გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210017002053571 (2/1519-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - სვე---–----------უა
წარმომადგენელი: რო----------–ია, გუ----------ნავა
მოპასუხე - თეი-------------–-----ნია
წარმომადგენელი - გო----–----------–--ლი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე თეი-------------–-----ნიასათვის მოსარჩელე სვე---–----------უას სასარგებლოდ 7500 აშშ დოლარის (გადახდის დროისათვის არსებული კურსით ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) გადახდის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მხარეები სვე---–----------უა და თეი-------------–-----ნია იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში, რა დროსაც მათ შეეძინათ ორი შვილი: სალ----------–-----ნია (დაბადების თარიღი - 2-------, 2----–--–-) და სა-------–------ია (დაბადების თარიღი - 1------------ი, 2----–--–-).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-დაბადების მოწმობები (ს.ფ. 18);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 24.01.2----–-–--------------–-------------------).
3.1.2.სვე---–----------უა და თეი-------------–-----ნია რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 2----–-–--------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 19);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 24.01.2----–-–--------------–-------------------).
3.1.3.სვე---–----------უას და - სო--------------ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბად-----------–---–--ან. ოჯახური კონფლიქტის გამო, მათ შორის ქორწინება შეწყდა 2----–-–-------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-სვე---–----------უას და სო--------------ას დაბადების მოწმობები;
-განქორწინების მოწმობა №4--------11;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 24.01.2----–-–--------------–-------------------).
3.1.4.მხარეები შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ ქა-–--------ში, სტ--–---ს ქ-----------------------–- მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში.
მოსარჩელეს მეუღლესთან კონფლიქტური ურთიერთობა წარმოეშვა 2015 წელს, რის გამოც სვე---–----------უა დაშორდა თეი-------------–-----ნიას და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ჩხ------–----------–----–----------------–-------ში, თუმცა პერიოდულად დადიოდა ქა-–--------ში, სტ--–---ს ქუჩა №----–- მდებარე საცხოვრებელ სახლისათვის ყურადღების მიქცევის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 24.01.2----–-–--------------–-------------------).
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება
3.2.1.დადგენილია, რომ ქა-–--------ში, სტ--–---ს ქუჩა №----–- მდებარე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი მასზედ მდებარე საცხოვრებელი სახლით (საკადასტრო კოდი №44.01.--.1--) შეძენილია მოქალაქე გულ------------გან მოპასუხე თეი-------------–-----ნიას მიერ მხარეთა რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისა და თანაცხოვრების პერიოდში - 20---–-–-------------ს. შესაბამისად, აღნიშნული ქონება წარმოადგენდა სვე---–----------უასა და თეი-------------–-----ნიას თანასაკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 19);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21);
-ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 22);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 27);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 24.01.2----–-–--------------–-------------------).
3.2.2.ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 18 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით თეი-------------–-----ნიამ ბა-------------–---–- 15 000 აშშ დოლარად მიჰყიდა ზემოთ მითითებული, ქა-–--------ში, სტ--–---ს ქუჩა №----–- მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №44.01.--.1--), ისე რომ ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის შესახებ უცნობი იყო ქონების თანამესაკუთრისათვის - სვე---–----------უასათვის. ამასთან, ბა-------------–---–მა ისე შეიძინა და გაყიდა უძრავი ნივთი, რომ მას საცხოვრებელი სახლი არ უნახავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ საქმეზე ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის მისთვის დაკისრების საფუძვლის გამაბათილებელი გარემოების მითითება და შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 29);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 30);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 24.01.2----–-–--------------–-------------------).
3.2.3.მოსარჩელეს დის ყოფილ ქმართან - ბად-----------–---–--ან, სო--------------ასთან განქორწინების შემდგომ ურთიერთობა არ ჰქონია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-განქორწინების მოწმობა №4--------11;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 24.01.2----–-–--------------–-------------------).
3.2.4.2--- წლის 01 აგვისტოს ბა-------------–---–ის წარმომადგენელს - თეი-------------–-----ნიასა და ილ------–-------ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქ. სე---ში, სტ--–---ს ქუჩა №----–- მდებარე ქონება (საკადასტრო კოდი №44.01.--.1--) იყიდა ილ------–-------მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 32);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 35);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 24.01.2----–-–--------------–-------------------).
3.2.5.ქ. სე---ში, სტ--–---ს ქუჩა №----–- მდებარე, მოპასუხესთან თანასაკუთრებაში არსებული ქონების (საკადასტრო კოდი №44.01.--.1--) გაყიდვის თაობაზე მოსარჩელე სვე---–----------უასათვის ცნობილი გახდა 11.08.2--- წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სე---ის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი განცხადების საფუძველზე მიღებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შედეგად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 28);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 24.01.2----–-–--------------–-------------------).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება 6.1.საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას; სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. მეუღლეთა უფლებრივი თანასწორობის პრინციპი განვრცობილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომლის 1158-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი; ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. იმავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ რამდენადაც მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2013 წლის 17 იანვრიდან, ხოლო ქ. სე---ში, სტ--–---ს ქუჩა №----–- მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №44.01.--.1--) მოპასუხე თეი-------------–-----ნიას მიერ შეძენილია იმავე წლის 2---------------------------------------------------ეესტრის ამონაწერში, ქონების მესაკუთრედ მითითებული იყო თეი-------------–-----ნია, მასთან ერთად ქონების თანამესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე სვე---–----------უა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მართებულად მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლზე, რომლითაც იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას, თუმცა მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი, რაც გულისხმობს გაყიდული ქონებიდან მიღებული თანხის ნახევრის ანუ ½ ნაწილის მოთხოვნის უფლებას. 6.3.სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელისა თუ შესაგებლის დასაბუთება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორიცაა შეჯიბრებითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე. შეჯიბრებითობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობის ნაწილად აღიარებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1999 წლის 20 მაისიდან), რომლის მე-6 მუხლით განსაზღვრულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, რომელშიც არაფორმულირებული პრინციპებიდან უმნიშვნელოვანესია ,,საშუალებათა თანასწორობის’’ (შეჯიბრებითობის) პრინციპი, რომელიც ნიშნავს, რომ მხარეთაგან თითოეულს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა საქმის განხილვისას და არც ერთი მხარე არ უნდა სარგებლობდეს რაიმე არსებითი უპირატესობით თავის ოპონენტთან შედარებით (იხ. NEUMEISTER V. AUSTRIA). საერთო სასამართლოებში საქმეების განხილვის კონსტიტუციურმა პრინციპმა კანონმდებლის მიერ ასახვა ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რისი ნათელი გამოვლინებაა 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა განკუთვნადობის საკითხი, კერძოდ, დაადგინა სასამართლოს ვალდებულება, შეფასება მისცეს მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება იქნას სადავო ფაქტი წარდგენილი მტკიცებულებით დადასტურებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ მხარე, რომელსაც დაკისრებული აქვს კონკრეტული გარემოებების მტკიცების ტვირთი და მტკიცებას ვერ უზრუნველყოფს, ეს აისახება მის საზიანოდ. ამ კუთხით საგულისხმოა ის შემთხვევა, როცა მხარე საერთოდ არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ან წარმოდგენილი მტკიცებულებითა და მითითებული გარემოებებით ვერ მოახერხებს სასამართლოს დარწმუნებას. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სამართალწარმოებისას მოქმედებს მტკიცების პრინციპი იმ სახით, რომ მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის სასარგებლო გარემოებები და მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება ვერ გამოდგება ამ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლოს მიუთითა, რომ საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია მოხდა მეუღლესთან - სვე---–----------უასთან ურთიერთშეთანხმებით, ამავე დროს მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნული თანხა დაიხარჯა სწორედ მეუღლესთან შეთანხმებით ოჯახური ინტერესების სასარგებლოდ, ადეკვატურად, თუმცა ამ გარემოებათა დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. სასამართლოს მოსაზრებით, ბუნებრივია 15 000 აშშ დოლარი არ არის მცირე თანხა, რომ მას რაიმე დანიშნულება არ ჰქონოდა. შესაბამისად, თუ თანხა მართლაც დაიხარჯა ოჯახის მიზნებისათვის და ამის შესახებ საქმის კურსში იყო მოსარჩელე, სასამართლოს მოსაზრებით, ეს გარემოება მისი რეალურობის პირობებში, მოპასუხის მხრიდან არ უნდა ყოფილიყო ძნელი დასასაბუთებელი, მაგრამ მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტებით, რაც ბუნებრივია არ არის საკმარისი მისი არგუმენტის დასამტკიცებლად. აქვე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მსჯელობა ზოგადია, მას სასამართლოსათვის არ მიუთითებია ერთი კონკრეტული საოჯახო საკითხიც კი, რის შესახებაც იქნა დახარჯული მთლიანი თანხა ან მისი ნაწილი. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის აპელირებას, რომ საერთო ოჯახური მიზნებისათვის თანხის განკარგვის დასტურია 3545 აშშ დოლარის ოდენობით ბა-------------–---–ის სესხის დაფარვა, რამეთუ 11.08.2--- წელს ბა-------------–---–ი მოსარჩელის დის ქმარი უკვე აღარ იყო, ბა-------------–---–ი და სო--------------ა განქორწინდნენ 2----–-–-------------------. აქვე, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს სხვისი სესხის დაფარვას, მხოლოდ №------ შემოსავლის ორდერი არ შეიძლება გახდეს უძრავი ქონების განკარგვის შედეგად მიღებული თანხის ოჯახის ინტერესების შესაბამისად მოხმარების დამადასტურებელი მტკიცებულება. უფრო მეტიც, მოპასუხე შესაგებელში აღნიშნავს ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებს, კერძოდ, ერთ შემთხვევაში აფიქსირებს, რომ საერთო ქონებიდან ანუ 2015 წლის 18 თებერვლიდან მიღებული თანხა 06 თვის განმავლობაში განიკარგა, ხოლო შემდგომ კი მიუთითებს თანხის 2--- წლის 11 აგვისტოს განკარგვის თაობაზე, რაც ბუნებრივია სასამართლოს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ მოპასუხის პოზიცია არადამაჯერებელია. ამდენად, ისეთ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე ვერ ადასტურებს თანხის მოსარჩელესთან ერთად მიზნობრივად გამოყენების ფაქტს, სასამართლო თვლის, რომ ეს გარემოება ერთ-ერთი დასტურია იმისა, რომ სვე---–----------უასათვის უცნობი იყო თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის თაობაზე. ამ გარემოებას კიდევ უფრო მეტად ამყარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განცხადების მიღების ბარათი, რომლითაც დადგენილია, რომ სვე---–----------უამ ქ. სე---ში, სტ--–---ს ქუჩა №----–- მდებარე, მეუღლესთან თანასაკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სე---ის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართა ქონების გასხვისებიდან ორი წლის შემდგომ - 11.08.2--- წელს და მიიღო მითითებულ უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ასლები. ამრიგად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად, შესაძლებელია დასკვნის მიღება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელისათვის მხოლოდ 2--- წელს გახდა ცნობილი, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ მათი საერთო ქონება - საცხოვრებელი სახლი მისგან მალულად გაასხვისა მოსარჩელის ყოფილ სიძეზე - ბა-------------–---–ზე 15 000 აშშ დოლარად. ამასთან, მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ბა-------------–---–მა 2015 წელს ისე იყიდა და შემდგომ 2--- წლის 01 აგვისტოს ისე გაყიდა სახლი, რომ იგი საცხოვრებელ სახლში არ მისულა. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს ბად-----------–---–--ან 2012 წლიდან (მოსარჩელის დასთან ოჯახური კონფლიქტის გამო განქორწინების პერიოდიდან) ურთიერთობა არ ჰქონია. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდა, რომ ბ. კოღოშვილისაგან, როგორც მყიდველისაგან მოსარჩელე ვერ მიიღებდა ინფორმაციას ქონების შესყიდვის თაობაზე. მხარეთა მიერ სადავო არ არის ის გარემოება, რომ მეუღლესთან კონფლიქტური ურთიერთობა წარმოიშვა 2015 წლის მაისის თვეში და იმავე თვის ივნისის თვემდე მხარეები ერთად ცხოვრობდნენ სადავო მისამართზე, ამის შემდგომ, მართალია მოსარჩელე შვილებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ჩხ------–----------–----–----------------–-------ში, მაგრამ ყურადღების მიქცევის მიზნით პერიოდულად დადიოდა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ სახლში. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ ქონებაზე ზრუნვის შესახებ ფაქტი ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე ქონებას მიიჩნევდა სწორედ საკუთარ ნივთად და არ იცოდა მისი განკარგვის თაობაზე. და ბოლო, სასამართლოს მოსაზრებით, თუნდაც რომ სცოდნოდა მოსარჩელეს მოპასუხესთან თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის თაობაზე, რამდენადაც საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება მოპასუხის მეუღლეთა ურთიერთშეთანხმების თაობაზე, მოსარჩელეს მაინც გააჩნია უფლება, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის ნახევრის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის. 6.4.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 538 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.სვე---–----------უას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2.მოპასუხე თეი-------------–-----ნიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 7500 აშშ დოლარის (გადახდის დროისათვის არსებული კურსით ექვივალენტი ეროვნული ვალუტაში) გადახდა;
3.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანაკსნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5----–----------------------
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა