განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
საქმის №1/881-17 02.03.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი გ--------------------
დაცვის მხარე
ადვოკატი ე-------------
ბრალდებული: ა-–---------------------------–----------
დაბადების თარიღი: 20.03.1957 წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები: ქ--–----------------------------------------------
სისხლის სამართლის საქმე №041160917001
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და 1261 მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი).
- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ა-–-----------–----------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 10 სექტემბერს, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ------------------------------–-, ა-–-----------–----------მ არასრულწლოვანი შვილიშვილის - მ-------------- თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე - ზ-----------------ზე (ხელი დაარტყა ზურგის არეში). ამ უკანასკნელმა განიცდა ფიზიკური ტკივილი.
ა-–-----------–----------ს ბრალი ასევე ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 12 სექტემბერს, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ------------------------------–-, ა-–-----------–----------მ იძალადა მეუღლეზე - ზ------------------- (ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახისა და მუცლის არეში). ამ უკანასკნელმა განიცდა ფიზიკური ტკივილი.
- 2017 წლის 14 სექტემბერს, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ------------------------------–-, ა-–-----------–----------მ იძალადა მეუღლეზე - ზ-----------------ზე (ხელი ორჯერ დაარტყა მუცელში). ამ უკანასკნელმა განიცდა ფიზიკური ტკივილი.
- 2017 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ------------------------------–-, ა-–-----------–----------მ იძალადა მეუღლეზე - ზ-----------------ზე (ხელი რამდენჯერმე დაარტყა მკლავში და წაქცეულს სახეში დაარტყა ფეხი). ამ უკანასკნელმა განიცდა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
1. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა N1) დადგენილია რომ, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში 2017 წლის 16 სექტემბერს დაიწყო გამოძიება სს N041160917001 საქმეზე ა-–-----------–----------ს მიმართ, სსსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
2. N2226876 შეტყობინებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 სექტემბერს 23:55 საათზე ქუთაისის პოლიციის პირველ განყოფილებაში საპატრულო პოლიციის დეპერტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების “110“ საპატრულო ეკიპაჟიდან შევიდა შეტყობინება ქ-----------–---------------------------–- ა-–------------–----------- მიერ მეუღლეზე - ზ-----------------ზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. (ოჯახური კონფლიქტი).
3. N2226679 შეტყობინებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 სექტემბერს 22:13 საათზე ქუთაისის პოლიციის პირველ განყოფილებაში 112-დან შევიდა შეტყობინება ქ-----------–---------------------------–- ოჯახური კონფლიქტის შესახებ. შეტყობინების თანახმად, ზ---------------- არის დაზარალებული, სასწრაფოს ბრიგადა არის ადგილზე. ოჯახური კონფლიქტია, ითხოვეს საპატრულოს დახმარება.
4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 სექტემბერს 01:40 საათიდან 02:00 საათამდე ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მ--------------------–-----------------------------–- ზ------------------ საცხოვრებელ სახლში. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ბ----------–---- მიერ, ექსპერტების ო-–----------- და დ------------------ მონაწილეობით სახლის მფლობელის - ზ----------------- თანხმობით. სახლი არის კაპიტალური, ერთსართულიანი. ... საძინებელ ოთახში დგას ერთსაწოლიანი რკინის საწოლი, ერთი დივანი, მაგიდა და სკამი. ოქმში მითითებულია, რომ, აღნიშნული ნივთები იყო გადაყირავებულ მდგომარეობაში. ზ------------------ განმარტებით, ნივთები გადააყირავა მისმა მეუღლემ ა-–------------–----------მ მისი ცემის შემდეგ. შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ, რითაც დასრულდა დათვალიერება.
5. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე 2017 წლის 18 ოქტომბერს 13:30 საათზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ა-–-----------------------------–----------. (იხ. ბრალდებულის დაკავების ოქმი).
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ზ----------------, რომელმაც სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებდა ბრალდებულ ა-–-----------–----------სთან. ერთმანეთი 4 წლის წინ გაიცნეს. მას შემდეგ რაც ა-–-----------–---------- 2016 წლის იანვარში ციხიდან გამოვიდა, ისინი ერთად ცხოვრობდნენ გ---------------------–-. აღნიშნულ მისამართზე ასევე ცხოვრობენ ზ----------------- შვილი, იგი არის ყრუ-მუნჯი. ასევე ჰყავს გონებაშეზღუდული რძალი და ორი შვილიშვილი. 2017 წლის 13, 14, 15 სექტემბერს ა-–-----------–---------- ნასვამი ბრუნდებოდა სახლში, უწმაწური სიტყვებით აგინებდა მეუღლეს, უმიზეზოდ ეჭვიანობდა. მეზობლების შენიშვნაზე, თუ რატომ აგინებდა, შ---------- პასუხობდა „ქმარი რომ ვარ მისი ხომ უნდა გაიგოს, თორემ კი დაავიწყდებაო“. რაც შეეხება 13 სექტემბრის ცემას, მოწმე მიზეზად ასახელებს საჭმლისათვის მარილის კლების ფაქტს, რაზეც ა-–-----------–----------მ უსაყვედურა მას და ფეხი დაარტყა ცხვირის არეში, რის შედეგადაც მან დაკარგა გონება. მოწმის განმარტებით, სექტემბრის თვეში ცემის ფაქტს ოთხჯერ ჰქონდა ადგილი, თითოეულ შემთხვევაში მოწმე განიცდიდა ტკივილს. ძალადობა ხორციელდებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო. მანამდე მსგავსი არასდროს მომხდარა, მხოლოდ უწმაწური სიტყვებით შემოიფარგლებოდა ხოლმე. ძალადობის პირველი ფაქტი განხორციელდა 12 სექტემბერს. 15 სექტემბრის ფაქტს შეესწრო შვილიშვილი მ-------------, რომელიც დაეხმარა და გადაარჩინა ზ----------------. მოწმეს ჩაუტარდა სასამართლო ექსპერტიზა. თავზე გადაუღეს სურათი. სხვაგვარი შემოწმება არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებები ზურგზეც აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნაც გააცნეს. მისივე განმარტებით, დაზიანებები აღენიშნებოდა თვალების ქვემოთ, ცხვირზე და ლოყებზე ჰქონდა ნაკაწრები, ასევე ზურგზე, რომელიც მიაყენა ა-–-----------–----------მ ოთხჯერ განხორციელებული ძალადობის შედეგად. მოწმე ზ---------------- იხსენებს ა-–-----------–----------ს სიტყვებს: „პრობაციაზე ხელს არ ვაწერდი და მაინც დამიჭერენო“. ასევე მოწმემ განმარტა, რომ თანახმაა თუნდაც გათავისუფლდეს მისი მეუღლე, ოღონდ ორივე თავისთვის იქნებიან, რადგან ბევრი შიში აქვს ნანახი. მოწმის განმარტებით, ძალადობას ა-–-----------–---------- ახორციელებდა ნასვამ მდგომარეობაში, ხოლო ფხიზელ მდგომარეობაში მხოლოდ იგინებოდა. მოწმემ ძალადობის შესახებ განაცხადა პირველ განყოფილებაში. მისი განმარტებით, ა-–-----------–---------- იმ დროის განმავლობაში დადიოდა აქეთ-იქით, ერთი ,,პაკრევალა“ ჰქონდათ, ისიც წაიღო და ეკლესიაზე ეძინა. ეძებდა ხალხი, მაგრამ ვერ ნახეს. ზ----------------- განმარტებით, ის დაზიანებების მიღების შედეგად ხშირად კარგავდა გონებას და ცხვირიდან სისხლი სდიოდა, ბამბები ეკეთა, სხვანაირად ვერ მუშაობდა.
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ-----–--–---------- აჩვენა, რომ იგი არის ქუთაისის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე ა-–-----------–----------ს მიმართ. აღნიშნულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება პირის დაკავების შესახებ, რის საფუძველზედაც მის მიერ დაკავებულ იქნა ა-–-----------–----------. დაკავებისას შ----------ს განემარტა უფლებები, შედგა ოქმი, დათვალიერდა დაკავებულის ვიზუალური მდგომარეობა. დაკავებულს ფეხებზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც ა-–-----------–----------ს განმარტებით მუშაობის პერიოდში ჰქონდა მიყენებული. შედგენილი ოქმის სისწორე ა-–-----------–----------მ ხელმოწერით დაადასტურა, რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს, ასევე არანაირი წინააღმდეგობა დაკავებისას არ გაუწევია.
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბ----------–---- აჩვენა, რომ იგი არის ქუთაისის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 16 სექტემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამმართველოს პირველ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, კერძოდ, ა-–-----------–---------- ძალადობდა მის მეუღლე - ზ-------------------. ბ---------–--- იმ დღესვე გავიდა შემთხვევის ადგილზე. გამოკითხა ზ----------------. ნახა, რომ მას აღენიშნებოდა სახის არეში თვალხილული დაზიანებები. ზ-----------------გან შეიტყო, რომ მეუღლე ხშირად უმიზეზოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძალადობდა მასზე. აყენებდა როგორც ფიზიკურ ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბ---------–---- მიერ ასევე განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შევსება. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ. ქუთაისში, გ---------------------–-. დათვალიერდა საცხოვრებელი სახლი, სადაც მოწმეს დახვდა საძინებელი საწოლი ამოტრიალებული და მაგიდა გადაყირავებული. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო ასევე ზ----------------მ, ხოლო ექსპერტების მიერ მოხდა ადგილის დასურათება. ადგილზე არ იმყოფებოდა ა-–-----------–----------. ზ----------------მ ბ---------–---ს განუმარტა, რომ ა-–-----------–---------- მივიდა, აგინა, ხელი დაარტყა და ამოატრიალა საწოლი და მაგიდა.
9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №005447417 დასკვნით დადგენილია, რომ 16.09.17წ. 02:04-02:16 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ზ-----------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის, ნაკაწრების და სისხლნაჟღენთების სახით.
დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებულნი უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია პირადი გასინჯვის მონაცემები: 16.09.17წ. 02:04-02:16 სთ. ზ---------------- უჩივის ტკივილებს ცხვირისა და ორივე ზედა კიდურის მიდამოებში. მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,8X0,6 სმ. მარჯვენა მხარის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,3X0,2სმ. მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 0,3X0,3სმ. მარჯვენა ლოყის მიდამოში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაკაწრი ზომით: 1,1X0,1სმ. ქვედა ყბის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით: 1,2X0,1სმ. მარცხენა ლოყის მიდამოში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით: 2,2X0,1სმ. ქვედა ყბის მიდამოში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით: 1,8X0,1სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
10. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ექსპერტმა შ-----------------. მოწმის სახით დაკითხვისას შ---------------- სასამართლოს დამატებით განუმარტა, რომ ზ----------------- მითითებით, აღნიშნული დაზიანებები 2017 წლის 16 სექტემბერს, ქ-------–----------------------, მის საცხოვრებელ სახლში მიაყენა მეუღლემ ა-–-----------–----------მ ხელებისა და ფეხების დარტყმებით. გამომძიებლის მიერ გაცემულ დადგენილებაში ექსპერტის განმარტებით მითითებული იყო 2017 წლის 16 სექტემბერი. ზ----------------- პირადი გასინჯვა დაიწყო 2017 წლის 16 სექტემბერს 02:04 სთ-ზე და დასრულდა 02:16 სთ-ზე. შ---------------- განმარტებით, საათებითა და წუთებით დაზიანების ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია. დაზიანებების მორფოლოგიით ხორციელდება შეფასება. პროკურორის კითხვაზე, თუ არსებობს რაიმე ვადები რითაც შესაძლებელია ხანდაზმულობის განსაზღვრა, მოწმემ განმარტა, რომ დასკვნაში მის მიერ მითითებულია, რომ დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ანუ 2017 წლის 16 სექტემბრის თარიღს. აღნიშნული მითითებულია დაზიანებების მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე. რაც შეეხება დაზიანებების მორფოლოგიურ სურათს, დასკვნაში მითითებულია, რომ ქალბატონ ზ----------------ს, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მოწითალო-მოიისფრო ფერის. სისხლნაჟღენთი ეს არის კანქვეშა ზედაპირული სისხლძარღვების დაზიანების შედეგად სისხლის ჩაღვრა რიგ ქსოვილებში, ანუ განვითარების მომენტიდან სისხლნაჟღენთი არის მოწითალო-მოიისფრო ფერი, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, შეიძლება ეს იყოს 12-24 საათი, სისხლნაჟღენთი არის არა მოწითალო-მოიისფრო, არამედ მოლურჯო, რომელიც შემდგომში გადადის მომწვანო ფერში. რაც უფრო მეტი დრო გავა, ანუ დაახლოებით 4-5 დღის შემდეგ სისხლნაჟღენთი ხდება მოწითალო ფერის და ა.შ. ვინაიდან სისხლნაჟღენთი იყო მოწითალო-მოიისფრო ფერის და დადგენილებაშიც მითითებული იყო 16 სექტემბერი, აქედან გამომდინარე იქნა მითითებული, რომ არ ეწინააღმდეგება ხანდაზმულობას. რაც შეეხება ნაკაწრებსა და ნაჭდევებს, ნაკაწრები და ნაჭდევები იყო მოწითალო ფერის მშრალი და მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით. ნაჭდევი ეს არის კანის ზედაპირული შრის ანუ ეპიდერმისის დაზიანება. განვითარების მომენტიდან ნაჭდევი არის მოწითალო ფერის და კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირი. დაახლოებით 24 საათის გასვლის შემდეგ ნაჭდევი არის კანის დონეზე წამოწეული და იფარება. ვინაიდან ნაჭდევი იყო მოწითალო ფერის და კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით აქედან გამომდინარე მითითებულია დასკვნაში, რომ არ ეწინააღმდეგება 16 სექტემბრის თარიღს. ასევე განმარტა, რომ დაზიანება 2 საათის მიყენებული იქნება თუ 4-ის დადგენა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია დაზიანების ხანდაზმულობის განსაზღვრა მისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე. თუკი ნაჭდევი იქნებოდა კანის დონეზე მდებარე ან კანის დონიდან მაღლა მდებარედ დაფარული შესაბამისად მისი მორფოლოგიური სურათი იქნებოდა სხვა და დასკვნაში მითითებული იქნებოდა, რომ აღნიშნული დაზიანებები არ შეესაბამებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ასევე იქნებოდა სისხლნაჟღენთებზე, თუ არ იქნებოდა მოწითალო-მოიისფრო ფერის და იქნებოდა მოლურჯო, მომწვანო ან მოყვითალო ფერის შესაბამისად დასკვნაში მიეთითებოდა რომ აღნიშნული დაზიანებები არ შეესაბამებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
11. ბრალდებულმა ა-–-----------–----------მ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ამასთან ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და საქმის სასამართლო განხილვის დროს უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე.
სამართლებრივი შეფასება:
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
13. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
14. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის. ხოლო სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
18. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ოჯახური თანაცხოვრების სიმშვიდე და კეთილდღეობა. მუხლის სპეციფიკური ხასიათი გამოხატულია სწორედ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის, თმენისა და ვალდებულებების სამართლებრივი მოთხოვნის შესრულებაში და მკაცრად აკონტროლებს თითოეული მათგანის დაცულობას.
19. ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული, განგრძობადი და სპეციფიური ხასიათი, რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, იძულება.
ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.
20. სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულ ა-–-----------–----------ს მიერ მის მიმართ სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი, რომელთა ურთიერთშეჯერების პირობებში და მათი სიღრმისეული ანალიზის შედეგად სასამართლომ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. კერძოდ:
21. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში 2017 წლის 16 სექტემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N041160917001 საქმეზე ა-–-----------–----------ს მიმართ, სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
22. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ქუთაისის პოლიციის პირველ განყოფილებაში შესული შეტყობინებები, კერძოდ: 2017 წლის 15 სექტემბერს 23:55 საათზე საპატრულო პოლიციის დეპერტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების “110“ საპატრულო ეკიპაჟიდან შესული შეტყობინება ქ-----------–---------------------------–- ა-–------------–----------- მიერ მეუღლეზე - ზ-----------------ზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ და 2017 წლის 15 სექტემბერს 22:13 საათზე 112-დან შესული შეტყობინება ქ----------–---------------------------–- ოჯახური კონფლიქტის შესახებ.
23. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ბ----------–---- მიერ, ექსპერტების ო-–----------- და დ------------------ მონაწილეობით, სახლის მფლობელის - ზ----------------- თანხმობით 2017 წლის 16 სექტემბერს 01:40 საათიდან 02:00 საათამდე ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მ--------------------–-----------------------------–- ზ----------------- საცხოვრებელ სახლში. სახლი არის კაპიტალური, ერთსართულიანი. ... საძინებელ ოთახში დგას ერთსაწოლიანი რკინის საწოლი, ერთი დივანი, მაგიდა და სკამი. ოქმში მითითებულია, რომ, აღნიშნული ნივთები იყო გადაყირავებულ მდგომარეობაში. ზ------------------ განმარტებით, ნივთები გადააყირავა მისმა მეუღლემ ა-–------------–----------მ მისი ცემის შემდეგ. შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ.
24. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ზ----------------, რომელმაც სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებდა ბრალდებულ ა-–-----------–----------სთან. ერთმანეთი 4 წლის წინ გაიცნეს. მას შემდეგ რაც ა-–-----------–---------- 2016 წლის იანვარში ციხიდან გამოვიდა, ისინი ერთად ცხოვრობდნენ გ---------------------–-. 2017 წლის 13, 14, 15 სექტემბერს ა-–-----------–---------- ნასვამი ბრუნდებოდა სახლში, უწმაწური სიტყვებით აგინებდა მეუღლეს, უმიზეზოდ ეჭვიანობდა. 13 სექტემბრის ცემის მიზეზად ზ---------------- ასახელებს საჭმლისათვის მარილის კლების ფაქტს, რაზეც ა-–-----------–----------მ უსაყვედურა მას და ფეხი დაარტყა ცხვირის არეში, რის შედეგადაც მან დაკარგა გონება. მოწმის განმარტებით, სექტემბრის თვეში ცემის ფაქტს ოთხჯერ ჰქონდა ადგილი, თითოეულ შემთხვევაში მოწმე განიცდიდა ტკივილს. ძალადობა ხორციელდებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო. მანამდე მსგავსი არასდროს მომხდარა, მხოლოდ უწმაწური სიტყვებით შემოიფარგლებოდა ხოლმე. ძალადობის პირველი ფაქტი განხორციელდა 12 სექტემბერს. 15 სექტემბრის ფაქტს შეესწრო შვილიშვილი მ-------------, რომელიც დაეხმარა და გადაარჩინა ზ----------------. მოწმეს ჩაუტარდა სასამართლო ექსპერტიზა. თავზე გადაუღეს სურათი. სხვაგვარი შემოწმება არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებები ზურგზეც აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნაც გააცნეს. მისივე განმარტებით, დაზიანებები აღენიშნებოდა თვალების ქვემოთ, ცხვირზე და ლოყებზე ჰქონდა ნაკაწრები, ასევე ზურგზე, რომელიც მიაყენა ა-–-----------–----------მ ოთხჯერ განხორციელებული ძალადობის შედეგად. მოწმის განმარტებით, ძალადობას ა-–-----------–---------- ახორციელებდა ნასვამ მდგომარეობაში, ხოლო ფხიზელ მდგომარეობაში მხოლოდ იგინებოდა. მოწმემ ძალადობის შესახებ განაცხადა პირველ განყოფილებაში. მისი განმარტებით, ა-–-----------–---------- იმ დროის განმავლობაში დადიოდა აქეთ-იქით, ეკლესიაზე ეძინა. ეძებდა ხალხი, მაგრამ ვერ ნახეს. ზ----------------- განმარტებით, ის დაზიანებების მიღების შედეგად ხშირად კარგავდა გონებას და ცხვირიდან სისხლი სდიოდა, ბამბები ეკეთა, სხვანაირად ვერ მუშაობდა.
25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-----–--–---------- ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ქუთაისის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. მის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება საფუძველზე მოხდა ა-–-----------–----------ს დაკავება. დაკავებისას შ----------ს განემარტა უფლებები, შედგა ოქმი, დათვალიერდა დაკავებულის ვიზუალური მდგომარეობა. დაკავებულს ფეხებზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც ა-–-----------–----------ს განმარტებით მუშაობის პერიოდში ჰქონდა მიყენებული. შედგენილი ოქმის სისწორე ა-–-----------–----------მ ხელმოწერით დაადასტურა, რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს, ასევე არანაირი წინააღმდეგობა დაკავებისას არ გაუწევია.
26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბ----------–---- აჩვენა, რომ იგი არის ქუთაისის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 16 სექტემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამმართველოს პირველ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, კერძოდ, ა-–-----------–---------- ძალადობდა მის მეუღლე - ზ-------------------. ბ---------–--- იმ დღესვე გავიდა შემთხვევის ადგილზე. გამოკითხა ზ----------------. ნახა, რომ მას აღენიშნებოდა სახის არეში თვალხილული დაზიანებები. ზ-----------------გან შეიტყო, რომ მეუღლე ხშირად უმიზეზოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძალადობდა მასზე. აყენებდა როგორც ფიზიკურ ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბ---------–---- მიერ ასევე განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შევსება. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ. ქუთაისში, გ---------------------–-. დათვალიერდა საცხოვრებელი სახლი, სადაც მოწმეს დახვდა საძინებელი საწოლი ამოტრიალებული და მაგიდა გადაყირავებული. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო ასევე ზ----------------მ, ხოლო ექსპერტების მიერ მოხდა ადგილის დასურათება. ადგილზე არ იმყოფებოდა ა-–-----------–----------. ზ----------------მ ბ---------–---ს განუმარტა, რომ ა-–-----------–---------- მივიდა, აგინა, ხელი დაარტყა და ამოატრიალა საწოლი და მაგიდა.
27. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №005447417 დასკვნით დადგენილია, რომ 16.09.17წ. 02:04-02:16 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ზ-----------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის, ნაკაწრების და სისხლნაჟღენთების სახით.
დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებულნი უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტმა მიუთითა პირადი გასინჯვის მონაცემები: 16.09.17წ. 02:04-02:16 სთ. ზ---------------- უჩივის ტკივილებს ცხვირისა და ორივე ზედა კიდურის მიდამოებში. მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,8X0,6 სმ. მარჯვენა მხარის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,3X0,2სმ. მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 0,3X0,3სმ. მარჯვენა ლოყის მიდამოში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაკაწრი ზომით: 1,1X0,1სმ. ქვედა ყბის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით: 1,2X0,1სმ. მარცხენა ლოყის მიდამოში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით: 2,2X0,1სმ. ქვედა ყბის მიდამოში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით: 1,8X0,1სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
28. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ექსპერტმა შ-----------------. მოწმის სახით დაკითხვისას შ---------------- სასამართლოს დამატებით განუმარტა, რომ ზ----------------- მითითებით, აღნიშნული დაზიანებები 2017 წლის 16 სექტემბერს, ქ-------–----------------------, მის საცხოვრებელ სახლში მიაყენა მეუღლემ ა-–-----------–----------მ ხელებისა და ფეხების დარტყმებით. გამომძიებლის მიერ გაცემულ დადგენილებაში ექსპერტის განმარტებით მითითებული იყო 2017 წლის 16 სექტემბერი. ზ----------------- პირადი გასინჯვა დაიწყო 2017 წლის 16 სექტემბერს 02:04 სთ-ზე და დასრულდა 02:16 სთ-ზე. შ---------------- განმარტებით, საათებითა და წუთებით დაზიანების ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია. დაზიანებების მორფოლოგიით ხორციელდება შეფასება. პროკურორის კითხვაზე, თუ არსებობს რაიმე ვადები რითაც შესაძლებელია ხანდაზმულობის განსაზღვრა, მოწმემ განმარტა, რომ დასკვნაში მის მიერ მითითებულია, რომ დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ანუ 2017 წლის 16 სექტემბრის თარიღს. აღნიშნული მითითებულია დაზიანებების მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე. რაც შეეხება დაზიანებების მორფოლოგიურ სურათს, დასკვნაში მითითებულია, რომ ქალბატონ ზ----------------ს, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მოწითალო-მოიისფრო ფერის. სისხლნაჟღენთი ეს არის კანქვეშა ზედაპირული სისხლძარღვების დაზიანების შედეგად სისხლის ჩაღვრა რიგ ქსოვილებში, ანუ განვითარების მომენტიდან სისხლნაჟღენთი არის მოწითალო-მოიისფრო ფერი, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, შეიძლება ეს იყოს 12-24 საათი, სისხლნაჟღენთი არის არა მოწითალო-მოიისფრო, არამედ მოლურჯო, რომელიც შემდგომში გადადის მომწვანო ფერში. რაც უფრო მეტი დრო გავა, ანუ დაახლოებით 4-5 დღის შემდეგ სისხლნაჟღენთი ხდება მოწითალო ფერის და ა.შ. ვინაიდან სისხლნაჟღენთი იყო მოწითალო-მოიისფრო ფერის და დადგენილებაშიც მითითებული იყო 16 სექტემბერი, აქედან გამომდინარე იქნა მითითებული, რომ არ ეწინააღმდეგება ხანდაზმულობას. რაც შეეხება ნაკაწრებსა და ნაჭდევებს, ნაკაწრები და ნაჭდევები იყო მოწითალო ფერის მშრალი და მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით. ნაჭდევი ეს არის კანის ზედაპირული შრის ანუ ეპიდერმისის დაზიანება. განვითარების მომენტიდან ნაჭდევი არის მოწითალო ფერის და კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირი. დაახლოებით 24 საათის გასვლის შემდეგ ნაჭდევი არის კანის დონეზე წამოწეული და იფარება. ვინაიდან ნაჭდევი იყო მოწითალო ფერის და კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით აქედან გამომდინარე მითითებულია დასკვნაში, რომ არ ეწინააღმდეგება 16 სექტემბრის თარიღს. ასევე განმარტა, რომ დაზიანება 2 საათის მიყენებული იქნება თუ 4-ის დადგენა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია დაზიანების ხანდაზმულობის განსაზღვრა მისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე. თუკი ნაჭდევი იქნებოდა კანის დონეზე მდებარე ან კანის დონიდან მაღლა მდებარედ დაფარული შესაბამისად მისი მორფოლოგიური სურათი იქნებოდა სხვა და დასკვნაში მითითებული იქნებოდა, რომ აღნიშნული დაზიანებები არ შეესაბამებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ასევე იქნებოდა სისხლნაჟღენთებზე, თუ არ იქნებოდა მოწითალო-მოიისფრო ფერის და იქნებოდა მოლურჯო, მომწვანო ან მოყვითალო ფერის შესაბამისად დასკვნაში მიეთითებოდა რომ აღნიშნული დაზიანებები არ შეესაბამებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2017 წლის 16 სექტემბრის დადგენილებაში დაშვებულია უზუსტობა ზ----------------- მიმართ მეუღლის ა-–-----------–----------ს მიერ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების თარიღთან დაკავშირებით და ნაცვლად 2017 წლის 15 სექტემბრისა მითითებულია 2017 წლის 16 სექტემბერი. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი (ფორმა N1); N2226876 და N2226679 შეტყობინებები, რომლითაც დადგენილია, რომ 2017 წლის 15 სექტემბერს მოხდა ოჯახური კონფლიქტი და ზ----------------ს მისმა მეუღლემ ა-–-----------–----------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული კონფლიქტი რომ ნამდვილად 2017 წლის 15 სექტემბერს მოხდა, დასტურდება აგრეთვე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და დაზარალებულ ზ----------------- ჩვენებით.
30. სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2017 წლის 16 სექტემბრის დადგენილებაში დაშვებულმა უზუსტობამ თავის მხრივ გამოიწვია ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში კონფლიქტის თარიღად 2017 წლის 15 სექტემბრის ნაცვლად 16 სექტემბრის მითითება. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული მასალები, ასევე ზ----------------- მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, მისი მოწმის სახით დაკითხვის დაწყების დროა: 2017 წლის 16 სექტემბერი, 00:10 საათი და დასრულების დრო - 16 სექტემბერი 00:40 საათი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კი საექსპერტო კვლევის ჩატარების დროა: 2017 წლის 16 სექტემბერი, 02:04-02:16 საათი.
31. შესაბამისად, სასამართლო უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 15 სექტემბერს მოხდა ოჯახური კონფლიქტი და ზ----------------ს მისმა მეუღლემ ა-–-----------–----------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის თაობაზედაც ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შევიდა შეტყობინებები და სწორედ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება 2017 წლის 16 სექტემბერს.
32. ზემოაღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე ექსპერტ შ---------------- მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება. კერძოდ, მან პროკურორის შეკითხვაზე განმარტა, რომ საათებითა და წუთებით დაზიანების ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია. დაზიანებების მორფოლოგიით ხორციელდება შეფასება. რაც შეეხება დაზიანებების მორფოლოგიურ სურათს, დასკვნაში მითითებულია, რომ ქალბატონ ზ----------------ს, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მოწითალო-მოიისფრო ფერის. სისხლნაჟღენთი ეს არის კანქვეშა ზედაპირული სისხლძარღვების დაზიანების შედეგად სისხლის ჩაღვრა რიგ ქსოვილებში, ანუ განვითარების მომენტიდან სისხლნაჟღენთი არის მოწითალო-მოიისფრო ფერი, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, შეიძლება ეს იყოს 12-24 საათი, სისხლნაჟღენთი არის არა მოწითალო-მოიისფრო, არამედ მოლურჯო, რომელიც შემდგომში გადადის მომწვანო ფერში. რაც უფრო მეტი დრო გავა, ანუ დაახლოებით 4-5 დღის შემდეგ სისხლნაჟღენთი ხდება მოწითალო ფერის და ა.შ. ...ნაკაწრები და ნაჭდევები იყო მოწითალო ფერის მშრალი და მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით. ნაჭდევი ეს არის კანის ზედაპირული შრის ანუ ეპიდერმისის დაზიანება. განვითარების მომენტიდან ნაჭდევი არის მოწითალო ფერის და კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირი. დაახლოებით 24 საათის გასვლის შემდეგ ნაჭდევი არის კანის დონეზე წამოწეული და იფარება.
33. სასამართლო აანალიზებს რა საქმის განხილვისას გამოკვლეულ მასალებს, ერთობლიობაში აფასებს ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტის განმარტებებს, უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-----------------------------–-, ა-–-----------–----------მ იძალადა მეუღლეზე - ზ-----------------ზე, რითაც ზ------------------ განიცდა ფიზიკური ტკივილი.
34. სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 12 და 14 სექტემბერს, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-----------------------------–-, ა-–-----------–----------მ იძალადა მეუღლეზე - ზ-------------------, რითაც ამ უკანასკნელმა განიცდა ფიზიკური ტკივილი.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს განზრახი და მიზანმიმართული ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზიანს აყენებს ოჯახის წევრის ჯანმრთელობას, ოჯახური თანაცხოვრების სიმშვიდესა და კეთილდღეობას. შესაბამისად ა-–------------–----------- მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.
36. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
37. საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-–------------–----------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება (სამი ეპიზოდი).
38. რაც შეეხება ბრალდებულ ა-–-----------–----------ს მიერ სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ა-–-----------–----------ს მიერ სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას.
39. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
40. მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
41. სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ა-–-----------–----------ს მიერ სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა წარდგენილი ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
42. სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
43. საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ ა-–-----------–----------ს ამ ნაწილში უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
44. კერძოდ, 2017 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება (არც ირიბი და არც პირდაპირი), რომელიც დაადასტურებდა ამ ნაწილში წარდგენილ ბრალდებას. არც დაზარალებულს არ მიუთითებია ეს ეპიზოდი მის ჩვენებაში სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას. ამასთან, განმარტა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი მ------------- შეესწრო 15 სექტემბრის ფაქტს, რომელიც მას დაეხმარა და გადაარჩინა.
45. 2017 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ ვარაუდზე და არა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა.
46. სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ა-–-----------–----------ს ბრალეულობა სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, რადგანაც ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2017 წლის 10 სექტემბერს, ა-–-----------–----------მ თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ------------------------------–-, არასრულწლოვანი შვილიშვილის - მ-------------- თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე - ზ-----------------ზე, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცდა ფიზიკური ტკივილი. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
47. საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
48. სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ა-–-----------–---------- ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
49. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
50. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ა-–-----------–----------მ 2017 წლის 10 სექტემბერს, არასრულწლოვნის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე და ძალადობის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
51. საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ა-–-----------–----------ს მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას 2017 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდში, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
52. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
53. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
54. საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 2017 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდში ბრალდებულ ა-–-----------–----------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ ა-–-----------–----------ს ბრალეულობაში, რის გამოც, ა-–-----------–---------- ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-–-----------–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელად გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ ა-–------------–----------ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ ძალადობრივი დანაშაული; ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან.
გასათვალისწინებელია, რომ ა-–-----------–---------- ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.
დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით ა-–-----------–---------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად 2 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა-–-----------–---------- გათავისუფლდა პირობით ვადამდე 04 (ოთხი) თვითა და 19 დღით ადრე.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს ა-–-----------–----------ს მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული და ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი სასჯელი - ჯამში 02 (ორი) წლის, 04 (ოთხი) თვის და 19 (ცხრამეტი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თ/აღკვეთა 01 (ერთი) წელი და განაჩენთა ერთობლიობით, ა-–-----------–----------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ა-–-----------–----------ს საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 270-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–-----------–---------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ა-–-----------–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.
ა-–-----------–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.
ა-–-----------–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–-----------–----------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა-–-----------–----------ს მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული და ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი სასჯელი - ჯამში 02 (ორი) წლის, 04 (ოთხი) თვის და 19 (ცხრამეტი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თ/აღკვეთა 01 (ერთი) წელი და განაჩენთა ერთობლიობით, ა-–-----------–----------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
ა-–-----------–----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა-–-----------–----------ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 ოქტომბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები და რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე