გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2018
საქმის ნომერი
080210016001292719
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210016001292719

N2/521-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--- ბანკი”;

წარმომადგენელი - გიორგი ცხაკაია;

მოპასუხეები - დ----- ლა---, სა-–---- ბა-----–---;

წარმომადგენელი - მერაბ მირცხულავა;

დავის საგანი - დავალიანების დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე დ----- ლა---ს სს ,,ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5105.41 ლარის და 8190.32 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სა-–---- ბა-----–---ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. სენაკი ვაჟა-ფშაველას ქ.7, ს.კ.4------------ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს დ----- ლა---ს საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი ცნეს ყველა ნაწილში, გარდა პირგასამტეხლოსა. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე კი დავით ლა---მ თანხმობა განაცხადა, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 5% გადახდაზეც.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2011 წლის 27 მაისს სს ”ს----------–--- ბანკსა” და დ----- ლა---ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N906198, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 9300 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიური 16% და პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% დარიცხვის პირობით. იმავე მხარეებს შორის 2013 წლის 13 თებერვალს გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების N906198 დანართი N906198-909980, უძრავი ქონების დაზღვევის შესახებ. ამავე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2011 წლის 27 მაისს სს ”ს----------–--- ბანკსა” და სა-–---- ბა-----–---ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N906198-1, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა სა-–---- ბა-----–---ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. სენაკი ვაჟა-ფშაველას ქ.7, ს.კ.4------------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N906198 საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24);

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24);

- დაზღვევის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24);

- მხარეთა ახსნა განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.1.2. 2015 წლის 27 მაისს სს ”ს----------–--- ბანკსა” და დ----- ლა---ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N2811361, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 2250 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, სარგებლის წლიური 21.6% და პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% დარიცხვის პირობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 38);

- მხარეთა ახსნა განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.1.3. მსესხებელი დ----- ლა--- ასევე სარგებლობდა სს „ს----------–--- ბანკის“ მიერ გაცემული საკრედიტო ბარათით, რომლის საკრედიტო ლიმიტიც იყო 2800 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 25-30);

- მხარეთა ახსნა განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.1.4. დ----- ლა---მ დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები და მისი დავალიანება შეადგენს: 2011 წლის 25 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხას - 2691.68 აშშ დოლარს, პროცენტს - 389.16 აშშ დოლარს, ჯარიმას 1870.04 აშშ დოლარს; 2015 წლის 27 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხას - 2250 აშშ დოლარს, პროცენტს - 400.78 აშშ დოლარს, ჯარიმას - 589.59 აშშ დოლარს; საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს ძირ თანხას -3313.02 ლარს, პროცენტს 354.54 ლარს, ჯარიმას 1437.85 ლარს; დაზღვევის დავალიანება შეადგენს 7.07 აშშ დოლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 38);

- მხარეთა ახსნა განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაო არ გაუხდიათ, მოპასუხემ მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება, რაც სამართლებრივად შესაფასებელი საკითხია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო თვლის რომ სს ”ს----------–--- ბანკის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420–ე, 623-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2011 წლის 27 მაისს სს ”ს----------–--- ბანკსა” და დ----- ლა---ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N906198, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 9300 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიური 16% და პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% დარიცხვის პირობით. იმავე მხარეებს შორის 2013 წლის 13 თებერვალს გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების N906198 დანართი N906198-909980, უძრავი ქონების დაზღვევის შესახებ. 2015 წლის 27 მაისს სს ”ს----------–--- ბანკსა” და დ----- ლა---ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N2811361, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 2250 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, სარგებლის წლიური 21.6% და პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% დარიცხვის პირობით. მსესხებელი დ----- ლა--- ასევე სარგებლობდა სს „ს----------–--- ბანკის“ მიერ გაცემული საკრედიტო ბარათით, რომლის საკრედიტო ლიმიტიც იყო 2800 ლარი.

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე დ----- ლა---მ სარჩელი ცნო - სს “ს----------–--- ბანკთან“ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის, დაზღვევის თანხის და პროცენტების ნაწილში (სულ 5738.69 აშშ დოლარი და 3667.56 ლარი), რაც დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

მხარეთა შორის გაფორემებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%, მოპასუხემ სარჩელი ცნო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 5% ნაწილში და მოითხოვა დარჩენილი პირგასამტეხლოს შემცირება ამ ოდენობამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, ვალდებულების დარღვევამდე იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა, თუმცა მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა 0.5% სასამართლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიაჩნია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს 0.07%. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 344.34 აშშ დოლარით და 201.29 ლარით.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა) ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301- მუხლის პირველი ნაწილით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე კოდექსის 254-ე მუხლით, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

ამდენად, იპოთეკა და გირავნობა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, ეს არის კრედიტორის გარანტია, მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში სს ”ს----------–--- ბანკსა” და დ----- ლა---ს შორის 2011 წლის 27 მაისს გაფორმებული საბანკო კრედიტის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების N906198 უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა სა-–---- ბა-----–---ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. სენაკი ვაჟა-ფშაველას ქ.7, ს.კ.4------------

 

ამასთან, იპოთეკის ხელშეკრულებების 14.4 პუნქტით გათვალისწინებული იქნა, რომ თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხე დავით ლა---ს სხვა ქონებაზე.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი, დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად, უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა სარჩელზე 719.82 ლარი. მოპასუხემ მოსამზადებელ სტადიაზე სარჩელი ცნო ყველა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს 5% ნაწილში, რაც შეადგენს 5861.68 აშშ დოლარს და 3739.45 ლარს, შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი ბაჟი 516.63 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, ხოლო 23.78 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 179.41 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ”ს----------–--- ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. დავით ლა---ს სს ,,ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ 2011 წლის 27 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების 3349.97 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2691.68 აშშ დოლარი, პროცენტი - 389.16 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 261.80 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა 7.07 აშშ დოლარი.

1.2. დავით ლა---ს სს ,,ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ 2015 წლის 27 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების 2852.07 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2250 აშშ დოლარი, პროცენტი - 400.78 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 201.29 აშშ დოლარი.

1.3. . დავით ლა---ს სს ,,ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ 2015 წლის 27 მაისის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების 3750.1 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3313.02 ლარი, პროცენტი - 354.54 ლარი, პირგასამტეხლო - 82.54 ლარი.

1.4. N906198 საბანკო კრედიტის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სა-–---- ბა-----–---ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. სენაკი ვაჟა-ფშაველას ქ.7, ს.კ.4------------ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს დ----- ლა---ს საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.

2. სს ”ს----------–--- ბანკს” უარი ეთქვას მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე.

3. დავით ლა---ს სს ,,ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 23.78 ლარის გადახდა.

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ‘’ს----------–--- ბანკს’’ 2016 წლის 24 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 516.63 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში BAGAGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;

5. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 179.41 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე