განაჩენი

სისხლის სამართლის 21.03.2018
საქმის ნომერი
820100118002259717
დავის ტიპი
260 6 ა , 260 1
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002259717

№1-07/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21.03.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - და---- ხა-----–---–ი

 

ბრალდებული - სე----- ერ------ი

ადვოკატი - მა----- ზო--ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173011217006 საქმე

 

ბრალდებულ სე----- ერ------ის მიმართ

მამის სახელი: ვლ---------

დაბადებული: 21.01.19-- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ბათუმი;

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 61---------

რეგისტრირებული: ბათუმი, მ. შა---–---- ქ. №15

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, რუ-------–-- ქ. №61ა, ბინა №46

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი და 260-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. სე----- ერ------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი წონით 0,1061 გრამი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინი წონით 1,6338 გრამი, რაც 2017 წლის 02 დეკემბერს ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მისგან იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.

 

2. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. 2017 წლის 02 დეკემბერს სე----- ერ------ის პირადი ჩხრეკის დროს, ქურთუკის ჯიბიდან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება " ბუპრენორფინი" და "ჰეროინი" .

 

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 03 დეკემბრის ექსპერტიზის №ქ/518 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 33 ცალ კონვალუტის ფირფიტის ჩამონაჭერზე, წარწერით ,,Suboxone 8mg/2mg buprenorphine/naloxone” განლაგებული, ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 204 ცალი მთლიანი ტაბლეტი და თეთრი ფერის ფხვნილი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 1,6338 გრამის ოდენობით. ორ ცალად დაფასოებულ ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით - 0,9464 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,1061 გრამს.

 

6. სე----- ერ------მა დაადასტურა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მისი კუთვნილია.

 

7. სე----- ერ------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ასევე საქმეზე პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების გე----------------------–---------–------------–----–----------–----------–--ის ჩვენებებით და საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებით.

 

8.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

9.ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების პირველ სიაში №181 რეგისტრაციით,10. ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი" შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების მე-2 სიაში №10 რეგისტრაციით

 

11. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის დანართის შესაბამისად ”უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის” თანახმად ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი", წონით 0,2 გრამამდე, წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად

 

12. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებები ბუპრენორფინი და ჰეროინი მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა რიცხვს და მათი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

13. სე----- ერ------ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალებების ბუპრენორფინისა და ჰეროინის შეძენისა და შენახვის თაობაზე.

 

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა სე----- ერ------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინი” და ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი”.

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.

 

15.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 03 დეკემბრის ექსპერტიზის №ქ/518 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 33 ცალ კონვალუტის ფირფიტის ჩამონაჭერზე, წარწერით ,,Suboxone 8mg/2mg buprenorphine/naloxone” განლაგებული, ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 204 ცალი მთლიანი ტაბლეტი და თეთრი ფერის ფხვნილი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 1,6338 გრამის ოდენობით.

 

16.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის დანართის შესაბამისად ”უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა” - №29 რეგისტრაცია, ნარკოტიკული საშუალება " ბუპრენორფინი" , წონით 1,6338 გრამი, წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

17. სე----- ერ------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” საერთო წონით 1,6338 გრამის ოდენობით წარმოადგენს განსაკუთრებით დიდი ოდენობას.

 

18. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა სე----- ერ------მა შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინს”.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

19. სასამართლოს მიაჩნია, რომ სე----- ერ------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

20. სე----- ერ------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

21.სე----- ერ------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

22. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სე----- ერ------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმის ოდენობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს სე----- ერ------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

23. სე----- ერ------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.სე----- ერ------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სე----- ერ------ს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. რის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

2. სე----- ერ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 02 დეკემბრიდან.

 

3.გაუქმდეს მსჯავრდებულ სე----- ერ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინი 1,6338 გრამი და ჰეროინი 0,1061 გრამის, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი