გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.04.2018
საქმის ნომერი
421210017002223463
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
04.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N421210017002223463

N2/116-17

განჩინება

საქართველოს სახელით

02.04.2018 წ. ქ. გურჯაანი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

მოსარჩელე - შ.პ.ს. ,, ემას კრედიტი"

წარმომადგენელი - ნანა ჯეირანიშვილი;

მოპასუხე - ელისო ბუშელაშვილი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

განხილვის სახე: ზეპირი განხილვის გარეშე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს წარმოებაშია მოსარჩელე შ.პ.ს. ,, ემას კრედიტი"-ს სარჩელი მოპასუხე ელისო ბუშელაშვილის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და ითხოვეს მისი დამტკიცება, ზეპირი განხილვის გარეშე, შემდეგი პირობებით:

ერთის მხრივ შ.პ.ს. ,, ემას კრედიტი"(ს/კ 431946415) და მეორე მხრივ მოპასუხე ელისო ბუშელაშვილი (პ/ნ 45001022602) ითვალისწინებენ, რა მხარეთა მორიგების ერთობლივ სურვილს, თანხმდებიან და ხელს აწერენ მორიგების აქტს შემდეგი პირობებით:

1. მხარეები თანხმდებიან, რომ ელისო ბუშელაშვილის გადასახდელი თანხა განისაზღვროს ჯამში 900 ლარით.

2. მხარეები თანხმდებიან მასზე, რომ მორიგების აქტის N1 პუნქტში მითითებული დავალიანება ელისო ბუშელაშვილს გაუნაწილდეს 7 თვეზე. დაგახდას დაიწყებს 2018 წლის მარტის თვიდან და დაასრულებს 2018 წლის სექტემბრის თვეში, შემდეგი გრაფიკით:

. 2018 წლის მარტის თვე - 100 ლარი;

.2018 წლის აპრილის თვე - 135 ლარი;

.2018 წლის მაისის თვე - 135 ლარი;

.2018 წლის ივნისის თვე - 135 ლარი;

.2018 წლის ივლისის თვე - 135 ლარი;

.2018 წლის აგვისტოს თვე - 135 ლარი;

.2018 წლის სექტემბრის თვე - 125ლარი.

 

3. მხარეები რიგდებიან, რომ მოვალე უფლებამოსილია მორიგებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე ნებისმიერ დროს დაფაროს დავალიანება.

 

4. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ნებისმიერი პუნქტის დარღვევის ან/და ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, მორიგება მიქცეულ იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად. იძულებითი აღსრულება განხორციელდება ამ მორიგების პირველ პუნქტში მითითებული მთლიანი თანხის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეთა მორიგების გამო სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

რაც შეეხება საპროცესო ხარჯებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში მხარეები მოსამზადებელ ეტაპზე მორიგდნენ, მოსარჩელეს მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება სარჩელზე თანდართული ქვითრით, შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 , 49-ე, 54-ე, 272-274-ე, 284-285-ე, 414-ე, 416-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დამტკიცდეს მოსარჩელე შ.პ.ს.,, ემას კრედიტ"-სა (ს/კ 431946415) და მოპასუხე ელისო ბუშელაშვილს (პ/ნ 45001022602) შორის მიღწეული მორიგება შემდეგი პირობებით:

1.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ელისო ბუშელაშვილის (პ/ნ 45001022602) გადასახდელი თანხა განისაზღვროს ჯამში 900 (ცხრაასი ლარი) ლარით.

 

1. 2. მხარეები თანხმდებიან მასზე, რომ მორიგების აქტის N1 პუნქტში მითითებული დავალიანება ელისო ბუშელაშვილს გაუნაწილდეს 7 თვეზე. დაგახდას დაიწყებს 2018 წლის მარტის თვიდან და დაასრულება 2018 წლის სექტემბრის თვეში შემდეგი გრაფიკით:

. 2018 წლის მარტის თვე - 100 (ასი ლარი) ლარი;

.2018 წლის აპრილის თვე - 135 (ას ოცდათხუთმეტი ლარი) ლარი;

.2018 წლის მაისის თვე - 135(ას ოცდათხუთმეტი ლარი) ლარი;

.2018 წლის ივნისის თვე - 135 (ას ოცდათხუთმეტი ლარი)ლარი;

.2018 წლის ივლისის თვე - 135 (ას ოცდათხუთმეტი ლარი)ლარი;

.2018 წლის აგვისტოს თვე - 135 (ას ოცდათხუთმეტი ლარი) ლარი;

.2018 წლის სექტემბრის თვე - 125 (ას ოცდახუთი ლარი) ლარი.

 

1. 3. მხარეები რიგდებიან, რომ მოვალე უფლებამოსილია მორიგებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე ნებისმიერ დროს დაფაროს დავალიანება.

 

1. 4. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ნებისმიერი პუნქტის დარღვევის ან/და ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, მორიგება მიქცეულ იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად. იძულებითი აღსრულება განხორციელდება ამ მორიგების პირველ პუნქტში მითითებული მთლიანი თანხის.

 

2. მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში მოხდეს იძულებით აღსრულება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

3. მორიგების დამტკიცების გამო შეწყდეს N2/116-17 საქმის წარმოება. განემარტოს მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

 

4. მოსარჩელე შ.პ.ს. ,, ემას კრედიტ"-ს (ს/კ 431946415) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (1. საგადახდო დავალება N0, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი", გადახდის თარიღი: 25.10.2017, გადახდილი თანხა - 50 ლარი, გადამხდელის დასახელება ზურაბი ხუციშვილი პ/ნ 01015021157, სახაზინო კოდი 300563150 ).

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე