გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2018
საქმის ნომერი
110210118002260496
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №110210118002260496

№2/42-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.03.2018 წელი ქ. ზესტაფონი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი: ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე სს ,,კ-------------,წარმომადგენელი ლ------------–---–ი,მოპასუხეები: დ---------------------, ნ---------------–-ილი;

წარმომადგენელი: მა---ა ბო------ძე;

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებს -დ---------------------ა და ნუ----რი ბე----შვილს სოლიდარულად გადასახდელად დააკისროთ 2015 წლის 31 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან #20150831DMATC გამომდინარე არსებული დავალიანების 2838.37 ლარი,საიდანაც: 1811.57 ლარი არის ძირითადი თანხა; 190.99 ლარი არის პროცენტი, 69.36 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 675.87 ლარი არის 0,27 % ჯარიმა ძირზე, 90.58 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე.

მოსარჩელის პოზიცია:

 

2016 წლის 31 აგვისტოს შპს ” მ-----------------------------–------------ა” და მოპასუხე დ--------------------- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №20150831DMATC, რის საფუძველზეცდ. დ.მა--------ნმა ისესხა 4000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით,1.82 % თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.ხელშეკრულების 3.9-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა , შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით 150 დღის განმავლობაში. 2016წლის 30 მაისს მსესხებლის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე 2015 წლის 31 აგვისტოს შ.პ.ს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------“ და მოპასუხე დ--------------------- შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების #201508IDMATC თანდართულ სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელების გადახდის თარიღი შეიცვალა. მსესხებელს დ--------------------- სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება სრულად უნდა დაეფარა 2017 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, თუმცა მას გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა არ განუხორციელებია 2017 წლის 20 მარტის შემდეგ, შესაბამისად არ მომხდარა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება.მსესხებელს ყავს 1 თავდები. 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, თავდებმა ნუ----რი ბე----შვილმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. მსესხებლისა და თავდების (სოლიდარული) მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები ,მსესხებელი და თავდები პირი არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო, აგრეთვე გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ არ სესხის თანხის გადახდა არ განხორციელდა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია.

 

2.1. მოპასუხეებმა დ---------------------- და ნ---------------–---–-ა წამოადგინეს შესაგებელი და სარჩელი ცნეს ნაწილობრივ.

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2016 წლის 31 აგვისტოს შპს ” მ-----------------------------–------------ა” და მოპასუხე დ--------------------- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №20150831DMATC, რის საფუძველზეცდ. დ.მა--------ნმა ისესხა 4000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით,1.82 % თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად,მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.ხელშეკრულების 3.9-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა ,შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება, გაფრთხილების წერილები

 

3.1.2. 201 6წლის 30 მაისს მსესხებლის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 31 აგვისტოს შ.პ.ს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------“ და მოპასუხე დ--------------------- შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების #201508IDMATC თანდართულ სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელების გადახდის თარიღი შეიცვალა. მსესხებელს დ--------------------- სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება სრულად უნდა დაეფარა 2017 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, თუმცა მას გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა არ განუხორციელებია 2017 წლის 20 მარტის შემდეგ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის ისტორია და დ---------------------ს განცხადება

 

3.1.3. 2015 წლის 31აგვისტოს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თავდებმა ნუ----რი ბე----შვილმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაეფარა ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული ,ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა,თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილის (გაფრთხილების) მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდრალურ დღეში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება და თავდებობის შესახებ განცხადება.

 

3.1.4. მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, მსესხებელი და თავდები პირი არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული, თუმცა დავალიანების თანხა არ გადაუხდიათ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის ისტორია;

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს „კ-------------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 394-ე, 361-ე, 891-ე, 902-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

2016 წლის 31 აგვისტოს შპს ” მ-----------------------------–------------ა” და მოპასუხე დ--------------------- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №20150831DMATC, რომლის საფუძველზეც დ.მა--------ნმა ისესხა 4000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, 1.82 % თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების 3.9-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა, შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით 150 დღის განმავლობაში.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 5.1. პუნქტების თანახმად, კრედიტისა და პროცენტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გადახდის გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. ამჟამად მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 2838.37 ლარი,საიდანაც 1811.57 ლარი არის ძირითადი თანხა; 190.99 ლარი არის პროცენტი, 69.36 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 675.87 ლარი არის 0,27 % ჯარიმა ძირზე, 90.58 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე.

 

6.9. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 3.9. პუნქტის თანხმად, მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ მსესხებელმა სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მისთვის პროცენტისა და ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების საფუძველია.

 

საქართველოს სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გაითვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს მინიჭებული პირაგასმტეხლოს შემცირების უფლება. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან. აღსანიშნავია, რომ თუმცა პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა არის მაღალი, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 300 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე დ---------------------ა და ნ---------------–-ილს მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 10 ლარის (სარჩელისათვის), და 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფისათვის), ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გაწეული ხარჯის - 11 ლარის, უძრავი ქონების სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისასთვის გადახდილი თანხის 21 ლარის, საერთო ჯამში 92 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელე სს ,,კ-------------” სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 80 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში დავალიანების სრულად დაფარვამდე;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს დ---------------------ა (პ/ნ 0----------) და ნ---------------–-ილს (პ.ნ 5----------) მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხიდან ძირი თანხის 1811.57 ლარის, საპროცენტო სარგებლის - 190.99 ლარის, სიცოცხლის დაზღვევის 69.36 ლარის, ჯარიმის ძირ თანხაზე (0,27%) - 300 ლარისა და ჯარიმის ძირ თანხაზე (5%) - 90.58 ლარის გადახდა;

3. მოპასუხე დ---------------------ა (პ/ნ 0----------) და ნ---------------–-ილს (პ.ნ 5----------) მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 10 ლარის (სარჩელისათვის), და 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფისათვის), ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გაწეული ხარჯის - 11 ლარის, უძრავი ქონების სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისასთვის გადახდილი თანხის 21 ლარის, საერთო ჯამში 92 ლარის ანაზღაურება;

4. მოსარჩელე სს ,,კ-------------” (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 80 ლარი (საგადახდო დავალება No 83020, გადახდის თარიღი 2018-01-10, გადამხდელი სს ,, ბანკი კრედო");

5. მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 10 ლარი დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;

6. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში მოპასუხეთა მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი