განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2018
საქმის ნომერი
080100117001941480
დავის ტიპი
301 2
თარიღი
31.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1/437-17 წ.

გამოძიების N0570104-7002

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და---- სი-–----ე

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატები - ზა----- გუ---–--ე, ინ------------ე

 

ბრალდებული - მა----- ვა------ე

პირადი N1----------

მამის სახელი: თა-----

დაბადებული: 22.07.1983 წელი

დაბადების ადგილი: საქართველო,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

განათლება: უმაღლესი

ნასამართლეობა: არმქონე

მცხოვრები: ზე---------ი, სოფ. მეორე სვირი

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

აღწერილობით- სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 26 მარტს, ბაღდათის რაიონი სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულ მა----- ვა------ის მიერ, უკანონოდ, სანადირო გლუვლულიანი თოფით მოკლული იქნა საქართველოს ,,წითელ ნუსხაში” შეტანილი გარეული ცხოველი არჩვი. ბრალდებულის ამ მოქმედებით გარემოს მიადგა 30 000 (ოცდა ათი ათასი) ლარის მატერიალური ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულ მა----- ვა------ის მიერ, უკანონოდ, სანადირო გლუვლულიანი თოფით მოკლული იქნა საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველი არჩვი, რითაც, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

აღნიშნული დასკვნის საფუძველია, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა, ან------ გე-–----ემ, აჩვენა, რომ ახლოს იცნობს ბრალდებულს მა----- ვა------ეს, რომელიც არის მისი ,,დედულეთის“ მეზობელი, რომელსაც, 2017 წლის 25 მარტს, (ამ უკანასკნელის თხოვნით) გაჰყვა ბაღდათის რაიონის სოფელი ზეკარის ზემოთ არსებულ ტერიტორიაზე, საქონლისთვის საძოვარი ტერიტორიის შერჩევის მიზნით, თან წაყვანილი ჰყავდათ ძაღლები. მოწმის განმარტებით, ის ღამე გაათიეს მწყემსების ბინაში, მეორე დღეს, მწყემსების ბინიდან რამდენიმე კილომეტრში, მა----- ვა------ემ შეარჩია საქონლის დასაბინავებლად საჭირო ტერიტორია, რის შემდეგაც, ერთად წამოვიდნენ ამ ადგილიდან, გზაში მა----- ვა------ე მის წინ მიდიოდა დაახლოებით 15-20 მეტრ მანძილზე, რა დროსაც, მა----- ვა------ემ მოახდინა თოფიდან ორჯერ გასროლა, რის შემდეგაც, მივიდნენ იქვე არსებულ ,,შქერის“ ბუჩქებთან, სადაც ნახა, რომ ძირს ეგდო მკვდარი არჩვი, რაზედაც იქვე განაცხადა, ხოლო მა----- ვა------ემ თქვა, რომ მოკლული უნდა ყოფილიყო შინაური თხა. მაგრამ, მან უთხრა, რომ მოკლული იყო გარეული თხა. განმარტავს, რომ მას უშუალოდ არ დაუნახავს მა----- ვა------ემ რა მიმართულებით მოახდინა თოფიდან გასროლა, მაგრამ, დაინახა, რომ გასროლის შემდეგ მა----- ვა------ემ ,,თოფი ჩამოიღო ბეჭიდან და ფაქტია, რომ რაღაცას ესროლა“. მას რაიმე ,,სტვენის“ ხმა არ გაუგონია, ესმოდა მხოლოდ ძაღლების ყეფის ხმა ერთი მიმართულებიდან. განმარტავს, რომ იმ ადგილიდან, საიდანაც მა----- ვა------ემ მოახდინა გასროლა მოკლული ცხოველი ნახეს დაახლოებით 40-50 მეტრში, იქვე არსებულ ,,შქერის“ ბუჩქებთან. გაისროლა თუ არა მა----- ვა------ემ უშუალოდ მოკლული ცხოველის მიმართულებით მას არ დაუნახავს, რადგანაც, იგი უკან მიჰყვებოდა მას და მხოლოდ გასროლის შემდგომ დაინახა, თუ როგორ ჩამოიღო თოფი ბეჭიდან მა----- ვა------ემ. განმარტავს, რომ არჩვი მას უნახავს ინტერნეტში და სურათებით, რის გამოც, ცხოველის დანახვისთანავე გამოთქვა ვარაუდი, რომ იყო არჩვი. მიუთითებს, რომ ის ადგილი, სადაც იმყოფებოდნენ ნაკრძალს არ წარმოადგენს. როგორც მისთვის ცნობილია ამ ტერიტორიაზე არჩვი არავის უნახავს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, დი------- ხა------ემ, დაადასტურა, რომ მარტის თვეში გარემოს დაცვის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა სოფელ ზეკარის ტერიტორიაზე შემოვლაზე. რა დროსაც, გააჩერეს ავტომანქანა, ავტომანქანაში იყო ორი პიროვნება. შემოწმების დროს, ავტომანქანის საბარგულში ნანახი იქნა ზურგჩანთა, რომელშიც იყო გარეული არჩვის ხორცი და თავი. ასევე, მანქანაში იყო თოფებიც. იქვე მყოფმა მა----- ვა------ემ, მათ შეკითხვაზე აღიარა, რომ იყვნენ სანადიროდ და მის მიერ მოკლული იქნა არჩვი. იქვე მოხდა ამოღებული ნივთების და იარაღების დალუქვა. ხორცი და თავი გადაგზავნილი იქნა პოლიციის განყოფილებაში, შემდგომი შენახვის მიზნით. მეორე პიროვნება, რომელიც მა----- ვა------ეს ახლდა იყო ან------ გე-–----ე, ორივე პიროვნებამ განმარტა, რომ ნადირი მოკლეს ზედა მხარეს. განმარტავს, რომ ის ადგილი სადაც მოხდა ნადირის მოკვლა მათ არ დაუთვალიერებიათ. ამ დროს იყო ღამის საათები.

 

მოწმე გე------ გო----–---–მა, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ მუშაობს გარემოსდაცვის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროს სპეციალისტად. 2017 წლის 26 მარტს, გარემოსდაცვის თანამშრომელთან, დი------- ხა------ესთან ერთად ახორციელებდა პატრულირებას ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც, მათ მიერ შეჩერებული იქნა ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა-ჯიპი, რომელშიც იმყოფებოდა ორი პიროვნება. როგორც შემდეგ მისთვის გახდა ცნობილი ბრალდებული მა----- ვა------ე და ან------ გე-–----ე. ამ პიროვნებებს ავტომანქანაში ჰქონდათ გლუვლულიანი სანადირო თოფები და თან ყავდათ ორი მონადირე ძაღლი, რომლებიც გამოიყენება ცხოველზე სანადიროდ. ავტომანქანის დათვალიერების დროს ნახეს, რომ ავტომანქანაში იყო ,,ვეშმეშოკი“ რომელშიც იყო გარეული ცხოველის არჩვის ხორცი და მისი გაუტყავებელი თავი. ამ პირებმა იქვე დაადასტურეს, რომ აღმოჩენილი ცხოველი იყო არჩვი. ხოლო, იარაღები მათ ეკუთვნოდათ. ბრალდებულმა მა----- ვა------ემ დაადასტურა, რომ იყო სანადიროდ და მოკლა არჩვი. მოწმის განმარტებით, საქართველოში გარეულ ცხოველზე არ ტარდება არცერთი სახის სასამართლო ექსპერტიზა. განმარტავს, რომ მათ, როგორც გარემოს დაცვის თანამშრომლებს სამსახურში წელიწადში 2-ჯერ ან 3-ჯერ უტარდებათ ტრენინგები, რომელსაც უტარებთ სამსახურის უფროსი და ასევე ჩამოდიან თბილისიდან სპეციალისტები, იმ მიზნით, რომ ერთმანეთისაგან განასხვავონ შინაური და გარეული ცხოველები. რადგანაც, მათი სამუშაო პრინციპია იცოდნენ ცხოველის, თევზის და ფრინველის სახეობები. აღნიშნული ტრეინინგები უტარდებათ სურათების მეშვეობით. ამ ტრეინინგში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, აქედან იცის, რომ არჩვს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი შეფერილობა. ასევე, აქვს მრგვალი წვრილი რქა, წვერში ,,წაწვეტებული”, ასეთი ფორმის რქა სხვა ცხოველს არ აქვს, ეს არის არჩვის ყველაზე არსებითი განმასხვავებელი ნიშანი. განმარტავს, რომ ამ ფაქტის გარდა სხვა დროს იმ ტერიტორიაზე არჩვის მოკვლის ფაქტი არ ყოფილა. დათვალიერების დროს ნახეს, რომ ავტომანქანაში იყო თოფის ჩასადები ბუდე და ტყვიების ჩასადები ,,პალასკა“. საჭიროდ არ მიიჩნიეს მათი ამოღება. შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებიათ. განმარტავს, რომ იმ ტერიტორიაზე სადაც მოხდა ავტომანქანის დათვალიერება, მოსახლეობა ახლოს არ ცხოვრობს, იმ ადგილზე არც თხები უნახავს. მოწმის განმარტებით, როდესაც ალპურ ზონაში არის თოვლი ცხოველი არ ჩერდება და ჩამოდის ტყეში და იქ აფარებს თავს. იგი დარწმუნებულია, რომ ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული ცხოველის თავი და ხორცი არის არჩვის. რადგანაც მიიჩნევს, რომ ბრალდებული და მისი თანმხლები პირი იმყოფებოდნენ სანადიროდ, რადგანაც, ჰქონდათ თოფები და თან ახლდათ ძაღლები, რომლებიც გამოიყენება ნადირობის დროს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, შსს სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა მა----- ჯუ----–მა, საქმის სასამართლო განხილვის დროს, განმარტა, რომ 2017 წლის მარტის თვეში წარმოებაში მიიღო გარემოს დაცვის სამსახურიდან მიღებული მასალები, რაზედაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მასალებში მითითებული იყო ტერიტორია, სადაც მოხდა ნადირის მოკვლა. მის მიერ გამოკითხული იქნა ბრალდებული მა----- ვა------ე და მისი თანმხლები პირი. ასევე, გამოკითხა გარემოს დაცვის თანამშრომლები, რომელთაც განმარტეს, თუ რა ვითარებაში შეაჩერეს ავტომანქანა რომელშიც აღმოჩნდა არჩვის ხორცი და თავი. მათი განმარტებით ხორცი გატყავებული იყო ხოლო თავი კი არა. გამოკითხვის დროს, მა----- ვა------ემ განმარტა, რომ ან------ გე-–----ესთან ერთად იმყოფებოდა საქონლის სადგომის შესარჩევად ზეკარის ტერიტორიაზე, წაყვანილი ყავდა ძაღლები, სადაც დაინახა და მის ხელთ არსებული თოფიდან გასროლით მოკლა არჩვი. რა დროსაც, იქვე იმყოფებოდა ან------ გე-–----ეც. გაატყავა და მოათავსა ზურგ ჩანთაში. მოწმის განმარტებით, თოფების ვარგისიანობაზე მის მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზა, არჩვის ხორცი და თავი შენახული იქნა პოლიციის განყოფილებაში-მაცივარში. მოწმის განმარტებით, მას შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია, რადგანაც იქ რაიმე სახის მტკიცებულება არ იქნებოდა, იმის გამო, რომ მოწმეთა განმარტებით, არჩვის შიგნეული იქვე შეუჭამიათ ძაღლებს. განმარტავს, რომ ზეკარის ტერიტორია ნაკრძალი არ არის. ამ ტერიტორიას ნაკრძალი ესაზღვრება რამდენიმე კილომეტრის შემდეგ.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დაკითხოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა მა----- ვა------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს, თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ზეკარის ტერიტორიაზე ან------ გე-–----ესთან ერთად იმყოფებოდა საქონლის სადგომის შესარჩევად და მას ამ ტერიტორიაზე ყოფნის დროს არჩვი არ მოუკლავს, ძაღლების ყეფის გამო, რომელიც ერთი მიმართულებიდან ისმოდა, მართალია განახორციელა მის ხელთ არსებული თოფიდან გასროლა, მაგრამ მიზანმიმართული გასროლა არ განუხორციელებია, თოფიდან გაისროლა მაღლა და არა ნადირის მიმართულებით, რომელიც არ დაუნახავს, რადგანაც, ირგვლივ იყო მარადმწვანე დიდი ხეები. მიუთითებს, რომ არ არსებობს მის ხელთ არსებული სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიის ,,საფანტი“ აღნიშნული ცხოველის სხეულში, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ნადირი მოკვდა თავისი ბუნებრივი სიკვდილით და ამის შემდგომ ნახა მან იგი ძირს დაგდებული. ითხოვს გამართლებას.

 

ბრალდებულ მა----- ვა------ის ჩვენებას სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგანაც, ამ ჩვენებაში მითითებული გარემოებები არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლო განხილვით მოპოვებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებებს, ამასთან, სასამართლოს სხვა მტკიცებულებათა უტყუარობის კონტექსტში უფლება აქვს ეჭქვეშ დააყენოს ბრალდებულის ჩვენების სანდოობა და არასარწმუნოდ მიიჩნიოს ამ უკანასკნელის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები. იმის გამო, რომ სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად, სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, მთლიანად გამორიცხავს ბრალდებულის მხრიდან უკანონოდ, სანადირო გლუვლულიანი თოფით საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ გარეული ცხოველის არჩვის მოკვლის ფაქტს, რაც, არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას:

 

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა, ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.

 

საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს ექსპერტიზის დასკვნა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. საქმეში არსებული ბალისტიკური ექსპერტიზის N105|ბ დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილზე მყოფი ბრალდებულის ხელთარსებული სანადირო გლუვლულიანი თოფი ვარგისია სროლისათვის, რის გამოც, დასკვნაში გადმოცემული გარემოებები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მიუთითებენ ბრალდებულის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სსკ-ის 125-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია, რომ დათვალიერება საგამოძიებო მოქმედების ერთ-ერთი სახეა და მისი ჩატარების მიზანს წარმოადგენს აღმოჩენილი და ამოღებული იქნეს დანაშაულის კვალი, ნივთიერი მტკიცებულება, ასევე, გაირკვეს თუ რა გარემოებებში მოხდა დანაშაული. რაც იძლევა შესაძლებელობას, დათვალიერების შედეგად დადგენილი ფაქტები შეფასდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში, საქმეზე საბოლოო დასკვნის გამოტანის მიზნით.

 

სსკ-ის 126-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დათვალიერებაში მონაწილე ყველა პირი ამ საგამოძიებო მოქმედების სრულუფლებიან სუბიექტს წარმოადგენს. რადგანაც, დათვალიერების დროს ამოღებული საგნები თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, უშუალოდ წარედგინებათ დათვალიერებაში მონაწილეებს და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება მათი საპროცესო წესით ამოღება და დალუქვა.

 

საქმეში არსებული, გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი სპეციალისტის მიერ, 2017 წლის 26 მარტს შედგენილი აქტის თანხმად, ,,2017 წლის 26 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარში, გადამოწმების მიზნით, გაჩერებული იქნა მიცუბიშის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით A--------, რომელსაც მართავდა ან------ გე-–----ე და მასთან ერთად იმყოფებოდა მა----- ვა------ე, ავტომანქანის მეპატრონის თანხმობით, მოხდა ავტომანქანის დათვალიერება, ავტომანქანაში აღმოჩენილი იქნა ან------ გე-–----ის სახელზე რეგისტრირებული იჟ-27 N082752992 სანადირო თოფი და მა----- ვა------ის სახელზე რეგისტრირებული იჟ-27 N Г 00965 სანადირო თოფი, ასევე, აღმოჩენილი იქნა არჩვის თავი და ხორცი ჩადებული ზურგ ჩანთაში. მა----- ვა------ის განმარტებით აღნიშნული არჩვი მოკლა ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარში, მასზედ რეგისტრირებული იჟ-27 გლუვლულიანი სანადირო თოფით. მოხდა არჩვის თავისა და ხორცის ჩამორთმევა, ვინაიდან გამოიკვეთა კანონის დარღვევის ფაქტი, ასევე, ჩამორთმეული იქნა სანადირო გლუვლულიანი თოფები.“ ავტომანქანის დათვალიერების დაწყების დროა 22:00 დამთავრების დრო 22:40 საათი. ავტომანქანის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა დი------- ხა------ემ, ბრალდებულმა მა----- ვა------ემ და ან------ გე-–----ემ აქტის სისწორე დაადასტურეს ხელისმოწერით. მასზე რაიმე სახის შენიშვნა მითითებული არ არის. რაც, იმაზე მიუთითებს, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა დაადასტურეს აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სისწორე და მისი შინაარსი, რომლის თანახმად, ბრალდებულმა მა----- ვა------ე და ან------ გე-–----ემ დადასტურეს, რომ ზეკარის ტერიტორიაზე ბრალდებულ მა----- ვა------ის მიერ მოკლული იქნა გარეული ცხოველი არჩვი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოწმის მიერ მიცემული ჩვენების სანდოობას უშუალოდ სასამართლო აფასებს, სსსკ-ის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილმა, დაუშვებლად მიიჩნია მოწმის სანდოობის შესახებ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სასამართლო დარწმუნდეს, რამდენად შესწევს მოწმეს მისი სპეციალური ცოდნისა თუ გამოცდილების გათვალისწინებით, სწორად აღიქვას ფაქტობრივი გარემოებები. ასეთ შემთხვევაში, მოწმედ დასაკითხი პირის ჩვენებაში ახსნილი გარემოებების სანდოობისათვის სავალდებულო არ არის იგი მუშაობდეს რომელიმე საექსპერტო დაწესებულებაში, თუ მას გააჩნია სპეციალური ცოდნა, ჩვევები თუ გამოცდილება მისი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების შედეგად.

 

გარემოსდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, გე------ გო----–---–მა, საქმის სასამართლო განხილვის დროს, განმარტა, რომ გარეულ ცხოველთა სახეობების დადგენის მიზნით საქართველოში ექსპერტიზა არ ტარდება, დაადასტურა, რომ მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის, მათთვის დამახასიათებელი ნიშნების საფუძველზე, ერთმანეთისაგან განასხვავოს შინაური და გარეული ცხოველები, რისთვისაც, სამსახურში ყოველწლიურად უტარდებათ ,,ტრენინგები“. რის გამოც, მოწმემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს, სრულყოფილად ახსნა გარეული ცხოველის არჩვის სხვა ცხოველებისაგან განმასხვავებელი ნიშნები და დაადასტურა, რომ ბრალდებულ მა----- ვა------ის მიერ მოკლული იქნა გარეული ცხოველი არჩვი. მოწმის მიერ მითითებულ განმასხვავებელი ნიშნების არსებობა დადასტურებული იქნა, მხარეთა მონაწილეობით, საქმის სასამართლო განხილვის დროს საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულების არჩვის თავის დათვალიერებით. ასევე, საქმეში არსებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ზეკარის ტერიტორიაზე ყოფნის დროს ბრალებულ მა----- ვა------ეს ქონდა სროლისათვის ვარგისი გლუვლულიანი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, ამასთან, მტკიცების პროცესში, მნიშვნელოვანია იმ გარემოების მხედველობაში მიღებაც, რომ გარდა სანადირო თოფებისა, ბრალდებულს და მის თანმხლებ პირს წაყვანილი ყავდათ მონადირე ძაღლები, რომლებიც მოწმე გე------ გო----–---–ის ჩვენებით გამოიყენება ნადირობის დროს. ახსნილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზი მიუთითებს, რომ ბრალდებულ მა----- ვა------ეს სურდა განეხორციელებინა უკანონო ნადირობა სათანადო გარემოებების არსებობის შემთხვევაში. რაც ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი ამ უკანასკნელის მიერ შემთხვევის ადგილზე განხორციელებული მოქმედებით, კერძოდ, ბრალდებულმა ორჯერ განახორციელა სანადირო თოფიდან გასროლა მისგან ახლოს მყოფი, გარეული ცხოველის არჩვის მიმართულებით, რომელიც, იქვე ჩამოატყავა და ავტომანქანის საბარგულში მოათავსა მისი ხორცი და თავი. რაც შემდგომ ამოღებული და დალუქული იქნა გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოწმის სახით დაკითხული გარემოს დაცვის თანამშრომლების განმარტებით შინაური ცხოველი თხა არასოდეს არ უნახავთ, რაც, ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ გარეული ცხოველის იდენტიფიკაციის მიზნით სათანადო ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობის გამო, შესაძლოა ბრალდებულმა და მისმა თანმხლებმა პირმა ან------ გე-–----ემ, შემთხვევის ადგილზე მოკლული ნახეს არა არჩვი, არამედ, შინაური ცხოველი თხა, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგანაც, საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტით, დადასტურებულად მიიჩნიოს ბრალდებულ მა----- ვა------ის მიერ სოფელ ზეკარის ტერიტორიაზე გარეული ცხოველის არჩვის მოკვლის ფაქტი და არ გაიზიაროს ბრალდებულ მა----- ვა------ის ჩვენება იმ ნაწილში, სადაც იგი მიუთითებს, რომ ზეკარის ტერიტორიაზე ყოფნის დროს, მას არჩვი არ მოუკლავს.

 

ამდენად, მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, მხარეთა მონაწილეობით ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2017 წლის 26 მარტს შედგენილი აქტით და ამ სამსახურიდან გადმოგზავნილი საქმეში არსებული მასალებით, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებულ მა----- ვა------ის მიერ, უკანონოდ, სანადირო თოფით მოკლული იქნა საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველი არჩვი, რითაც, ჩაიდინა სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან, სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ მა----- ვა------ის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია, მის მიმართ წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და მრავალი საერთაშორისო აქტით, მათ შორის საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9, მე-14 მუხლებით) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მე-5, მე-6) ევროპული კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის (47-ე მუხლით) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლიანი სასჯელი განსაზღვრა და სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება კანონიერების პრინციპს და რომლის თანახმადაც, ყოველი ქმედება, რომელსაც სახელმწიფო დანაშაულად მიიჩნევს და ყოველი სასჯელი, ან ზემოქმედების სხვა სახე, რომელსაც სასამართლო გამოიყენებს, გათვალისწინებული უნდა იყოს სისხლის სამართლის კანონში, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებს მისი ჩადენის დროს, რაც, კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე ნიშნავს იმას, რომ როგორც წესი გამოყენებული უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი კანონი.

 

ბრალდებულის განზრახვის შინაარსის საკითხის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია შეფასდეს ჩადენილი ქმედების ყველა გარემოება ერთობლიობაში. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის ჩადენის იარაღის ვარგისიანობა, ქმედების განხორციელების ადგილი და ვითარება. ქმედების ჩამდენი პირის ყოფაქცევა მისი ჩადენის შემდგომ და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

ბრალდებულის მიმართ წარდგენილი, სსკ-ის 301-ე, მუხლის მეორე ნაწილი, ბრალის ფორმის მიხედვით პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, ქმედების მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ამ შემადგენლობის დაცვის ობიექტია, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით, არ განხორციელდეს უკანონო ნადირობა საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველებზე. საქართველოს ,,წითელ ნუსხაშია“ შეტანილია გარეული ცხოველი არჩვი, რომელიც, უკანონოდ, სანადირო თოფით მოკლული იქნა ბრალდებულ მა----- ვა------ის მიერ.

 

შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ მა----- ვა------ეს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვა ან სხვა სასჯელი პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის წარსული არ ყოფილა შებღალული რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებით.

 

ბრალდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს მის სოციალურ სტატუსს, როგორც მის სასარგებლო მოცემულობას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, მატერიალურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულს უნდა განესაზღვროს ისეთი სახის სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რადგანაც სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მა----- ვა------ის მიმართ აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისიწინებული ერთ-ერთი სასჯელის- ჯარიმის მინიმალურ ზომასთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნას, ამასთან, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარს, ბრალდებულის პიროვნებას და მიდის იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა ბრალდებულმა მა----- ვა------ემ გააცნობიეროს, მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა, თუ მის მიმართ, სასამართლო სასჯელის სახით გამოიყენებს ჯარიმას, მისი სოციალური, (არსად არ მუშაობს) ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ჯარიმა თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიღწევის საშუალებაც იქნება და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევას.

 

ნივთმტკიცებების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ:

 

- სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული სანადირო თოფი ИЖ-27 #Г00965, (ინახება შს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში) - გადაეგზავნოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით, ხოლო სანადირო თოფი ИЖ-27EM #082752992, (ინახება შს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში) - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

- გარეული ცხოველის - არჩვის თავი (ლუქი #3660686) და ხორცი (ლუქი #3660689) - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული მა----- ვა------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის - ნადირობის უფლება.

 

მა----- ვა------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა, ან------ გე-–----ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარეს ზე---------ის რაიონი, სოფელი ცხ---–----ო, ქუჩა 29 #39, საკადასტრო კოდი N3-.1-.4-.0--, დაზუსტებული ფართობი 2035 კვ.მ. ღირებულებით 6500 ლარად, 3000 (სამიათასი) ლარის ფარგლებში.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ:

 

- სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული სანადირო თოფი ИЖ-27 #Г00965, (ინახება შს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში) - გადაეგზავნოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით, ხოლო სანადირო თოფი ИЖ-27EM #082752992, (ინახება შს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში) - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

- გარეული ცხოველის - არჩვის თავი (ლუქი #3660686) და ხორცი (ლუქი #3660689) - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე