1. რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები.
2. საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-1099(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2022
…მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს. ამავე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, პირის რეგისტრაციის, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და გაცემული დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია აისახება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები.
ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ დროისათვის პირის რეგისტრაციასა და რეგისტრაციიდან მოხსნას შინაგან საქმეთა ორგანოები ახორციელებდნენ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 და მე-7 მუხლებზე,,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე მითითებით აღნიშნა, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი განპირობებულია…
პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-3 და მე-7 მუხლებზე,,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე მითითებით, აღნიშნა, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი განპირობებულია…
საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-3 და მე-7 მუხლებზე,,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონზე მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, მუხლი 7. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31504/muxli-7/