განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2018
საქმის ნომერი
010100118002268865
დავის ტიპი
344 1
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002268865

1-47/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე

 

პროკურორი - გ--–- თ-----

 

ბრალდებული - ზ------ გ---–ვილი

ადვოკატი - ლ-–- რ-----აძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N0-----------

 

ბრალდებული: ზ------ გ---–ვილი

მამის სახელი: გ----

დაბადებული: 22.06.---- წელს

მოქალაქეობა: საართველოს

პირადი ნომერი: 2----------

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–----–---------------–------------–----------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ზ------ გ---–ვილმა 2015 წლის აპრილის თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ "სარფი"-ს გვერდის ავლით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შევიდა თურქეთის რესპუბლიკაში, რაშიც მხილებული იქნა 2017 წლის 22 ნოემბერს სასაზღვრო გამტარ პუნქტ სარფში თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლის დროს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ გ---–ვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ზ------ გ---–ვილის ბრალეულობას, კერძოდ: გამოძიების დაწყების ბარათი, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, რადიოგრამა საზღვრის კვეთის შესახებ, მოწმეების რ----- თურმანიძის, დავით კახიძის გამოკითხვის ოქმები, ზ------ გ---–ვილის გამოკითხვის ოქმი და სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

 

ამდენად საქმეში არსებული მტკიცებულებეთა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ------ გ---–ვილმა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრი უკანონოდ გადაკვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

 

6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

ზ------ გ---–ვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტი დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.

 

8. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო

 

9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ზ------ გ---–ვილის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

10. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ზ------ გ---–ვილმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

11. ზ------ გ---–ვილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

12. ზ------ გ---–ვილის მიმართ პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

სასჯელის დასაბუთება:

13. ჩადენილი დანაშაულის მოტივის და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ ზ------ გ---–ვილს უნდა დაენიშნოს ისეთი სახის სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

14. ზ------ გ---–ვილის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა დანაშაულის ჩადენა, რითაც მან პასუხისმგებლობა იკისრა ჩადენილი დანაშაულისათვის, იმადროულად ჩადენილია არაძალადობრივი და ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასამართლო ითვალისწინებს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მის ყოფაქცევას და მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1 ნაწილით მას ძირითად სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ბრალდებული ზ------ გ---–ვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ზ------ გ---–ვილის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი