განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.05.2018
საქმის ნომერი
010310017002159043
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310017002159043

საქმე N3/ბ-165-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი): მურთაზ მეშველიანი

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ხათუნა ხომერიკი

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

აპელანტი _ მ-------------ე

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

მ-------------ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მ-------------ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გააჩნდა ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. N---. 2007 წელს ინვესტორი შეუთანხმდა ფ--------- მ----- ქ. №1----- მცხოვრებლებს მათი სახლის დაშლასა და მის ადგილას ახალი, მრავალბინიანი კორპუსის აშენებაზე. 2008 წელს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიშალა და დაიწყო მომზადება ახალი სახლის მშენებლობისათვის, თუმცა მშენებლობა გაჭიანურდა. მოსარჩელე 2013

 

წელს არ აღმოჩნდა საარჩევნო სიაში და განცხადებით მიმართა იუსტიციის სახლს, რის შემდეგ გაიგო, რომ მისი პირადობის მოწმობა იყო გაუქმებული. მას გადასცეს 2013 წლის 20 სექტემბრის 0---------- მოხსენებითი ბარათი, სადაც ეწერა, რომ ქ. ბ------–-------------- მ----- ქ.№1---–- საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მ-------------ის ოჯახი ცხოვრობდა, იყო დანგრეული, ხოლო მის ადგილას დაგეგმილი ცხრა სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა შეჩერებული იყო.

 

მოსარჩელის მითითებით, 2----–-–----- ივლისს იძულებული გახდა აეღო პირადობის მოწმობა მისამართის გარეშე (ქ. ბ-------------------- მ----- ქ. №1--), რადგან ვერც სიტყვიერად და ვერც წერილობით ვერ მიიღო 2013 წლის 8 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტი.

 

მოსარჩელემ მიმართა არაერთ უწყებას, რის შემდეგაც მიმართა ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა იმ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაცია, სადაც დაბადებიდან ცხოვრობდა. განცხადებებში ყოველთვის მიუთითებდა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით მისი საცხოვრებელი ადგილია ქ. ბ-------------------- მ----- ქ. №1--, ხოლო ფაქტობრივი მისამართი არ გააჩნია. ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა იხელმძღვანელა საჯარო რეესტრის 2017 წლის 9 აგვისტოს ამონაწერით, რომლის მიხედვით ქ. ბ-------------------- მ----- ქ. №1---–- ძველი შენობა დღესაც არსებობს, დაარღვია მისი განცხადების შინაარსი და მიუთითა, რომ თურმე მ-------------ემ წარადგინა აღნიშნული ამონაწერი და რეგისტრაციაზე უარი თვითონ განაცხადა. 2017 წლის 26 სექტემბერს მ-------------ემ იუსტიციის სამინისტროში გააგზავნა განცხადება, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ყველა გარემოება, განმარტებული იყო, თუ რატომ უნდა ყოფილიყო დაინტერესებულ მხარედ ცნობილი, რომ მას არც გასაჩივრების ვადა ჰქონდა გაშვებული და დასაბუთებულად მოითხოვა 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა. იუსტიციის სამინისტროდან მ-------------ემ მიიღო უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ უფლება ჰქონდა ერთი თვის ვადაში მიემართა სასამართლოსთვის.

 

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესის თანახმად, სანამ ფ--------- მ----- ქ. №1---–- არ აშენდებოდა ახალი საცხოვრებელი სახლი, მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება გაეუქმებინა მისი პირადობის მოწმობა, რადგანაც მისი მისამართი არ შეცვლილა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით მ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

მ-------------ის ოჯახს გააჩნდა საცხოვრებელი ბინა ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1---–-, სადაც გაიზარდა თავად მოსარჩელეც. კერძოდ, აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის მამის, ნ------- კ------ის (შენობა-ნაგებობის ½ ნაწილი) და საკუთრების უფლება, საკადასტრო კოდი: 0-----------. და გ------ კ------ის (შენობა-ნაგებობის ½ ნაწილი) საკუთრების უფლება.

მოსარჩელის მამას, ნ------- კ------ესა და შპს „პ---–---- 2008“ შორის 2----–-–-----------–- დადებული იქნა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ნ------- კ------ემ შპს „პ---–---- 2008-ს“ საკუთრების უფლებით გადასცა ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1---–- მდებარე 84,37 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, რომელზეც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „პ---–--- - 2008-ს“ საკუთრების უფლება. ხელშეკრულების თანახმად, მომავალ მესაკუთრეს, ნ------- კ------ეს მყიდველისაგან 2011 წლის პირველ მაისამდე საკუთრებაში უნდა მიეღო, 240 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. რამოდენიმე საკადასტრო ერთეულის გაერთიანების შედეგად წარმოშობილ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი: 0-----------1 . და მესაკუთრეები გახდნენ შპს „პ---–--- - 2008“ და მ--–---- შ-----–--ე, რის შემდეგ ეს საკადასტრო ერთეული დაიყო ორ დამოუკიდებელ ერთეულად (საკადასტრო კოდები: 0-----------. და 0-----------) და გაერთიანდა სხვა უძრავ ნივთებთან. საჯარო რეესტრის 2018 წლის 31 იანვრის ამონაწერის თანახმად, ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1-----------ში მდებარე უძრავი ნივთის, 1033 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ 2015 წლის 4 მარტიდან რეგისტრირებულია შპს „ბ--–-----ი“. ის შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილზეც საკუთრების უფლება გააჩნდა მოსარჩელის ოჯახს, დაშლილი იქნა, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, თუმცა მშენებლობა არ დასრულებულა.

 

მოსარჩელე მ-------------ეს 1997 წლის 29 იანვარს ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ გაცემული ჰქონდა პირადობის მოწმობა, დ01-----, რომლის მიხედვით მოსარჩელის რეგისტრაციის ადგილად განსაზღვრული იყო ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1--. ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მიერ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2013 წლის 20 სექტემბერს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს წარედგინა №0---------- წერილი, რომლითაც დადასტურდა, ქ. ბ------–-, რამოდენიმე მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობების და მათ შორის, ფ--------- მ----- ქ. №1---–- მდებარე საცხოვრებელი ფართის დაშლის (დემონტაჟის) და საცხოვრებლად გამოუყენებლობის შესახებ. აღნიშნული გარემოების საფუძველზე, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2013 წლის 8 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, მ-------------ის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით.

 

2----–-–---------–--ს მ-------------ეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა №1--------, რომელშიც მოსარჩელის მისამართი განისაზღვრა მისივე 2----–-–----- ივლისის №9---- განცხადების საფუძველზე, რომლითაც აღნიშნავდა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი დაშლილი იყო, მას არ გააჩნდა სხვა მუდმივი საცხოვრისი, ცხოვრობდა ნათესავებთან და ითხოვდა პირადობის მოწმობის დამზადებას, მისამართის მითითების გარეშე, ხოლო ფაქტობრივ მისამართად ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1---–- მდებარე მშენებარე ბინას მიუთითებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, პირადობის დოკუმენტის მისამართის მითითების გარეშე დამზადების შესახებ, ხოლო მ-------------ის მიერ დასახელებული მისამართი მითითებული იქნა საინფორმაციო ბარათში. 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ მ-------------ეს პირადობის დოკუმენტის ვადის გაგრძელების მოთხოვნით ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის აღარ მიუმართავს.

 

2----–-–---------------- სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს №6------------- განცხადებით მიმართა მ-------------ემ და მოითხოვა რეგისტრაცია მისამართზე: ქ. ბ-------------------- მ----- ქ. №1--. განმცხადებლის მიერ სამსახურში წარდგენილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განცხადების რეგისტრაციის №8-----------------------), სადაც მისამართზე, ფ--------- მ----- ქ. №1---------- მესაკუთედ მითითებულია შპს „ბ--–-----ი“ და მ-------------ის მიერ არ იყო წარდგენილი შპს „ბ--–-----ის“ მიერ გაცემული თანხმობა. მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად მ-------------ეს მიეცა დამატებითი ვადა, თუმცა აღნიშნულ ვადაში განმცხადებელმა ვერ შეძლო, და აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2----–-–----------------------------------- გადაწყვეტილება მ-------------ის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2----–-–-------------------------------- გადაწყვეტილებით მ-------------ის ადმინისტრაციული საჩივარი ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2----–-–-------------------- გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. კანონის მე-14 მუხლით განისაზღვრება საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის რეკვიზიტები: 1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრთვე აფხაზურ ენაზე. 2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით. 3. პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) დაბადების თარიღი; დ) დაბადების ადგილი; ე) პირადი ნომერი; ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გერბიანი ბეჭედი; ზ) პირადი ხელმოწერა; თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; კ) რელიეფური ბეჭედი; ლ) მოწმობის გაცემის თარიღი; მ) მოწმობის მოქმედების ვადა. ნ) მისამართი. ო) რეგისტრაციის თარიღი.

 

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ-------------ეს 1997 წლის 29 იანვარს ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ გაცემული ჰქონდა პირადობის მოწმობა, დ01-----, რომლის მიხედვით მოსარჩელის რეგისტრაციის ადგილად განსაზღვრული იყო ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1--. მოსარჩელე მ-------------ის ოჯახს საცხოვრებელი ფართი გააჩნდა ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1---–-, სადაც გაიზარდა თავად მოსარჩელეც. კერძოდ, აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის მამის, ნ------- კ------ის (შენობა-ნაგებობის ½ ნაწილი) და საკუთრების უფლება, საკადასტრო კოდი: 0----------- და გ------ კ------ის (შენობა- ნაგებობის ½ ნაწილი) საკუთრების უფლება.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. წესის მე-19 მუხლით განისაზღვრება პირის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლები: 1. პირი რეგისტრაციიდან მოხსნას ექვემდებარება: ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას; ბ) გარდაცვალებისას; გ) თუ დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების/ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) და მისამართების დაზუსტების (კონკრეტულ სახლში რეგისტრაცია) განხორციელებისას, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის, თვითმმართველი ქალაქის მერის ან გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პირი ვერ იქნება იდენტიფიცირებული კონკრეტულ მისამართზე; დ) თუ ამ წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული პირი აღარ ირიცხება შესაბამის დაწესებულებულებაში; ე) პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში; ვ) საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შემთხვევაში; ზ) დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში; თ) გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შემთხვევაში; ი) მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში. მე-20 მუხლით კი განისაზღვრება რეგისტრაციიდან მოხსნის წესი, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო: 1. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება: ა) ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციისთანავე; ბ) პირისათვის საქართველოდან ემიგრაციის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების) ნებართვის გაცემისთანავე; გ) ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. განცხადებას უნდა ერთოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი ახსნა- განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში; დ) თუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საცხოვრისის მესაკუთრის წერილობითი განცხადებით მოთხოვნილი იქნება მის საკუთრებაში არსებული საცხოვრისის მისამართზე რეგისტრირებული პირის რეგისტრაციიდან მოხსნა. რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოგზავნილი მესაკუთრის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში პირმა, რომლის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, წერილობითი ფორმით განაცხადა შესაბამის მისამართზე მისი ცხოვრების თაობაზე და აღნიშნული წერილობით ფორმით დასტურდება ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას რეგიტრაციიდან მოხსნაზე უარის თქმის შესახებ. ე) შესაბამისი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის, დაზიანების ან მსგავსი გარემოების (რის გამოც შეუძლებელია შენობა-ნაგებობის საცხოვრებლად გამოყენება) შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს შეტყობინების საფუძველზე, აღნიშნული გარემოების დადგომიდან ექვსი თვის გასვლისთანავე, ხოლო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეტყობინება გამოგზავნილ იქნა გარემოების დადგომიდან 6 თვის გასვლის შემდეგ – შეტყობინების მიღებისთანავე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელის მამას, ნ------- კ------ესა და შპს „პ---–--- - 2008“ შორის 2----–-–-----------–- დადებული იქნა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ნ------- კ------ემ შპს „პ---–---- 2008-ს“ საკუთრების უფლებით გადასცა ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1---–- მდებარე 84,37 კვ.მ. შენობა- ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, რომელზეც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „პ---–--- - 2008-ს“ საკუთრების უფლება. ხელშეკრულების თანახმად, მომავალ მესაკუთრეს, ნ------- კ------ეს მყიდველისაგან 2011 წლის პირველ მაისამდე საკუთრებაში უნდა მიეღო, 240 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. საჯარო რეესტრის 2018 წლის 31 იანვრის ამონაწერის თანახმად, ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1-----------ში მდებარე უძრავი ნივთის, 1033 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ 2015 წლის 4 მარტიდან რეგისტრირებულია შპს „ბ--–-----ი“. ის შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილზეც საკუთრების უფლება გააჩნდა მოსარჩელის ოჯახს, დაშლილი იქნა, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა. ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მიერ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2013 წლის 20 სექტემბერს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს წარედგინა №0---------- წერილი, რომლითაც დადასტურდა, ქ. ბ------–- რამოდენიმე მისამართზე მდებარე შენობა- ნაგებობების და მათ შორის, ფ--------- მ----- ქ. №1---–- მდებარე საცხოვრებელი სახლის დაშლის (დემონტაჟის) და საცხოვრებლად გამოუყენებლობის შესახებ. აღნიშნული გარემოების საფუძველზე, რადგანაც მოსარჩელის საცხოვრებელი ფართი იყო დემონტირებული (დაშლილი), ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2013 წლის 8 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, მ-------------ის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე მ-------------ე და უკანონოდ მიიჩნია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე- 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მ-------------ის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგებოდა კანონს. სასამართლომ უტყუარად და დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2008 წლიდან დემონტაჟი ჩაუტარდა ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1---–- მდებარე მ-------------ის იმ საცხოვრებელ ფართს, რომლის შესაბამისადაც ჰქონდა მას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია გავლილი და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ვალდებული იყო, როდესაც ამის თაობაზე ცნობილი გახდა ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის 2013 წლის 20 სექტემბრის წერილით, ეხელმძღვანელა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების პირველი ქვეპუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით და მ-------------ე მოეხსნა რეგისტრაციიდან, რაც სასამართლოს დასკვნით, ადმინისტრაციული ორგანოს კანონშესაბამის გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მ-------------ე ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრაციიდან მის მოხსნასთან აკავშირებს თავის სამოქალაქო-სამართლებრივ (სამემკვიდრეო) უფლებებს და სადავო გადაწყვეტილებას ამ უფლებების რეალიზაციის მხრივ ხელისშემშლელ გარემოებად მიიჩნევს.

 

სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ მოსარჩელეს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ხელს ვერ შეუშლიდა თავისი სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების რეალიზაციაში, რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია იმ შემთხვევის სამართლებრივი რეგულაცია, რაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ პირის რეგისტრაციას და პირადობის მოწმობის მიღების საკითხებს უკავშირდება. წესის მე-8 მუხლით განისაზღვრება რეგისტრაციის წესი, მისამართის მითითების გარეშე: 1. პირი, რომელიც არ ცხოვრობს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნულ შენობაში, ან ცხოვრობს შენობაში, რომლის მისამართის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რეგისტრირდება მისამართის მითითების გარეშე იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება. განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კეთდება აღნიშვნა პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. 2. თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისათვის არასრულწლოვან პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისამართის მითითების გარეშე. ამ შემთხვევაში განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მიეთითება პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. 3. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნილად, რაც წარმოადგენს მისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების საფუძველს. რეგისტრაციდან მოხსნის შემდეგ პირი ვალდებულია ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4.მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნით მიმართოს მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ვადის გასვლამდე. 2----–-–---------–--ს მ-------------ეზე მისი მოთხოვნით გაიცა კიდეც პირადობის ელექტრონული მოწმობა №1--------, რომელშიც მოსარჩელის მისამართი განისაზღვრა მისივე 2----–-–----- ივლისის №9---- განცხადების საფუძველზე, რომლითაც აღნიშნავდა, რომ საცხოვრებელი სახლი დაშლილი იყო, მას არ გააჩნდა სხვა მუდმივი საცხოვრისი, ცხოვრობდა ნათესავებთან და ითხოვდა პირადობის მოწმობის დამზადებას, მისამართის მითითების გარეშე, ხოლო ფაქტობრივ მისამართად ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1---–- მდებარე მშენებარე ბინას მიუთითებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება პირადობის დოკუმენტის მისამართის მითითების გარეშე დამზადების შესახებ, ხოლო მ-------------ის მიერ დასახელებული მისამართი მითითებული იქნა საინფორმაციო ბარათში. 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ მ-------------ეს პირადობის დოკუმენტის ვადის გაგრძელების მოთხოვნით ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის აღარ მიუმართავს, რისი უფლებაც, სასამართლოს დასკვნით, მას დღემდე გააჩნია.

 

3.სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მ-------------ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუცია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი და არ ცნო ბათილად 2013 წლის 08 ოქტომბრის ქმედება, რაც აპელანტის მოსაზრებით კანონსაწინააღმდეგოა.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ გამოიყენა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების მე-20 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან იძულებით დაირღვა აპელანტის ოჯახის წევრების მიმართ საცხოვრებელი ადგილის კონფიგურაცია.

 

აპელანტის მითითებით, მასთან მიმართებით დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი, კერძოდ: პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, რადგან ბ------–-------------- მ----- ქ.N1---–- მდებარე უძრავი ქონების ½-ის მესაკუთრე არის მისი ოჯახი.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლოს არ უნდა მოეხდინა იგნორირება იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების მუხლების. კერძოდ: მე-7 მუხლით, რეგისტრაციის ადგილი - პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პირის საცხოვრბელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს; მე-20 მუხლი, რეგისტრაციიდან მოხსნა - საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო პირის რეგისტრაციიდან მოსხნა ხორციელდება ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციისთანავე.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლოს უნდა განემარტა საცხოვრებელი ადგილის მნიშვნელობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლში განმარტებულია საცხოვრებელი ადგილის მნიშვნელობა, ასევე აღნიშნულია, რომ პირის საცხოვრებელი ადგილი არ უქმდება. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აპელანტს და მის დას, ასევე ოჯახის დანარჩენ წევრებს (კანონიერად რეგისტრირებულებს) გააჩნდათ მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, რეგისტრაცია უნდა ყოფილიყო ერთ ადგილზე, მისამართით: ბ-------------------- მ----- ქ.N---.

 

აპელანტის მითითებით, მას საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მისი საცხოვრებელი ადგილია ქ.ბ-------------------- მ----- ქ.N---.

 

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ლალი ლომჯარიას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. მითითებული კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე მ-------------ის ოჯახს გააჩნდა საცხოვრებელი ბინა ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1---–-. აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავ ნივთზე, რეგისტრირებული იყო მოსარჩელის მამის, ნ------- კ------ის (შენობა-ნაგებობის ½ ნაწილი) საკუთრების უფლება, საკადასტრო კოდი: 0-----------. და გ------ კ------ის (შენობა-ნაგებობის ½ ნაწილი) საკუთრების უფლება.

 

მოსარჩელის მამას ნ------- კ------ესა და შპს „პ---–---- 2008“ შორის 2----–-–-----------–- დადებული იქნა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ნ------- კ------ემ შპს „პ---–----2008-ს“ საკუთრების უფლებით გადასცა ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1---–- მდებარე 84,37 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, რომელზეც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „პ---–----2008-ს“ საკუთრების უფლება. ხელშეკრულების თანახმად, მომავალ მესაკუთრეს, ნ------- კ------ეს მყიდველისაგან 2011 წლის 1 მაისამდე საკუთრებაში უნდა მიეღო 240 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. რამოდენიმე საკადასტრო ერთეულის გაერთიანების შედეგად წარმოშობილ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი: 0-----------1 და მესაკუთრეები გახდნენ შპს „პ---–--- - 2008“ და მ--–---- შ-----–--ე, რის შემდეგ ეს საკადასტრო ერთეული დაიყო ორ დამოუკიდებელ ერთეულად (საკადასტრო კოდები: 0-----------. და 0-----------) და გაერთიანდა სხვა უძრავ ნივთებთან. საჯარო რეესტრის 2018 წლის 31 იანვრის ამონაწერის თანახმად, ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1-----------ში მდებარე უძრავი ნივთის, 1033 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ 2015 წლის 4 მარტიდან რეგისტრირებულია შპს „ბ--–-----ი“. ის შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილზეც საკუთრების უფლება გააჩნდა მოსარჩელის ოჯახს, დაშლილი იქნა ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა.

 

მ-------------ეს 1997 წლის 29 იანვარს ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ გადაეცა პირადობის მოწმობა, რომლის მიხედვით მოსარჩელის რეგისტრაციის ადგილად განსაზღვრული იყო ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1--. ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მიერ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2013 წლის 20 სექტემბერს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს წარედგინა №0---------- წერილი, რომლითაც დადასტურდა, ქ. ბ------–-, რამოდენიმე მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობების და მათ შორის, ფ--------- მ----- ქ. №1---–- მდებარე საცხოვრებელი ფართის დაშლის (დემონტაჟის) და საცხოვრებლად გამოუყენებლობის შესახებ. აღნიშნული გარემოების საფუძველზე, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2013 წლის 8 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, მ-------------ის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით.

 

2----–-–---------–--ს მ-------------ეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა №1--------, რომელშიც მოსარჩელის მისამართი განისაზღვრა მისივე 2----–-–----- ივლისის №9---- განცხადების საფუძველზე. განცხადებაში მიუთითებდა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი დაშლილი იყო, მას არ გააჩნდა სხვა მუდმივი საცხოვრისი, ცხოვრობდა ნათესავებთან და ითხოვდა პირადობის მოწმობის დამზადებას, მისამართის მითითების გარეშე, ხოლო ფაქტობრივ მისამართად ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1---–- მდებარე მშენებარე ბინას მიუთითებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება პირადობის დოკუმენტის მისამართის მითითების გარეშე დამზადების შესახებ, ხოლო მ-------------ის მიერ დასახელებული მისამართი მითითებული იქნა საინფორმაციო ბარათში. 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ, მ-------------ეს პირადობის დოკუმენტის ვადის გაგრძელების მოთხოვნით ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის აღარ მიუმართავს.

 

2----–-–---------------- ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს №6------------- განცხადებით მიმართა მ-------------ემ და მოითხოვა ქ. ბ-------------------- მ----- ქ. №1---–- რეგისტრაცია. განმცხადებლის მიერ სამოქალაქო რეესტრის სამსახურში წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერი (განცხადების რეგისტრაციის №8-----------------------), სადაც მისამართზე, ფ--------- მ----- ქ.№1---------- მესაკუთრედ მითითებულია შპს „ბ--–-----ი“ და მ-------------ის მიერ არ იყო წარდგენილი შპს „ბ--–-----ის“ მიერ გაცემული თანხმობა. მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად, მ-------------ეს მიეცა დამატებითი ვადა, თუმცა აღნიშნულ ვადაში განმცხადებელმა ვერ შეძლო მოთხოვნილი დოკმუმენტის წარდგენა, რის გამოც ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2----–-–----------------------------------- გადაწყვეტილება მ-------------ის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2----–-–-------------------------------- გადაწყვეტილებით, მ-------------ის ადმინისტრაციული საჩივარი ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24 აგვისტოს №68/2081/გ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

დადგენილია, რომ მ-------------ის მოთხოვნას წარმოადგენს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2013 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, ხოლო 101 მუხლის თანახმად, რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანება. მითითებული ბრძანების მე-20 მუხლი ითვალისწინებს პირის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლებს, ხოლო 21-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული საფუძვლების არსებობისას, გადაწყვეტილება რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, გამოიცემა წერილობითი ფორმით. რეგისტრაციიდან მოხსნის სხვა საფუძვლების არსებობისას წერილობითი ფორმით გადაწყვეტილების გამოცემა სავალდებულო არ არის.

 

მოცემულ შემთხვევაში, მ-------------ის რეგისტრაცია გაუქმებული იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე (შესაბამისი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის, დაზიანების ან მსგავსი გარემოების რის გამოც შეუძლებელია შენობა-ნაგებობის საცხოვრებლად გამოყენება), რის გამოც წერილობითი ფორმით გადაწყვეტილების გამოცემა სავალდებულო არ იყო.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2013 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება მართალია არ არის გამოცემული წერილობითი ფორმით, თუმცა მ-------------ის საინფორმაციო ბარათში რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლად არის მითითებული.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები

 

შესაბამისად, სადავო აქტი (2013 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება) მ-------------ის უფლების შემზღუდველია და იგი აღჭურვილია უფლებამოსილებით სასამართლოში იდავოს მის კანონიერებაზე.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი ადგენს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო - უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

როგორც სააპელაციო პალატამ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია.

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც მას რეგისტრაციაში გაატარებს, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღად ითვლება ახალ მისამართზე მისი რეგისტრაციის თარიღი.

 

მითითებული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, ხოლო 101 მუხლის თანახმად, რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების მე-19 მუხლი განსაზღვრავს პირის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლებს (სულ 10 შემთხვევა). მითითებული მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი რეგისტრაციიდან მოხსნას ექვემდებარება საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას.

 

მითითებული ბრძანების მე-20 მუხლი დეტალურად აღწერს რეგისტრაციიდან მოხსნის თითოეულ საფუძველს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო პირის რეგისტრაციიდან მოხსნისათვის სავალდებულოა 5 კუმულატიური პირობა. მათ შორისაა „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ: საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება შესაბამისი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის, დაზიანების ან მსგავსი გარემოების (რის გამოც შეუძლებელია შენობა-ნაგებობის საცხოვრებლად გამოყენება) შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს შეტყობინების საფუძველზე, აღნიშნული გარემოების დადგომიდან ექვსი თვის გასვლისთანავე, ხოლო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეტყობინება გამოგზავნილ იქნა გარემოების დადგომიდან 6 თვის გასვლის შემდეგ – შეტყობინების მიღებისთანავე.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმა იმგვარად უნდა იქნეს განმარტებული, რომ არ დაირღვეს პირისათვის გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება. მითითებულმა ნორმამ პირის რეგისტრაციის გაუქმება დაუკავშირა შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ან დაზიანებას, სადაც პირი ვერ შეძლებს ცხოვრებას. ამასთან, დააწესა, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთანავე პირი რეგისტრირდება ახალი საცხოვრისის შესაბამისად. ბუნებრივია, თუ პირმა არ აირჩია ახალი საცხოვრებელი ადგილი და იმავე მისამართზე აგრძელებს ცხოვრებას, შენობის დემონტაჟის გამო არ უნდა გააუქმდეს რეგისტრაცია. ასეთ პირობებში, პირი რჩება რეგისტრაციის გარეშე, რასაც უკავშირდება მისი სოციალური უფლებების უგულვებელყოფა. აღნიშნული კი შესაძლებელია გამოუსწორებელი ზიანის მომტანი გახდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ-------------ეს საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია, ცხოვრებას აგრძელებს ქ.ბ------–-------------- მ----- ქ.N1---–- და მხოლოდ ის გარემოება, რომ სახლი დაშლილი იქნა ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, არ ადასტურებს მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის შესაბამისად, პირისათვის გარანტირებულია საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.

 

ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მ-------------ეს საცხოვრებლად არჩეული აქვს ქ.ბ-------------------- მ----- ქ.N--- და სამოქალაქო რეესტრის სამსახურს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი მიეღო გადაწყვეტილება ამ მისამართზე მისი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მამას ნ------- კ------ესა და შპს „პ---–---- 2008“ შორის 2----–-–-----------–- დადებული იქნა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ნ------- კ------ემ შპს „პ---–----2008-ს“ საკუთრების უფლებით გადასცა ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1---–- მდებარე 84,37 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, რომელზეც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „პ---–----2008-ს“ საკუთრების უფლება. ხელშეკრულების თანახმად, მომავალ მესაკუთრეს, ნ------- კ------ეს მყიდველისაგან 2011 წლის 1 მაისამდე საკუთრებაში უნდა მიეღო 240 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟით (დანგრევით) მ.კ------ის ოჯახს მითითებულ მისამართზე არ მოსპობია საკუთრების უფლება. დადგენილია, რომ მ.კ------ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ბ------–-------------- მ----- ქ. №1---–-. ამდენად, მ.კ------ის რეგისტრაციიდან მოხსნა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო შენობა-ნაგებობის დემონტაჟის საფუძვლით, კანონსაწინააღმდეგოა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო რეესტრის სამსახურის, როგორც მარეგისტრირებელი ორგანოს როლი და ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, კანონშესაბამისად მოახდინოს შესაბამისი პირის რეგისტრირება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, სამოქალაქო რეესტრი, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმხორციელებელი საჯარო დაწესებულება ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მის საქმიანობაზე ასევე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება განაპირობებს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტავს, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულვებელყოფილია მითითებული ნორმების დანაწესი, სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა ისე მიიღო გადაწყვეტილება მ-------------ის ქ.ბ------–-------------- მ----- ქ.N1---–- რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, რომ არ მოუწვევია ადმინისტრაციულ წარმოებაში, არ დაუდგენია მისი საცხოვრებელი ადგილი, არ მიუცია დაინტერესებული პირისათვის საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, მაშინ, როდესაც უფლების შემზღუდველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, მითითებულ ღონისძიებათა განხორციელება სავალდებულო პირობაა, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2013 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ-------------ის ქ.ბ------–-------------- მ----- ქ.N1---–- რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც არსებობს მისი ბათილად ცნობის წინაპირობები.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მ-------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ მოცემულ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2.გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3.მ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2013 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ-------------ის ქ.ბ------–-------------- მ----- ქ.N1---–- რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ;

 

5.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მ-------------ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ მოცემულ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.

 

6.აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

ხათუნა ხომერიკი