განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002314110
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - პაატა ცეცხლაძე
ბრალდებული - ემ--–------------იანი
ადვოკატი - მამ----------ძე
თარჯიმანი - ზი---------------ანი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ემ--–------------იანი
მამის სახელი: ვაცაგანი
დაბადებული: 26.11.1985 წელი
მოქალაქეობა: სომხეთის მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პასპორტის ნომერი: AK 0------
მისამართი: სომხეთი, ქ. ერევანი, ში-----ს ქ. N2/23
ფაქტ. მისამართი: ქობულეთი, თა--------–ების ქ. N16
დაკავების თარიღი და დრო: 06.01.2018 წ 19:55 საათი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2018 წლის 03 იანვრის ეპიზოდი).
1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2017 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი).
111-187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2018 წლის 03 იანვრის ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 03 იანვარს, დღის საათებში, ქობულეთში, თა--------–ების ქ. N16-ში მდებარე სახლში ემ--–------------იანმა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მე----------იანს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2017 წლის 22 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქობულეთში, რუსთაველის ქ. N162 ,,ა’’, ბინა N5-ში ემ--–------------იანმა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს მე----------იანს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. 2018 წლის 03 იანვარს, დღის საათებში, ქობულეთში, თა--------–ების ქ. N16-ში მდებარე სახლში ემ--–------------იანმა თავისი ოჯახის წევრს კერძოდ მეუღლის მშობელს ავთ------–--------ნს განზრახ დაუზიანა ,,PANASONIC’’-ის ფირმის ტელევიზორი, ფანჯრის მინები და სარკე, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4. არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი:
5. ბრალდებულმა ემ--–------------იანმა დაადასტურა, რომ 2018 წლის 03 იანვარს და 2017 წლის 22 აგვისტოს საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მე----------იანს, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის აღიარებითი ჩვენებით.
6. სამედიცინო ექსპერტიზის №000107618 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების მიხედვით, მე----------იანს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
8. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
9. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
10. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია რომ მე----------იანი არის ემ--–------------იანის მეუღლე, რომელთაც ჰყავთ საერთო შვილი და ცხოვრობენ ერთად.
11. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ემ--–------------იანმა ჩაიდინა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:
12. დაზარალებულ ავთ------–--------ნის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მას ყავს შვილი - მე----------იანი, რომელიც გათხოვილია უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ემ--–------------იანზე და ცხოვრობს მასთან. მათ ყავთ ოთხი წლის შვილი. შეუღლებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ემილი თავის მეუღლეს სიმთვრალეში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამტვრევდა სახლში საოჯახო ნივთებს, იყო აგრესიული ოჯახის სხვა წევრების მიმართაც. ამის გამო ბევრჯერ გააფრთხილა, რომ თუ გააგრძელებდა აღნიშნულ ქმედებას, აღარ მისცემდა მის ქალიშვილთან ცხოვრების უფლებას. 2018 წლის 03 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე მოესმა ხმაურის და მტვრევის ხმა, როდესაც სახლში ავიდა ყველაფერი მოფანტული იყო, დამტვრეული იყო ფანჯრის შუშები, აბაზანაში სარკე და ტელევიზორი. ემილი მის დანახვაზე უფრო აგრესიული გახდა და წამოიწია დასარტყამად. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო რამდენიმე პიროვნება.
13. ბრალდებულმა ემ--–------------იანმა დაადასტურა, რომ 2018 წლის 03 იანვარს, ქობულეთში, თა--------–ების ქ. N16-ში მდებარე სახლში დააზიანა მეუღლის მშობლის ავთ------–--------ნის ,,PANASONIC’’-ის ფირმის ტელევიზორი, ფანჯრის მინები და სარკე.
14. სასაქონლო ექსპერტიზის №05/ს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ტელევიზორის ,,PANASONIC’’ model: TX-32AR310, S/N: MP4550670 და ფანჯრის მინების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის საერთო ოდენობა შეადგენს 316,96 ლარს.
15. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ემ--–------------იანმა დააზიანა ავთ------–--------ნის ,,PANASONIC’’-ის ფირმის ტელევიზორი, ფანჯრის მინები და სარკე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
16. სასამართლოს მიაჩნია, რომ ემ--–------------იანმა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 03 იანვრის და 2017 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
17. ემ--–------------იანის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
18. ემ--–------------იანს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
19. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
20. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ემ--–------------იანს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თა--------–ების აღკვეთა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ თა--------–ების აღკვეთის გამოყენება არის მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ემ--–------------იანის რესოციალიზაციისათვის.
21. ამასთან, ემ--–------------იანის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე, 59-ე, 63-ე და 64-ე მუხლებით, სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ემ--–------------იანი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2018 წლის 03 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) და 111-187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
ბრალდებულ ემ--–------------იანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 03 იანვრის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თა--------–ების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 04 (ოთხი) თვე თა--------–ების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04 (ოთხი) თვე თა--------–ების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად.
ბრალდებულ ემ--–------------იანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თვისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 04 (ოთხი) თვე თა--------–ების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04 (ოთხი) თვე თა--------–ების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად.
ბრალდებულ ემ--–------------იანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 03 იანვრის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ემ--–------------იანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თა--------–ების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 04 (ოთხი) თვე თა--------–ების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04 (ოთხი) თვე თა--------–ების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ემ--–------------იანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს.
ემ--–------------იანს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 06 იანვრიდან.
პატიმრობიდან განთა--------–ების შემდეგ მსჯავრდებულ ემ--–------------იანის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის პრობაციის ბიუროს.
ნივთიერი მტკიცებულება: 2018 წლის 03 იანვარს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ,,პანასონიკი’’-ს ფირმის ტელევიზორი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
მინის ნამტვრევევი და სისხლის მაგვარი ლაქა, ემ--–------------იანისგან აღებული სისხლის ნიმუში, რომელიც დალუქულია და ინახება ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი