გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე# 010-10017002159043
№3-758/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 მარტი, 201- წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - მე---ბ კა-----ე
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
წარმომადგენელი - ირ---–ი წა---ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მე---ბ კა-----ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, მე---ბ კა-----ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გააჩნდა ქ. ბათუმში, ფა-----აზ მ---ის ქ. N1---ში, სადაც დაიბადა თვითონაც და გაიზარდა. 2007 წელს მოვიდა ინვესტორი, რომელიც შეუთანხმდა ფა-----აზ მ---ის ქ. №1---ის მცხოვრებლებს მათი სახლის დაშლასა და მის ადგილას ახალი, მრავალბინიანი კორპუსის აშენებაზე. 2008 წელს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიშალა და დაიწყო მომზადება, ახალი სახლის მშენებლობისათვის, თუმცა მშენებლობა გაჭიანურდა.
2013 წლის საპრეზიდენტო მე---ბ კა-----ე არჩევნებში არ აღმოჩნდა საარჩევნო სიაში და განცხადებით მიმართა იუსტიციის სახლს, რის შემდეგ გაიგო, რომ მისი პირადობის მოწმობა იყო გაუქმებული. მას გასაცეს 2013 წლის 20 სექტემბრის 04-04/22485 მოხსენებითი ბარათი, სადაც ეწე---, რომ ქ. ბათუმში, ფა-----აზ მ---ის ქ. №1---ში ის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მე---ბ კა-----ის ოჯახი ცხოვრობდა, იყო დანგრეული, ხოლო მის ადგილას დაგეგმილი ცხრა სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა შეჩერებული იყო. მოპასუხის ასეთი მოქმედება მე---ბ კა-----ემ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიიჩნია და ამის თაობაზე მოახსენა სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, თუმცა ამაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.
2014 წლის 1- ივლისს მე---ბ კა-----ე იძულებული გახდა აეღო პირადობის მოწმობა მისამართის გარეშე (ქ. ბათუმი, ფა-----აზ მ---ის ქ. №1--), რადგან ვერც სიტყვიე---დ და ვერც წერილობით ვერ მიიღო 2013 წლის 8 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტი.
2015 წლის 5 აპრილიდან მოყოლებული ის აგზავნიდა განცხადებებს იუსტიციის სამინისტროში, პრემიერ მინისტრთან და საქართველოს პრეზიდენტთან.
რადგანაც აღმოჩნდა საკანონმდებლო ჩიხში, განცხადებით მიმართა სახალხო დამცველსაც და თხოვა დახმარება, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შედგენაში, რომელიც გადაეცა ანალიტიკურ სამსახურს. საქმის წარმოებაში მიღებიდან 7 თვის შემდეგ მას აცნობეს, რომ განცხადებას სახალხო დამცველი აღარ განიხილავდა.
მე---ბ კა-----ემ ამის შემდეგ მიმართა ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა იმ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაცია, სადაც მისი დაბადებიდან ცხოვრობდა. განცხადებებში ყოველთვის მიუთითებდა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით მისი საცხოვრებელი ადგილია ქ. ბათუმი, ფა-----აზ მ---ის ქ. №1--, ხოლო ფაქტობრივი მისამართი არ გააჩნია.
ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა იხელმძღვანელა საჯარო რეესტრის 2017 წლის 9 აგვისტოს ამონაწერით , რომლის მიხედვით ქ. ბათუმი, ფა-----აზ მ---ის ქ. №1---ში ძველი შენობა დღესაც არსებობს, დაარღვია მისი განცხადების შინაარსი და მიუთითა, რომ თურმე მე---ბ კა-----ემ წარადგინა აღნიშნული ამონაწერი და რეგისტრაციაზე უარი თვითონ განუცხადა. მე---ბ კა-----ის მიერ უარი გასაჩივრებული იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, რადგან სამოქალაქო რეესტრიც და საჯარო რეესტრიც არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. სამინისტროს მიერ მას მიეცა 10 დღე, მოთხოვნის დაზუსტებისათვის. 2017 წლის 26 სექტემბერს მე---ბ კა-----ემ იუსტიციის სამინისტროში გააგზავნა განცხადება, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ყველა გარემოება, განმარტებული იყო, თუ რატომ უნდა ყოფილიყო დაინტერესებულ მხარედ ცნობილი, რომ მას არც გასაჩივრების ვადა ჰქონდა გაშვებული და დასაბუთებულად მოითხოვა, 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების უკანონ---- ცნობა.
ამის შემდეგ იუსტიციის სამინისტროდან მე---ბ კა-----ემ მიიღო უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ უფლება ჰქონდა ერთი თვის ვადაში მიემართა სასამართლოსთვის.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესის თანახმად, სანამ ფა-----აზ მ---ის ქ. №1---ში არ აშენდებოდა ახალი საცხოვრებელი სახლი, მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება, გაეუქმებინა მისი პირადობის მოწმობა, რადგანაც მისი მისამართი არ შეცვლილა.
ამიტომ, თუ მასზე ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული იქნება ისეთი პირადობის მოწმობა, რომელშიც მისამართად არ იქნება მითითებული ქ. ბათუმი, ფა-----აზ მ---ის ქ. №1--, რასაც მას მოპასუხე სთავაზობდა, ასეთი მოწმობის აღებაზე ის თანახმა ვერ გახდება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1.მოპასუხე მხარის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მიერ, 2013 წლის 20 სექტემბერს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს წარედგინა №04-04/22485 წერილი, რომლითაც ცნობილი გახდა, ქ. ბათუმში მდებარე შენობა-ნაგებობების და მათ შორის, ფა-----აზ მ---ის ქ. №1---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაშლის (დემონტაჟის) და საცხოვრებლად გამოუყენებლობის შესახებ.
აღნიშნული გარემოების საფუძველზე, რადგანაც მოსარჩელის საცხოვრებელი ფართი 6 თვეზე მეტი დროის უკან იყო ლიკვიდირებული, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს რეგისტრაციიდან უნდა მოეხსნა ის პირები, ვინც ამ ფართების მიხედვით იყვნენ რეგისტრირებულები.
ამიტომ, სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების საფუძველზე 2013 წლის 8 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, მე---ბ კა-----ის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით, რაც სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
2017 წლის 10 აგვისტოს სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს №6100117R001901 განცხადებით მიმართა მე---ბ კა-----ემ და მოითხოვა რეგისტრაცია მისამართზე: ქ. ბათუმი, ფა-----აზ მ---ის ქ. №1--.
განმცხადებლის მიერ სამსახურში წარდგენილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განცხადების რეგისტრაციის №882017711-878-09/08/2017), სადაც მისამართზე, ფა-----აზ მ---ის ქ. №1---141-143 მესაკუთედ მითითებულია შპს „ბალავარი“ და მე---ბ კა-----ის მიერ არ იყო წარდგენილი შპს „ბალავარის“ მიერ გაცემული თანხმობა. მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად მე---ბ კა-----ეს მიეცა დამატებითი ვადა, თუმცა აღნიშნულ ვადაში განმცხადებელმა ვერ შეძლო, კანონმდებლობით დადგენილი ამ აუცილებელი დოკუმენტის წარდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2017 წლის 24 აგვისტოს მიიღო №68/2081/გ გადაწყვეტილება, მე---ბ კა-----ის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
2. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მე---ბ კა-----ის ოჯახს გააჩნდა საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ფა-----აზ მ---ის ქ. №1---ში, სადაც გაიზარდა თავად მოსარჩელეც. კერძოდ, აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის მამის, ნ----არ კა-----ის (შენობა-ნაგებობის ½ ნაწილი) და საკუთრების უფლება, საკადასტრო კოდი: 0-.0-.1-.0--- და გურამ კა-----ის (შენობა-ნაგებობის ½ ნაწილი) საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის 2017 წლის 25 ოქტომბრის №446861 წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. მოსარჩელის მამას, ნ----არ კა-----ესა და შპს „პ---–--ი- 2008“ შორის 2008 წლის 3 აპრილს დადებული იქნა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ნ----არ კა-----ემ შპს „პ---–--ი- 2008-ს“ საკუთრების უფლებით გადასცა ქ. ბათუმში, ფა-----აზ მ---ის ქ. №1---ში მდებარე 84,37 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, რომელზეც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „პ---–--ი - 2008-ს“ საკუთრების უფლება. ხელშეკრულების თანახმად, მომავალ მესაკუთრეს, ნ----არ კა-----ეს მყიდველისაგან 2011 წლის 1-ელ მაისამდე საკუთრებაში უნდა მიეღო, 240 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი.
რამოდენიმე საკადასტრო ერთეულის გაერთიანების შედეგად წარმოშობილ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი: 0-.0-.1-.0281. და მესაკუთრეები გახდნენ შპს „პ---–--ი - 2008“ და მალხაზ შუბალიძე, რის შემდეგ ეს საკადასტრო ერთეული დაიყო ორ დამოუკიდებელ ერთეულად (საკადასტრო კოდები: 0-.23.1-.004. და 0-.23.1-.00-) და გაერთიანდა სხვა უძრავ ნივთებთან.
საჯარო რეესტრის 201- წლის 31 იანვრის ამონაწერის თანახმად, ქ. ბათუმში, ფა-----აზ მ---ის ქ. №1---141-143-ში მდებარე უძრავი ნივთის, 10-3 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ 2015 წლის 4 მარტიდან რეგისტრირებულია შპს „ბალავარი“.
ის შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილზეც საკუთრების უფლება გააჩნდა მოსარჩელის ოჯახს, დაშლილი იქნა, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ----არ კა-----ესა და შპს „პ---–--ი- 2008“ შორის 2008 წლის 3 აპრილს დადებული ხელშეკრულება;
- საჯარო რეესტრის 2017 წლის 25 ოქტომბრის №446861 წერილი;
- საჯარო რეესტრის 201- წლის 31 იანვრის ამონაწერი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. მოსარჩელე მე---ბ კა-----ეს 1997 წლის 29 იანვარს ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ გაცემული ჰქონდა პირადობის მოწმობა, დ0128106, რომლის მიხედვით მოსარჩელის რეგისტრაციის ადგილად განსაზღვრული იყო ქ. ბათუმში, ფა-----აზ მ---ის ქ. №1--.
ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მიერ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2013 წლის 20 სექტემბერს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს წარედგინა №04-04/22485 წერილი, რომლითაც დადასტურდა, ქ. ბათუმში, რამოდენიმე მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობების და მათ შორის, ფა-----აზ მ---ის ქ. №1---ში მდებარე საცხოვრებელი ფართის დაშლის (დემონტაჟის) და საცხოვრებლად გამოუყენებლობის შესახებ.
აღნიშნული გარემოების საფუძველზე, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2013 წლის 8 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, მე---ბ კა-----ის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 14 სექტემბრის №68/220-87 წერილი;
- ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის 2013 წლის 20 სექტემბრის №04-04/22485 წერილი;
- ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სარეგისტრაციო ბარათი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. 2014 წლის 21 ივლისს მე---ბ კა-----ეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა №13IF27133, რომელშიც მოსარჩელის მისამართი განისაზღვრა მისივე 2014 წლის 1- ივლისის №99527 განცხადების საფუძველზე, რომლითაც აღნიშნავდა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი დაშლილი იყო, მას არ გააჩნდა სხვა მუდმივი საცხოვრისი, ცხოვრობდა ნათესავებთან და ითხოვდა პირადობის მოწმობის დამზადებას, მისამართის მითითების გარეშე, ხოლო ფაქტობრივ მისამართად ქ. ბათუმში, ფა-----აზ მ---ის ქ. №1---ში მდებარე მშენებარე ბინას მიუთითებდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, პირადობის დოკუმენტის მისამართის მითითების გარეშე დამზადების შესახებ, ხოლო მე---ბ კა-----ის მიერ დასახელებული მისამართი მითითებული იქნა საინფორმაციო ბარათში. 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ მე---ბ კა-----ეს პირადობის დოკუმენტის ვადის გაგრძელების მოთხოვნით ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის აღარ მიუმართავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მე---ბ კა-----ის 2014 წლის 1- ივლისის №99527 განცხადება;
- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 14 სექტემბრის №68/220-87 წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. 2017 წლის 10 აგვისტოს სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს №6100117R001901 განცხადებით მიმართა მე---ბ კა-----ემ და მოითხოვა რეგისტრაცია მისამართზე: ქ. ბათუმი, ფა-----აზ მ---ის ქ. №1--.
განმცხადებლის მიერ სამსახურში წარდგენილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განცხადების რეგისტრაციის №882017711-878-09/08/2017), სადაც მისამართზე, ფა-----აზ მ---ის ქ. №1---141-143 მესაკუთედ მითითებულია შპს „ბალავარი“ და მე---ბ კა-----ის მიერ არ იყო წარდგენილი შპს „ბალავარის“ მიერ გაცემული თანხმობა. მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად მე---ბ კა-----ეს მიეცა დამატებითი ვადა, თუმცა აღნიშნულ ვადაში განმცხადებელმა ვერ შეძლო, და აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2017 წლის 24 აგვისტოს მიიღო №68/2081/გ გადაწყვეტილება, მე---ბ კა-----ის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 12 ოქტომბრის №01/277161/გ გადაწყვეტილებით მე---ბ კა-----ის ადმინისტრაციული საჩივარი ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24.08. №68/2081/გ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ. კა-----ის 2017 წლის 10 აგვისტოს №6100117R001901 განცხადება;
-ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24.08. №68/2081/გ გადაწყვეტილება;
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 12.10. გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მე---ბ კა-----ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“;
_ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება;
_ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია.
ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, ხოლო მე-101 მუხლის თანახმად, რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
6.2. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.
კანონის მე-14 მუხლით განისაზღვრება საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის რეკვიზიტები:
1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრთვე აფხაზურ ენაზე.
2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 1- წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 1- წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით.
3. პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) დაბადების თარიღი;
დ) დაბადების ადგილი;
ე) პირადი ნომერი;
ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გერბიანი ბეჭედი;
ზ) პირადი ხელმოწე---;
თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;
ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწე---;
კ) რელიეფური ბეჭედი;
ლ) მოწმობის გაცემის თარიღი;
მ) მოწმობის მოქმედების ვადა.
ნ) მისამართი.
ო) რეგისტრაციის თარიღი.
6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე მე---ბ კა-----ეს 1997 წლის 29 იანვარს ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ გაცემული ჰქონდა პირადობის მოწმობა, დ0128106, რომლის მიხედვით მოსარჩელის რეგისტრაციის ადგილად განსაზღვრული იყო ქ. ბათუმში, ფა-----აზ მ---ის ქ. №1--. მოსარჩელე მე---ბ კა-----ის ოჯახს საცხოვრებელი ფართი გააჩნდა ქ. ბათუმში, ფა-----აზ მ---ის ქ. №1---ში, სადაც გაიზარდა თავად მოსარჩელეც. კერძოდ, აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის მამის, ნ----არ კა-----ის (შენობა-ნაგებობის ½ ნაწილი) და საკუთრების უფლება, საკადასტრო კოდი: 0-.0-.1-.027 და გურამ კა-----ის (შენობა-ნაგებობის ½ ნაწილი) საკუთრების უფლება.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება.
ამ წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
წესის მე-19 მუხლით განისაზღვრება პირის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლები:
1. პირი რეგისტრაციიდან მოხსნას ექვემდებარება:
ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;
ბ) გარდაცვალებისას;
გ) თუ დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების/ბინების ნუმე---ციის განსაზღვრის) და მისამართების დაზუსტების (კონკრეტულ სახლში რეგისტრაცია) განხორციელებისას, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის, თვითმმართველი ქალაქის მერის ან გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პირი ვერ იქნება იდენტიფიცირებული კონკრეტულ მისამართზე;
დ) თუ ამ წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული პირი აღარ ირიცხება შესაბამის დაწესებულებულებაში;
ე) პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში;
ვ) საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შემთხვევაში;
ზ) დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში;
თ) გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შემთხვევაში;
ი) მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში.
მე-20 მუხლით კი განისაზღვრება რეგისტრაციიდან მოხსნის წესი, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო:
1. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება:
ა) ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციისთანავე;
ბ) პირისათვის საქართველოდან ემიგრაციის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების) ნებართვის გაცემისთანავე;
გ) ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. განცხადებას უნდა ერთოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
დ) თუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საცხოვრისის მესაკუთრის წერილობითი განცხადებით მოთხოვნილი იქნება მის საკუთრებაში არსებული საცხოვრისის მისამართზე რეგისტრირებული პირის რეგისტრაციიდან მოხსნა. რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოგზავნილი მესაკუთრის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში პირმა, რომლის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, წერილობითი ფორმით განაცხადა შესაბამის მისამართზე მისი ცხოვრების თაობაზე და აღნიშნული წერილობით ფორმით დასტურდება ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას რეგიტრაციიდან მოხსნაზე უარის თქმის შესახებ.
ე) შესაბამისი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის, დაზიანების ან მსგავსი გარემოების (რის გამოც შეუძლებელია შენობა-ნაგებობის საცხოვრებლად გამოყენება) შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს შეტყობინების საფუძველზე, აღნიშნული გარემოების დადგომიდან ექვსი თვის გასვლისთანავე, ხოლო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეტყობინება გამოგზავნილ იქნა გარემოების დადგომიდან 6 თვის გასვლის შემდეგ – შეტყობინების მიღებისთანავე.
6.5. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელის მამას, ნ----არ კა-----ესა და შპს „პ---–--ი - 2008“ შორის 2008 წლის 3 აპრილს დადებული იქნა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ნ----არ კა-----ემ შპს „პ---–--ი- 2008-ს“ საკუთრების უფლებით გადასცა ქ. ბათუმში, ფა-----აზ მ---ის ქ. №1---ში მდებარე 84,37 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, რომელზეც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „პ---–--ი - 2008-ს“ საკუთრების უფლება. ხელშეკრულების თანახმად, მომავალ მესაკუთრეს, ნ----არ კა-----ეს მყიდველისაგან 2011 წლის 1-ელ მაისამდე საკუთრებაში უნდა მიეღო, 240 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი.
საჯარო რეესტრის 201- წლის 31 იანვრის ამონაწერის თანახმად, ქ. ბათუმში, ფა-----აზ მ---ის ქ. №1---141-143-ში მდებარე უძრავი ნივთის, 10-3 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ 2015 წლის 4 მარტიდან რეგისტრირებულია შპს „ბალავარი“.
ის შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილზეც საკუთრების უფლება გააჩნდა მოსარჩელის ოჯახს, დაშლილი იქნა, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა.
უდავო და დადასტურებულია, რომ ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მიერ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2013 წლის 20 სექტემბერს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს წარედგინა №04-04/22485 წერილი, რომლითაც დადასტურდა, ქ. ბათუმში რამოდენიმე მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობების და მათ შორის, ფა-----აზ მ---ის ქ. №1---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაშლის (დემონტაჟის) და საცხოვრებლად გამოუყენებლობის შესახებ.
აღნიშნული გარემოების საფუძველზე, რადგანაც მოსარჩელის საცხოვრებელი ფართი იყო დემონტირებული (დაშლილი), ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2013 წლის 8 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, მე---ბ კა-----ის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე მე---ბ კა-----ე და მას უკანონ---- მიიჩნევს.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მე---ბ კა-----ის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება კანონს.
უტყუარი და დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2008 წლიდან დემონტაჟი ჩაუტარდა ქ. ბათუმში, ფა-----აზ მ---ის ქ. №1---ში მდებარე მე---ბ კა-----ის იმ საცხოვრებელ ფართს, რომლის შესაბამისადაც ჰქონდა მას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია გავლილი და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ვალდებული იყო, როდესაც ამის თაობაზე ცნობილი გახდა ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის 2013 წლის 20 სექტემბრის წერილით, ეხელმძღვანელა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 1-ლი ქვეპუნქტის ე) ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით და მე---ბ კა-----ე მოეხსნა რეგისტრაციიდან, რაც ადმინისტრაციული ორგანოს კანონშესაბამის გადაწყვეტილებას წარმოადგენს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონ---- ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ის კანონის შესაბამისობით არის მიღებული, მისი გამოცემის დროს არ არის დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების წესები და ამ აქტებით მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.
6.7. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მე---ბ კა-----ე მითითებული საფუძვლით ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრაციიდან მის მოხსნასთან აკავშირებს, თავის სამოქალაქო-სამართლებრივ (სამემკვიდრეო) უფლებებს და სადავო გადაწყვეტილებას ამ უფლებების რეალიზაციის მხრივ ხელისშემშლელ გარემოებად მიიჩნევს.
სასამართლო ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოსარჩელეს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ეს გადაწყვეტილება ხელს ვერ შეუშლის თავისი სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების რეალიზაციაში, რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია იმ შემთხვევის სამართლებრივი რეგულაცია, რაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ, პირის რეგისტრაციას და პირადობის მოწმობის მიღების საკითხებს უკავშირდება.
წესის მე-8 მუხლით განისაზღვრება რეგისტრაციის წესი, მისამართის მითითების გარეშე:
1. პირი, რომელიც არ ცხოვრობს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნულ შენობაში, ან ცხოვრობს შენობაში, რომლის მისამართის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რეგისტრირდება მისამართის მითითების გარეშე იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება. განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კეთდება აღნიშვნა პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე.
2. თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისათვის არასრულწლოვან პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისამართის მითითების გარეშე. ამ შემთხვევაში განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მიეთითება პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.
3. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნილად, რაც წარმოადგენს მისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების საფუძველს. რეგისტრაციდან მოხსნის შემდეგ პირი ვალდებულია ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნით მიმართოს მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ვადის გასვლამდე.
2014 წლის 21 ივლისს მე---ბ კა-----ეზე მისი მოთხოვნით გაიცა კიდეც პირადობის ელექტრონული მოწმობა №13IF27133, რომელშიც მოსარჩელის მისამართი განისაზღვრა მისივე 2014 წლის 1- ივლისის №99527 განცხადების საფუძველზე, რომლითაც აღნიშნავდა, რომ საცხოვრებელი სახლი დაშლილი იყო, მას არ გააჩნდა სხვა მუდმივი საცხოვრისი, ცხოვრობდა ნათესავებთან და ითხოვდა პირადობის მოწმობის დამზადებას, მისამართის მითითების გარეშე, ხოლო ფაქტობრივ მისამართად ქ. ბათუმში, ფა-----აზ მ---ის ქ. №1---ში მდებარე მშენებარე ბინას მიუთითებდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, პირადობის დოკუმენტის მისამართის მითითების გარეშე დამზადების შესახებ, ხოლო მე---ბ კა-----ის მიერ დასახელებული მისამართი მითითებული იქნა საინფორმაციო ბარათში.
6 თვის ვადის გასვლის შემდეგ მე---ბ კა-----ეს პირადობის დოკუმენტის ვადის გაგრძელების მოთხოვნით ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის აღარ მიუმართავს, რისი უფლებაც მას დღემდე გააჩნია.
6.8. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მე---ბ კა-----ის სარჩელი დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რის გამოც ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მე---ბ კა-----ის სარჩელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე