განაჩენი

სისხლის სამართლის 21.03.2018
საქმის ნომერი
020100116001662844
დავის ტიპი
338 1
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100116001662844

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/673-16 12 მარტი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი მ---------–--------–-

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული რ---–----------------------–------------------–-------–-–------------------------–----------–---------------------------------------–------------------–---------------------------------------------------–-----------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მიღება და მოთხოვნა თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება

 

2.2. ადვოკატი ზ----------------–---–-

2.3. ადვოკატი დ---------------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

რ---–---------–---ი 2014 წლის 17 ოქტომბრიდან დასაქმებულია სსი--------------–----------------------------------–---------------------------------------------–--------------------------–---–-ს თანამდებობაზე და წარმოდგენს საჯარო მოხელეს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ 2013 წლის 10 მაისის N25 ბრძანებით დამტკიცებული სს---------------–----------------------’’ დებულების შესაბამისად, სხვ უფლებამოსილებასთან ერთად, მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნება კანონმდებლობით დადგენილი წესით ხ------ს წ------–----- დოკუმენტების გაცემა და მ------–- ხ------ს (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46 დადგენილების შესაბამისად, რ---–---------–---ი ვალდებული იყო, ხ------ს წ------–----- დოკუმენტები გაეცა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხ------ს დამზადების ან ხ------ს დატვირთვის ადგილიდან ტრანსპორტირების დაწყებამდე. ამავე დადგენილებით, მას ევალებოდა ხ------ს წ------–----- დოკუმენტის შევსებამდე და სატრანსპორტო საშუალებაზე ხ------ს დატვირთვამდე პირველი ხარისხის ხიდან მიღებული მ------–- ხ------ს (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშით. რ---–---------–---მა კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნების მიუხედავად, მიანიჭა რა უპირატესობა სოციალური ჭრის ფარგლებში გამოყენებულ ხ------ს დამზადების ბილეთის მქონე პირის - ნ-----–--------ს მინდობილ პირს - ლ---–----------ს, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყო მერქნული რესურსის მოპოვება და სატყეო კვარტლიდან მოჭრილი ხის რესურსის ტრანსპორტირება ისე, რომ არ განუხორციელებია მოჭრილი ხის მორების სპეციალური ფირნიშებით მარკირება და ტრანსპორტირებისათვის სავალდებულო ხ------ს წ------–----- დოკუმენტის გაცემა, რის შემდეგაც რ---–---------–---მა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის შესრულებისას, 2016 წლის 28 ნოემბერს ქ. ზ--------–---------------ს ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,დ------–-’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალური ჭრის ბილეთით გათვალისწინებული პირველი ხარისხის 10 კუბური მეტრი სოჭის ჯიშის ხის მორის მოპოვებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ლ---–----------სგან პირადად აიღო 1700 ლარი.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

რ---–---------–---ი 2014 წლის 17 ოქტომბრიდან დასაქმებულია სსი--------------–----------------------------------–---------------------------------------------–--------------------------–---–-ს თანამდებობაზე და წარმოდგენს საჯარო მოხელეს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ 2013 წლის 10 მაისის N25 ბრძანებით დამტკიცებული სს---------------–----------------------’’ დებულების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებასთან ერთად, მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნება კანონმდებლობით დადგენილი წესით ხ------ს წ------–----- დოკუმენტების გაცემა და მ------–- ხ------ს (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46 დადგენილების შესაბამისად, რ---–---------–---ი ვალდებული იყო, ხ------ს წ------–----- დოკუმენტები გაეცა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხ------ს დამზადების ან ხ------ს დატვირთვის ადგილიდან ტრანსპორტირების დაწყებამდე. ამავე დადგენილებით, მას ევალებოდა ხ------ს წ------–----- დოკუმენტის შევსებამდე და სატრანსპორტო საშუალებაზე ხ------ს დატვირთვამდე პირველი ხარისხის ხიდან მიღებული მ------–- ხ------ს (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშით.

კ-----–------–---- არის მერქნული მასალის დამამზადებელი მეწარმე, რომელიც, სოციალური ჭრის ფარგლებში, შესაბამისი ბილეთის საფუძველზე, მომსახურების საფასურის სანაცვლოდ ამზადებს მასალას და გადასცემს დამკვეთს.

ნ-----–--------ს სახელზე გაცემული, სოციალური ჭრის ფარგლებში გამოყენებულ ხ------ს დამზადების ბილეთის მქონე ლ---–----------მ მიმართა რ---–---------–---ს, დაეკვალიანებინა ის, თუ როგორ ხდებოდა ბილეთის საფუძველზე ფიცრების მოპოვება. რ---–---------–---მა აუხსნა მას, რომ ამისათვის საჭირო იყო ხ------ს მასალის მოპოვება-დამზადება და დააკავშირა ხ------ს დამამზადებელ კ-----–------–---ს. კ-----–------–---- და ლ---–---------- შეთანხმდნენ გარკვეულ პირობებზე. რ---–---------–---ი და კ-----–------–---- ელოდნენ ლ---–----------ს ასვლას ხაიშში, რათა მომხდარიყო ხ------ს მასალის მოპოვება ადგილზე, შესაბამისი საბუთის გამოწერა და მარკირება ფირნიშებით, თუმცა ლ---–---------- არ ავიდა სოფელ ხაიშში, რის შემდეგაც კ-----–------–---მა სთხოვა რ---–---------–---ს, რომ მისთვის მიეტანა მომსახურების საფასური, რომელსაც ლ---–---------- მასთან გამოატანდა. რ---–---------–---ი შეუთანხმდა ხ------ს დამამზადებელ კ-----–------–---ს, რომ მას უზრუნველეყო მერქნული რესურსის მოპოვება, რის შემდეგაც ის ავიდოდა და დააფირნიშებდა მოპოვებულ მასალას. ამის შემდეგ რ---–---------–---ს 2016 წლის 28 ნოემბერს ქ. ზ--------–---------------ს ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,დ------–-’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალური ჭრის ბილეთით გათვალისწინებული პირველი ხარისხის 10 კუბური მეტრი სოჭის ჯიშის ხის მორის მოპოვების, დამზადების, ტრანსპორტირებისა და დახერხვაში დახმარების მომსახურების სანაცვლოდ კ-----–------–----სათვის გადასაცემად ლ---–----------მ გადასცა 1700 ლარი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება

 

მოწმე ვ-–---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს მასთან მივიდა ლ---–----------, რომელსაც 3-4 წელია იცნობს და რომელსაც ჰქონდა ხმე-ტყის მოჭრის ბილეთი. ეს ხე მდებარეობს ბრალდებულის უბანში. ლ---–----------მ უთხრა, რომ 21 ნოემბერს მომხდარა მისი და ბრალდებულის შეხვედრა, რა დროსაც ბრალდებულმა ქრთამის სახით მოსთხოვა 1500 ლარი და ხ------ს დამზადების ბილეთის მომზადების 300 ლარი.

მოწმე შოთა თორდიას ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ნოემბერს დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი, დაევალა ბრალდებულის ოპერატიული თვალთვალი. რესტორან დ------–-ს მიმდებარედ იმყოფებოდა და 7-8 მეტრიდან უთვალთვალებდა. ბრალდებული და ლ---–---------- შეხვდნენ ერთმანეთს, რესტორანთან იდგნენ, გზის პირას გაესაუბრნენ ერთმანეთს, მერე მიფარებულში გადაინაცვლეს და კაფის ვერანდაზე განაგრძეს საუბარი. უყურებდა, რამდენიმე წუთი ისაუბრეს. ლ---–----------მ ფული გადათვალა და მისცა ბრალდებულს, ბრალდებულმა გადათვალა და საფულეში ჩაიდო. ბრალდებული წავიდა სამსახურისკენ. გამომძიებელმა შეაჩერა ბრალდებული, თავი წარუდგინა და დააკავა ქრთამის აღების გამო, განუმარტა უფლებები. ბრალდებულის საფულიდან ამოიღეს 300 ლარი და 1400 ლარი, რაც დაილუქა 2 კონვერტში. ამოიღეს ასევე დოკუმენტები, რაც არ დალუქეს შინაარსის გამო. 10 წუთი საუბრობდნენ ბრალდებული და ლ---–----------, თუმცა მათი საუბარი არ ესმოდა. ბრალდებულთან და ლ---–----------სთან მისული ნესტორ თოლორაია თვალთვალის დროს არ უნახავს.

მოწმე ლ---–----------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ნ-----–--------მ სთხოვა დახმარება, რადგან მას ჰქონდა სოციალური ჭრის ბილეთი, მაგრამ თვითონ არ შეეძლო მასალის გატანა. დახმარების მიზნით მინდობილობა მიიღო მისგან, მივიდა სატყეო სამსახურში, რომ გაეგო ვინ დაეხმარებოდა მასალის ჩამოტანაში. თანამშრომელმა მისცა ბრალდებულის ტელეფონის ნომერი. 2016 წლის 21 ნოემბერს შეხვდა სვანურ კოშკთან ბრალდებულს. ნ-----–--------ს უნდოდა 10 მ3 მასალა, რაც სვანეთიდან იყო ჩამოსატანი. სატყეოს თანამშრომელს აჩვენა ბილეთი. მისგან გაიგო, რომ ბრალდებულს ეკუთვნის უბანი. ბრალდებულმა უთხრა, რომ 1400 ლარამდე დაუჯდებოდა დახერხვა, მასალის ჩამოტანა და 300 ლარი პირადად მას უნდოდა. ბრალდებულმა უთხრა, რომ საბუთების ასლი უნდა გაეკეთებინა, ასევე შეპირდა, რომ დაუკავშირდებოდა. დაეჭვდა ზედმეტ თანხას რომ თხოვდა ბრალდებული, ვ-–---------------ს დაურეკა, რომელიც მისი ახლობელია და ფინანსურ პოლიციაში მუშაობს. მას აუხსნა ყველაფერი, რის შემდეგაც დათანხმდა მიეღო მონაწილეობა ოპერატიულ ღონისძიებაში. 27 ნოემბერს ბრალდებულს დაურეკა, რომელმაც უთხრა, რომ 28 ნოემბერს ნახავდა და საბუთები და თანხა თან ჰქონოდა. 28 ნოემბერს საბუთები და თანხა გადასცა ბრალდებულს. ბრალდებულმა თქვა, რომ კ----ს უნდა გამოეტანა მასალა ტყიდან, რომ 1400 ლარი იყო საჭირო: 1000 ლარი მორების დაჭრას უნდოდა, 100 ლარად 2 მ3 მორს დაუმატებდნენ და 300 ლარი დახერხვის საფასური იყო. ეს თანხები კ-----–------–---მაც უთხრა და ბრალდებულმაც. ბრალდებულმა უთხრა, კ----სთვის მიეცა ეს თანხა. ბრალდებულმა თანხა 21 ნოემბრის შეხვედრაზე დაუსახელა. ვარაუდობს, რომ 300 ლარი ბრალდებულის იყო იმისათვის, რომ დახმარებოდა, რადგან არ შეეძლო სოფელ ხაიშში სიარული. ვ-–---------------ს დაურეკა და უთხრა, რომ 28 ნოემბერს ბრალდებული ჩამოდიოდა. გადასცეს ფული, ჩანთა და წავიდა თანხის გადასაცემად, თან უნდა ჩაეწერა საუბარი. ჩანთასთან ერთად 1700 ლარი მისცეს. აქიდან 300 ლარი ბრალდებულისთვის გადასაცემად იყო, 1400 ლარი -საქმის. ბრალდებულს კაფეში გადასცა ფული.

დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რ---–---------–---მა ნებაყოფლობით წარადგინა და მისგან ამოღებულ იქნა საფულე და საფულეში მოთავსებული 3 ცალი 100 ლარიანი კუპიურა და 14 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, ნ-----–--------ს მიერ ლ---–----------ზე გაცემული მინდობილობის დედნები.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ლ-------------ძის ბრძანების მიხედვით, რ---–---------–---ი დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ხაიშის სატყეო უბნის ტყის მცველის თანამდებობაზე 2015 წლის 15 იანვრიდან განუსაზღვრელი ვადით.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ლ-------------ძის N---/კ ბრძანებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ხაიშის სატყეო უბნის ტყის მცველის რ---–---------–---ის სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ხაიშის სატყეო უბნის N6 სამცველო.

სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სოჭის ჯიშის 6 ცალი ხის მორის საერთო მოცულობაა 11.7 კვ.მ, ხოლო მათი საერთო საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 1872 ლარს.

ბრალდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ უთხრა ლ---–----------მ, კ----ს უნდა გავუგზავნოო 1400 ლარი. თავიდან უთხრა, მე კი არა შენ უნდა მოიტანო შენი ფულიო, მაგრამ შემდეგ თავი შეაცოდა ლ---–----------მ და დათანხმდა კ-----–------–----სთვის გადაეცა თანხა. ჯერ 1400 ლარი გადასცა ლ---–----------მ, მერე მისცა 300 ლარი. ჰკითხა, ეს დახერხვის არისო? დაუდასტურა ლ---–----------მ და ჩაიდო ეს თანხაც. 1700 ლარი მოგაქვსო და კ----ს მიუტანეო უთხრა ლ---–----------მ.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული აუდიო-ვიდეო მასალა და მისი ფურცელზე გადატანილი ე.წ. "კ------", რომლითაც დადგენილია, რომ ლ---–---------- ამბობს, რომ საბუთები აქვს, ფულიც წამოიღო რაც უთხრა კ----მ. ბრალდებული უხსნის, რომ საბუთი ადგილზე უნდა გამოიწეროს. ლ---–---------- ამბობს, რომ კ----ს უთხრა, რ---–----ის გამოვატანო ყველაფერს და კ---- ელოდება. გუშინ ელოდებოდა კ---- მას. მან იმდენი რამე მოუგვარა, პურ-მარილსაც შეპირდა ამის გამო კ----ს. ბრალდებული ეუბნება, რომ ბილეთი მისცეს, რომ საბუთი გამოწეროს, დაელოდოს გამწვანებას და გამოუშვას მასალა. საუბრობენ იმაზე, რომ კ----მ სახერხსაც უნდა მისცეს ფული. ბრალდებული პირდება, რომ კ----ს გადასცემს რასაც მისცემს ლ---–----------. ასევე დასძენს, რომ საერთოდ ფულს არ იღებს არავისგან და რომ კ----ს ეჩხუბა, რადგან კ----მ იეჭვიანა, მაგრამ ბრალდებულმა აუხსნა, რომ ლ---–----------ს ბილეთი ჰქონდა კანონიერად, მან მხოლოდ დააკვალიანა და ბრალდებულის მოსაგვარებელი არაფერი იყო. ბრალდებული ეუბნება ლ---–----------ს, რომ ის ადგილზე იქნება საჭირო და საუბრობენ, თუ რითი ავიდეს ადგილზე, ასევე საუბრობენ ფიცრების დაჭრის შესაძლებლობაზე. ლ---–---------- უხსნის ბრალდებულს, რომ აქვს მაღაზია ზუგდიდსა და ბათუმში და აქვს ფული, თუმცა აქვს პრობლემები. ბრალდებული ჰპირდება შეძლებისდაგვარად გვერდში დადგომას. ლ---–---------- ამბობს, რომ ამდენი ფული უცებ არ აქვს, რაზეც ბრალდებული პასუხობს, რომ ფულზე არ იჩქაროს, რადგან მთელი დღე სამსახურში იქნება. ლ---–---------- ამბობს, რომ კ---- გუშინ მთელი დღე ელოდებოდა და ვერ ჩავიდა, რის გამოც რცხვენია. ამის შემდეგ ამოიღო 1400 ლარი და გადასცა ბრალდებულს, თან ეუბნება, რომ კიდევ აქვს ფული ასატანი. ამის შემდეგ აძლევს 300 ლარს, ეუბნება, ეს შენო და დასძენს, რომ სხვისი არ უნდა არაფერი, რომ საშუალება აქვს და თუ რამე დასჭირდებათ, დაურეკონ. ბრალდებული აზუსტებს, ეს სახერხისო. ლ---–---------- აზუსტებს, რომ სახერხის არის, 1100 არის მორების, კ----ს თქმით, 500 ლარამდე ჯდებაო სახერხი, მაგრამ აკლია და ეუბნება, 300 ლარი გაანაწილოს, არ იცის ოღონდ, თუ როგორ. ეუბნება, რომ აძლევს 1700 ლარს და თუ რამე კიდევ გახდა დასამატებელი, დაურეკოს. ბრალდებული ჰპირდება, რომ კ----ს როგორც კი ნახავს, დაურეკავს. ლ---–---------- ჰპირდება პატივისცემას, პურ-მარილს, რაზეც ბრალდებული პასუხობს, რომ არ შეწუხდეს, ლ---–---------- კი იმეორებს, რომ მადლობელია და პატივს სცემს. ამის შემდეგ ბრალდებული ლ---–----------ს უმარტავს, რომ მასალა წინასწარ უსაბუთოდ რომ დაიტვირთა, არ თქვას არსად, თორემ პასუხს მოსთხოვენ მას, რადგან ის რისკზე წავიდა, რადგან ლ---–---------- ვერ ავიდა. ლ---–---------- ეთანხმება და იმეორებს, რომ რაც დასამატებელი იქნება, დაამატებს.

მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ბრალდებული წარმოადგენს მოხელეს. ამას ადასტურებს ასევე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ე" პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისთვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახლემწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. ბრალდებული უვადოდ რომ არის დანიშნული მოხელისთვის განკუთვნილ საშტატო თანამდებობაზე სსიპ-ის ხელმძღვანელის მიერ, რომ ის ახორციელებდა საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფდა მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, რომ ის ამის სანაცვლოდ იღებდა შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, ეს უტყუარად დადასტურებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ლ-------------ძის ბრძანებებით. ამდენად, უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებული იყო საჯარო მოხელე.

არც ის არის სადავო, რომ ბრალდებულმა 1700 ლარი მიიღო ლ---–----------სგან. დაცვის მხარე სადაოდ ხდის იმ ფაქტს, რომ რ---–---------–---ს არ მოუთხოვია თანხა. ასევე სადავოა მიღებული თანხის დანიშნულება და ქმედების სუბიექტური შემადგენლობა.

მოცემულ შემთხვევაში ქმედების ობიექტური შემადგენლობის დადგენისთვის აუცილებელია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გაანალიზება.

პირველ რიგში მიზანშეწონილია ქმედების ობიექტური შემადგენლობის დაყოფა 2 ნაწილად: 1. თანხის მოთხოვნა და 2. თანხის მიღება.

აღნიშნულთაგან პირველის შესახებ მონაცემებს იძლევა 2 მტკიცებულება: მოწმე ლ---–----------ს ჩვენება და მოწმე ვ-–---------------ს ჩვენება. აქედან პირველი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ხოლო მეორე - ირიბ მტკიცებულებას, რადგან იმეორებს ლ---–----------ს მიერ მისთვის მოყოლილს. აღსანიშნავია, რომ ეს ორი მოწმე ერთმანეთთან დაკავშირებული პირები არიან, ვინაიდან ისინი წლებია იცნობენ ერთმანეთს და სწორედ ვ-–---------------ს მიმართა ლ---–----------მ შესაძლო დანაშაულის თაობაზე. სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა ბრალდებულის მიერ თანხის მოთხოვნაზე, წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ამ ორი მოწმის ჩვენებებს შორის არსებულ განსხვავებებზეც. კერძოდ, ვ-–--------------- აღნიშნავს, რომ როგორც ლ---–----------მ უთხრა, ბრალდებულმა მოითხოვა ქრთამის სახით 1500 ლარი და 300 ლარი დოკუმენტის დამზადების სანაცვლოდ, ხოლო ლ---–---------- ამბობს, რომ ბრალდებულმა უთხრა, რომ 1400 ლარი დაუჯდებოდა მორების მოპოვება და დახერხვა, ხოლო 300 ლარი პირადად მას უნდოდა. ამდენად, ეს 2 ჩვენება არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული იმ საკითხში, თუ რა თანხა მოითხოვა ბრალდებულმა ქრთამის სახით: 1800 ლარი, 1700 ლარი, 300 ლარი თუ რამე სხვა თანხა. ამდენად, ქრთამის სახით მოხოვნილი თანხის შესახებ მითითება ჩვენებებში უფრო ჰგავს ბრალდებულის მიერ დასახელებული თანხების დანიშნულებაში გაურკვევლობის გამო მოწმეთა მიერ მათი ქრთამის სახით მოთხოვნად აღქმას, ვიდრე რეალურად ბრალდებულის სიტყვების გადმოცემას, რომ მან მოითხოვა ამ თანხების გადაცემა.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება: საქმის მასალების მიხედვით, ლ---–----------ს ჩართვა საქმეში მოხდა ნ-----–--------ს მიერ, რომლის სახელზეც იყო გაცემული სოციალური ჭრის დოკუმენტი და რომელმაც სთხოვა ლ---–----------ს დახმარება, თუმცა ბრალდების მხარემ უარი თქვა ნ-----–--------ს დაკითხვაზე, ხოლო დაცვის მხარის ძალისხმევისა და სასამართლოს დახმარების მიუხედავად, აღნიშნული პირის დაკითხვა შეუძლებელი აღმოჩნდა, რის გამოც ბოლომდე გაურკვეველი დარჩა ლ---–----------ს საქმეში მოხვედრის მექანიზმი და ნ-----–--------ს როლი საქმეში ლ---–----------ს ჩართვაში. დაცვის მხარის განცხადებით, ნ-----–--------მ უარი განაცხადა სასამართლო უწყების ჩაბარებაზე და ბრალდების მხარის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა. ნ-----–--------ს, როგორც საწყისი რგოლის ამოვარდნა თავისთავად საეჭვოს ხდის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელ ვ-–---------------სთან კარგ ურთიერთობაში მყოფი ლ---–----------ს როლს, მისი ჩართვის მექანიზმს და დანიშნულებას აღნიშნული საქმის გამოძიებაში, რაზეც უთითებს კიდეც დაცვის მხარე და ეჭვს გამოთქვამს, ხომ არ ჰქონდა ადგილი დანაშაულის პროვოკაციის უშედეგო მცდელობას სამართალდამცავი ორგანოსა და მათთან თანამშრომლობაში მყოფი პირის მიერ. აღნიშნული ეჭვი უნდა გაექარწყლებინა მოწმე ნ-----–--------ს, რომელიც ახსნიდა, თუ როგორ მოხვდა საქმეში ლ---–----------, თუმცა ეს შესაძლებლობა სასამართლოს არ მიეცა.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom).

ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, ირიბი მოწმის ჩვენება, თუნდაც ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთობლიობაში, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. ვინაიდან სასამართლოს ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულის მიერ თანხის მოთხოვნის ნაწილშიც აუცილებელია 2 ერთმანეთთან შეთანხმებული პირდაპირი მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. პირიქით, წარმოდგენილია ერთმანეთთან შეუთანხმებელი მტკიცებულებები. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული 2 მოწმის ჩვენებასთან ერთად გამოკვლეულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, საიდანაც არ იკვეთება ბრალდებულის მიერ თანხის მოთხოვნა. პირიქით, აღნიშნული ჩანაწერი ეჭვქვეშ აყენებს ზემოაღნიშნული ჩვენებების სისწორეს, ვინაიდან ბრალდებულის მიერ თანხის მოთხოვნის შემთხვევაში ეს აუცილებლად აისახებოდა ბრალდებულსა და ლ---–----------ს შორის გამრთულ საუბარში, სადაც მინიშნებაც კი არ არის ბრალდებულის მხრიდან, რომ ის ლ---–----------ს სთხოვს თანხას. პირიქით, ჩანაწერიდან ჩანს, რომ ლ---–---------- აქტიურობს, იშველიებს კ-----–------–----ს სახელს და ბრალდებულს სთხოვს, კ-----–------–---ს გადასცეს თანხები. ბრალდებული უარს ამბობს თანხასთან რაიმე საერთოს ქონაზე, ამბობს კიდეც, რომ კ-----–------–---ს ეჩხუბა ლ---–----------ს სიტყვების გამო, თითქოს ბრალდებულთან ჰქონდა რამე მოგვარებული, აუხსნა, რომ მოსაგვარებელი არაფერი იყო, რადგან ლ---–----------ს საბუთი ჰქონდა. ამასთან, ლ---–----------ს მიერ თანხის გადაცემისას ლ---–---------- ხსნის, თუ რისთვის აძლევს თანხას, ხოლო ბრალდებული აზუსტებს გარკვეულ გარემოებებს და ამ საუბარში არსად ჩანს, რომ ბრალდებულმა ლ---–----------ს ფული მოსთხოვა ან რომ ლ---–---------- აძლევს ბრალდებულს მის მიერ მოთხოვნილ თანხას.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ ჩანაწერში ლ---–---------- საუბრობს სხვადასხვა საკითხზე, რის შესახებ საუბარიც სასამართლო სხდომაზე მან უარყო. ამდენად, ჩანაწერი წარმოადგენს უფრო სარწმუნო პირდაპირ მტკიცებულებას, ვიდრე მოწმის ჩვენება. ამ ორ მტკიცებულებას შორის გარკვეულ საკითხებში არის სხვაობა, რაც ასევე საეჭვოს ხდის ლ---–----------ს ჩვენების სისწორეს, რის გამოც სასამართლო ეყრდნობა აუდიო-ვიდეო ჩანაწერს და მიდის დასკვნამდე, რომ ბრალდებულის მიერ თანხის მოთხოვნის დამადასტურებელი საკმარისი, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც თანხის მოთხოვნა ბრალდებულს უნდა ამოერიცხოს წარდგენილი ბრალდებიდან.

რაც შეეხება ფულის მიცემას, აღნიშნული დადასტურებულია როგორც ლ---–----------ს ჩვენებით, ასევე ბრალდებულის ჩვენებით და აუდიო-ვიდეო ჩანაწერით. ამასთან, თანხის გადაცემა მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა, რის გამოც ამ ნაწილში სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება ბრალდებულის მიერ საქმის მასალებით დადასტურებულია.

 

3.2. თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება

 

მოწმე ვ-–---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ლ---–----------მ უთხრა, რომ ბრალდებულმა ქრთამის სახით მოსთხოვა 1500 ლარი და ხ------ს დამზადების ბილეთის მომზადების 300 ლარი. მოწმე ვარაუდობს, რომ ბილეთში ყალბი მონაცემები იქნებოდა, რადგან სოციალური ჭრის ბილეთის შევსებისას ეთითება ტყის უბანი და სხვა მონაცემები. იმ საბუთში არ იქნებოდა მითითებული სწორი უბანი და ეს იქნებოდა ყალბი. ხ------ს მოპოვება ტყის მცველთან ერთად ხდება, მოპოვებას უნდა დაესწროს ბრალდებული, რაც არ განხორციელებულა. მოჭრილი ხე რომელი უბნიდან იყო, არ იცის, მაგრამ ბრალდებულმა უთხრა ლეილას, უკვე მზად მაქვსო მასალა ისე, რომ ბილეთისთვის არც შეუხედავს, რის გამოც ასკვნის, რომ ყალბი იქნებოდა, რასაც ბრალდებული ჩაწერდა. ლ---–----------მ ანახა საბუთი ბრალდებულს, როგორც იცის და ამის მიხედვით ბრალდებული გაერკვეოდა, რომ მის უბანზე იყო ის გაცემული. ბრალდებულმა იცოდა, რომ თავის უბანზე იყო გაცემული ბილეთი, მაგრამ არ იცოდა ზუსტი კვარტალი. არც აგიყვან მაღლა, ისე მოგცემო მასალას, უთხრა ბრალდებულმა ლ---–----------ს.

მოწმე ლ---–----------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა უთხრა, რომ 1400 ლარამდე დაუჯდებოდა დახერხვა, მასალის ჩამოტანა და 300 ლარი პირადად მას უნდოდა. დაეჭვდა ზედმეტ თანხას რომ თხოვდა ბრალდებული, ვ-–---------------ს დაურეკა, რომელიც მისი ახლობელია და ფინანსურ პოლიციაში მუშაობს. მას აუხსნა ყველაფერი, რის შემდეგაც დათანხმდა მიეღო მონაწილეობა ოპერატიულ ღონისძიებაში. 27 ნოემბერს ბრალდებულს დაურეკა, რომელმაც უთხრა, რომ 28 ნოემბერს ნახავდა და საბუთები და თანხა თან ჰქონოდა. 28 ნოემბერს საბუთები და თანხა გადასცა ბრალდებულს. ბრალდებულმა თქვა, რომ კ----ს უნდა გამოეტანა მასალა ტყიდან, რომ 1400 ლარი იყო საჭირო: 1000 ლარი მორების დაჭრას უნდოდა, 100 ლარად 2 მ3 მორს დაუმატებდნენ და 300 ლარი დახერხვის საფასური იყო. ეს თანხები კ-----–------–---მაც უთხრა და ბრალდებულმაც. ბრალდებულმა უთხრა, კ----სთვის მიეცა ეს თანხა. ვარაუდობს, რომ 300 ლარი ბრალდებულის იყო იმისათვის, რომ დახმარებოდა, რადგან არ შეეძლო სოფელ ხაიშში სიარული. 300 ლარი ბრალდებულისთვის გადასაცემად იყო, 1400 ლარი -საქმის. მოწმის ვარაუდით, რომ არ ასულიყო სვანეთში, იმაში მოსთხოვა ფული ბრალდებულმა. გამომძიებლისთვის არ უთქვამს, რომ ტრანსპორტირებისთვის და ყალბი ბილეთის გაცემისთვის მოთხოვა თანხა ბრალდებულმა. კ----ზე რაღაცას ეუბნებოდა ბრალდებული, მაგრამ მასთან ჩხუბზე არაფერი უთქვამს. ბრალდებულს არ უთქვამს, ჩემი მოსაგვარებელი არაფერი არისო. არ უთქვამს ბრალდებულისთვის, რომ ბათუმში მაღაზია ჰქონდა. თანხის გადაცემისას ბრალდებულს არ უკითხავს ეს თანხა სახერხის არისო? არც თვითონ უთქვამს ეს სახერხის არისო. 2 მ3 მასალა 60-60 ლარი ღირსო ბრალდებულს არ უთქვამს. 500 ლარი არ უხსენებია აუდიო-ვიდეო ჩაწერისას. 300 ლარი გაანაწილეო არ უთქვამს ბრალდებულისთვის შეხვედრისას. არ ვიცი როგორ, გაძლევ 1700 ლარსო, ეს სიტყვებიც არ უთქვამს. კ-----–------–---მა უთხრა, რომ ბრალდებულისთვის მიეცა ფული და საბუთები.

მოწმე კ-----–------–----ს ჩვენების თანახმად, ლ---–----------მ დაურეკა, სოციალური ჭრის საბუთი მაქვს და ხ------ს დამზადება მინდაო. 10 მეტრკუბი მასალა სჭირდებოდა. კუბში 100 ლარი უდნა გადაეხადა. ცალკე შეპირდა 2 კუბის დამზადებას და 1100 ლარი უნდა მოეცა სულ. მასალის დამზადება ნიშნავს მოჭრას და ჩამოტანას, დახერხვას. დამატებით 300 ლარი უნდოდა დახერხვას, რადგან კუბის დახერხვა 30 ლარი ღირს. სულ 1400 ლარი უნად მოეცა ლ---–----------ს. ამის მერე კიდევ უნდა მოეცა ფიცრის დახერხვის, ვინაიდან 6 მეტრიანი ფიცრების 3 მეტრომდე დახერხვის და ფიცრების დატვირთვის ფასი ემატებოდა, რომლის ზუსტი ფასიც ჯერ არ ჰქონდა ნათვამი ლ---–----------სთვის. ლ---–----------ს 7,5 კუბი ფიცრის გამოტანა შეეძლო, მაგრამ 10 კუბი მორებისაგან ამდენი არ გამოდიოდა და ამიტომ შესთავაზა 2 კუბის დამატება. ბრალდებულმა უთხრა, რომ ლ---–----------ს მისი ტელეფონის ნომერი მან მისცა და ჰკითხა, თუ მოილაპარაკეთო, მე რომ მქონდა, იმ კვადრატში უნდა მოიჭრასო. ბრალდებულს უნდა დაეფირნიშებინა. საბუთი ლ---–----------ს უნდა ამოეტანა. უშუალოდ ლ---–----------სთან ჰქონდა ამაზე საუბარი და არა ბრალდებულთან. ფასზეც პირდაპირ ლ---–----------ს ესაუბრებოდა. ლ---–----------სთან საუბრიდან 2-3 დღეში მოჭრა მასალა. ბრალდებულმა იცოდა, რომ მოჭრა, მაგრამ რომ გადმოზიდა, ეს არ იცოდა. მორების სახერხ საამქრომდე მიტანას აპირებდა მას შემდეგ, რაც რ---–---------–---ი გამოწერდა შესაბამის ხ------ს წ------–----- დოკუმენტს. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა კ-----–------–----ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების ბოლო წინადადებები, რისი სისწორეც მოწმემ არ დაადასტურა. ბრალდებულმა უთხრა, რომ მოეჭრა მასალა და როცა დატვირთვას შეძლებდა, დაეძახებინა მისთვის და ლ---–----------სთვის, ისინი ავიდოდნენ ადგილზე და გამოწერდა საბუთს კანონიერად. ბრალდებულმა არ იცოდა, თუ რა თანხაზე შეუთანხმდა ლ---–----------ს, რადგან მასთან თანხის ოდენობაზე არ უსაუბრია. ბრალდებულს მხოლოდ ის თხოვა, რომ ლ---–----------ს მიერ მიცემული მომსახურების საფასური მისთვის მიეტანა. ბრალდებულმა უთხრა, რომ ფულთან არ უნდოდა საქმე ჰქონოდა. ლ---–---------- სამჯერ არ მივიდა ადგილზე და ბრალდებულს ეკითხებოდა, თუ რატომ არ მიდიოდა ის.

მოწმე თ----------------ის ჩვენების მიხედვით, კ-----–------–---მა უთხრა, რომ ავტომანქანა სჭირდებოდა და წაყვა მას. კ-----–------–---მა მოჭრა ხეები, მორები დატვირთეს ტყეში ავტომანქანაზე. იმ ღამეს მოთოვა და გაძნელდებოდა ავტომანქანის ჩამოყვანა. მანქანა ნაქირავები ჰყავდა. შეეშინდა და ჩამოიყვანა ავტომანქანა იმავე უბანში ქვევით.

მოწმე გ-----------–------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ტყეში ხის მოჭრა ნებისმიერ პირს შეუძლია, ვისაც აქვს საბუთი. კ-----–------–---- იყო დაქირავებული, რომ მოეჭრა და ჩაებარებინა ტყის მასალა. ავტომანქანას ტყის სამცველო ტერიტორია არ დაუტოვებია. ფირნიში დატვირთულზეც შეიძლება გაკეთდეს ავტომანქანის დაძვრამდე.

მოწმე ბ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ხის მოჭრის პროცესთან ტყის მცველს შეხება არა აქვს.

მოწმე ო-----–------–----ს ჩვენებით დასტურდება, რომ კ-----–------–---- მივიდა მასთან და სთხოვა მასალის დამზადებაში დახმარება. ეს მოხდა 25-28 დეკემბრის პერიოდში. დატვირთეს ავტომანქანა და იქვე ტყეში დატოვეს. მეორე დღეს თოვა დაიწყო, ცუდი ამინდი იყო. შეიძლება მოცურდეს ავტომანქანა, ისეთი ციცაბო ადგილებია. ამიტომ თ----------------ემ ავტომანქანა ჩამოიყვანა დაბლა.

სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სოჭის ჯიშის 6 ცალი ხის მორის საერთო მოცულობაა 11.7 კვ.მ, ხოლო მათი საერთო საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 1872 ლარს.

ბრალდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ ლ---–----------მ დაურეკა, ბილეთი მაქვს, თქვენს უბანში არის და დამაკვალიანეთ, ამიხსენი როგორ ვისარგებლოო. ჯერ დამამზადებლის პოვნა ურჩია, როცა ის შეძლებდა დატვირთვას, აუხსნა, რომ დაუძახებდა, მივიდოდა და დააფირნიშებდა. დაპირდა, რომ დაელაპარაკებოდა დამამზადებელს. უთხრა ლ---–----------მ, კ----ს უნდა გავუგზავნოო 1400 ლარი. თავიდან უთხრა, მე კი არა შენ უნდა მიიტანო შენი ფულიო, მაგრამ შემდეგ თავი შეაცოდა ლ---–----------მ და დათანხმდა კ-----–------–----სთვის გადაეცა თანხა. ჯერ 1400 ლარი გადასცა ლ---–----------მ, მერე მისცა 300 ლარი. ჰკითხა, ეს დახერხვის არისო? დაუდასტურა ლ---–----------მ და ჩაიდო ეს თანხაც. 1700 ლარი მოგაქვსო და კ----ს მიუტანეო უთხრა ლ---–----------მ.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული აუდიო-ვიდეო მასალა და მისი ფურცელზე გადატანილი ე.წ. "კ------", რომლითაც დადგენილია, რომ ბრალდებული ეუბნება ლ---–----------ს, რომ საბუთს ვერ წერს ბილეთის გარეშე. ლ---–---------- ამბობს, რომ საბუთები აქვს, ფულიც წამოიღო რაც უთხრა კ----მ. ბრალდებული უხსნის, რომ საბუთი ადგილზე უნდა გამოიწეროს. ლ---–---------- ამბობს, რომ კ----ს უთხრა, რ---–----ის გამოვატანო ყველაფერს და კ---- ელოდება. გუშინ ელოდებოდა კ---- მას. მან იმდენი რამე მოუგვარა, პურ-მარილსაც შეპირდა ამის გამო კ----ს. ბრალდებული ეუბნება, რომ ბილეთი მისცეს, რომ საბუთი გამოწეროს, დაელოდოს გამწვანებას და გამოუშვას მასალა. საუბრობენ იმაზე, რომ კ----მ სახერხსაც უნდა მისცეს ფული. ბრალდებული პირდება, რომ კ----ს გადასცემს რასაც მისცემს ლ---–----------. ასევე დასძენს, რომ საერთოდ ფულს არ იღებს არავისგან და რომ კ----ს ეჩხუბა, რადგან კ----მ იეჭვიანა, მაგრამ ბრალდებულმა აუხსნა, რომ ლ---–----------ს ბილეთი ჰქონდა კანონიერად, მან მხოლოდ დააკვალიანა და ბრალდებულის მოსაგვარებელი არაფერი იყო. ბრალდებული ეუბნება, რომ გუშინ ელოდებოდა ლეილას ჩასვლას, რომ საბუთი გამოეწერა. ლ---–---------- ბრალდებულს სთავაზობს ყავის დალევას, საუბრობენ სახერხისა და მუშების საფასურზე. ლ---–---------- აღნიშნავს, რომ ფული აქვს, მაგრამ არ ჰყოფნის და კიდევ აქვს დასამატებელი. ბრალდებული ეუბნება ლ---–----------ს, რომ ის ადგილზე იქნება საჭირო და საუბრობენ, თუ რითი ავიდეს ადგილზე, ასევე საუბრობენ ფიცრების დაჭრის შესაძლებლობაზე. ლ---–---------- უხსნის ბრალდებულს, რომ აქვს მაღაზია ზუგდიდსა და ბათუმში და აქვს ფული, თუმცა აქვს პრობლემები. ლ---–---------- ამბობს, რომ ამდენი ფული უცებ არ აქვს, რაზეც ბრალდებული პასუხობს, რომ არ იჩქაროს. ლ---–---------- ამბობს, რომ კ---- გუშინ მთელი დღე ელოდებოდა და ვერ ჩავიდა, რის გამოც რცხვენია. ამის შემდეგ ამოიღო 1400 ლარი და გადასცა ბრალდებულს, თან ეუბნება, რომ კიდევ აქვს ფული ასატანი. ამის შემდეგ აძლევს 300 ლარს, ეუბნება, ეს შენო და დასძენს, რომ სხვისი არ უნდა არაფერი, რომ საშუალება აქვს და თუ რამე დასჭირდებათ, დაურეკონ. ბრალდებული აზუსტებს, ეს სახერხისო. ლ---–---------- აზუსტებს, რომ სახერხის არის, 1100 არის მორების, კ----ს თქმით, 500 ლარამდე ჯდებაო სახერხი, მაგრამ აკლია და ეუბნება, 300 ლარი გაანაწილოს, არ იცის ოღონდ, თუ როგორ. ეუბნება, რომ აძლევს 1700 ლარს და თუ რამე კიდევ გახდა დასამატებელი, დაურეკოს. ბრალდებული ჰპირდება, რომ კ----ს როგორც კი ნახავს, დაურეკავს. ლ---–---------- ჰპირდება პატივისცემას, პურმარილს, რაზეც ბრალდებული პასუხობს, რომ არ შეწუხდეს, ლ---–---------- კი იმეორებს, რომ მადლობელია და პატივს სცემს. ამის შემდეგ ბრალდებული ლ---–----------ს უმარტავს, რომ მასალა წინასწარ უსაბუთოდ რომ დაიტვირთა, არ თქვას არსად, თორემ პასუხს მოსთხოვენ მას, რადგან ის რისკზე წავიდა, რადგან ლ---–---------- ვერ ავიდა. ლ---–---------- ეთანხმება და იმეორებს, რომ რაც დასამატებელი იქნება, დაამატებს.

აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ დადასტურებულია ბრალდებულის მიერ თავისთვის ფულის მიღება, თუმცა, გამოკვლეული მტკიცებულებების ერთბლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიდის საპირისპირო დასკვნამდე. ჯერ ერთი, მნიშვნელოვანია, რომ ბრალდების მხარე ბრალდებულს ედავება 1700 ლარის ოდენობით ფულის მიღებას თავისთვის, თუმცა ეს ფული ბრალდებულმა თავისთვის რომ აიღო, აღნიშნულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი. ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უთითებს ბრალდებულის მიერ თანხის აღების სუბიექტურ მხარეზე - საკუთარი თავისთვის ფულის აღებაზე, არის ლ---–----------ს ჩვენება, რომელიც არ ადასტურებს 1700 ლარის ბრალდებულის მიერ თავისთვის აღებას, არამედ ამბობს, რომ აქედან 1400 ლარი იყო კ-----–------–----ს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, ხოლო 300 ლარი იყო ბრალდებულის მიერ თავისთვის აღებული. ლ---–----------ს მონაყოლს იმეორებს ვ-–---------------, რომელიც არის ირიბი მოწმე. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ამ ორი მოწმის ჩვენებები ერთხელ უკვე უარყოფილ იქნა სასამართლოს მიერ ბრალდებულისგან თანხის მოთხოვნის ნაწილში, ვინაიდან ისინი ეწინააღმდეგება გამოკვლეულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერს. ამდენად, გასარკვევია, რა დამოკიდებულებაშია ეს მტკიცებულებები ერთმანეთთან ბრალდებულის მიერ თანხის მიღების მიზანთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით ყველაზე სარწმუნო მტკიცებულებას წარმოადგენს აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც არსად არის მითითება იმაზე, რომ ლ---–---------- 300 ლარს ბრალდებულს აძლევს თავისთვის. პირიქით, ამ ჩანაწერის მიხედვით, ლ---–---------- საუბრობს გაუგებრად, დამაბნევლად, ისე, რომ მისი ნათქვამი სიტყვებიდან სასამართლო ვერ ასკვნის, თითქოს მან ბრალდებულს რაიმე თანხა თავისთვის გადასცა.

1400 ლარის გადაცემისას ლ---–---------- ხსნის, რომ ეს თანხა არის კ-----–------–----ს მომსახურების საფასური. ამის შემდეგ ის დამატებით 300 ლარს აძლევს ბრალდებულს, მაგრამ როცა ბრალდებული აზუსტებს, რომ ეს სახერხის ფულია, ლ---–---------- იწყებს გაუგებარ საუბარს იმის თაობაზე, რომ 1100 ლარი არის კ-----–------–----ს, 500 ლარი არის სახერხის (გამოვიდა სულ 1600 ლარი), მაგრამ კიდევ აკლია ფული, დასამატებელი აქვს, თუმცა ეხლა ეს თანხა გაანაწილოს როგორმე და მერე დარჩენილს აუტანს კ----ს. ჯერ ერთი, გაუგებარია, თუ 1600 ლარი სჭირდებოდა მორების დამზადებასა და დახერხვას, მან 1700 ლარი მისცა ბრალდებულს და რა თანხა აკლდა, როცა ზედმეტი ჰქონდა მიცემული? შეიძლება აქ იგულისხმებოდეს დამატებითი ხარჯები, რომელზეც კ-----–------–---- ესაუბრა, თუმცა კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია: 6 მეტრიანი ფიცრების 3 მეტრიან ფიცრებად დაჭრა, დატვირთვისთვის მუშებისთვის მისაცემი თანხა და სხვა. შესაძლოა აქვე იგულისხმებოდეს ის 60 ლარიც, რომელიც 2 კუბური მეტრი მორის დამატებით დახერხვას სჭირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, რა დამატებით თანხაზეა საუბარი, ლ---–---------- ამას არ აზუსტებს. არადა მან იცის, რომ მისი საუბრის ჩაწერა მიმდინარეობს და ბრალდებულთან რაიმე შეთანხმება რომ ჰქონოდა, შეეძლო ამის შესახებ პირდაპირ ეთქვა ბრალდებულისთვის ან მინიშნებები მაინც გაეკეთებინა იმდაგვარად, რომ ბრალდებულის პასუხებიდან ნათელი გამხდარიყო თანხის აღების მიზეზი. ჩანაწერიდან კი ირკვევა საწინააღმდეგო: ლ---–---------- სხვადასხვა თემაზე საუბრობს, აქტიურობს, ცდილობს ბრალდებულის ყურადღების გადატანას ერთი თემიდან მეორეზე, საბუთის გამოწერაზეც ესაუბრება, პატივისცემაზეც, უმტკიცებს, რომ ფულის პრობლემა არ გააჩნია და ყველა გარემოებას უქმნის ბრალდებულს, რომ ფულზე საუბარი გაგრძელდეს, თუმცა ბრალდებული საპირისპიროდ იქცევა, ეუბნება, რომ პატივისცემა არ არის საჭირო, რომ ფულზეც შეუძლია არ იჩქაროს, რომ საბუთი აუცილებლად ადგილზე უნდა გამოიწეროს, რომ იქ ლ---–---------- უნდა ავიდეს და სხვა.

რაც შეეხება უშუალოდ თანხას, მიუხედავად იმისა, რომ ლ---–---------- პირდაპირ არ ეუბნება, თუ რისთვის აძლევს თანხას, ბრალდებული თავადვე აზუსტებს მასთან, რომ ეს თანხა ალბათ სახერხისაა. ამ დაზუსტების შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ლ---–----------ს ეთქვა, არა, ეს თანხა წინასწარ შეთანხმებული ან წინასწარ შეუთანხმებელი, მაგრამ ბრალდებულისთვის თავისთვის გადაცემული თანხაა, ლ---–---------- იწყებს დამაბნეველ საუბარს, საიდანაც შეიძლება ერთადერთი დასკვნის გამოტანა, რომ ეს 300 ლარი არის კ-----–------–----ს მიერ გაწეული მომსახურების, მათ შორის სახერხის და სხვა დეტალებისთვის საჭირო თანხა. უფრო მეტიც, ლ---–---------- ამბობს, რომ კიდევ აქვს მომსახურების თანხაზე დასამატებელი, რასაც ის უშუალოდ აიტანს 2 დღეში. საინტერესოა ასევე, რომ ბრალდებული ლ---–----------ს ეუბნება, რომ მას საბუთი აქვს და არაფერი მოსაგვარებელი არ სჭირს, კანონიერია მის მიერ მასალის მიღება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, თუ რა მოქმედების სანაცვლოდ შეიძლებოდა აეღო ბრალდებულს ფული თავისთვის. ვ-–--------------- ასეთ მოქმედებად უთითებს ყალბი დოკუმენტის გამოწერას. ის ამბობს, რომ ვინაიდან მორები წინასწარ იყო მოჭრილი, ბრალდებულის მიერ გამოწერილ დოკუმენტში მითითებული მონაცემები ჭრის ადგილის თაობაზე იქნებოდა ყალბი. სასამართლო აფასებს რა აღნიშნულს, მიდის დასკვნამდე, რომ ეს არის მხოლოდ ვარაუდი, რომელიც არ დასტურდება არაფრით. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ლ---–---------- ბრალდებულს საბუთის გამოწერაზე ესაუბრება, ბრალდებული ამბობს, რომ საბუთი შედგება მხოლოდ ჭრის ადგილზე და არა სადმე სხვაგან. მეორე, ბრალდებულს ჰქონდა მონაცემები, თუ სად უნდა განხორციელებულიყო ჭრა. კ-----–------–----სა და ბ--------------ის ჩვენებების თანახმად, მათ მორები მოჭრეს 25-დან 28 ნოემბრამდე პერიოდში ბრალდებულის მითითებით. ე.ი. მორები მოიჭრა ლ---–----------სა და ბრალდებულის პირველი შეხვედრის შემდეგ, როცა ბრალდებულმა იცოდა, რომ ლ---–----------სთვის უნდა მოჭრილიყო მასალა და როცა ლ---–----------მ აჩვენა ბრალდებულს სოციალური ჭრის ბილეთი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კ-----–------–---- და ბრალდებული ელოდებოდნენ ლ---–----------ს ასვლას ხაიშში დოკუმენტის გამოსაწერად, მაგრამ ლ---–---------- სამჯერ არ ავიდა, რის გამოც რცხვენოდა კიდეც კ-----–------–----ს. ბრალდებული ეუბნება მას, რომ ელოდებოდნენ მას და მისი გამოუცხადებლობისა და ლ---–----------ს ბევრი თხოვნის შემდეგ, გარისკეს, უსაბუთოდ მოჭრეს მასალა, რაც არავისთვის უნდა ეთქვა. ამდენად, ბრალდებულმა იცოდა, თუ რა ადგილას უნდა მოეჭრათ მასალა, მას კონტაქტი ჰქონდა კ-----–------–---თან, რომელსაც თავად უთხრა, მოეჭრა ხე და დალოდებოდა დაფირნიშებას, მორებით დატვირთული ავტომანქანა იდგა ტყეში, სადაც ბრალდებული დაკავების დღეს აპირებდა მისვლას საბუთის გამოსაწერად და მორების დასაფირნიშებლად, რის გამოც ბრალდებულს ჰქონდა სრული ფაქტობრივი შესაძლებლობა, მის მიერ გამოწერილ დოკუმენტში მიეთითებინა სწორი ადგილი ტყის მოჭრისა. მით უმეტეს, რომ კ-----–------–---მა დაადასტურა, რომ შეუძლია ტყის მოჭრის ადგილის ჩვენება, რისი საშუალებაც მას ექნებოდა ბრალდებულის ხაიშში ასვლის დროსაც. ამდენად, გაუგებარია, რას ემყარება ვ-–---------------ს ვარაუდი, რომ ბრალდებული არასწორ მონაცემებს მიუთითებდა ტყის ჭრის ადგილის შესახებ.

თანხის ბრალდებულის მიერ თავისთვის მიღების საფუძვლის შესახებ ლ---–----------მ განმარტა, რომ ბრალდებულმა 300 ლარი აიღო იმისთვის, რომ ლ---–---------- არ ასულიყო ხაიშში და მისი ასვლის გარეშე ჩამოეტანათ მასალა, თუმცა აღნიშნული არ დასტურდება აუდიო-ვიდეო ჩანაწერით. პირიქით, ამ ჩანაწერის მიხედვით ლ---–---------- არ საუბრობს მისი ასვლის გარეშე მასალის ჩამოტანაზე, არამედ ბრალდებული ეუბნება, რომ აუცილებელია ლ---–----------ს ასვლა ხაიშში. მართალია, ლ---–---------- ავტომანქანის პრობლემებს იმიზეზებს, თუმცა ბრალდებულს არ უთქვამს, რომ ლ---–----------ს ასვლის გარეშე მოხდებოდა მასალების მისთვის გადაცემა. პირიქით, საუბარს აგრძელებს ავტომანქანის შოვნისა და ასვლის აუცილებლობაზე. ლ---–----------ც რამდენჯერმე ამბობს, რომ ბრალდებულს და კ-----–------–--- არაერთხელ შეპირდა ხაიშში ასვლას, მაგრამ ვერ ავიდა და ბოლოს კი ასრულებს საუბარს იმით, რომ ის ავა ხაიშში და მომსახურების დარჩენილ თანხას აუტანს კ-----–------–---ს. ამდენად, ასეთ ვითარებაში გაუგებარია ლ---–----------ს მითითება, რომ ბრალდებულმა თავის სასარგებლოდ თანხა მიიღო იმაში, რომ ლ---–---------- ხაიშში არ აეყვანა და მისთვის ჩამოეტანათ მასალა.

სხვა რაიმე ვარაუდი, თუ რაში შეიძლებოდა ბრალდებულს აეღო თანხა, არც რომელიმე მოწმეს გამოუთქვამს და არც ბრალდების მხარეს დაუსახელებია. ამდენად, მტკიცებულებათა ერთობლიობით, განსაკუთრებით კი აუდიო-ვიდეო მასალით არ დასტურდება, რომ ბრალდებულმა 300 ან 1700 ლარი აიღო თავისთვის. პირიქით, შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ მან თანხა მიიღო კ-----–------–----სთვის გადასაცემად. მით უმეტეს, რომ კ-----–------–---- ადასტურებს, რომ ბრალდებულთან კონკრეტულ თანხებზე საუბარი არ ჰქონია და იმასაც ადასტურებს, რომ მან სთხოვა ბრალდებულს, მისთვის მიეტანა თანხა, რასაც ლ---–---------- გადასცემდა. სასამართლო სხდომებზე ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულს აქვს სმენის პრობლემა, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ლ---–----------სა და ბრალდებულის საუბრისას ქუჩაში არის ხმაური და მოსაუბრეთა ხმა ცუდად ისმის, ასევე დადასტურებულია, რომ ლ---–---------- ბრალდებულს თანხას აძლევს კ-----–------–----სთვის გადასაცემად, ანგარიშობს თანხებს, თუმცა ანგარიში ბოლომდე არ მიჰყავს, გაურკვევლად ასრულებს, რომ ბრალდებულისთვის მიცემული თანხა არ არის საკმარისი და ჰპირდება, რომ დარჩენილ თანხას თვითონ აუტანს მას. ამდენად, როცა ბრალდებული იგებს, რომ მას თანხას აძლევენ კ-----–------–----სთვის გადასაცემად, რომ ამ თანხებს გარკვეული დანიშნულება აქვს და რომ კიდევ აქვს ლ---–----------ს დასამატებელი თანხა; როცა კ-----–------–---- მისგან ელოდება ამ თანხების გადაცემას, რასაკვირველია, ის ამ თანხას ან მის ნაწილს თავისთვის ვერ მიიღებდა, არამედ მიიღებდა სხვისთვის მომსახურების სანაცვლოდ გადასაცემად, რაც მიუთითებს ბრალდებულის მიერ ამანათის გადამზიდველის როლის შესრულებაზე და არა მის მიერ თავისთვის ფულის მიღებაზე, ანუ ქრთამის აღებაზე.

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ლ---–----------ს სასარგებლოდ თუ რა ქმედება განახორციელა ან უნდა განეხორციელებინა ბრალდებულს, ეს საკითხიც არ არის ნათელი. ერთი ვერსია იმის შესახებ, რომ ბრალდებულს ლ---–----------ს სასარგებლოდ ყალბი დოკუმენტი უნდა შეედგინა და სხვა ადგილზე მოჭრილი ხე უნდა გაესაღებინა სულ სხვა ადგილზე მოჭრილად, საქმის მასალებით არ დადასტურდა, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა და ეს ვარაუდი რამით გამყარებული არ არის. მეორე ვერსია იმის შესახებ, რომ ბრალდებულს ლ---–----------სთვის უნდა მიენიჭებინა უპირატესობა და არ შეეწუხებინა ის ხაიშში ასვლაზე, ასევე არ დადასტურდა საქმის მასალებით.

ბრალდების დადგენილების მიხედვით, ბრალდებულს ბრალი ედება მასში, რომ კანონდარღვევით მიანიჭა რა უპირატესობა ლ---–----------ს, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყო მერქნული რესურსის მოპოვება და სატყეო კვარტლიდან მოჭრილი ხის რესურსის ტრანსპორტირება ისე, რომ არ განუხორციელებია მოჭრილი ხის მორების სპეციალური ფირნიშებით მარკირება და ტრანსოპრტირებისთვის სავალდებულო ხ------ს წ------–----- დოკუმენტის გაცემა, რის შემდეგაც მორის მოპოვებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ აიღო ქრთამი. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, თითქოს ბრალდებულმა უზრუნველყო მორების ტრანსპორტირება. მოწმეებმა განმარტეს, რომ ბრალდებულმა არ იცოდა ავტომანქანის გადაადგილების შესახებ, ხოლო თავად გადაადგილება გამოწვეული იყო დიდთოვლობის გამო შექმნილი ფორსმაჟორული ვითარებით, რათა ავტომანქანა ციცაბო დაღმართიდან არ დაცურებულიყო. ამასთან, მათივე განმარტებით, ავტომანქანას ტყის ტერიტორია არ დაუტოვებია. რაც შეეხება დაფირნიშებას და დოკუმენტის გაცემას, წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებული არ გეგმავდა მასალის დაუფირნიშებლად და დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირებას. პირიქით, ის დაკავების დღეს უნდა ასულიყო ხაიშში, დაეფირნიშებინა მასალა, გამოეწერა დოკუმენტი, რის შემდეგაც დაელოდებოდა მის გამწვანებას და მისცემდა მასალის ჩამოტანის საშუალებას. რაც შეეხება ფულის აღებას მორის მოპოვებაში დახმარების მიზნით, არც აღნიშნული დასტურდება საქმის მასალებით. საქმე ის არის, რომ მორების მოპოვებას ახორციელებდა კ-----–------–----, რომელთანაც უშუალო საუბარი ჰქონდა ლ---–----------ს. ბრალდებულის დანიშნულება იყო მხოლოდ მორების გადამოწმება-დაფირნიშება და საბუთის გაცემა. ამდენად, მორის მოპოვებაში დახმარებისათვის ბრალდებულისთვის ფულის მიცემის აუცილებლობა არ არსებობდა. ამ მიზნით ფული შეიძლებოდა ლ---–----------ს მიეცა კ-----–------–----სთვის და არა ბრალდებულისთვის, რაც გააკეთა კიდეც.

სასამართლო განმარტავს, რომ, საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა დაარღვია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მისთვის დადგენილი ქცევის წესი, როცა კ-----–------–---ს მისცა საშუალება, საბუთის გამოწერამდე მოეჭრა მასალა, თუმცა ლ---–----------ს სურვილი არ ყოფილა, დამამზადებელს ჯერ ხე მოეჭრა და ბრალდებულს შემდეგ გამოეწერა დოკუმენტი, მას ამისთვის არ მიუცია ბრალდებულისთვის თანხა, ეს იყო ბრალდებულსა და კ-----–------–---ს შორის მოსაწესრიგებელი საკითხი, რაშიც ლ---–---------- ვერ ჩაერეოდა და არც რაიმე ინტერესი გააჩნდა ამისი. თუ ბრალდებულსა და კ-----–------–---ს შორის იყო რაიმე შეთანხმება, რომლითაც ბრალდებული არღვევდა მისთვის ადმინისტრაციულად დაკისრებულ მოვალეობას და ეს ბრალდებულს რაიმე კუთხით უმსუბუქებდა სამუშაოს შესრულებას, ეს ბრალდებულის ადმინისტრაციული და არა სისხლისსამათლებრივი პასუხისმგებლობის საგანი შეიძლება გახდეს. ამდენად, ეს დარღვევა რაიმე კავშირში არ არის ლ---–----------ს მიერ თანხის გადაცემასთან, ვინაიდან მას არანაირი დაინტერესება არ ჰქონდა, ბრალდებულს ხის მოჭრის შემდეგ გაეცა საბუთი, ხოლო ბრალდებული საბუთის შევსებას რომ აპირებდა, ამას ადასტურებს აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, ბრალდებულისა და კ-----–------–----ს ჩვენებები, ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებები.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ კ-----–------–---ს არ აქვს წარდგენილი ბრალდება ბრალდებულთან ერთად დანაშაულის ჩადენაში, რაც, ასეთის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უნდა მომხდარიყო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ვინაიდან ასეთი ბრალდება უნდა დაყრდნობოდა იმავე მტკიცებულებებს და ამ კუთხით ახალი მტკიცებულებების მოპოვება არ არის სავარაუდო, ვინაიდან, ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში, ის გამოყენებული იქნებოდა რ---–---------–---ის მიმართაც, თუმცა, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ რ---–---------–---ის მიმართ გამოძიება დასრულებული იყო. ირკვევა, რომ, ბრალდების მხარის პოზიციით, ბრალდებული კ-----–------–---თან ერთად არ ჩადიოდა დანაშაულს, ერთი მეორეს არ ეხმარებოდა დანაშაულის ჩადენაში. ასეთ ვითარებაში გაუგებარია კ-----–------–----ს მიერ ლ---–----------სთვის მოთხოვნილი მომსახურების საფასურის ბრალდებულის მიერ კ-----–------–----სთვის მიტანის დაპირება რის საფუძველზე შეფასდა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის მიერ ქრთამის აღებად.

ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებს ბრალდებულის მიზანს, ფული აეღო თავისთვის, თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ლ---–----------ს სასარგებლოდ რაიმე ქმედების განსახორციელებლად.

 

4.სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა, განსახილველ შემთხვევაში გამოიხატება, მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მიღებაში, ხოლო სუბიექტური შემადგენლობა გულისხმობს ფულის მიღებას თავისთვის, თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თანხის მიმცემის სასარგებლოდ რაიმე ქმედების განხორციელების მიზნით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ქრთამის აღების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა, რაც გამოყენებულია კიდეც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, რომლის უზრუნველსაყოფადაც უძრავ ქონებას ადევს ყადაღა. ამდენად, გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე ნივთმტკიცებად დართულია 17 ცალი წინასწარ დანომრილი ასლარიანი კუპიურა, რაც ფინანსთა სამინისტროს საკუთრებას წარმოადგენს. ამდენად, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს; 6 ცალი სოჭის ჯიშის ხის მორი იმავე ნორმის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამის ორგანოს; დივიდი დისკი კი უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, რის გამოც ბრალდებულს უნდა განემარტოს აღნიშნული უფლება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ---–---------–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

რ---–---------–---ისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის №(1/673-16) განჩინებით დაყადაღებულ, რ---–---------–---ის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე მ-------------------------–--------–-, მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

ნივთმტკიცებები: 17 ცალი ასლარიანი კუპიურა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს; 6 ცალი სოჭის ჯიშის ხის მორი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამის ორგანოს; დივიდი დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

გამართლებულ რ---–---------–---ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია