გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2018
საქმის ნომერი
080210016001370916
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/944-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.03.2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - სს ”ბა---------ი’’

წარმომადგენელი - თამარ ქ-----–---–ი

მოპასუხეები - მ-----ე მე-------ე; ლ-----ა მე-------ე

წარმომადგენელი - მ-----–ი ბრ-----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ-----ე მე-------ეზე სს ,,ბაზისბანკი’’-ს მიმართ არსებული დავალიანების გადასახდელად დაკისრება.

(1. ძირითადი თანხა: 16. 280 (თექვსმეტი ათას ორას ოთხმოცი) ლარი და 98 თეთრი; 2. პროცენტი: 2519 (ორიათას ხუთას ცხრამეტი) ლარი და 98 თეთრი; 3. ჯარიმა: 1962 (ერთი ათას ცხრაას სამოცდაორი) ლარი და 16 თეთრი. სულ დავალიანება: 20 762 (ოცი ათას შვიდას სამოცდაორი) ლარი და 81 თეთრი).

 

1.2. დავალიანების ამოღება მოხდეს, იპოთეკის საგნის, ლ-----ა მე-------ის უძრავი ქონების, (მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ზარდალიშვილი, №3, (ყოფ. ჯაფარიძის ქ. მე-5 შეს. №3), ს/კ 03.03.03.208, სახლის გამოყოფილი ნაწილის საერთო ფართით 131,19 კვ.მ. -ზე) რეალიზაციის შედეგად.

იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინება მიექცეს მოპასუხე მ-----ე მე-------ის საკუთრებაში რიცხულ სხვა უძრავ და მოძრავ ქონებაზე.

 

1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

1.4. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 625 (ექვსას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 22 დეკემბერს სს ,,ბაზისბანკსა’’ და მოპასუხე მ-----ე მე-------ეს შორის დადებული №104407 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 26 დეკემბერს სს ,,ბაზისბანკსა’’ და მ-----ა მე-------ეს შორის დაიდო №2014-12-19/0003/ჩNშM/104407/001 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 16 500 (თექვსმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით ვადით: 26/12/2014-დან 26/12/2024-მდე. ხსენებული საკრედიტო ხელშეკრულების ,,4.3.1.’’ და ,,4.3.2.’’ პუნქტების შესაბამისად მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რაც მოპასუხეს 17/09/2015-ის შემდეგ არც მთლიანად და არც ნაწილობრივ აღარ შეუსრულებია. მიუხედავად იმისა, რომ კრედიტის ძირითადი თანხის მოცულობა შემცირებულ იქნა 16 280,98 ლარამდე, 01/07/2015-ის შემდეგ სესხი იმყოფებოდა ვადა გადაცილებაში. გადახდის ზედიზედ ორ ვადაზე მეტის ლარამდე, 01/07/2015-ის შემდეგ სესხი იმყოფებოდა ვადა გადაცილებაში. გადახდის ზედიზედ ორ ვადაზე მეტის გადაცილებისა და მოპასუხის მიერ დამატებითი ორკვირიანი ვადის უშედეგოდ გაშვების შემდეგ მოსარჩელეს წარმოეშვა დავალიანების მთლიანი თანხის ერთჯერადად და დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნის უფლება. ვინაიდან მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე,, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე, 418-ე და 419-ე მუხლების გამოყენების წინაპირობები. საკრედიტო ხელშეკრულების ,,4.3.3.’’ პუნქტით გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ამავე ხელშეკრულების ან არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ამავე ხელშეკრულების ,,5.1.’’ პუნქტში მითითებულია პირგასამტეხლოს დაანგარიშებისა და დარიცხვის წესი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება ასევე პირგასამტეხლოზე. 2016 წლის 23 მაისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოპასუხის მიმართ შეადგენს: ძირითადი თანხა: 16 280 (თექვსმეტიათას ორას ოთხმოცი) ლარი და 98 თეთრი; პროცენტი: 2519 (ორიათას ხუთას ცხრამეტი) ლარი და 67 თეთრი; ჯარიმა: 1962 (ერთიათას ცხრაას სამოცდაორი) ლარი და 16 თეთრი; სულ დავალიანება: 20 762 (ოციათას შვიდას სამოცდაორი) ლარი და 81 თეთრი. ზემოხსენებული ფულადი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 22 დეკემბრის №22.12/04-14 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზეც სს ,,ბაზისბანკის’’ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთ უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 03.03.03.208; ზონა - ქუთაისი, კოდი - 03, სექტორი - საფიჩხია, კოდი - 03; კვარტალი - 03, ნაკვეთი - 208; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 894,70 კვ.მ.; ნაკვეთის ნომერი: 03; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა; მესაკუთრე: ლ-----ა მე-------ე; აღწერა: სახლის გამოყოფილი ნაწილი, საერთო ფართით 313,19 კვ.მ.; მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ზარდალიშვილი, №3 (ყოფ. ჯაფარიძის ქ. მე-5 შეს. №3); მესაკუთრე - ლ-----ა მე-------ე; იპოთეკის საგანს წარმოადგენს ლ-----ა მე-------ის კუთვნილი მთლიანი ფართი წილ მიწის ნაკვეთთან ერთად. იპოთეკა სათანადო წესით რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. იპოთეკით უზრუნველყოფილი ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დავალიანების ამოღება პირველ რიგში უნდა მოხდეს ლ-----ა მე-------ის საკუთრებაში რიცხული იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის ხარჯზე. იპოთეკის ხელშეკრულების ,,6.2.’’ პუნქტის საფუძველზე იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინება უნდა მიექცეს მოპასუხე მ-----ე მე-------ის საკუთრებაში რიცხულ სხვა უძრავ და მოძრავ ქონებას. იპოთეკის ხელშეკრულების ,,7.5.’’ პუნქტის თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ერთი პრიმა ნაწილის შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ვინაიდან მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, მოსარჩელე იძულებულია მისთვის დავალიანების, კერძოდ 20762,81 ლარის, გადახდის ვალდებულების დაკისრების, იპოთეკის საგნის რეალიზაციისა და ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინების მოპასუხე მ-----ე მე-------ის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე მიქცევის მიზნად მომართოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. 2016 წლის 23 მაისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს: ძირითადი თანხა: 16 280 (თექვსმეტიათას ორას ოთხმოცი) ლარი და 98 თეთრი; პროცენტი: 2519 (ორიათას ხუთას ცხრამეტი) ლარი და 67 თეთრი; ჯარიმა: 1962 (ერთიათას ცხრაას სამოცდაორი) ლარი და 16 თეთრი; სულ დავალიანება: 20 762 (ოციათას შვიდას სამოცდაორი) ლარი და 81 თეთრი, რაც დასტურდება თანდართული სახით წარმოდგენილი ამონაწერით მოპასუხე მ-----ე მე-------ის საბანკო ანგარიშებიდან და 2016 წლის 20 მაისის ცნობით დავალიანების შესახებ.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა, მ-----ე მე-------ემ და ლ-----ა მე-------ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ სცნეს.

მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი სცნეს ძირითადი თანხის 16 280.00 ლარის ნაწილში და უარი განაცხადეს სესხზე მოთხოვნილი პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდაზე.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი სცნეს ძირითადი თანხის 16 280.00 ლარის ნაწილში.

 

სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2012 წლის 22 დეკემბერს სს ,,ბაზისბანკსა’’ და მ-----ე მე-------ეს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება №104407, რომლის ფარგლებში, 2014 წლის 26 დეკემბერს იგივე მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 16 500 ლარით, 2014 წლის 26 დეკემბრიდან 2024 წლის 26 დეკემბრამდე. წლიური სარგებელი განისაზღვრა 14.71%-ით, საკომისიო 330 ლარით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 16.79%-ით. ყოველთვიურმა შესატანმა შეადგინა 266 ლარი, დაზღვევის ღირებულებამ 0 ლარი, კრედიტის გაცემის ადმინისტრაციულმა ხარჯმა 330 ლარი, ანგარიშიდან თანხის განაღდების საკომისიომ 32.34 ლარი. მსესხებლის მიერ მიღებულ კრედიტზე სარგებლის დარიცხვა მიმდინარეობს ყოველდღიურად, ამასთან დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში 30 დღით.

მტკიცებულება:

- 2014 წლის 22 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №104407; (ტ.1.იხ.ს.ფ.16-19).

- 2014 წლის 26 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება (ტ.1.იხ.ს.ფ.20-22).

- სესხის გრაფიკი (ტ.1. იხ.ს.ფ.23-25)

 

3.2.2. 2014 წლის 22 დეკემბერს სს ,,ბაზისბანკსა’’ და ლ-----ა მე-------ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ზარდალიშვილი, №3, (ყოფ. ჯაფარიძის ქ. მე-5 შეს. №3, დაზუსტებული ფართობი: 894.70 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა; მესაკუთრე: ლ-----ა მე-------ე; აღწერა: სახლის გამოყოფილი ნაწილი, საერთო ფართით 313.19 კვ.მ.; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №03.03.03.208; იპოთეკის საგანია ლ-----ა მე-------ის კუთვნილი მთლიანი ფართი წილ მიწის ნაკვეთთან ერთად. მხარეთა შეთანხმებით, ქონების შეფასებაა: 31 850 აშშ დოლარი.

მტკიცებულება:

- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.26-27).

 

3.2.3. 2014 წლის 26 დეკემბრის მონაცემებით, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ზარდალიშვილი, №3, (ყოფ. ჯაფარიძის ქ. მე-5 შეს. №3), ს/კ 03.03.03.208, სახლის გამოყოფილი ნაწილის საერთო ფართით 131,19 კვ.მ. -ზე რეგისტრირებულია ლ-----ა მე-------ის საკუთრების უფლება.

მტკიცებულება:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ. 28-29).

 

3.2.4. 2016 წლის 20 მაისის მდგომარეობით მ-----ე მე-------ეს ერიცხება დავალიანება შემდეგი სახით: ძირითადი თანხა: 16 280 ლარი და 98 თეთრი; პროცენტი: 2519 ლარი და 67 თეთრი; ჯარიმა: 1962 ლარი და 16 თეთრი; სულ დავალიანება: 20 762 ლარი და 81 თეთრი.

მტკიცებულება:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ტ.1.იხ.ს.ფ.31-33).

 

3.2.5. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეებს მის მიმართ გააჩნიათ დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში ნაწილობრივ აღიარებს დავალიანების არსებობას. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები. მოპასუხე კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.

 

სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის 16.280.98 ლარის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის 16.280.98 ლარის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

მოტივაცია სესხზე დარიცხული პროცენტის (სარგებელი) მოთხოვნის ნაწილში.

 

6.2. მოპასუხეები სადავოდ ხდიან სესხზე დარიცხულ პროცენტს და პირგასამტეხლოს. ასევე სადავოა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნა. ამდენად, სასამართლოს კვლევის საგანია სარჩელით მოთხოვნილი სესხის და პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება და მასთან დაკავშირებული იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

6.5. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

6....სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ „იამზე ბურჯალიანს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან განვადების ბარათის ყველა არსებით პირობაზე.

 

6.7. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2014 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 16 500 ლარის მოცულობით. (ტ.1.ს.ფ.20).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. 2014 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 16. 500 ლარის მოცულობით, ითვალისწინებდა სარგებელს (პროცენტს) წლიური 14.71%. (ტ.1.ს.ფ.20).

 

6.8.განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი (სარგებელი). სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთს და მოპასუხეების პრეტენზია იმის შესახებ, რომ არ უნდა დაეკისროთ სესხისათვის პროცენტი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

-დადგენილია, რომ სარჩელის შემოტანის დროისათვის, 2016 წლის 20 მაისის მდგომარეობით, მოპასუხის სრული დავალიანება შეადგენს: ძირი - 16. 280 (თექვსმეტი ათას ორას ოთხმოცი) ლარი და 98 თეთრი; პროცენტი: 2519 (ორიათას ხუთას ცხრამეტი) ლარი და 98 თეთრი; ჯარიმა: 1962 (ერთი ათას ცხრაას სამოცდაორი) ლარი და 16 თეთრი. სულ დავალიანება: 20 762 (ოცი ათას შვიდას სამოცდაორი) ლარი და 81 თეთრი. ტ.1.ს.ფ. 33).

 

6.11.მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.

 

მოტივაცია სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) დაკისრების ნაწილში.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

-საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანია და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი, რადგან სესხი მიღებულია 2014 წლის დეკემბერში და 2018 წლისთვის ჯერ კიდევ არ არის ვალდებულება შესრულებული. მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1962 ლარი, ძირ თანხასთან (16 280 ლარი) მიმართებით და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, არ შეიძლება ჩაითვალოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

მოტივაცია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში.

 

6.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, განიმარტოს, თავად იპოთეკის, როგორც სანივთო-სამართლებრივი ინსტიტუტის არსი.

მოთხოვნის უზრუნველყოფისას აუცილებელია მოვალისა და კრედიტორის უფლებების თანაბარზომიერი დაცვა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოვალისა და კრედიტორის ნებას, კერძოდ, მოვალის სურვილს, გარკვეული რისკის ქვეშ დააყენოს უძრავი ქონება, რითაც ქმნის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარანტიასა და კრედიტორის სურვილს, გასცეს თანხა, სანაცვლოდ კი მიიღოს უზრუნველყოფის ღონისძიება გარანტიად, რომლითაც მისი მოთხოვნა, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უპირობოდ დაკმაყოფილდება. იპოთეკარი დაცულია საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერით მოვალის საკუთრებასთან დაკავშირებით, თუნდაც აღნიშნული ჩანაწერი შემდგომში არასწორი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ კი, მოვალე დაცულია იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით, რომელი ვალდებულებისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა, ანუ იპოთეკით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უმთავრესია, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც სანივთო უფლების რეალიზაცია ხორციელდება. ამ შემთხვევაში წინდაწინაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების-ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება.

აღნიშნული განპირობებულია იპოთეკის სამართლებრივი ბუნებით, კერძოდ, იგი დამოუკიდებლად არ წარმოიშობა და მიბმულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იპოთეკით დადგენილი პასუხისმგებლობის ფარგლები მთლიანად განისაზღვრება ძირითადი მოთხოვნიდან გამომდინარე ვალდებულების ფარგლებით.

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ იპოთეკა, როგორც უფლება, არ არსებობს ძირითადი მოთხოვნის გარეშე (ამ შემთხვევაში ძირითადი მოთხოვნაა სესხი), იპოთეკაც სრულად იზიარებს ძირითადი მოთხოვნებიდან გამომდინარე უფლება-ვალდებულებებს.

 

6.14.განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 26 დეკემბერს სს ,,ბაზისბანკსა’’ და მ-----ე მე-------ეს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება №104407, რომლის ფარგლებში, 2014 წლის 26 დეკემბერს იგივე მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 16 500 ლარით, 2014 წლის 26 დეკემბრიდან 2024 წლის 26 დეკემბრამდე. წლიური სარგებელი განისაზღვრა 14.71%-ით, საკომისიო 330 ლარით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 16.79%-ით. ყოველთვიურმა შესატანმა შეადგინა 266 ლარი, დაზღვევის ღირებულებამ 0 ლარი, კრედიტის გაცემის ადმინისტრაციულმა ხარჯმა 330 ლარი, ანგარიშიდან თანხის განაღდების საკომისი 32.34 ლარი. მსესხებლის მიერ მიღებულ კრედიტზე სარგებლის დარიცხვა მიმდინარეობს ყოველდღიურად, ამასთან დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში 30 დღით.

-დადგენილია, რომ 2014 წლის 22 დეკემბერს სს ,,ბაზისბანკსა’’ და ლ-----ა მე-------ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ზარდალიშვილი, №3, (ყოფ. ჯაფარიძის ქ. მე-5 შეს. №3, დაზუსტებული ფართობი: 894.70 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა; მესაკუთრე: ლ-----ა მე-------ე; აღწერა: სახლის გამოყოფილი ნაწილი, საერთო ფართით 313.19 კვ.მ.; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №03.03.03.208; იპოთეკის საგანია ლ-----ა მე-------ის კუთვნილი მთლიანი ფართი წილ მიწის ნაკვეთთან ერთად. მხარეთა შეთანხმებით, ქონების შეფასებაა: 31 850 აშშ დოლარი. (ტ.1.ს.ფ.26-27).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში საფუძვლიანია, რადგან იგი გამომდინარეობს მხარეთა თავისუფალი ნების შედეგად გამოვლენილი შეთანხმებიდან.

 

6.15.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სცნეს 16.280.98 ლარის ნაწილში. ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 488.42 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს და ამოირიცხოს შესაბამისი ანგარიშიდან.

 

სარჩელი არ სცნეს პროცენტის და ჯარიმის მოთხოვნის ნაწილში, 4481.00 ლარი, რომლის 3% სახ. ბაჟი 134.43 ლარი მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს ,,ბაზისბანკის” სარჩელი.

 

2. მოპასუხე მ-----ე მე-------ეს სს ,,ბაზისბანკი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 20.762.81 ლარის გადახდა. (ძირი - 16.280.98. პროცენტი - 1519. ჯარიმა - 1962 ლარი).

 

3. დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, გადახდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების - მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ზარდალიშვილი, №3, (ყოფ. ჯაფარიძის ქ. მე-5 შეს. №3, დაზუსტებული ფართობი: 894.70 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა; მესაკუთრე: ლ-----ა მე-------ე; აღწერა: სახლის გამოყოფილი ნაწილი, საერთო ფართით 313.19 კვ.მ.; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №03.03.03.208; რეალიზაციით, ხოლო თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, გადახდევინება მიექცეს მ-----ე მე-------ის სხვა ქონებიდან.

თუ უზრუნველყოფის საგანი სრულად ვერ დააკმაყოფილებს კრედიტორს, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მ-----ე მე-------ის საკუთრებაში რიცხული სხვა მოძრავ-უძრავი ქონება.

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. მოსარჩელეს დაუბრუნდეს სახ. ბაჟის ხით გადახდილი 488.42 ლარი.

 

6. მოპასუხეებს გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 134. 43 ლარი.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე