გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2018
საქმის ნომერი
120210017002199557
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2199557-2/716-17წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

06 მარტი, 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი თამარ ცინაძე

მოსარჩელე _ კა----რ ლო---ე, მე---- ლო---ე

წარმომადგენელი - ეკ--------ა აბ-–--ე

მოპასუხე _ ნა----–ა აბ-------

წარმომადგენელი _ ნუ------ სა-------–---–ი

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნა----–ა აბ-------ს დაეკისროს 500 ლარის გადახდა მოსარჩელეების კა----რ და მე---- ლო---ეების სასარგებლოდ.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:

 

2017 წლის ივნისის თვეში მოსარჩელეებს დაუკავშირდა ნაცნობი არ---–-დ ლა–----ე, რომელმაც უთხრა, რომ იყო სამუშაო, კერძოდ მათსავე ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მოსარჩელეები შეხვდნენ ბინის მესაკუთრეს მოპასუხე ნა----–ა აბ-------ს და იმ დღესვე ზეპირი შეთანხმებით მოილაპარაკეს მის საცხოვრებელ ბინაში ჩასატარებელი სამუშაოების თაობაზე. კერძოდ უნდა მოეხდინათ ბინაში კედლის -10 კვ.მ დემონტაჟი და შემდგომ ტიხარის გაკეთება და ამასთანავე ამოშენების შემდგომ გალესვა ორ პირად შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს უნდა გადაეხადა 400 ლარი. შეთანხმებით განსაზღვრული სამუშაოს გარდა მოსარჩელეებმა შეასრულეს დამატებით სამუშაოები, კერძოდ: კედლის გატანა 60 ბლოკის დემონტაჟი-მონტაჟით, ბინაში არსებული სასტუმრო ოთახის კედელის დემონტაჟი, აივანზე ბეტონის დასხმა, სამზარეულოს კედელი შეღებვა გარედან, ბინიდან 30 ტომარა სარემონტო ნაგავის გატანა, რაც ჯამში დამატებით შესრულებული სამუშაოს ფასი შეადგენს 200 ლარს, სულ ჯამში ნა----–ა აბ-------ს უნდა აენაზღაურებინა 600 ლარი. სანამ აღნიშნულ სამუშაოებს დაასრულებდნენ მოპასუხემ განუცხადა, რომ აღარ სურდა თანამშრომლობა გადასცა მხოლოდ 100 ლარი, რაც შეეხება დარჩენილ 500 ლარს იგი დღემდე არ აუნაზღაურებია. აღნიშნული ფაქტის შესახებ მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნა----–ა აბ-------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებს არანაირი სარემონტო სამუშაოები არ შეუსრულებიათ, შესაბამისად არც ანაზღაურება ეკუთვნით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე ნა----–ა და-–--–-–---–ის ამჟამინდელი გვარია აბ-------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შესაგებელი (ს.ფ. 28);

 

3.1.2. მხარეებს შორის ზეპირად დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, კერძოდ მოსარჩელეებმა კა----რ და მე---- ლო---ეებმა მოპასუხე ნა----–ა აბ-------ის საცხოვრებელ ბინაში შეასრულეს სარემონტო სამუშაოები, რის სანაცვლოდ უნდა მიეღოთ 550.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- კა----რ ლო---ის განცხადება (იხ. საქმის ფ. 103)

3.1.3. მოსარჩელეებმა კა----რ და მე---- ლო---ეებმა მოპასუხისაგან სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის მიიღეს მხოლოდ 100 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელეებმა კა----რ და მე---- ლო---ეებმა არ შეასრულეს შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი.

- სატელეფონო ამონაწერი(იხ. საქმის ფ. 54-88)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დასამტკიცებად. სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნის თუ შესაგებლის ფარგლებით, რასაც პირდაპირ ადგენს საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლი, არამედ მათი მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება სარემონტო სამუშაოების განხროციელების თაობაზე, რაშიც მოპასუხეს უნდა გადაეხდა 450 ლარი, აღიარებულია თავად მოპასუხის განმარტებითაც, ხოლო მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელეებმა სარემონტო სამუშაოები ბოლომდე არ მიიყვანეს და არ დაასრულეს მოპასუხის მიერ რაიმე მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული. ამდენად საასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნარდობის ხელშეკრულებითნ მოსარჩელეებს ნა----–ა აბ-------ის საცხოვრებელ სახლში უნდა შეესრულებინათ სარემონტო სამუშაოები, რაშიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა 450 ლარი.

 

რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს ხარისხს და ნაკლს, მოპასუხე ნა----–ა აბ-------ს უხარისხოდ შესრულების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების კა----რ და მე---- ლო---ეების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა, ერთის მხრივ სარემონტო სამუშაოების შესრულების, ხოლო მეორეს მხრივ ამ სამუშაოს შესრულებისათვის საზღაურის გადახდის ვალდებულების აღებით, დადეს ზეპირი ნარდობის ხელშეკრულება.

 

მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვს მის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის 500 ლარის გადახდას.

 

სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.

 

სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის თანახამდ, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეებს კა----რ და მე---- ლო---ეებს მოპასუხის ნა----–ა აბ-------ის საცხოვრებელ სახლში უნდა ჩაეტარებინათ სარემონტო სამუშაოები, რაშიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა შეასრულეს გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები, რაზეც მოპასუხეს დღემდე მოსარჩელისათვის რაიმე თანხა გადახდილი არ აქვს.

 

სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 652-ე მუხლის თანახმად, თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო.

 

მოპასუხეს კა----რ და მე---- ლო---ეების მიერ განხორციელებული სამუშაოების უხარისხოდ შესრულების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

ყოველი აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თავის მხრივ მოპასუხეებმა შეასრულეს მათსა და მოპასუხეს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების პირობები, ხოლო მოპასუხემ მათ არ გადაუხადა შეთანხნებული თანხა. შესაბამისად კა----რ და მე---- ლო---ეების სარჩელი ნარდობის საფასურის მოთხოვნის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებს კა----რ და მე---- ლო---ეებს მოპასუხის ნა----–ა აბ-------ის საცხოვრებელ სახლში უნდა ჩაეტარებინათ სარემონტო სამუშაოები, რაშიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა საბოლოოდ 450 ლარი. ასევე დადგენილია, რომ თავდაპირ---–-დ მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიიღებდნენ 600 ლარს, ხოლო შემდგომი მოლაპარაკებით შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ თანხას მოაკლებდნენ 50 ლარს, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ მხოლოდ 100 ლარი გადაუხადა მოსარჩელეებს. მოპასუხეს დღემდე მოსარჩელისათვის რაიმე თანხა გადახდილი არ აქვს.

 

ასევე საქმეში შსს ახალციხის რაიონული სამმართველოდან წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, დადგენილია, რომ მოსარჩელე კა----რ ლო---ემ 2017 წლის 06 ნოემბერს მიმართა შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოს განცხადებით, რომლის მიხედვით იგი ითხოვდა, რომ მოპასუხის საცხოვრებელ სახლში შესრულებული სარემონტო სამუშაოების საფასური 450 ლარის ანაზღაურებაში დახმარება.

 

ამდენად მოპასუხის დავალიანება შეადგენს 450 ლარს, შესაბამისად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 450 ლარის ფარგლებში, შესაბამისად მოპასუხე ნა----–ა აბ-------ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა მოსარჩელეების სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 245-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. კა----რ და მე---- ლო---ეების სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2.მოპასუხე ნა----–ა აბ-------ს მოსარჩელეების კა----რ და მე---- ლო---ეების სასარგებლოდ დაეკისროს 450 ლარის გადახდა.

3. მოპასუხე ნა----–ა აბ-------ს მოპასუხეების კა----რ და მე---- ლო---ეების სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღეში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახალციხის რიაონულ სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უარდეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე