გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 411210018002335730
საქმე N 2/70-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2018 წელი ქ. კასპი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი
მოსარჩელე: გ---–----- კ--–--ე
წარმომადგენელი: ზ---- მ-----–---–-
მოპასუხე: ბ------- თ-----–---–ი
წარმომადგენელი: თ----- ბ-–---–---–-
დავის საგანი: რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა გ---–----- კ--–--ესა და ბ------- თ-----–---–ს შორის.
სარჩელის თანახმად, მხარეები რეგისტრირებული ქორწინებით შეუღლდნენ 2013 წელის 4 მარტს. მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო 2016 წლიდან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მოსარჩელე ითხოვს ბ------- თ-----–---–თან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მათი ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი და მათი მომავლისთვის, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის აუცილებელია მშობლების ერთად ცხოვრება და ითხოვა შესარიგებელი ვადის დანიშვნა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები რეგისტრირებული ქორწინებით შეუღლდნენ 2013 წელის 4 მარტს;
მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა;
3.1.2. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2002 წლის 27 ნოემბერს დაბადებული ს--–---- და 2005 წლის 7 იანვარს დაბადებული ა-–---- თ-----–---–ები;
მტკიცებულება: დაბადების მოწმობები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---–----- კ--–--ის სარჩელი ბ------- თ-----–---–ის მიმართ რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზეა ქორწინების შეწყვეტის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის საფუძველზე, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად კი, ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება.
ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---–----- კ--–--ის სასარჩელო მოთხოვნა კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, მოსარჩელის პოზიციიდან გამომდინარე, მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას შესარიგებელი ვადის დანიშვნასთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ მოსარჩელესთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი და მათი მომავლისთვის მშობლების ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩინება აუცილებელია, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოსარჩელეს არანაირი სურვილი აქვს შერიგების და, უფრო მეტიც, ის ამჟამად ცხოვრობს საზღვარგარეთ და არ იმყოფება საქართველოში.
ასეთ ვითარებაში, მათთვის შერიგების ვადის მიცემას ექნება მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ხასიათი (რაც გამოიწვევს საქმის გაჭიანურებას) და ყოველგვარ აზრს მოკლებული. მათი რეგისტრირებული ქორწინება ატარებს ამგვარ ფორმალურ ხასიათს და უნდა გაუქმდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 58-ე მუხლის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას.
სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 61-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
მოსარჩელის მიერ 2018 წლის 5 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 (ორმოცდაათი) ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე ბ------- თ-----–---–ს უნდა გადახდეს მოსარჩელე გ---–----- კ--–--ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელწმიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებთ, სასამართლოს ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, სასამართლოს გარეშე ხარჯებში მოიაზრება ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული და აგრეთვე მხარეთა სხვაა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელემ მოითხოვა საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით 2017 წლის 16 იანვრის სალაროს შემოსავლის ორდერზე მითითებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების ოთხი პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან მოცემული საქმე არ გამოირჩევა განსაკუთრებული სირთულით, მოპასუხე ბ------- თ-----–---–ს მოსარჩელე გ---–----- კ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანგარიშში 700 (შვიდასი) ლარის ნაცვლად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 248-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. შეწყდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გორის სამოქალაქო სამსახურის მიერ 2013 წლის 4 მარტის N 33133000086 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება გ---–----- კ--–--ესა (დაბადებული: 1982 წლის 18 მაისს; პ/ნ № 2----------) და ბ------- თ-----–---–ს (დაბადებული: 1972 წლის 6 ოქტომბერს; პ/ნ № 2----------) შორის.
2. მოპასუხე ბ------- თ-----–---–ს მოსარჩელე გ---–----- კ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელწმიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;
3. მოპასუხე ბ------- თ-----–---–ს მოსარჩელე გ---–----- კ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანგარიშში 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურს.
5. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) კასპის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. კასპი, გიორგი სააკაძის ქ. №124) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.
6. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი