გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2018
საქმის ნომერი
020210017002060716
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე# 020210017002060716 (2/1547-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06.03.2018 წ. ქ. ზ--გდიდი

შესავალი ნაწილი

ზ--გდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე აბ----–--------------ა

წარმომადგენელი ვა---–----------ე

მოპასუხე შპს ,,ზ--------------------------ი“

წარმომადგენელი იზ--–----ა, ბა------------–---–ი

დავის საგანი:

პარტნიორად აღიარება, შესაბამისი წილის მიღება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს ,,ზ--------------------------ის“ პარტნიორად აღიარება და შპს ,,ზ--------------------------ში“ სავალდებულო წილის გადაცემა.

 

მოსარჩელის მტკიცებით მის მამკვიდრებელს, როგორც ზ--გდიდის საკოლმეურნეო ბაზრის შრომითი კოლექტივის წევრს, ამ კოლექტივის დროებითი ამხანაგობის დაფუძნებისა და შესაბამისი შენატანის განხორციელების შედეგად ეკუთვნის პრივატიზებული საწარმოს 2 %-იანი წილი, რაც მას უნდა გადაეცეს მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.

 

მოპასუხის მტკიცებით სარჩელი უსაფუძვლოა და ამავე დროს ხანდაზმული. მისი განმარტებით გარდაცვალებამდე გუ---------------ასთვის ცნობილი იყო პრივატიზაციის შედეგების შესახებ, რაც მას სადავოდ არ გაუხდია, იგი პრივატიზაციის შემდეგაც აგრძელებდა საქმიანობას ბაზრის ტერიტორიაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. აბ----–--------------ა გუ---------------ას სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეა. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 10.08.2--- წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სამკვიდრო მოწმობა 28.04.20-- წ (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 150------)

 

3.2. გუ---------------ა 1973–2--- წლებში მუშაობდა ზ--გდიდის საკოლმეურნეო (აგრარულ) ბაზარში (შემდეგში შპს ,,ზ--------------------------ი“).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

–მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი

–შრომითი კოლექტივის საერთო კრების ოქმი 2-.05.1--- წ

 

3.3. შპს ,,ზ--------------------------ი“ კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა 30.------5 წ.

 

სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით მისი პარტნიორები არიან:

 

გი-----------ია – 48,02------- %

მა--------------–---–ი – 11,09------- %

აკ----------ა – 2,8-------0 %

ნო-----–----ძე – 2-,22------0 %

ძა----–-----------------ე – 5,93------0 %

ბე----------ა – 6,8-------0 %.

 

აღნიშნული საწარმოს პრივატიზაციის პროცესი დაიწყო 2-.05.19-- წ, როცა შედგა შრომითი კოლექტივის საერთო კრება, რომლის გადაწყვეტილებით საკოლმეურნეო ბაზრის პრივატიზაციის მიზნით უნდა შექმნილიყო დროებითი ამხანაგობა. ამ კრებას ესწრებოდა გუ---------------ა. მისთვის ცნობილია კრების გადაწყვეტილება, იგი ხელს აწერს შესაბამის ოქმს.

 

დროებითი ამხანაგობის წევრობის, შენატანის და წილის ოდენობის, შპს ,,ზ--------------------------ის“ პარტნიორად გუ---------------ას რეგისტრაციის შესახებ წერილობითი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი. ამ ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელის მტკიცება ეფუძნება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს (მათთვის ცნობილი იყო, რომ გუ---------------ას სურდა პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა, ამ მიზნით გარკვეული პირებისგან მიიღო დამატებით 2 ვაუჩერი და ამბობდა, რომ 500 აშშ დოლარი გადასცა ბ-------------------რს გი-----------იას შესაბამისი წილის – 2 %–ის მისაღებად) და წერილობით დოკუმენტს – ზ--გდიდის ,,სუ------------ის“ პარტნიორთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნატურის სახით დამდგენი კომისიის 28.12.2--- წლის აქტს, სადაც პარტნიორების ჩამონათვალში გუ---------------ა ან მისი მემკვიდრე არ არის შეყვანილი, თუმცა გასანაწილებელი ობიექტების ჩამონათვალში რიგით მე–12 ნომრით შეტანილ სავაჭრო ფარდულს ფრჩხილებში აქვს აღნიშვნა – ზარანდია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების დანაწესებით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს და ვერ დაამტკიცა მისი მამკვიდრებლის მიერ შპს ,,ზ--------------------------ის“ წილზე ან მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ან მოძრავ ქონებაზე უფლების არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183–ე მუხლის მიხედვით უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

გუ---------------ას პრივატიზაციის პროცესის დასრულებისთანავე უნდა სცოდნოდა და იცოდა კიდეც, რომ იგი არ გამხდარა პრივატიზაციის გზით დაფუძნებული საწარმოს პარტნიორი და არ მიუღია წილი. ამ საკითხზე შედავება კანონით დადგენილი წესით მას არ განუხორციელებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

–მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი

–შრომითი კოლექტივის საერთო კრების ოქმი 2-.05.1--- წ

–ზ--გდიდის ,,სუ------------ის პარტნიორთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნატურისსახით დამდგენი კომისიის 28.12.2--- წლის აქტი

– ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი B1------1, 1-----------------8)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-6, მე-13, 22-ე მუხლები, ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონოს მე-11 მუხლი, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 1328–ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების დანაწესებით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს და ვერ დაამტკიცა, რომ მის მამკვიდრებელს ეკუთვნის წილი შპს ,,ზ--------------------------ში“.

 

მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს, პრივატიზების განხორციელების ძირითად პირობებსა და წესს ადგენდა საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" ამ კანონის მიზანი იყო სამართლებრივად მოაწესრიგებინა და უზრუნველყო მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის პროცესი.

 

დასახელებული კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით სახელმწიფო საწარმოს მყიდველები შეიძლება ყოფილიყვნენ მისი მუშაკები, რომლებიც ამ მიზნით ქმნიდნენ ამხანაგობას და სარგებლობდნენ კანონით დაშვებული შეღავათებით. ამხანაგობის წევრებად შეიძლებოდა მიღებულიყო ის მოქალაქენიც, რომლებიც ამ საწარმოში არ მუშაობდნენ.

 

ამავე კანონის მე-13 მუხლით შეძენილი საწარმოს ან სახელმწიფო სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში წილის (პაის, აქციების) ღირებულების გადახდა შეიძლებოდა ერთბაშად ან განვადებით. გადახდის წესს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ადგენდა გამყიდველი ანუ სახელმწიფო და არა მისი შემძენი, ამხანაგობა, ამხანაგობის წევრი და ა.შ.

 

ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით პრივატიზების პროცესში მესაკუთრეთა უფლებების დაცვა ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

 

შპს ,,ზ--------------------------ის“ სახელმწიფო რეგისტრაციის დროს მოქმედი ნორმატიული აქტების ნორმები, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვისთვის 3 წლიან ხანდაზმულობას აწესებდა, მოგვიანებით მიღებული ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონოს მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვითაც პირვატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადაო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

 

ამ ვადაში გუ---------------ას პრივატიზაციის შედეგები არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, მან სიცოცხლეშივე უარი თქვა გასაჩივრების (პრივატიზაციასთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენის) უფლების გამოყენებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შპს ,,ზ--------------------------ის“ რეგისტრაციის დროს მოქმედი რედაქციით) 5.4.3. მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით შპს–ს რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა ყოფილიყო საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი შესრულებული შენატანის შესახებ, ასევე ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა და შესაბამის წილი.

 

მტკიცება, რომ საწარმოს რეგისტრაციისთვის წარდგენილ განცხადებაში მითითებული იყო მოსარჩელის შესატანის ოდენობა და შესაბამისი წილი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი მტკიცება, რომ 500 აშშ დოლარი პარტნიორის წილის მისაღებად გადასცა გი-----------იას მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი ავტომატურად, სხვა დამატებითი მოქმედებების გარეშე ვერ გახდება შპს–ში წილის მიღების საკმარისი პირობა. ამ თანხის გადაცემასთან დაკავშირებით წერილობითი საბუთი არ არსებობს, დაკითხულ მოწმეებს თანხის გადაცემა არ დაუნახავთ, ეს ინფორმაცია მათ აქვთ თვითონ გუ---------------ასგან. იგი თავის სიცოცხლეში ყვებოდა, რომ თანხა გადასცა გი-----------იას და მისგან მიიღო შესაბამისი წილის მიღების პირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328–ე მუხლის 1–ლი ნაწილით სამკვიდრო ქონება მოიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

გუ---------------ამ მის სიცოცხლეშივე დაკარგა წილზე შედავების უფლება, რადგან კანონით დადგენილ ვადაში არ დაიწყო დავა სადავო პრივატიზაციასთან დაკავშირებით და პრივატიზაციის გზით მის მიერ მისაღებ წილზე მისი მამკვიდრებლის დავა უსაფუძვლოა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე არ არის გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2-7-ე, 2-91-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახ. ბაჟი დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუტაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ--გდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზ--გდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა