პირის ორგანიზაციის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირსი საქციელის ჩადენას, განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, ხოლო აღნიშნული მუხლის „ე“ ქვეპუნქტი მოიცავს დასაქმებული პირის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ლახავს ორგანიზაციის იმიჯს და რეპუტაციას.

 

7.2. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მხრიდან ადგილი ქონდა თუ არა ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს შინაგანაწესის დარღვევას, სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე თვლის, რომ ა-–---------- ბ------ძემ დაარღვია შინაგანაწესის 28-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც გამოიხატა იმაში, რომ ა-–---------- ბ------ძე უარს აცხადებდა ცვლაში ყოფნის დროს ხელმძღვანელი პირისათვის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის შესახებ ჩაებარებინა ანგარიში, ასევე შინაგანაწესის დარღვევას ქონდა ადგილი 2017 წლის 29 ივნისს, როცა დირექტორი ატარებდა თათბირის, ა-–---------- ბ------ძე არ დაეთანხმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გაცნობას და თათბირის მსვლელობის დროს თვითნებურად დატოვა სხდომა. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ ა-–---------- ბ------ძემ გამოხატა პროტესტი, პროტესტი გამოხატა თათბირის მიტოვებაში და აღნიშნულის უფლება ქონდა მოსარჩელეს. კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს გამოხატვის თავისუფლება და სამსახურეობრივი მოვალეობები. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - დავა არის შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებში. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად - დავა წარმოიშობა მხარის მიერ მეორე მხარისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით უთანხმოების შესახებ. ამდენად თუკი ა-–---------- ბ------ძისათვის მიუღებელი იყო ორგანიზაციაში განხორციელებული ცვლილებები და აღნიშნული ცვლილებები გავლენას ახდენდა მის უფლებრივ მდგომარეობაზე, ის უნდა დარჩენილიყო თათბირზე და შემდგომ უნდა გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება ადმინისტრაციისათვის უთანხმოების შესახებ. მნიშვნელოვანია ასევე აღნიშნული კოდექსის 49-ე მუხლის დანაწესი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად - გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე, ამავე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად ინდივიდუალური დავის დროს დასაქმებულმა გაფიცვის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე წერილობით უნდა შეატყობინოს გაფიცვის დრო, ადგილი და ხასიათი.

 

7.3. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა უფლების ბოროტად გამოყენება და ა-–---------- ბ------ძის მიმართ 2017 წლის 29 ივნის შინაგანაწესის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოყენებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილება იყო მართლზომიერი, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ააიპ “ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს 2017 წლის 29 ივნისის N-------- ბრძნების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8.0. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით 2017 წლის 30 ივნისს მცველი ა-–---------- ა----ძე ცვლაში გამოცხადდა ფორმის გარეშე, დაცვის უფროსმა ა-–---------- ბ------ძემ განახორციელა მორიგეობის ცვლა დაცვის თანამშრომლებს შორის, აღნიშნული ცვლილების შესახებ არ უცნობებია უშუალო ხელმძღვანელის დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსისათვის. იმავე დღეს ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე, ა-–---------- ბ------ძემ მიატოვა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება და სამუშაოზე არ გამოცხადდა სამუშაო საათების დასრულებამდე, აღნიშნულის გამო ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შემფარდებელი კომისიის 2017 წლის 30 ივნისს N2 სხდომაზე კომისიამ დაადგინა ა-–---------- ბ------ძის ქმედებაში შინაგგანაწესის 28-ე მუხლის „ა“, „ბ“, „თ“ და „ე“ ქვეპუნქტების დარღვევა და მიიღო გადაწყვეტილება შინაგანაწესის 31-ე მუხლის საფუძველზე ა-–---------- ბ------ძისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გაფრთხილების შეფარდების თაობაზე, რაც დამტკიცდა ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დირექტორის 2017 წლის 30 ივნისის N7------- ბრძანები

 

8.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ა-–---------- ბ------ძემ დაარღვია ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს შინაგანაწესის 28-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც გამოიხატა შემდეგში 2017 წლის 30 ივნისს დაცვის უფროსმა ა-–---------- ბ------ძემ განახორციელა მორიგეობის ცვლა დაცვის თანამშრომლებს შორის, აღნიშნული ცვლილების შესახებ არ უცნობებია უშუალო ხელმძღვანელის დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსისათვის. იმავე დღეს ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე, ა-–---------- ბ------ძემ მიატოვა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება და სამუშაოზე არ გამოცხადდა სამუშაო საათების დასრულებამდე.

 

8.2. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა უფლების ბოროტად გამოყენება და ა-–---------- ბ------ძის მიმართ 2017 წლის 30 ივნის შინაგანაწესის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოყენებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილება იყო მართლზომიერი, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ააიპ “ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს 2017 წლის 30 ივნისის N7------- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

9. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით 2017 წლის 04 ივლისს დაცვის უფროსმა ა-–---------- ბ------ძემ ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე განახორციელა მორიგეობის ცვლა დაცვის თანამშრომლებს შორის და აღნიშნული ცვლილების შესახებ არ აცნობა უშუალო ხელმძღვანელს დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსს. ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შემფარდებელი კომისიის 2017 წლის 04 ივლისის N3 სხდომაზე კომისიამ დაადგინა ა-–---------- ბ------ძის ქმედებაში შინაგანაწესის 28-ე მუხლის „ა“, „ბ“, „თ“ და „ე“ ქვეპუნქტების დარღვევა და იმის გათვალისწინებით, რომ ა-–---------- ბ------ძის მიმართ გამოყენებული იყო ორი გაფრთხილება, მიიღო გადაწყვეტილება შინაგანაწესის 31-ე მუხლის საფუძველზე ა-–---------- ბ------ძისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის - დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

9.1.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ა-–---------- ბ------ძემ დაარღვია ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს შინაგანაწესის 28-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც გამოიხატა შემდეგში დაცვის უფროსმა ა-–---------- ბ------ძემ ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე განახორციელა მორიგეობის ცვლა დაცვის თანამშრომლებს შორის და აღნიშნული ცვლილების შესახებ არ აცნობა უშუალო ხელმძღვანელს დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსს.

 

9.2. ვინაიდან ა-–---------- ბ------ძის მიმართ ორჯერ უკვე გამოყენებული იყო დისციპლინარული სახდელის ზომა გაფრთხილება ააიპ „ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს შინაგანაწესის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

9.3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს შრომის შინაგანაწესი და ვალდებულია გააცნოს ის დასაქმებულს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ზ’ ქვეპუნქტის თანახმად შინაგანაწესით შეიძლება განისაზღვროს წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი

 

9.4. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

 

9.5. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა უფლების ბოროტად გამოყენება და ა-–---------- ბ------ძის მიმართ 2017 წლის 04 ივლისის ბრძანებით დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის -დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება იყო მართლზომიერი, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ააიპ “ბ-------- გ--–-------ა და ლ----–---------ი დ----------ის სამსახური“-ს 2017 წლის 04 ივლისის N8------- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

10. ვინაიდან სასამართლომ ჩათვალა, რომ ა-–---------- ბ------ძის სამსახურიდან გათავისუფლება იყო კანონიერი, შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილშიც.

 

11. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავაზე მოსარჩელე გათავისუფლებული სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ა-–--------- ბ------ძე ითხოვდა მისთვის დისიპლინური სახდელის შეფარდების შესახებ სამი სხვადასხვა ბრძანების გაუქმებას, შესაბამისად მოსარჩელე ა-–---------- ბ------ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდა.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 369-ე მუხლით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ა-–---------- ბ------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე ა-–---------- ბ------ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბ-------- საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბ-------- საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ირაკლი შავაძე