გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2018
საქმის ნომერი
110210118002260586
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210118002260586

N2/44-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.03.2018 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი: ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე: სს ,,კ-------------",წარმომადგენელი ლ------------–---–-,მოპასუხეები: ს----------------, დ-------------–---–-, ო---------------,დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ს----------------ს (პ/ნ 5----------), ო---------------სა (პ.ნ 5----------) და დ-------------–---–ს (პ.ნ 5----------) მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირი თანხის 6383.79 ლარის, საპროცენტო სარგებლის - 1085.92 ლარის, სიცოცხლის დაზღვევის 225 ლარის, ჯარიმის ძირ თანხაზე (0,27%) -90.52 ლარისა და ჯარიმის ძირ თანხაზე (5%) - 52.48 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეებისათვის გაწეული ხარჯის 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობისათვის), 100 ლარის (ყადაღის რეგისტრაციის საფასურის) და 21 ლარის (ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი ცნობების აღების საფასური) დაკისრება.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

2016 წლის 25 იანვარს შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------” და ს----------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 12000 ლარი და 36 თვით 1.14% თვიური საპროცენტო სარგებლით, სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გრაფიკის გადახდის შესაბამისად მასში არსებული სარგებლთან და სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, კერძოდ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით 150 დღის განმავლობაში. მსესხებელს ჰყავს სამი თავდები - დ-------------–---–-, ო--------------- და ვ------------------. 2016 წლის 25 იანვარს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როდესაც ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოთ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალი გადასახდელი თნხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი გაფრთხილების - მოთხოვნის შესაბამისად. მოპასუხეების მხრიდან დარღვეულია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები. ამჟამად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ ძირი თანხა 6383.79 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1085.92 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა 225 ლარი, ჯარიმა ძირ თანხაზე (0,27%) - 90.52 ლარი და ჯარიმა ძირ თანხაზე (5%) - 52.48 ლარი;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა: ს----------------მ, ო---------------მ და დ-------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ ძირი თანხის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2016 წლის 25 იანვარს შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------” და ს----------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 12000 ლარი და 36 თვით 1.14% თვიური საპროცენტო სარგებლით, სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გრაფიკის გადახდის შესაბამისად მასში არსებული სარგებლთან და სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება;

 

3.1.2. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება;

 

3.1.3. მსესხებელს ჰყავდა სამი თავდები - დ-------------–---–-, ო--------------- და ვ------------------ (ამ უკანასკნელი მიმართ 2018 წლის 13 მარტს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო). 2016 წლის 25 იანვარს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როდესაც ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოთ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალი გადასახდელი თნხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი გაფრთხილების - მოთხოვნის შესაბამისად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება და თავდებობის შესახებ განცხადებები.

 

3.1.4. მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, მსესხებელი და თავდები პირი არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული, თუმცა დავალიანების თანხა არ გადაუხდიათ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის ისტორია;

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.1.5. საქმეზე მოსარჩელის მიერ შუამდგომლობის სახით დაყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წარმოდგენილი არ ყოფილა 100 ლარის (ყადაღის რეგისტრაციის საფასურის) და 21 ლარის (ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი ცნობების აღების საფასური) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს „კ-------------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 394-ე, 361-ე, 891-ე, 902-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 25 იანვარს შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------” და ს----------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 12000 ლარი და 36 თვით 1.14% თვიური საპროცენტო სარგებლით, სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გრაფიკის გადახდის შესაბამისად მასში არსებული სარგებლთან და სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, კერძოდ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით 150 დღის განმავლობაში.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 5.1. პუნქტების თანახმად, კრედიტისა და პროცენტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გადახდის გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. ამჟამად მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ სესხის ძირი თანხა 6383.79 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1085.92 ლარს, სიცოცხლის დაზღვევა 225 ლარი, ჯარიმა ძირ თანხაზე (0,27%) -90.52 ლარის და ჯარიმა ძირ თანხაზე (5%) - 52.48 ლარი.

6.9. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების თანხმად, მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით 150 დღის განმავლობაში.

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ მსესხებელმა სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მისთვის პროცენტისა და ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების საფუძველია.

 

საქართველოს სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გაითვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს მინიჭებული პირაგასმტეხლოს შემცირების უფლება. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან. აღსანიშნავია, რომ თუმცა პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო. კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრული პირგასამტეხლო თანაფარდობაშია ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეულ ზიანთან, შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

შესაბამისად, მოპასუხე ს----------------ს, ო---------------სა და დ-------------–---–ს მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 185.18 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელე სს ,,კ-------------” სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 50 ლარი.

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს ს----------------ს (პ/ნ 5----------), ო---------------სა (პ.ნ 5----------) და დ-------------–---–ს (პ.ნ 5----------) მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირი თანხის 6383.79 ლარის, საპროცენტო სარგებლის - 1085.92 ლარის, სიცოცხლის დაზღვევის 225 ლარის, ჯარიმის ძირ თანხაზე (0,27%) -90.52 ლარისა და ჯარიმის ძირ თანხაზე (5%) - 52.48 ლარის გადახდა;

3. მოპასუხე ს----------------ს (პ/ნ 5----------), ო---------------სა (პ.ნ 5----------) და დ-------------–---–ს (პ.ნ 5----------) მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 185.18 ლარის ანაზღაურება;

4. მოსარჩელე სს ,,კ-------------” (ს/კ 2--------) უარი ეთქვას მოპასუხეებისათვის გაწეული ხარჯის 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობისათვის), 100 ლარის (ყადაღის რეგისტრაციის საფასურის) და 21 ლარის (ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი ცნობების აღების საფასური) დაკისრებაზე;

5. მოსარჩელე სს ,,კ-------------” (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 50 ლარი (საგადახდო დავალება No 83028, გადახდის თარიღი 2018-01-10, გადამხდელი სს ,, ბანკი კრედო");

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი