გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210016001518406
2-3071/16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოსსახელით
06/02/2018 წელი ქ.ბათუმი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩაფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - შ------ თ---------ე
წარმომადგენელი - თ---------ე
მოპასუხე - ს-----–----------------–---------–-----–---------------–--------------–-----------–----–---ა
წარმომადგენელი - ვ---------–------
დავის საგანი - აუცილებელი გზის გამოყოფა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელომოთხოვნა:
შ------ თ---------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ს-----–----------------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–--იის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებით საჯარო გზასთან დამაკავშირებელი აუცილებელი გზა დაუდგინდეს ექსპერტიზის 2016 წლის 25 აგვისტოს და 15 სექტემბრის №5005054216 დასკვნის დანართი 1-ის ნახაზის მიხედვით.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
შ------ თ---------ეს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში უ--------------–--აში. მისი საკადასტრო კოდია №05.31.05.0--- მის მეზობლად უძრავი ქონების მესაკუთრეა ს-----–----------------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–--ია, რომლის ნაკვეთის აკადასტრო კოდია №05.31.05.4-- და №05.31.05.0--- შ------ თ---------ეს არ აქვს თავის ნაკვეთთან მისასვლელი გზა. ერთდაერთი გზა, რომლითაც შეიძლება, რომ ის თავის ნაკვეთში მივიდეს, ესაა მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთის გავლით მოწყობილი გზა. მოპასუხე არ აძლევს უფლებას მის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებით მოაწყოს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი აუცილებელი გზა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. ს-----–----------------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–--ია სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მოპასუხეს საშუალება აქვს სხვა მიწის ნაკვეთის გამოყენებით მოაწყოს საჯარო გზასთან მისასვლელი გზა და ამისათვის მისი კუთვნილი ნაკვეთის გზად გამოყენება არაა აუცილებელი. ასევე ამტკიცებს, რომ მოსარჩელემ აუცილებელი გზა დაკარგა მიწის ნაკვეთების გაყოფის შედეგად. მანამდე მას ჰქონდა აუცილებელი გზა. შესაბამისად ამ მდგომარეობაში მოსარჩელე თავისი ბრალით აღმოჩნდა, რაც გამორიცხავს აუცილებელი გზის მიცემის დავალდებულებას. გარდა ამისა აღნიშნავს, რომ იმ მიწაზე, რომელზეც აუცილებელ გზის მოწყობაა მოთხოვნილი, მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. გამიზნულია მონასტერის კელიების მოწყობა და მონასტერისათვის დამახასიათებელი სხვა ინფრასტრუქტურის განთავსება და მათი გამოყენება. აუცილებელი გზის მოწყობა გამორიცხავს იმავე ნაკვეთის მონასტერისათვის გამოყენების შესაძლებობას. დაუშვებელია მონასტერში არსებობდეს მესამე პირთა საჯარო გზა. ანუ, თუ ნაკვეთში აუცილებელი გზა დადგინდება, მაშინ ე--–--ია დანარჩენ ნაკვეთსაც ვეღარ გამოიყენებს მონასტერის მოწყობის დანიშნულებით. გარდა აღნიშნულისა მოპასუხე მიიჩნევს, რომ არაა წარმოდგენილი პროექტი თუ, როგორ უნდა მოეწყოს აუცილებელი მისასვლელი გზა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით მოითხოვს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2010 წლის 17 მარტის მდგომარეობით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ ურეხში მდებარე 3927 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 22.24.01.1--, წარმოადგენდა შ------ თ---------ისა და კიდევ 9 პირის თანასაკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. 86-87
3.1.2. საკადასტრო კოდით 22.24.01.1-- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი გაიყო თანამესაკუთრეებს შორის. მიწის ნაკვეთების გაყოფის შემდეგ შ------ თ---------ე, მანანა თ---------ე, ემინე თ---------ე და ლია თ---------ე დარეგისტრირდენ 701 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შემდეგ დასახელებული ნაკვეთი მოექცა ქ. ბათუმის ტერიტორიის ფარგლებში და მისი მისამართია ქ. ბათუმში უ--------------–--აში. მისი საკადასტრო კოდია №05.31.05.0--- მოსარჩელეები მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრირებულნი არიან 2011 წლის 22 სექტემბრის მიწის ნაკვეთის რეალური გაყოფის ხელშეკრულების საფუძველზე,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ.13-14
3.1.3. დადგენილია და სადაო არაა ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში ურეხის და ფერიის დასახლებაში საკადასტრო კოდით №05.31.05.4-- და №05.31.05.054 რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა (ს-----–----------------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–--ია. ის მიწის ნაკვეთების მესაკუთრე გახდა აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან 2014 წლის 5 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც მიწის ნაკვეთები ე--–--იას გადაეცა სიმბოლურ ფასად ერთ ლარად.
სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:
ნასყიდობის ხელშეკრულება.ს.ფ. 46-51
2014 წლის 10 ოქტომბრის აჭარის არ მთავრობის თავმჯდომრის ბრძანება.ს.ფ. 55-56
3.1.4. სასამართლო ადგილზე დათვალიერბის შედეგად დადგენილად მიიჩნევს და მხარეებიც არ დაობენ მასზედ, რომ შ------ თ---------ისა და ს-----–----------------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–--იის მიწის ნაკვეთები ერთმანეთს ესაზღვრებიან. მხარეთა მიწის ნაკვეთები მდებარეობს მთის ფერდობზე. მთის ზემო ნაწილში არის ე--–--იის საკუთრება. ფერდობზე, ე--–--იის მიწის ნაკვეთის ქვემოთ მოსარჩელის კუთვნილი 701 კვ.მ. მიწის ნაკვეთია, რომელშიც რაიმე ტიპის შენობა არ დგას. მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ქვემოთ ის მიწის ნაკვეთია, რომლიდანაც 2011 წელში გამოიყო მოსარჩელის ნაკვეთი. ამ ნაკვეთში, საჯარო გზის პირას დგას საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ადრე ერთად ცხოვრობდენ მოსარჩელე, მისი ოჯახის წევრები და დედმამიშვილები. დასახელებული სახლი ხელს უშლის მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზის მოწყობას. ე--–--იის კუთვნილ მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენდა შ------ თ---------ის ძმის კუთვნილ მიწის ნაკვეთს. 2014 წელში მისგან ნაკვეთი შეიძინა აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და გადასცა ე--–--იას. სწორედ ამ ნაკვეთამდე მოდის საჯარო გზა და სრულდება სახლთან, რომელიც ადრე შ------ თ---------ის ძმის კუთვნილებას წარმოადგენდა. დასახელებული მონაკვეთიდან შ------ თ---------ის მიწის ნაკვეთამდე საავტომობილო გზა მოწყობილი არარის. იქ გარკვეული ციცაბო ფერდობია და გზის მოწყობისათვის შესაბამისი სამუშაოებია ჩასატარებელი.
სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:
ადგილზე დათვალიერების ოქმი.
ექსპერტიზის დასკვნა ფოტოსურათებით.ს.ფ. 14-20
3.2. დადგენილისადავოფაქტობრივიგარემოებები:
3.2.1. მხარეებისათვის სადაო ფაქტობრივი გარემოებია:
ა) ალტერნატული გზის არსებობა, ანუ სადაოა არსებობს თუ არა მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გარდა სხვა მიწის ნაკვეთის გამოყენებით, მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზის მოწყობის საშუალება.
ბ) სადაოა მოსარჩელემ აუცილებელი გზა დაკარგა თუ არა თავისი ბრალეული ქმედებით.
გ) სადაოა მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის სასარგებლოდ საავტომობილო გზის მოწყობის აუცილებლობა;
დ) გზის მოწყობის პროექტის არსებობა.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა საკითხებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის დასახელებული გარემოებების დადგენა საკმარისია შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად.
3.2.3. სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში ის ფაქტი, რომ არსებობს ალტერნატული გზა, საიდანაც შესაძლებელია მოსარჩელის ნაკვეთი დაკავშირებული იქნას საჯარო გზასთან, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. მასვე ეკისრება მტკიცების ტვირთი მასზედ, რომ მოსარჩელემ აუცილებელი გზა დაკარგა თავისი ბრალეული ქმედებით, გზის საჭიროების გაუთვალისწინებლობით.
3.2.5. თავის მხრივ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მას აუცილებლად სჭირდება საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა და რომ ამ გზის გარეშე შეუძლებელია საკუთრების საგნის ფლობა და სარგებლობა. მანვე უნდა დაამტკიცოს გზის მოწყობის ტექნიკური შესაძლებლობის საკითხებიც.
3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებულ მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.7. ალტერნატული გზის არსებობასთან დაკავშირებით მოპასუხემ მიუთითა ზეპირად. ასევე მისი არსებობის დადასტურებისათვის მოითხოვა ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერებით სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო გზიდან მოსარჩელის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა არაა მოწყობილი. ნაკვეთთან მისვლა შესაძლებელია ქვეითად მოსიარულეთა საცალფეხო ბილიკით. ასეთი ორი ბილიკია. ერთი ბილიკი გადის მოპასუხის მიწის ნაკვეთზე და უერთდება მოსარჩელის მიწის ნაკვეთს, ხოლო მეორე ბილიკი გაკეთებულია მოსარჩელის მამისეული სახლიდან. თავდაპირველად მოსარჩელეც ამ სახლში ცხოვრობდა, მაგრამ შემდგომში გამოეყო და ცალე ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართია ქ. ბათუმი ჯავახიშვილის ქ. №65 ბ. 31. მამისეული ოჯახის კომლიდან მან მიიღო 701 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მის ნაკვეთამდე გზის მოწყობისათვის პირველ რიგში ხელშემშლელია ციცაბო რელიეფი. თუ მოსარჩელე გადაწყეტს გზა მოაწყოს იმ ნაკვეთის მხრიდან, რომელსაც გამოეყო (ანუ მამისეული სახლიდან), მაშინ გზის მოსაწყობად მას ექნება ორი ალტერნატივა. მან გზა უნდა მოაწყოს მისი ძირი ოჯახის სახლის ქვედა ნაწილიდან ან ზედა ნაწილიდან. სახლის ქვედა ნაწილი ციცაბო დამრეცია და მასზე გზის მოწყობა შეიძლება მხოლოდ საჰაერო გზის მეშვეობით. გარკვეული მანძილი გზის გასაყვანად აუცილებელი იქნება ჰაერში ბოძების განლაგება და ხიდის აშენება, რომელზეც გაივლის ავტომანქანა. სხვაგვარად სახლის ქვედა ნაწილზე ავტომანქანა ვერ გატარდება. სახლის ზედა ნაწილის გავლით გზის საავტომობილო გზის მშენებლობისათვის აუცილებელია ფერდობის გამოღება და გზის მოწყობა. ბუნებრივია ფერდობის გამოღება გამოიწვევს რამოდენიმე მეტრიანი ჯებირის გაკეთების აუცილებლობას. აღნიშნული გარემოებები სასამართლომ დაადგინა ადგილზე დათვალიერებით ჩამოყალიბებული შინაგანი რწმენით და ექსპერტის განმარტებებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გზის მოწყობა ასევე შესაძლებელია მოპასუხის მიწის ნაკვეთის მხრიდან მოსარჩელის მიერ მითითებული ვარიანტის გარდა სხვა გზითაც. მოპასუხის მიწის ნაკვეთის მარცხენა მხრიდან შესაძლებელია გზა გაიჭრას მოპასუხის მიწის ნაკვეთის უკიდურეს ქვედა ნაწილამდე და საზღვარზე გატარდეს მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე, მაგრამ აქაც გზის მოწყობის სირთულე იქნება იმის გამო, რომ გზა ნაწილობრივ მოპასუხის გარდა სხვა მესაკუთრესაც შეეხება და ამასთან გზად გამოყენებული იქნება მოპასუხის შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სახლი დგას ციცაბო ფერდობზე და გზის მოწყობის შემთხვევაში გაჩნდება მისი დაცოცების რისკი. ეს გარემოებაც დადგენილია ადგილზე დათვალიერებითა და ექსპერტის განმარტებებით.
ამდენად ალტერნატული გზა არსებობს, მაგრამ მისი მოწყობა იმდენად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ საშუალო ეკონომიური მდგომარეობის ფიზიკური პირისათვის სავარაუდოდ შეუძლებელი იქნება. შედარებით ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს გზის მოწყობა ისე, როგორც ეს ექსპერტს აქვს განსაზღვრული და როგორც ამას მოითხოვს ექსპერტი.
იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ს.ფ. 14-20.
ადგილზე დათვალიერების ოქმი.
ექსპერტის ჩვენება სხდომის ოქმში
3.2.8. მოპასუხე ამტკიცებს, რომ მოსარჩელეს გზა, რომ არ აქვს, ეს ისევ მისი ბრალია. თვითონ ჩაიყენა თავი ამ დგომარეობაში. სასამართლო განმარტავს, რომ გზის მოშლა ფაქტობრივი გარემოებაა. მისი არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში მხარეები მტკიცებულებებით ეჯიბრებიან ერთმანეთს. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია და სადაო არარის ის ფაქტი, რომ 2011 წლამდე მოსარჩელე სხვა მესაკუთრეების ერთად უძრავი ქონების მესაკუთრე იყო იმავე მისამართზე, მაგრამ მაშინ მისი და სხვა თანამესაკუთრეების უფლება ვრცელდებოდა მისი მშობლების, და-ძმებისა და ოჯახის წევრების ერთად. ისინი ერთად ფლობდენ მიწის ნაკვეთს, რომლისგანაც 2011 წელს გამოეყო მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთი. ნაკვეთების გაყოფის დროს მესაკუთრეებს არ უმსჯელიათ თუ როგორ შეიძლებოდა გზა ისე გაყოფილიყო, რომ თითოეულ ნაწილს ჰქონოდა მისასვლელი გზა, თუმცა მიწის ნაკვეთის კონფიგურაციიდან გამომდინარე ასეთი გაყოფა მაშინაც შეუძლებელი იქნებოდა. ამ მეთოდით მიწის ნაკვეთის გაყოფა არ ნიშნავს მას, რომ მესაკუთრემ თავისი ქმედებით მოსპო საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა. გზის მოსპობას მაშინ ექნებოდა ადგილი, თუ მოსარჩელე ააშენებდა კედელს, გზის მხრიდან გაყიდა მიწის ნაკვეთს, ან სხვა მსგავსი ქმედებით შექმნიდა გზის პრობლემას. ასეთ მქედებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელემ თვითონ მოსპო მისასვლელი გზა.
3.2.9. უდაოა, რომ მოსარჩელეს არ აქვს საავტომობილო გზა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს საჯარო გზასთან დაკავშირება შეუძლია საცალფეხო გზით, ბილიკით. მას ბილიკით მისასვლელი აქვს ორი მხრიდან. ერთი ბილიკი გადის მოპასუხის მიწის ნაკვეთზე, ხოლო მეორე ბილიკი მოსარჩელის ისტორიული სახლიდან უკავშირდება მოსარჩელისავე მიწის ნაკვეთს.
იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ს.ფ. 14-20.
ადგილზე დათვალიერების ოქმი.
ექსპერტის ჩვენება სხდომის ოქმში
3.2.10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს კუთვნილ მიწის ნაკვეთში არ აქვს საცხოვრებელი სახლი. ასევე არ აქვს სხვა ტიპის ან დანიშნულების შენობა-ნაგებობა. მას მიწის ნაკვეთში გაშენებული აქვს მანდარინისა და სხვა ხეხილის ნარგავები. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას გზა სჭირდება მშენებლობისათვის, მაგრამ მას არ აქვს პროექტი, არ აქვს მშენებლობის ნებართვა და შესაბამისად ამ ეტაპზე სახლის მშენებლობის ორგანიზაციული ღონისძიებებიც არაა დაწყებული. სხვა მხრივ მას საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა აქვს ბილიკის მეშვეობით და ის არაა შეზღუდული საჯარო გზაზე მისასვლელით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელისასამართლოდასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, მოპასუხე საკუთრების უფლებას ბოროტად არ იყენებს. არარსებობს საავტომობილო გზის მოწყობის გადაუდებელი აუცილებლობა, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაციხელმძღვანელასასამართლომ
-- საქართველოს კონსტიტუცია
-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
-- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.ს.ფ.
6. სამართლებრივიშეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხე ზღუდავს აუცილებელი გზით სარგებლობაში. თუ მოსარჩელეს სჭირდება აუცილებელი გზა, ასევე თუ იგი მხოლოდ მოპასუხის მიწის ნაკვეთზე შეიძლება მოეწყოს და მის მოწყობაში ხელს უშლის მოპასუხე, ასეთი შემთხვევა შეიძლება მიჩნეული იქნას მესაკუთრის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებად, რაც მოსარჩელეს უფლებას ანიჭებს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს აუცილებელი გზის საკითხის მოწესრიგება.
6.2. საქ. სკ-ის 180-ე მუხლით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით დაწესებულია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვა, რაც გამოწვეულია სამეზობლო სამართლით აღიარებული მეზობელთა ურთიერთპატივისცემისა და სამეზობლო თმენის ვალდებულებით. აუცილებელი გზის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში აუცილებელი გზის თმენის ვალდებულება დამოკიდებულია არა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სუბიექტურ ნებაზე, არამედ კანონის ნორმატიულ ნებაზე. კანონი ადგენს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის თმენის ვალდებულებას და ზღუდავს მესაკუთრის უფლებას მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. დასახელებული ნორმა ზემოქმედების თმენის ვალდებულებას ადგენს მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ამდენად, მეზობელი მიწის ნაკვეთის, აუცილებელი გზით დატვირთვა ობიექტური გარემოებით უნდა იყოს გამოწვეული. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლო დაადგინა, რომ შ------ თ---------ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დამაკავშირებელი სამანქანე გზა მოწყობილი არაა. იგი არც ადრე არ იყო მოწყობილი და მითუმეტესს არ არ იყო მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებით. დასახელებული მიწის ნაკვეთი ისტორიულად შედიოდა იმ 3927 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, რომლის საკადასტრო კოდია 22.24.01.1--. 2011 წლამდე ამ ნაკვეთში დარგული იყო მანდარინის და სხვა ხეხილი ნარგავები და მაშინაც ამ ნაკვეთამდე მისვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ საცალფეხო გზით, ანუ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა მოწყობილია 05.31.05.0-- კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან. ბილიკი ასე იყო მოწყობილი 2011 წლამდე და ასეა მოწყობილი დღესაც. შესაბამისად ამ ნაკვეთს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა აქვს და იგი არაა მოწყვეტილი საჯარო სივრცეს. მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეუძლია ამ ბილიკის გამოყენებით მივიდეს მიწის ნაკვეთში, დაამუშაოს ნაკვეთი, მიიღოს მოსავალი და გამოზიდოს საავტომობილო გზამდე. მას ამ მოქმედებებში ხელი არ ეშლება.
6.4. დადგენილია, რომ მოპასუხე იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა, რომელზეც მოსარჩელე მოითხოვს აუცილებელ სამანქანე გზას. სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება მესამე პირები არ დაუშვას თავის საკუთრებაში, არ მისცეს უფლება გამოიყენონ მისი ქონება და ქონების გამოყენებით მიიღონ გარკვეული სარგებელი. ასეთ პირობას ადგენს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი, მაგრამ დასახელებული ნორმა მესაკუთრეს გარკვეულ შეზღუდვასაც უწესებს. კანონმა მესაკუთრეს მიანიჭა უფლება შეუზღუდავად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებით, მაგრამ საკუთრების ფლობისა და სარგებლობის შეუზღუდავმა თავისუფლებამ არ უნდა შელახოს მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ასევე ეს მოქმედება არ უნდა წარმოადგენდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრეს კანონმა მიანიჭა სრული ბატონობის უფლება, ამასთან ერთად ამ ბატონობის გამოყენება დააკავშირა უფლების გამოყენების კეთისინდისიერებასთან.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლება არის პირის უნარი მოითხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება ან შესრულებისაგან თავის შეკავება. ანუ კანონი, მოთხოვნის უფლების მქონე პირებს ანიჭებს სრულ თავისუფლებას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოითხოვონ მოქმედების შესრულება ან თავის შეკავება. ან კიდე შეასრულონ რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავონ ამ მოქმედების შესრულებისაგან. მოთხოვნის უფლების მქონე პირი უფლებით უნდა სარგებლობდეს კეთილსინდისიერად. მისი გამოყენება არაკეთილსინდისიერად, წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენება არის მოქმედება ან უმოქმედება, რომელიც მხოლოდ სხვებს აყენებს ზიანს ისე, რომ არ არის გამოკვეთილი ამ უფლებით მოსარგებლე პირის ინტერესების უპირატესობა. უფლების ბოროტად გამოყენებას კრძალავს საქ. სკ-ის 115-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“ აღნიშნული ნორმა საერთო ჯამში ემსახურება საქ. სკ-ის მერვე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მიხედვით უფლება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას გარკვეული ფაქტისადმი. მას უნდა სწამდეს, რომ მისი ქმედება სამართლიანია, არაა კანონსაწინააღმდეგო. იგი გარკვეულ ფაქტებს უნდა აფასებდეს ისე, როგორც ამას შეაფასებდა გარკვეული ურთიერთობის გარეთ მდგომი მესამე პირი, რომლის ინტერესებიც არაა ამ ურთიერთობაში გამოკვეთილი და, რომელიც ობიექტურად აფასებს შექმნილ ვითარებას. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აქვს უფლება საკუთარი სურვილისამებრ აწარმოოს მიწის ნაკვეთის მართვა (შეღობოს, გათოხნოს, ნარგავები დარგოს, სახლი ააშენოს და ა. შ.) მაგრამ ეს არ უნდა ემსახურებოდეს სხვებისათვის ზიანის მიყენებას, მას უნდა ამოძრავებდეს საკუთარი ლეგიტიმური მიზნების მიღწევის სურვილი და კეთილსინდისიერად უნდა სწამდეს, რომ ამას არ აკეთებს სხვებისათვის მარტოოდენ ზიანის მიყენებისათვის. ცხადია, შეუძლებელია მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ საკუთარი ნაკვეთის სარგებლობა ისე დაგეგმოს, რომ სხვას მოუტანოს სარგებელი. მესაკუთრე მიწის ნაკვეთს ისარგებლებს საკუთარი მიზნების მისაღწევად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია მის მიერ დასახული მიზანი აღემატებოდეს სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის ხარისხს. უფლების ბოროტად გამოყენება გამოდის უფლების ფარგლებიდან და წარმოადგენს უფლების გარეშე მოქმედებას. მესაკუთრის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციისათვის მთავარია ის, რომ არ ჩანს კონკრეტული ქმედების ინტერესი და მისი მოქმედებები მხოლოდ სხვა პირისათვის ზიანის მიყენების მიზანს ემსახურება. არაა გამორიცხული, რომ საკუთრებით სარგებლობის უფლების გამოყენებისას, მესაკუთრის ინტერესიც გვქონდეს სახეზე, მაგრამ იგი არათანაზომიერი იყოს იმ ზიანისა, რომელიც სხვებს ადგებათ, ასეთ დროს უფლების გამოყენებას ექნება ბოროტად გამოყენების კვალიფიკაცია. ბოროტად გამოყენების შემთხვევა სახეზე გვექნება, თუკი მიყენებულ ზიანთან შედარებით არაა მესაკუთრის ინტერესები უპირატესი და სხვაგვარად ნაკვეთის მართვის მიზნის მიღწევა შეუძლებელია. უფლების ბორტად გამოყენების ფაქტი უნდა დადგინდეს მესაკუთრის ინტერესებისა და მიყენებული ზიანის პროპორციულობის გათვალისწინებით.
საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია განიმარტოს აუცილებელი გზის მნიშვნელობა. პირველ რიგში უნდა განიმარტოს, რომ აუცილებელი გზა არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ საავტომობილო გზას. შესაძლებელია მოსარჩელე ფიქრობს, რომ აუცილებელ გზაში მხოლოდ საავტომობილო გზა მოიაზრება. საკითხისადმი ასეთი მიდგომა მცდარია. შეუძლებელია აუცილებელი საავტომობილო გზის ქონა მრავალსართლიან კორპუსში, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით სახლებია განთავსებული და ერთმანეთთან ბილიკითაა დაკავშირებული. ასევე არსებობს საავტომობილო გზის მოწყობის შემაფარხებელი სხვა მაგალითებიც. აუცილებელ გზაში მოიაზრება ისეთი შემთხვევა, როდესაც მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. კანონის ეს დანაწესი გულისხმობს მეზობლის ნივთის აუცილებელი გზით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ასეთ ობიექტური გარემოება შეიძლება იყოს სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამ ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენება მცირდება ან საერთოდ იკარგება. საქ. სკ-ის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ , უალტერნატივო შემთხვევაში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით. ამასთან შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. კანონი მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეზღუდვას აწესებს მხოლოდ ნორმაში აღნიშნული წინაპირობათა უტყუარად არსებობისას. ასეთი წინაპირობების არარსებობისას, მეზობელი ნაკვეთის გზად გამოყენების დადგენა პირდაპირ ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას. ანუ თუ მიწის ნაკვეთს აქვს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა და ასეთ შემთხვევაში მაინც დადგინდება მეზობელი ნაკვეთის გამოყენებით აუცილებელი გზა, ეს იქნება საკუთრების უფლების ისეთი შეზღუდვა, რომელიც პირდაპირ დაარღვევს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო გზასთან დასაკავშირებლად მოსარჩელის მიწის ნაკვეთს ორი გზა აქვს. ორივე მათგანი წარმოადგენს საცალფეხო ბილიკს. ერთი გზა მოწყობილია მოსარჩელის ნათესავების მიწის ნაკვეთიდან (ძირი ოჯახიდან), მეორე გზა მოწყობილია მოპასუხის მიწის ნაკვეთიდან. ისტორიულად მოსარჩელის მიწის ნაკვეთამდე მისასვლელად გამოიყენებოდა ის ბილიკი, რომელიც მოწყობილია ფუძე სახლიდან მოსარჩელის ნაკვეთამდე. დათვალიერებისას სასამართლომ ნახა, რომ დასახელებული ბილიკი მოწყობილია საფეხურებით და გამაგრებულია სათანადოდ. შესაბამისად მოსარჩელეს აქვს აუცილებელი გზა და ის ამ გზით უკავშირდება საჯარო გზას. აღნიშნულის გამო აღარაა იმის აუცილებლობა, რომ მას კიდე ერთი გზა ჰქონდეს და ისიც მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენებით. ბუნებრივია სასამართლო ადასტურებს იმ გარემოებასაც, რომ თუ მოსარჩელე ავტომანქანით მივა მიწის ნაკვეთამდე, ეს მისთვის უფრო კომფორტული და ეფექტური იქნება, მაგრამ სამწუხაროდ ყველგან ამის მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ მესაკუთრემ კუთვნილი ქონებით ისე უნდა ისარგებლოს, როგორც ეს დღებანდელ მოცემულობაშია შესაძლებელი. დაუშვებელია მას კომფორტი შეექმნას სხვა მესაკუთრის ხარჯზე. მოსარჩელისათვის სასურველი კომფორტი იქნება ის, რომ მოპასუხე შეიზღუდოს და მის ნაკვეთზე მოსარჩელეს დაუდგინდეს აუცილებელი საავტომობილო გზა. ასეთ გვექნება შემდეგი მოცემულობა: - მოსარჩელე დღეში რამოდენიმეჯერ თავისი მანქანით იმოგზაურებს საკუთარ ნაკვეთამდე, მანქანით გადაიტანს მოსავალს და სხვა ტვირთს და ამ დროს მოპასუხეს აღარ იქნება ამ მიწის სამონასტრო კომლექსის დანიშნულებით გამოყენების საშუალება.ამასთან გასათვალისწინებელი, რომ ამავდროულად მოსარჩელეს აქვს ბილიკი, რომლითაც შეძლებს მესაკუთრის შეხედულებით კუთვნილი ნაკვეთის გამოყენებას. აღიშნული ტოლფასია იმისა, რომ მოსარჩელეს მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შედარებით მიენიჭოს უპირატესობა. ასეთ უპირატესობას კანონი კრძალავს. მოსარჩელეს აქვს აუცილებელი გზა და მას შეუძლია ბილიკით ისარგებლოს ისე, როგორც მას სარგებლობადა აქამდე. საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზის არსებობა გამორიცხავს დამატებით საავტომობილო გზის მოწყობისათვის მოპასუხის შეზღუდვის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ მისი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ თეორიულად შესაძლებელია ამ მოცემულობაშიც კი, მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენებით დადგინდეს საავტომობილო გზა (საგამონაკლისო შემთხვევა). მართალია მოსარჩელეს აქვს ბილიკით საჯარო გზასთან დაკავშირების შესაძლებლობა, მაგრამ თუ მას ასაშენებელი აქვს საცხოვრებელი სახლი, სამშენებლო მასალის გადაზიდვის მიზნით შესაძლებელია მოეწყოს საავტომობილო გზა და მოპასუხე დავალდებუდეს ხელი არ შეუშალოს სამშენებლო მასალებისათვის ტრანსპორტის გადაადგილებას. ასევე შემდგომში ამ გზის გამოყენებით მოსარჩელესთან ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება (მაგალითად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, სახანძრო). წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლი არ აქვს და ამიტომ ექსტრემალურ სიტუაციაში დახმარების გამოძახების მოლოდინი არარსებობს. მას ასევე არ აქვს მშენებლობის პროექტი და მშენებლობის ნებართვა, შესაბამისად მოპასუხის შეზღუდვის საფუძვლებიც არარსებობს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 120 ლარს. სახ. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მას ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არაა გამოყენებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ------ თ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30)
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე