განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002270868
1-55/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე
პროკურორი - ო-–-----------–---–-
ბრალდებული - ლ--------------ძე
ადვოკატი - გ---–------------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N07----------
ბრალდებული: ლ--------------ძე
მამის სახელი: ნ--------
დაბადებული: 30.11.1---–--–---------–--------------------–----------–------------–-------–----–-----------------------------------------------–--------------–-----------------------------------------------------------------------–---------------------–---------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული ლ--------------ძე რომელსაც „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხუთი წლით აკრძალული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2017 წლის 12 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მართავდა „ნისანი“-ს მარკის ავტომანქანას სახN UU 358 BB.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ძალაში შესული განაჩენის შესურულებლობა:
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ლ--------------ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით. 2013 წლის 22 აპრილის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მოსახდელად დარჩენილი საპატრიმრო სასჯელი შეუმცირდა 06 წლით.
4. ამავე განაჩენით, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2013 წლის 22 აპრილის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მოსახდელად დარჩენილი საპატრიმრო სასჯელი შეუმცირდა 06 წლით.
5. 2017 წლის 12 ნოემბერს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში შეჩერებული იქნა „ნისანი“-ს მარკის ავტომანქანა სახN UU 358 BB, რომელსაც მართავდა ლ--------------ძე.
6. ლ--------------ძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე, 05 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორო საშუალების მართვის უფლება.
7. ლ--------------ძემ დაადასტურა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მართავდა ავტომანქანას.
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--------------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
10. ლ--------------ძის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
11. ლ--------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
12. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას
13. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ლ--------------ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, რაც მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ლ--------------ძის რესოციალიზაციისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებული ლ--------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ( ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ლ--------------ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი